ამერიკელი ალაპარაკდა
სკანდალურად ცნობილმა ამერიკელმა ველომრბოლელმა ლენს არმსტრონგმა, რომელსაც დოპინგის მიღების გამო ტურ დე ფრანსის შვიდი ტიტული ჩამოართვეს, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ველომრბოლელთა საერთაშორისო კავშირის (UCI) ყოფილი პრეზიდენტი ჰეინ ვერბრიუგენი ხელს აფარებდა მას და ეხმარებოდა სასჯელის აცილებაში. ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა The Daily Mail-ი.

არმსტრონგი ყვება იმის შესახებ, რომ 1999 წელს, ტურ დე ფრანსის მსვლელობისას, მან დადებითი დოპინგ-სინჯი ჩააბარა და ვერბრიუგენმა იცოდა ამის შესახებ, თუმცა UCI-ს პრეზიდენტმა არ მოისურვა ამ ამბის გასაჯაროება. შედეგად, არმსტრონგს ძველი თარიღით გამოუწერეს სამკურნალო მალამო, რომელიც აკრძალულ პრეპარატ კორტიზონს შეიცავდა (თითქოს ეს მალამო საჭირო იყო სპორტსმენის სამკურნალოდ).

"მახსოვს, რომ ეს დიდი პრობლემა იყო. დარწმუნებული არ ვარ, რომ დადებითი დოპინგ-სინჯი აღმომიჩინეს, მაგრამ დოპინგის გამოყენების კვალს მიაგნეს. ჰაინმა უბრალოდ თქვა, რომ ეს საშინელ დარტყმას მიაყენებდა ველოსპორტის პრესტიჟს და რაღაც იყო მოსაფიქრებელი. ამიტომაც გააყალბეს რეცეპტის თარიღი", - განაცხადა არმსტრონგმა.

შეგახსენებთ, რომ არმსტრონგმა 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო თანაშრომლობა ველომრბოლელთა საერთაშორისო კავშირის ახალ ხელმძღვანელობასთან. პრესა წერდა იმის შესახებ, რომ საჭირო ინფორმაციისთვის ლენსს სამუდამო დისკვალიფიკაციას რვაწლიანი სასჯელით შეუცვლიდნენ.

ვერბრიუგენი UCI-ს პრეზიდენტი იყო 1991-2005 წლებში. 2013 წლის ნოემბერში მან დატოვა ამ ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტის პოსტი, რომელიც 2008 წლიდან ეკავა. ველოსპორტის ეროვნული ფედერაციებისადმი განკუთვნილ წერილში, რომელიც მის გადადგომას ეხებოდა, ვერბრიუგენმა დაწერა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია და მისი სინდისი აბსოლუტურად სუფთაა.

არმსტრონგმა The Daily Mail-თან ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ დღეს, ყოველგვარი დოპინგის გამოყენების გარეშე შეძლებს ყოველწლიური მარათონის - Iron Man-ის მოგებას. ეს არის შეჯიბრება ტრიატლონში, რომელიც მოიცავს 3.8 კილომეტრ ცურვას, 180 კილომეტრ ველორბოლასა და სირბილს მარათონულ დისტანციაზე (42.2 კმ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლენს არმსტრონგს ტყუილის უფლება აქვს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე