გერმანიასთან მატჩში კარში ისევ ჰარტი დადგება
ფრენკ ლამპარდისთვის ჩილეს ნაკრებთან შეხვედრა 103-ე აღმოჩნდა ეროვნულ გუნდში. მოქმედ ფეხბურთელებს შორის მასზე მეტჯერ "სამი ლომის" შემადგენლობაში მხოლოდ სტივენ ჯერარდსა და ეშლი კოულს უთამაშიათ.

ასეულის კლუბის წევრები, ეგრეთ წოდებული "ცენტურიონები", ფრენკის გარდა, ინგლისს სულ 7 ჰყავს: პიტერ შილტონი (125), დევიდ ბექჰემი (115), ბობი მური (108), სტივენ ჯერარდი (107), ბობი ჩარლტონი (106), ეშლი კოული (105), ბილი რაიტი (105).

ლამპარდმა მეასე საიუბილეო შარშან, უკრაინასთან ფრედ დასრულებულ შეხვედრაში ითამაშა, თუმცა ჯილდო მხოლოდ პარასკევის მატჩის დაწყებამდე გადასცეს.

"ამ მიღწევისთვის დიდი დრო დამჭირდა. 100 თამაშის ჩატარება ნაკრებში განსაკუთრებული მოვლენაა. ჩემამდე ეს სიმაღლე ჯერარდმა და კოულმაც გადალახეს. ცერემონიალზე სერ ჯეფ ჰერსტის (1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჰეთ თრიქის ავტორი) მოწვევის იდეა ასოციაციაში გაუჩნდათ. ცხადია, ჩემთვის ეს პატივი იყო.

მამაჩემი კი თავად დავპატიჟე. მისგან იმდენად დავალებული ვარ, რომ მან თავადაც იცის, რომ რაღაც წილად ნაკრების გმირი ისიც არის," - განაცხადა ვეტერანმა.

35 წლის ნახევარმცველმა კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგაც გააკეთა. მოგეხსენებათ, სამხრეთამერიკელებმა ალექსის სანჩესის დუბლის წყალობით იმარჯვეს:

"წაგება არავის უყვარს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ასეთი მარცხის შემდეგაც კი შეგვიძლია დადებითის დანახვა. ვერც უარყოფითს გავექცევით. მეტოქეს საშუალება მივეცით, რომ უამრავი საგოლე მომენტი შეექმნა. არადა, უნდა გვხსომებოდა, რომ ის მაღალი დონის იყო. ჩილემ რადიკალურად განსხვავებულ სტილში ითამაშა, ვიდრე შეჩვეულები ვართ.

მეორე მხრივ, თამაში კარგი საყურებელი გამოდგა. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში შეიძლებოდა 2:2 ან 3:3 ყოფილიყო. მოედანზე საუკეთესო სტუმართა მეკარე კლაუდიო ბრავო იყო.

ჩვენგან კი ადამ ლალანას გამოვყოფდი, ვინც ყველაზე ცოცხლად გამოიყურებოდა, სანამ არ შეცვლიდნენ. ორშაბათს "უემბლიზე" უკვე ტოპ-გუნდთან გვიწევს თამაში. გერმანიასთან ნამდვილად უკეთ თამაში გვმართებს".

გერმანიასთან ჰარტის იმედად

ინგლისის ნაკრების თავკაცმა დაადასტურა, ჩილესგან განსხვავებით, გერმანიის ნაკრებთან თამაშს ძირითადში ჯო ჰარტი დაიწყებს. მოგეხსენებათ, არადამაჯერებელი თამაშისთვის 26 წლის კარის დარაჯმა "მანჩესტერ სიტის" უკანასკნელი 4 შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

"როდესაც ინგლისის ნაკრების ფორმა გაცვია, ერთი მხრივ, ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, მეორე მხრივ კი, სერიოზული ტესტია ნებისმიერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჯოს ეს კარგად ესმის და მზად არის ზეწოლისთვის," - აცხადებს ჰოჯსონი.

ერთია, თუ რას ფიქრობს ჰარტზე ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი, ხოლო მეორე - "სიტის" დამრიგებელი მანუელ პელეგრინი. "ტელეგრაფის" ცნობით, "ქალაქელთა" ჩილელმა თავკაცმა იანვარში "ქუინზ პარკიდან" ჟულიო სეზარის ყიდვა და ჰარტის გასხვისება გადაწყვიტა. მართალია, ბოლო შეხვედრებში უკანასკნელი არ თამაშობს, თუმცა "სიტიში" არც კოსტელ პანტილიმონის იმედად დარჩენას აპირებენ.

