ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. შესარჩევი რაუნდი. XI ჯგუფი
ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი პირველი ქართული ნაკრებია, რომელმაც ჰოლანდია დაამარცხა. ეროვნულის დონეზე აქამდე ამ ქვეყნის გუნდთან არასოდეს გვითამაშია, ასაკობრივებში კი "ტიტების ქვეყნის" გუნდები ხან ადვილად, ხან კიდევ ბრძოლით, მაგრამ ყოველთვის გვიგებდნენ.

მართალია, პირველ ორ შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა გაიმარჯვა და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა, მაგრამ ჰოლანდია ლაკმუსის ქაღალდივით არის და ჩვენი გუნდის რეალური შესაძლებლობები სწორედ ამ გუნდთან მატჩში უნდა გვენახა.

ნავსი გატყდა! მაისურაძის ბიჭებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. ახალგაზრდა "ჯვაროსნები" ცდილობდნენ, მეტოქე მისივე საჯარიმოში შეებოჭათ და გასაქანი არ მიეცათ. ქართველების ასეთი თამაში, სხვადასხვა ნაკრებში, ადრეც გვინახავს, თუმცა ეგაა, ეს ჟინი და სათამაშო დისციპლინა მალე ქრება და მეტოქე თავისი საქმის კეთებას იწყებას...

მთელი მატჩის განმავლობაში სწორედ ამგვარი ჩავარდნის შიში იგრძნობოდა ირგვლივ, მაგრამ მაისურაძის ნაკრებმა აჩვენა, რომ ის სხვა ყაიდის გუნდია - მთელი 90 წუთი იყო ჟინი და ბრძოლა, ფეხბურთელები სათამაშო დისციპლინას თითქმის არ არღვევდნენ. პლუს ამას, იყო აფეთქებებიც, რაც გუნდის თამაშს ხიბლს სძენდა.

უკვე მე-11 წუთზე ჩვენს გუნდში ერთ-ერთი აქტიური, მარცხენა ფლანგის შემტევი ლუკა კიკაბიძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა. "ალკმაარის" კიპერმა ნიკ ოლეიმ ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე გიორგი პაპუნაშვილმა იყოჩაღა და ანგარიში გაიხსნა - 1:0.

კიკაბიძე არ ჩერდებოდა. მალე ის დრიბლინგით კვლავ მეკარესთან მარტო დარჩა და ოლეიმ ჰოლანდიელები ამჯერად გადაარჩინა. სახიფათო გამოდგა ლუკა ზარანდიას შეტევაც, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან "აიაქსის" მცველ ჯაირო რიედევალდს 90 წუთის განმავლობაში "ატერორებდა".

ჰოლანდიელები ტაიმის ბოლოს გააქტიურდნენ და სახიფათო მომენტებიც შექმნეს: "გრონინგენის" თავდამსხმელ რიკაირო ჟივკოვიჩის პირველი დარტყმა ბექა ქურდაძემ მოიგერია.

მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ დროში ჩვენს მცველებს "ჩაეძინათ" და "ჰერენვეენის" ფორვარდ ბილალ ბასაჩიკოღლუს ფლანგური შეტევა ჟივკოვიჩმა თავური დარტყმით დააგვირგვინა - 1:1.

ამას ფეხბურთელები "გასახდელში გატანილ ბურთს" ეძახიან, რაც მეტოქეზე დამთრგუნველად მოქმედებს. პლუს, დასაწყისში ნათქვამიც გავიხსენოთ - ქართველებს მოედანზე ჟინი პირველივე გაშვებულ ბურთზე უქრებათ.

ჩვენი ნაკრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს ტრადიცია დაივიწყეს, მეორე ტაიმი უკეთესად ჩაატარეს და მეტოქე დააჩოქეს.

ჯერ ზარანდიამ სცადა გუნდის დაწინაურება, ილია კერძევაძეს კი ორჯერ ჰქონდა მომენტი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორე შანსი, როცა კიკაბიძემ ის მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ მშვენიერი შანსით ვერ ისარგებლა.

ჰოლანდიელთა კარის ბადე მეორედ მაინც შეირხა: 53-ე წუთზე გიორგი აბურჯანიამ რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და საჯარიმოს ხაზთან პაპუნაშვილს "სამკუთხედი" გაუთამაშა. ბურთი ჰოლანდიელმა მცველმა ჩაჭრა, მაგრამ ისევ აბურჯანიამ მოიპოვა, მცველს გასცდა, მეკარესთან მარტო დარჩა და შეტევა ლამაზად დააგვირგვინა - 2:1.

როგორც ჩვენ ვიცით, რომ ჰოლანდიელებთან სულ ვმარცხდებით, ასევე იციან მათ, რომ სულ გვიგებენ. აშკარა იყო, სტუმრები მოვლენათა ასეთ განვითარებას არ ელოდნენ და ერთი ხანობა დაბნეულები ჩანდნენ. მათ მხოლოდ მატჩის ბოლოს შექმნეს რეალური მომენტები.

იხილეთ ფოტოგალერეა

ფლანგური გარღვევის დაგვირგვინებას აიაქსელი ელტონ აკოლასტე ცდილობდა, მაგრამ ქურდაძემ ახლო მანძილიდან დარტყმულ ბურთზე საოცარი რეაქცია გამოავლინა.

მატჩის მიწურულს კი ჩვენს მეკარესთან მარტო დარჩა ბასაჩიკოღლუ და მიზანს გვარიანად ააცილა.

მსაჯის საფინალო სასტვენმა საქართველოს 19-წლამდელთა დამსახურებული და ლამაზი გამარჯვება დააფიქსირა - 2:1.

