ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... [VIDEO]

თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... [VIDEO]

მოგეწონათ? - ჟურნალისტებთან ეს რომ დაგჭირდება, უკვე წამგებიან სიტუაციაში ხარ!
18 ნოემბერს საღამოს, ალბათ, მთელმა საქართველომ ნახა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან.

რა აზრი დაგრჩათ?

შევეცადე, წარმომედგინა, რა ემოციურად ელაპარაკება გასახდელში ეროვნული ნაკრების თავკაცი ფეხბურთელებს. იმის წარმოდგენაც ვცადე, როგორ უნდა დაალაგოს ასეთმა ფეთქებადმა კაცმა გუნდში სიტუაცია და როგორ უნდა შექმნას კარგი ატმოსფერო.

ქეცბაია ძალიან ემოციური გახადა კითხვამ - ხომ არ არის საჭირო ფინანსური მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისთვის?

ქეცბაიამ ემოციურად ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ თუ ვერ ჩამოვიდა ალექსანდრე ამისულაშვილი ნაკრებში ესპანეთთან საგარეო მატჩისთვის და ისიც კი თქვა - ჟურნალისტები ფეხბურთელებს ალიბებს უქმნითო.

და რატომ არ ილაპარაკა ქეცბაიამ ამისულაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე ესპანეთთან მატჩის წინ ან მის შემდეგ?

ძნელია, პოლემიკაში შესვლა ამ ადამიანთან და ამაში წუხელ, ალბათ, ყველა დარწმუნდა.

ქეცბაიამ რამდენჯერმე ახსენა ფრაზა "ნორმალური ქვეყანა" და წუხელ კიდევ ერთი კითხვის დასმის საშუალება არ მომეცა - რომელ ნორმალურ ქვეყანაში ხდება, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ასეთი ტონით ელაპარაკებოდეს ჟურნალისტებს?

ქეცბაია გადადგომას არ აპირებს - წუხანდელმა შეხვედრამ ამის ვარაუდის საშუალებაც მოგვცა.

რა თქმა უნდა, მისი წასვლით საქართველოს ნაკრებს ფეხბურთელთა ოქროს საბადო არ გაუჩნდება, მაგრამ რატომ არ შეიძლება, რომ სხვასაც მიეცეს შანსი, ჩაიბაროს ეს ნაკრები და იქნებ, უკეთესად იმუშაოს, ვიდრე ქეცბაიამ?!

და ეს ყვირილი მოგეწონათ?

ქეცბაიამ არ მოგვცა იმის საშუალება, რომ ჟურნალისტი მის პოზიციას ჩაეჭიდოს და აქედან პოზიტივები გამოადნოს... მწვრთნელის სასარგებლოდ.

ქეცბაიამ ძალიან ძნელ საქმეს მოჰკიდა ხელი და ჰგონია, რომ ნაკრები წინ მიდის. "ლელოში" ეროვნულ ნაკრებზე ბევრმა სპეციალისტმა თუ ფეხბურთელმა ილაპარაკა და ვერავისგან მოვისმინეთ, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა, რომ ქეცბაიას საქმე კარგად მიჰყავს, რომ დღეს შედეგი არ არის, მაგრამ ხვალ აუცილებლად იქნება უკეთესობა და ასე შემდეგ...

ადრეც გვითქვამს და დიდ ცოდვას არ ჩავიდენთ, თუ გავიმეორებთ - ქეცბაია ნაკრებში ძალიან მაგრად, გულიანად თამაშობდა და ამის გამო ის ყოველთვის რესპექტაბელური კაცი იქნება თავის სამშობლოში და ყველგან, სადაც კი მისი თამაში უნახავთ.

მწვრთნელმა ქეცბაიამ დიდ წარმატებებს მიაღწია "ანორთოსისში" და ამითიც კიდევ უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს, ოღონდაც, მწვრთნელობა ისეთი ხელობაა, წასვლაც ღირსეულად უნდა შეგეძლოს.

ყვირილი, აგრესიული ტონი - ჟურნალისტებთან ეს რომ დაგჭირდება, უკვე წამგებიან სიტუაციაში ხარ.

რას ფიქრობს ამ ყველაფერზე ფეხბურთის ფედერაცია? რას ფიქრობს ამ ყველაფერზე ნაკრებთა ფინანსური დონორი - ქვეყნის მთავრობა?

ვფიქრობ, კითხვები სწორედაც რომ აქტუალურია.

მწვრთნელობა მართლაც გვარიანად რთული ხელობაა, მით უმეტეს - საქართველოს ნაკრების. ეს ძალზე დიდ ნერვულ ენერგიას მოითხოვს და ქეცბაიას ნამდვილად ძვირი უჯდება ამ საქმესთან შეჭიდება.

თოქშოუ გამოვიდა?