კიდევ ერთი ტრავმა

ინგლისის ნაკრებმა ჩილესთან მეორე ტაიმში საზარდულის ტრავმის გამო ფილ ჯონსი დაკარგა. "მანჩესტერ იუნაიტედის" 21 წლის მცველის ასპარეზობა გერმანიასთან 19 ნოემბრის შეხვედრაში უკვე გამოირიცხა. პრინციპულ დაპირისპირებაში მას, ალბათ, თანაგუნდელი კრის სმოლინგი შეცვლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინგლისური ფეხბურთის რეკორდები

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
ჯერარდმა შესაძლოა, ინგლისური კლუბი ჩაიბაროს
ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ - მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია
ᕛᕣᓜᕓᕘᓐᕚᓘ 2014: ᓙᓝᓠᓔᓘᓡ ᓡᕐᓛᕣᓜᕓᕘᓐᕚᓝ ᓒᓐᓜᓐᓪᓮᓐᓓᓘ
ჯო ჰარტმა 12 წლის შემდეგ "სიტი" დატოვა და ახალ კლუბში გადავიდა
"უოტფორდმა" საშველად 74 წლის მწვრთნელს უხმო
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია
ჯო ჰარტი: რა დამოკიდებულება მაქვს გვარდიოლას მიმართ?!.
ვისენტე გუაიტა "კრისტალ პალასში" გადავიდა
მთავარი კანდიდატი ჯერარდია - ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, "რეინჯერსში" დაბრუნდეს
ჰარტი: არ მგონია, რომ "რეალი" კურტუას მოისვრის და მე ამიყვანს
ᓠᕝᓘ ᓰᓝᓯᕡᕝᓜᓛᓐ ᓠᕝᓘ ᓙᓘᓜᕡ "ᓓᓘᓕᓐᓜᕘᓡ ᕔᓥᓡᓞᓔᓠᓢᓘ" ᓣᓬᕝᓓᕐ
ჟოზე მოურინიო: ბოლომდე მჯეროდა გამარჯვების
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
ოფიციალურად: ლამპარდმა ინგლისური კლუბი ჩაიბარა
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
ᓛᓣᓜᓓᓘᕐᓚᓘ 2014. ᓘᓜᓒᓚᓘᓡᕘᓡ ᕜᓐᓙᓠᓔᓑᓘ: ᓜᕔᕢᓐᓠᓔᓑᓐ ᓯᓔᓠ ᓐᓓᓠᓔᓐ
'ეს არასწორი იქნება' - ლამპარდმა რონალდო და მესი შეადარა
როი ჰოჯსონი: მეოთხე გოლის ჩათვლა არ შეიძლებოდა, რადგან იქ აშკარად ხელით თამაში იყო
"ᓝᓚᕓ ᓢᕠᓔᓤᓝᓠᓓᓡ" ᓤᓔᓮᕑᓣᓠᓗᓔᕚᓘ ᕒᕘᓒᓖᓘ ᓓᓐᓔᓛᕨᕕᓘᓓᓝᓑᕐ, ᓛᓬᓕᕠᓗᕜᓔᕚᓘ ᕒᕘᓒᓖᓘᓪ?
ჯო ჰარტი შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატში გადავიდეს
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ᕤᓘᓚ ᕯᕝᓜ
მოულოდნელი დაბრუნება - 78 წლის ასაკში როი ჰოჯსონმა ინგლისური გუნდი ჩაიბარა
ლონდონის "ჩელსი" ახალ მეკარეს ეძებს
"წუწუნი უნდა შეწყვიტოს" - ჯერარდმა სლოტი გააკრიტიკა
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
უკვე ანრიზე წინ - სალაჰი ბრწყინვალე სეზონს აგრძელებს
ჰარტი გვარდიოლაზე ნაწყენი არ არის
რობერტო კარლოსი: ამ მწვრთნელმა ბოლო მომიღო, ფეხბურთის არაფერი ესმოდა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
სოლსკიაერმა "მანჩესტერის" ხელმძღვანელობას 5 ფეხბურთელის გაყიდვა მოსთხოვა
ჯერარდმა "ლივერპულს" სალაჰის შემცვლელი ურჩია