ალბათ, კი, რადგან სიყალბე მასში ვერ დავინახე, ყველაფერი ნამდვილს ჰგავდა... <object width="420" height="315" data="http://www.youtube.com/v/Aybb0Vamak4?hl=ru_RU&version=3&rel=0" type="application/x-shockwave-flash"> <param name="allowFullScreen" value="true" /> <param name="allowscriptaccess" value="always" /> <param name="src" value="http://www.youtube.com/v/Aybb0Vamak4?hl=ru_RU&version=3&rel=0" /> <param name="allowfullscreen" value="true" /> </object>

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• რეზო

ძაან მაგარი კაცია,,,

• zviad

ეს ქართული სენია,უნიკალური ანდაზა აქვს ქართველებს,დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს,დასწორედ ეს არის დიდი მინუსი!!!!!!!!!!!!კაი ბიჭობის თAობა უნდა გამოიცვალოს,და პროფესიისადმი სიყვარულის თაობა უნდა მოვიდეს!

• demuri

ნაციონალერი რიტორიკა,რას გვამადლი თავს,წადი ძმაო,და ვნახავ ვის დასჭირდები

• beso

რამდენიც გინდა ჩხიბეთ ჟურნალისტებმა, კი შეგისრულათ ქეცბამ რაც გეკუთვნით

• dato kublashvili

ბიჭო ქუთაისელო ჯერ ერთი უბრალო მიზეზს მოგიყვან რისი პროგრესია ქეცბაიას მოსვლის შემდეგ ერტი უბრალო მიზეზია,,, გაიხსენე სანამ ქეცბაია მოვიდოდა და შეადარე ქეცბაიას მოსვლის შემდეგ სტადიონზე მოსული გულშემატკივრების რაოდენობა.... სხვას რომ თავი დავანებოთ ასერომ თვალებში გამოიგედე ცოტა

• dato kublashvili

წადით ბიჭო წიგნი წაიკითხეთ თქვენ იმის დანახვა არ შეგიძლიათ ამ კაცმა რაცგააკეთა მარტო ცუდს ხედავთ და იმ ცუდშიც ეს კაცი დამნაშავე არარი რომ დაგირიათ პირი და ლაპარაკის მეტს არაფერს აკეთებთ ცოტა თავი გაანძრიეთ და თვალებსი გამოიხედეთ მე არც ქეცბაიას ნათესავივარ და არც ფეხბურთელი ... ეს კაცი გვჭირდება და ბევრს ნუ ლაპარაკობთ

• qutaiseli

giorgiს რომელ თაობაზე საუბრობ ამ შესარჩევში ფეხბურთელები დაასახელე სახელი და გვარი ხომ ააქვთ.მაგალითისთვის ერთი დაასახელე რომელიმე სულერთია.21 წლამდელებიდან 2კაცის მეტს არ დაუძახებს ყაზაიშვილი და შეიძლება ჭანტურია დანარჩენი კი ვნახეთ რასაც ბედოვლათობენ მოედანზე.მორჩა ჩაივლის ეს შესარჩევი დაიხურავს ქუდს ეს კაცი და წავა როგორც გუშინწინ თქვა ეს არის და ეს.დანარჩენი იგივე ხალხი იქნება და რასაც ახლა ჯახირობენ ის იქნება ამ შესარჩევში.

• Dato

მაგარი კაცია ძალიან, რასაც ამბობს ლოგიკურია და ვეთანხმები. მაგრამ არსებობს მეორე მხარე - სად არის გამოსავალი და როგორ?!

• dima

Federaciashi mafiozebia

• giorgi

რა გინდატ ამ კაცთან ... ხორვატიასთან მოგება საფრანგეთთან ფრე .... თან გოლის გატანის რეალური შანსიც გვქონდა რამდენიმე ... ესპანეთთან 0-1 აქაც ფრე შესაძლებელი იყო და ცოტა გამართლება რომ გვქონოდა ჩვენც შეგვეძლო გოლის გატანა... აცადეთ ამ კაცს თავისი საქმე.... რაც არ უნდა კარგი ფეხბურთელი იყოს როცა ნაკრებში გამოიძახებენ და არ გამოცხადდება გუნდიდან უნდა წავიდეს... მოდის ნორმალური ახალგაზრდა თაობა და ქეცბაიასნაირი მწვრთნელი შწირდებათ,სმა დროს ტარება და ნარკოტიკები რომ არ არჩიონ ფეხბურთს ბევრი მაგალითი არსებობს ამის .. საფეხბურთო დისციპლინა უმთავრესია და ამას ითხოვს ეს კაციც.. შეიძლება ცოტა ნერვიულია და ცოტაზე მეტიც მაგრამ აცალეთ ამ კაცმა დიდი საქმე გააკეთა ფეხბურთისთვის

• ქარტველი

მართლა არა აქ ამ კაცს რესურსი და რა ქნას. ჯოზე მაურინიო რო ჩამოიყვანო ის ვერ იზამს ვერაფერს დამიჯერეთ. ნაკრებს სჭირდება დისციპლინა. და კიდე ფეხბურთელებს უნდა აუხსნან ნაკრებში ფეხბურთის თამაში რამხელა მნიშვნელობას ატარებს , რომ მოტივაცია აუმაღლდეთ. აზრზე არ არიან ტო. მაგალითები. ხიზანას არ ასვლა ავტობუსში. განცხადებები ამისულაშვილის და სხვების რომ სანამ ქეცბაიაა ნაკრებში არ ითამაშებენ. .... ეხლა მეორე რა მინდა ვთქვა.ფეხბურთს ხო უყურებთ იმისთვის რომ სიამოვნება მიიღოთ? მე პირადად საქართველოს ნაკრების თამაშის ყურებას მირჩევნია სვარკას ვუყურო. ბურთის მოჯენა არ იციან , 11 კაცი რო გდია დაცვაში და ბურთი რო მოიჯინონ მეტოქის ნახევარზე , და ერთი წუთით მაინც განმუხტონ მეტოქის შეტევები ეგ არ შეუძლიათ სხვას რო თავი დავანებოთ :D

• daTo

გადაცემას ვუყურე დიდი ინტერესით. ერთადერთი დასკვანა რომელიც გამოვიტანე ამ გადაცემიდან: ქართველი სპორტული ჟურნალისტები მოკლებეული არაინ ყოველგვარ პროფესიონალიზზმს, ჩემი აზრით ეს ჟურნალისტები ვერ ერკვევიან ფეხბურთის ნიუანსებში. მოკლებულნი არიან ელემენტარულ ზრდილობის წესებსაც, ვერაფრით ვერ გავიგე როტომ მიმართავნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს შენობით, აგდებულად, ჟარგონებით, აგრესიულად. ხანშიშესულ ვითომ ჟურნალისტს, რომელიც ძალიან ბოროტად იყენებს დიდი ფეხბურთელის დავით ყიფინის სახელს, თავი ქუჩის ბირჟაზე ეგონა, ენა არ გაუჩერებია, არც მწვრთნელს აცლიდა და არც წამყვანს. სწორედ ასეთი არაპროფესიანოალი ჟურნალისტები ღუპავენ ქართულ ფეხბურთს, რომლებსაც გენოისად მიაჩნიათ ფეხბურთელი რომელიც მე-2 ბუნდესლიგის მაჩანჩალა გუნდის ძირითად შემადგენლობაშიც კი ვერ ხვდება. მოდით გულზე ხელი დაიდეთ და თქვით ამ ჟურნალისტების მიერ წაყვანილ რეპორტაჟები მოგწონთ? სადაც ყველაფერზე საუბრობენ მოედანზე მიმდინარე თამაშის გარდა, ბოლო პერიოდში ხმას ვუწევ და მხოლოდ თამაშს ვუყურებ. საქართველოს საშველი მხოლოდ პროფესიონალიზმიაა და არა დავით ყოფინთან ნაცნობობა! ამთთან შედარებით ქეცბაია ნამდვილად პროფესიონალია, შეცდომები კი ყველას მოსდის.

• qutaiseli

ქეცბაიას მომხრეებს ერთი ესტონელი ფეხბურთელი დამისახელეთ რომელიც თამაშობს ნორმალურ ფეხბურთს და სად თამაშობს ისიც მიაწერეთ და ამ გუნდმა პლეიოფი ითამაშა ხალხო პლეიოფი.ვიღაცა გამოვა და იტყვის გაუვარდაო შენ რატო არ გაგივარდა ამ ოცდაათ წელიწადში ერთხელ მაინც შე დალოცვილო.შედეგზე ფეხბურთელებთან ერთად მწვრთნელიც არის პასუხისმგებელი ასეა ეს ყველგან.ძოძუაშვილმა შექმნა ლატვიაში გუნდი რომელმაც ფინალურ ეტაპზე ითამაშა და მისი ლიდერი პახარსი კალათბურთიდან მოიყვანა და ორ წელიწადში ნაკრებში ნორვეგიასაც გაუტანა და საბერძნეთსაც გოლი და ორივე გასვლა მოიგო 15 წლამდე კაცი კალათბურთზე დადიოდა.

• qomagi

უყურე გადაცემას და ყველა კითხვას პასუხი გაეცა აბსოლიტურად, ეს ნაკრები მარტო ქეცბაიასი არ არის, ახალიც რომ მოვიყვანოთ იგივ ეიქნება რატო იცით? მწვრტნელს ნაკრებს ჩავაბარებთ მერე დავდგებით გვერდით და უყურებთ რას შვება, და მერე ვლანძღავთ რო წავიდეს. ყველა უნდა დაეხმაროს ჟურნალისტები ფედერაცია სახელმწიფო, რო არ ჩამოდიან ფეხბურტელები პირველი იმას წერტ გუნდში განხეთქილებააო თორე ნამდვილი მიზეზებით არ ინტერესდებით, რამდენია ეგეთი ფეხბურთელი გოგუა, ყენია, ამისლუაშვილი, ხიზანიშვილი, და ასე შემდეგ.

• qutaiseli

ეს ორი წელიც გავა და შედეგი იგივე იქნება ქეცბაია დაიხურავს ქუდს და წავა როგორც თვითონ თქვა მისი მომხრეები რა შედეგს ელოდებით თუ ფეხბურთელები არ გყავთ და თამაში არ იციან ეს მაინტერესებს.

• ასა

ქეცბაიას შედეგი არ გამოსდის, (არც ფეხბურთელები გვყავს და არც ქეცბაიას ყოფნის ცოდნა და კრეატიულობა)დავნიშნოთ ახალგაზრდა, მზარდი ქართველი მწვრთნელი ნორმალური ხელფასით; ქეცბაიას არანორმალური და აშკარად შეუსაბამო ხელფასი კი ბავშვთა ფეხბურთს მოვახმაროთ

• soso

1) ჟურანილისტებმა ცუდად მოიქეცით, უნდა დაუსვათ წყნარად კითხვები, მშვიდად და ზრდილობიანად, მიიღებთ იმავეს 2) ქეცბაიამაც არ იცის ლაპარაკი და თქვენგან განსხვავებით არ მოეთხოვება, ვეხმრობი რომ აცადონ კიდევ ერთი შესარჩევი

• murtalo

...მეტის ღირსნი ვართ!...ეს არც წამსვლელია და მისი გამშვებიც არ ჩანს...ჟურნალისტები კი აშკარად დაბნეული კურდღლებივით იქცეოდნენ...არაფერი გვეშველება...

• Sandro

Mეც უჰურე ამ Gადაცემას, Kაცმა ჰველაპერი სტორატ Iლაპარაკა, და ამ ჟUრნალისთEბს არგუმენტიც ა. Kონდატ, რაჰაცა სისულელობა Iლაპარაკეს, მარტო Bოსნიასტან სჰედარება და ბევრი სჰვა!!!! Dა ესენი არიან Pროფი ტავის საკმესჰი???? Mიდი თEმო მიაცეკი!

• თემური

ძალიან მიყვარს გაზეთი ლელო. მისი აღდგენა ძალიან გამეხარდა, მაგრამ თავართქილაძისთანა ჟურნალისტების დაწერილი სტატიებით რა გამოვა არ ვიცი. მარტო ქეცბაიას კრიტიკით არაფერი არ გამოვა. ყველგან იწერება ბავშვთა ფეხბურთში პრობლემებია, საქართველოს ჩემპიონატის დონე არ ვარგა და ა.შ. თქვენ თუ გაქვთ რამე ხედვა ამასთან დაკავშირებით? კრიტიკა ადვილია. შესთავაზეთ რამე რეალური ვარიანტი ფედერაციას. მარტო ის რომ ნაკრებში ჩჩამოსულებს ფული გადაუხადეთ და ითამაშებენო რეალურად მიგაჩნიათ თუ თქვენს არაკომპეტენციაზე მიუთითებს....

• roini

მიდი ქეცბა მიაწექი

• SHUKOVANI

იცით რატომ ხართ საცოდავები ?! შეკითხვას დასვამდით და , შემდეგ ლაპარაკს რომ დაიწყებდით ისეთ პასუხს სცემდით თქვენივე დასმულ შეკითხვებს რომ , თქვენს თავს თავადვე ამტყუნებდით ! შეეშვით ამ კაცს , აცადეთ თავის საქმე აკეთოს ... :))

• va

მაგარი ინტრიგანი ხალხია რა :) ურთიერთსაპირისპირო შეკითხვებით გაუბურღეს კაცს ტვინი და გააფრენდა აბა რას იზამდა... ფეხბურთელი არ გვყავს გუნდში რა უნდა გააკეთო, ბოსნიას შეადარა როჟამ საქართველო :) :) :) :) რა უნდა ელაპარაკო...

• gio78

ჟურნალისტები რა დონის გვყავს ეს საფეხბურთო რეპორტაჟებზეც აისახება.რომელიმე მათგანს თუ უთამაშია ეზოში მაინც ფეხბურთი???კაცი მდგომარეობიდან გამოყავთ უაზრო კითხვებით და იყვირებს აბა რას იზავს?!ნაკრებს წლებია ნორმალური ნახევარმცველი(თუნდაც ჯამარაულის დონის)არ ჰყოლია და ფორვარდზე ხო საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი.და რა შედეგს თხოვთ არ მესმის?!

• Tengo

ქეცბა- მაგარი ხარ !

• giorgi

ვაი ჟურნალისტებო, სერიალებისთვის ააქვთ თქვენ არხებს პული არა და ფეხბურთისთვის არა მინაშვილო ეგ რა იდიოტობა თქვი ხელმძღვანელობა არ მიშვებსო რათ ქვინდა 2 არხმა რო აჩვენოს ჩემპიონთა ლიგა მაგ პულით არ ჯობია 1 არხმა საქართველოს თამაშები გადმოსცეს სტადიონიდან როცა გასვლაზე არიან მართალი თქვა თემურიმ როცა 1 ჟურნალისტიც არ იმყოფება ქვეყნის იმიჯს ლახავსო

• qoshi

ზუსტად ქეცბაიას ბრალია რომ არ ჩამოდიან ფეხბურთელები!! დარწმუნებული ვარ ისეთი დამოკიდებულება აქვს ფეხბურთელებთან რომ ის ფეხბურთელები ნაკრებს თავს არიდებენ!! მწრთვნელმა მარტო ტაქტიკაზე და ფორმაციაზე კი არა, ფეხბურთელებთან დამოკიდებულებაზეც და ურთიერთობაზე უნდა იფიქროს და აშკარაა რომ ქეცბაიას ცუდი დამოკიდებულება აქვს ფეხბურთელებთან, ნორმალური მწრთვნელი მოძრაობა გააკეთე იობანივროტო თავის ფეხბურთელებს თამაშის დროს არ დაუყვირებს...

• rezo rezos

ხალხო,დააკვირდით,ნაკრების მწვრთნელი,რომელიც მთელი ქვეყნის დასანახად ასეთი ისტერიული ტონით საუბრობს(უფრო სწორად ყვირის) ჯურნალისტებთან,რას იზამს ფეხბურთელებთან გასახდელში,ალბათ დედას აგინებს,კაცმა ლაპარაკი არ იცის,როგორ უნდა დაამყაროს კომუნიკაცია მათთან.კი ბატონო,კარგი ფეხბურთელი იყო,მაგრამ ძალიან ცუდი მწვრთნელია.ამაზე მეტყველებს შედეგები და რაც მთავარია თამაშის ძალიან ცუდი ხარისხი,ამ დროს საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს.ყენია,გოგუა,ხიზანიშვილი მოკვეთა ნაკრებიდან,11 კაცი დაცვაში დააყენა.გუნდს არ ეტყობა არანაირი ხელწერა,ტაქტიკა,სათამაშო სტილი,დაცვა,დაცვა,დაცვა და რაც შეიძლება ნაკლები ანგარიშით წაგება,ეს არის თემურის დევიზი და საფეხბურთო ფილოსოფია.გვნდა ასეთი სიტუაცია?მაშინ ნუ გადადგება!

• moqiseli

ძალიან უვარგისი საფეხბურთო სისიტემა გვაქვს , ფეხბურთელები არ გვყავს. ჩემმა მტერმა იარა საქართველოს დამპალ ჩემპიონატზე , იქ სდაც ფეხბურთელები არ დარბიან და დადიან არამედ დასეირნობენ, არის გაუმართავი სისიტემა , თემურიც მტყუიანია რათქმაუნდა იმიტომ რომ გულშემატკივართან გახსინილი არ არის და ღიად არ საუბრობს. რაც შეეხება ჟურნალისტებს . ბიჭო! თქვენ მაშინ ყოფილიყავით ასე გააფრებულები ბათუმში სტადიონი რომ დაანგრიეს , ამერი რომ გააქრეს. დაწერეთ იმაზე რომ ისეთი გადასახადია ბავშთა საფეხბურთო სკოლებში რო ამას მშობელი ვერ შეწვდება. სკოლებში არიან არა პროფესიონალები , არა სწორად იზრდება თაობა, ძალიან სუსუტები არიან. ამის შემდეგ რა ფეხბურთზე არის საუბარი. 4 ძირითადის მუდმივი მოთამაშე არ გვყავს ევროპულ ლიგებში. ამაზე იყავით ასე გააფთრებულები და მერე მოსთხოვეთ გასვლა ნაკრების მწვრთნელს. შემთხვევითი გასვლა არაფერში არ გვჭირდება. გვინდა ფეხბურთი. რამდენი ბავშვია დაკარგული რომელიც მართლა ძლიერი ფეხბურთელი შეიძლება ყოფილიყო. ამაზე დაწერეთ. ამაზე იბრძოლეთ. არ გვყავს გამართული სისიტემის კლუბი ქვეყანაში , საქართველოს არაფერი ესაქმება ევროპაზე და მსოფლიოზე. გამოიძიეთ ჟურნალისტებმა ვინ რას აკეთებს ფეხბურთში რა ხალხი მუშაობს. ნაკრებით არ მთავრდება და არ იწყება ფეხბურთი. გვექნება გამართული სისიტემა ფეხბურთში ? გვეყოლება კარგი ფეხბურთელები, აი მაშინ მოსთხოვეთ გააფთრებით მწვრთნელს ნაკრების ცუდად თამაშზე.

• moqhiseli

ძალიან უვარგისი საფეხბურთო სისიტემა გვაქვს , ფეხბურთელები არ გვყავს. ჩემმა მტერმა იარა საქართველოს დამპალ ჩემპიონატზე , იქ სდაც ფეხბურთელები არ დარბიან და დადიან არამედ დასეირნობენ, არის გაუმართავი სისიტემა , თემურიც მტყუიანია რათქმაუნდა იმიტომ რომ გულშემატკივართან გახსინილი არ არის და ღიად არ საუბრობს. რაც შეეხება ჟურნალისტებს . ბიჭო! თქვენ მაშინ ყოფილიყავით ასე გააფრებულები ბათუმში სტადიონი რომ დაანგრიეს , ამერი რომ გააქრეს. დაწერეთ იმაზე რომ ისეთი გადასახადია ბავშთა საფეხბურთო სკოლებში რო ამას მშობელი ვერ შეწვდება. სკოლებში არიან არა პროფესიონალები , არა სწორად იზრდება თაობა, ძალიან სუსუტები არიან. ამის შემდეგ რა ფეხბურთზე არის საუბარი. 4 ძირითადის მუდმივი მოთამაშე არ გვყავს ევროპულ ლიგებში. ამაზე იყავით ასე გააფთრებულები და მერე მოსთხოვეთ გასვლა ნაკრების მწვრთნელს. შემთხვევითი გასვლა არაფერში არ გვჭირდება. გვინდა ფეხბურთი. რამდენი ბავშვია დაკარგული რომელიც მართლა ძლიერი ფეხბურთელი შეიძლება ყოფილიყო. ამაზე დაწერეთ. ამაზე იბრძოლეთ. არ გვყავს გამართული სისიტემის კლუბი ქვეყანაში , საქართველოს არაფერი ესაქმება ევროპაზე და მსოფლიოზე. გამოიძიეთ ჟურნალისტებმა ვინ რას აკეთებს ფეხბურთში რა ხალხი მუშაობს. ნაკრებით არ მთავრდება და არ იწყება ფეხბურთი. გვექნება გამართული სისიტემა ფეხბურთში ? გვეყოლება კარგი ფეხბურთელები, აი მაშინ მოსთხოვეთ გააფთრებით მწვრთნელს ნაკრების ცუდად თამაშზე.

• romani

ცნობილაცემ ლაპარაკი ისცავლოს ადამიანს დაეცინება ტავისი ლაპარაკიტ გასალანცგია აუა საუბრობს აუა ტემურის ედრება სამარცხვინო კაცი ტავის ტავს მიხედოს

• levani d

გუშინ იქ რომ იყავით რატომ არაფერი კითხეთ? ცნობილაძის გარდა არგუმენტირებულად ვერცერთმა რომ ვერ დასვით შეკითხვა. ნაკრებში სანამ მოვიდოდა არ იცოდით ქეცბაია რა ''ორატორიც'' იყო?! კი, აქვს შეცდომები ქეცბაიას, მაგრამ რაც ადრე ხდებოდა ნაკრებში, რაც ახლა ხდება ჩივაძის ნაკრებში იმასთან შედარებით ქეცბაიას მუშაოაბას დადებითად ვაფასებ.

• დათო

მაგარია ქეცბაია და ჯურნალისტები ზალიან დაბალი დონისები ხართ:( საინტერესოა მართლა ერთი კონკრეტული კრიტიკული სტატია ფეხბურტელებზე რატო არ იწერება?

• daviti

ვახ თქვენი ვერ გავიგე რა,2010 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოთამაშე ნაკრებების მწვრთნელების წლიური ხელფასები იყო:-ჩეხეთის (ბელეკი)117 000,ხოტვატიის(ბილიჩის)160 000,სმუდა პოლონეთი 360 000,ოლსენი დანია 370 000,ჰამრენი შვედეთი 400 000,სანტუში პორტუგალია 500 000,ბლოხინი 600 000.2010 წელს დუნგა ბრაზილიის ნაკრებში და მარადონა არგენტინაში 800 000-800 000ათას იღებდნენ.ამ ყლოყანას 1 500 000,აქვს და მალტასთაქნ ვერ მოგებას ფეხბურთელების დეფიციტს აბრალებს.რა დისციპლინაზე ლაპარაკობთ,არავის ჩამოსვლა და თამაში რომ არ უნდა ნაკრებში?არ გინდათ ბიჭებო ისეთ სამსახურში რომ იმუშავოთ უფროსი დედას რომ გაგინებდეთ?ამ ტონით გელაპარაკებოდეთ როგორც ეს ჟურნალისტებს ელაპარაკება?ყოველი წარუმატებლობის შემდეგ გამოდიოდეს და საქვეყნოდ უვარგისებს გეძახდეთ?ან რას ხედავთ ამ ნაკრებში პროგრესის თუნდაც ნიშანწყალს?მალტას და ესპანეთს ერთი და იგივე ტაქტიკით რომ ვეთამაშებით?იქნებ ფინეთთან უეჭველად მოსაგებ თამაშშს რომ,წააგებ სახლში უშანსოდ,ყველა კომპონენტში დაიჩაგრები მოწინააღმდეგისგან,არათუ საგოლე სახიფათო მომენტსაც ვერ შექმნი და გამოხვალ წაგებას მსაჯებს დააბრალებ?რომელ გაახალგაზრდავებაზე ვლაპარაკობთ ერთი ამიხსენით ვინმემ,35 წლის კობიაშვილს რომ უცერემონიოდ გაუშვებ ნაკრებიდან და მის ნაცვლად ბევრად დაბალი კლასის33 წლის კვირკველიას ათამაშებ?დიდი პატრიოტობა ამ კაცის რაში გამოიხატება,აქ რომ ამხელა ხელფასს იღებს და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას კვიპროსში ხსნის?თუ ისეა აწყობილი აქ ბავშვთა ფეხბურთის საქმე არ იყო კარგი სკოლის აუცილებლობა?

• PARFIUMER

სერიოზულად ეგრე ფიქრობთ თუ ღადაობთ? რა შაში და რა ჟურნალისტი, თამაშებს არ უყურებთ ხოლმე? ისე მართლა უნდა დატოვონ, თორე მერე იტყვის არ დამაცადეს თორე ისეთ რამეს ვაკეთებდი მეტი რომ არ შეიძლებოდაო :D მწვრთნელს რომ ბევრი რამის შეცვლა შეუძლია ბევრჯერ დამტკიცებულა და ბევრჯერ დამტკიცდება კიდევ, გუნდის აყვავებაზე კი არ არი საუბარი, მალტას და ყაზახეთს რომ უნდა მოუგოთ იმაზეა... ბოსნიას დავანებოთ თავი, სომხეთსაც... ისლანდიის თამაში გიყურებიათ? ბებერი გუდიონსენი და ბიჭები ყავთ, მაგრამ მწვრთნელი ყავთ ჭკბიანი და აქვთ შედეგი... იმ საფრანგეთს ჩვენ რომ ფრით ვყოყოჩობდით ნახეთ უკრაინამ რა ქნა? გახია... და ახლა უკრაინელი ვარსკვლავები მოვიძიოთ.

• ოდალა

ეს ჩვენი გენიოსი თავართქილაძე პირველად ვნახე გუშინ. იგივეს გეტყვით: რაც ჭურნალისტები ხართ, წერა-კითხვის უცოდინრები, ის ნაკრები და მწვრთნელია. ოფრო მეტიც ისინი გჯობიან კიდევ.

• zaza "ziko"

მანდ ფედერაციის "ფურცლების კრისა" ლევანს, რომ ეუზრდელა. სანამ მაგ ვირთხები იქნებიან მანად ქრთულ ფეხბურთს არაფერი ეშველება. ქეცბაიას იმაში არ ვეთანხმები რომ ფედერაციაზე არაფერი წამოცდენია კრიტიკული.(არადა რომ კითხო ალალად მთქმელი ვარო!!)

• mosiniki

ქართული ანდაზა მაინც არ გაგვიგონია: რა ქნას კარგმა მონარდემა დროზე შაში თუ არ მოვა?!კიდევ, ეს გამაგებინა ეს ლელო და ჟურნალისტები რას გადაკიდებიან ამ კაცს

• jurnalistebs

deqstera-ს ძლივს ერთი ადამიანი ვინც აზროვნებს. ქეცბაიას მკვდრის გაცოცხლება რო შეეძლოს რა უნდა ფეხბურთში რა უნდა.და აქედან გაგდებული მწვრთნელები უცხოელები ყველა კარგადაა დღეს, ჟირესი კუპერი ტოპმიოლერი. ქეცბაიამ მაშინ ჭამა აქ რო ჩამოვიდა. ჟურნალისტებს კიდე რაც უფრო მეტად მოუშლიან ამ კაცს ნერვებს და აყვირებენ სკანდალი და საწერი აქვთ და მიდი გულაი ვასია

• soso

ვენაცვალე თემურის..... მაგარი კაცია... მთელი გულით და სულით ფეღბურთელია

• zk

რა გინდათ ამ თემურისგან, ამ ადამიანმა რო გადადგა ეს ნაბიჯი და ჩაიბარა სრულიად დაშლილი გუნდიი ეგ მისასალმებელია, როგორ შეიძლება ნაკრებში გიძახებენ და არ ჩამოხვიდე, მართალია ზოგიერთი ფეხბურთელი უგულოD რო თამაშობენ ნაკრებში, რა შედეგზეა ლაპარაკი საერთოდ როცა ასეთი რეალობის წინაშე დგას მწვრთნელი, გასაგებია რო შედეგით ვართ უკმაყოფილო მაგრამ რომელი მწვრთნელი გვეთყვის მე გავიყვან ამ გუნდს ევროპაზე?! ეს ხომ აბსურდულია, ესე რომ საჭიროა თემური ამ ეტაპზე ნაკრებში და დავანებოთ ამ კაცს თავიი და იმუშაოს!!!

• deqstera

1) ბოსნიის ნაკრებს რო ადარებს ის გავიდა და ჩვენ რატო ვერვახერხებთო ამ დროს იმათ ყავთ ჯეკო, იბიშევიჩი, პიანიჩი, ბეგოვიჩი და რავიცი კიდე რა ხალხი და ჩვენ ერთი მაგდონისაც არგვყავს. 2) მეშინია არშეხვდვდეთ სომხეთს იმიტო რომ მოუგებს შენს ნაკრებსო, მოიცა ეხლა არის ქეცბაიასი და აღარაა ჩვენი?? ჯერ კიდე საკითხავია მოგვიგებს თუ არა და რომც მოგვიგოს ვთქვათ და ვაღიაროთ რო მხითარიანის, მოვსესიანის და ოზბილისის დონის გვყავს ვინმე?? 3) ეუბნებიან მართალი ხარ ნაკრებია და უნდა ჩამოვიდეს მიზეზები არუნდა მოიტანოსო და ფულს რატო არუხდითო! 4) შემტევ ფეხბურთს რატო ართამაშობსო, და კითხვა არაქვს დამთავრებული ამბობს ქართული ფეხბურთი სულს ღაფავს და არც ჩემპიონატი ვარგა არაფერიო(და აბა შემტევი როგორ ითამაშოს შემტევი რო გინდა?)... 5) ჟურნალისტი რო ვერმიდის თამაშზე მისი არხის კი არა ფედერაციის ბრალი ყოფილა, რატო არმივყავართო :D :D და კიდე ვინმე რო არჩამოდის ქეცბამ უნდა ილაპარაკოს მარტო, ჟურნალისტების საქმეც ის არის გუნდში რო კონფლიქტია ეგ უნდა გაარკვიონ სხვადასხვა წყაროებიდან(ქეცბამ ყველაზე რო ილაპარაკოს მერე ყველასთან პრობლემები შეექმნება ნაკრებში რომელიც ბევრთან არც ეხლა აკლია)... 6) პირველი ნომრად რატო ვერვთამაშობთო და ამ დროს კლუბიდან გამომდინარე ვთქვათ, არცერთი თავის გუნდში ვერიტანს 2-3გოლზე მეტს, ვერიჭერს ბურთს ცენტრში და საგოლე პასებს ვერაკეთებს, აბა ვისით უნდა ითამაშო პირველ ნომრად??... ვინ გვყავს ისეთი ვინც ბურთს დაიჭერს და გაათამაშებს?? 7) ისე რომელი იყო აღარ მახსოვს, მაგრად კი მაცინა :D :D :D მაისურაძე თუ თამაშობს საქართველოს ჩემპიონატის ბავშვებით შემტევს აიაქსის და მაგათ ბავშვებთან შენ ეროვნულში რატო ვერთამაშობო :D :D :D :D აი პროსტა ჯერ ეგ კითხვა რო გაგიჩნდება, ბავშვებით რო ერთი ახერხებს მეორე ეროვნულში იგივე ქვეყანაში მოთამაშე ხალხით რატო ვერდებს შედეგსო უკვე აი ძაან შორს ხარ :D :D :D :D

• პატრიოტია ნაღდი

ჟურნალისტები მართლა აზრზე არ ხართ სულ სხვის ტაშფანდურზე როგორ უნდა იაროთ

• giorgi

აქ ჟურნალისტების აშკარად უარყოფითი დამოკიდებულებაც იგრძნობა და მაგიტომაც გამოდის მწვრთნელი ესე და ბევრი სრულიად უცოდინარი ჟურნალისტი რო გვყავს კიდე და რა კითხვას სვავენ თვითონაც რომ არიციან...

• მაგარი კაცია ქეცბაია

ვიღაცეებს ერთი ადგილი ეწვით და ამიტომ არ გინდათ ქეცბაია პატრიოტი და პირში მთქმელი რომ არის ამიტომ არა?

• L.E.S

ყოველთვის მხარდამჭერი ვიყავი ქეცბაია-სი....გუშინდლამდე... ერთი ქართული სიტყვაა "ფხუკიანი", ზუსტად ესეთი ტიპია. ყველაფერი სწყინს...ზედმეტი არ უნდა უთხრა.... მიკლედ ეს ჩვენი ფეხბურთელები მასთან მუშაობას გაურბიან და იმიტომ იმიზეზებენ ტრავმებს და არ ჩამოდიან შეკრებებზე...

• ილია

ჯურნალისტები იყავით მაგარი დაქოქილები გუშინ,მაგრამ ქეცბაიამ კარგად გითხრათ, რომ ფეხბურთის აზრზე არ ხართო განსაკუთრებით ის სათვალიანი ულვაშა რომელიც მარტო იმას ამტკიცებდა თუ რამდენი უნახია და რამდენი იცის,მარა ფეხბურთის სიყვარული სხვა არის და ცოდნა ცხვა.ქეცბაიამ მეათასედ თქვა რომ არის გეგმა რომ დააყენოს გუნდი 2016 წლის შერჩევისთვის, და რაღას ეკითხებით მომავალ გეგმებზე? მე რაც უყურე გუშინდელ გადაცცემას, ჟურნალისტები ცდილობდნენ დაჩაგვრას ქეცბაიასი და ისეთი სიტვაციის შექმნას რომ გუშინვე ეთქვა გადავდგებიო, მაგრამ ქეცბაიამ ყველას მიგიჩინათ თქვენი ადგილი.პრობლემები სადაც არის სინამდვილეში იქ ეძებეთ და არა ნაკრების მწვღტნელთან,კაცმა აგიხსნათ გასაგებად რომ ქართველი ფეხბურთელის არ უყვარს რეჟიმს დაცვა და ეზარება ვარჟიში,იმიტომ არის ნაკრების ფეხბურთელების 80 პროცენტი თავიანთ გუნდებში ვერ თამაშობენ. მე პირადად მიმაჩნია რომ ქეცბაიამ უნდა გააგრძელოს ნაკრებში მუშაობა

• ზოუზოუ

სამწუხაროდ თემურის მიმართაც პოლიტიკური მოტივაცია ჩანს, აქაც ქოცნების მხარდამჭერები ბობოქრობენ,მოშიებული უქნარა მუქთამჭამელები,გაუმაძღარი სარანჩები..ყველა სფეროში ასეა და ამიტომაც *** ყველაფერს ჩვენს თვალწინ...

• dalesi

ვთქვატ ცამოვიდა გვარდიოლა, მკვდარს გააცოცხლებს? დაახლოებით იმას გავს პოლონელი ეკონომიკის ამღორძინებელი რომ ჩამოიყვანეს ერთხელ.

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კვირკველია და ამისულაშვილი ანტირეკორდსმენებში

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

ალექსანდრე იაშვილი: ის ძალიან დააკლდება ჩვენს ნაკრებს როგორც მოთამაშე და როგორც ადამიანი

soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

გიორგი დეკანოსიძე: თელავს, კახეთის ლამაზ მხარეს, უმაღლეს ლიგაში გუნდი ეკუთვნის!

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

ლევან კობიაშვილი: მადლობა ამისულაშვილს ქართულ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

12 ნოემბერს ალექსანდრე ამისულაშვილის ნაკრებიდან გაცილების ცერემონია გაიმართება