ვიდეო: როგორ ზეიმობენ გამარჯვებას ქართველი ბიჭები

ამ თაობამ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში წაგებისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო და ჰოლანდიას არათუ კონკრეტული მატჩი მოუგო, არამედ საკვალიფიკაციო ეტაპიდანაც გააგდო.

საქმე ისაა, რომ XI ჯგუფის მერე შეხვედრაში, რომელიც "დინამო არენაზე" გაიმართა, უელსმა მოლდოვას 6 უპასუხო გოლი გაუტანა, ჰოლანდიას ბურთების სხვაობით გადაუსწრო და ელიტრაუნდის მეორე საგზური მოიპოვა; ეს კი ის უელსია, რომელსაც მაისურაძის გუნდმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში 5:1 მოუგო...

ამრიგად, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დამსახურებულად გაიმარჯვა, შესარჩევის თბილისური ეტაპი უდანაკარგოდ გაიარა და იმედი, რომ ეს თაობა გამორჩეულია, კიდევ უფრო გაამყარა.

ვასილ მაისურაძემაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ახალგაზრდებთან მუშაობა ეხერხება. ეს ბიჭები საქართველოში თამაშობენ - "დინამოში", "ზესტაფონში", "დილაში", "ტორპედოში", "საბურთალოში", "მეტალურგში", "ლოკომოტივში"... მაგრამ მათ ბევრად უფრო აზრიანად ითამაშეს, ვიდრე ჰოლანდიელებმა, რომელთა შორის "აიაქსის", "ეინდჰოვენის", "ფეიენოორდის", "ალკმაარის", "გენკისა" და სხვა ცნობილი კლუბების მოთამაშეები გამოდიოდნენ.

დასკვნა მარტივია: მწვრთნელს გუნდში ბევრი რამის გაკეთება და გაფუჭება შეუძლია. მაისურაძემ გააკეთა, სხვებმა?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U19. საქართველო-მოლდოვა 2:0 - მონატრებული და ორმხრივი სიამოვნება! [VIDEO+PHOTO]

U19. საქართველო-უელსი 5:1 - გულს და თვალს რომ უხარია! [VIDEO]

ვახო
ამ ბიჭებს უნდა მიეცეთ გასაქანი - უნდა ათამაშონ თავიანთ კლუბებში! სხვათა შორის, ამას ამბობს ქეცბაია, და რატომღაც ამ კლუბების მესვეურები არ ისმენენ. პირველ ადგილზე ხომ ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს!
murtalo
ამ გუნდს რომ მწვრთნელის ხელი ეტყობა საკამათო არაა, ნიჭიერი თაობა და საქართველოში ერთერთი საუკეთესო მწვრთნელი...რაც შეეხება ქეცბაიას თავს გაბეზრებთ მასზე წერით, მაგრამ ერთი ქართველი ფეხბურთელი, მწვრთნელი, ვეტერანი თუ ნებისმიერი ასე თუ ისე ფეხბურთის პროფესიონალი დამისახელეთ ვინც ქეცბაიას მუშაობა დადებითად შეაფასა და ხმას აღარ ამოვიღებ...სხვა რომ არაფერი ვთქვათ, კაცი რომელიც სხვებზე ლაპარაკობს ბავშვთა ფეხბურთს არ ექცევა სათანადო ყურადღება ბიზნესმენებისგანო და თვითონ კვიპროსში ხსნის აკადემიას, რა უნდა მოსთხოვო?...ცოტა სცხვენია რომ მოხსნან და ფული მოითხოვოს(რომელიც კონტრქტით ეკუთვნის თუ საკკუთარი ნებით არ წავიდა), ჰოდა არსადაც არ აპირებს წასვლას...მისცენ და გააგდონ, ისედაც დაკარგულია ეს ფული და კიდევ ორ წელსაც დავკარგავთ ამის ხელში.

ბოლოს ქეცბაიაზე სერიოზული ნამიოკი იყო :))))
zviadi
Tedo რომელ ინტრიგანობაზეა აქ ლაპარაკი? რა შენ იმის თქმა ხომ არ გინდა რომ არცერთი მწვრთნელი არაფერს არ აფუჭებს საქართველოში? ესეიგი ყველაფერი კარგადაა ხომ?
გია
გილოცავთ მაგრები ხართ
Tedo
მაისურაძემ გააკეთა, სხვებმა? ვინაა ეს ინტრიგანი!?
SHUKOVANI
არიქა , ქეცბაიაზე კბენა არ გამოგრჩეთ ... ტფუ ! ვინ დაგაბრალათ თქვენ ჟურნალისტობა , ვინ გაგვწირა !!!!! როგორც გეხერხებათ ხოლმე , არ დამიბლოკოთ კომენტარი და გამომიქვეყნეთ ! ;)
ელენე
ყველას გილოცავთ გამარჯვებას! ბიჭებო, მაგრები ხართ !
tazo
და გოლები და საინტერესო მომენტები ვერ დადეთ ხომ?
tazo
ნაღდათ ამაყი ვარ თქვენით ბიჭებო!ვიდეო რატომ არ იხსნება,მეტი კარგი რა უნდა დადოთ?
რამაზ.
ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას! ადმინ გოლები და სახიფათო მომენტები დადეთ, ყველას გვაინტერესებს!
ირაკლი79
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო ,ყველანაირი მიკერძოების გარეშე ვიტყვი რომ პროპესიონალები ხართ,ძაან მაგრები და საქართველოს სიამაყეები,არავინ არ თქვას რომ გაგვიმართლა ან რამე ამდაგვარი ,ამას ქვია ქართველებმა დაჩაგრეს უელსიც ,მოლდოვაც და რაც ყველაზე საამაყოა ჰოლანდიაც ,ლომები ხართ და მეამაყებით!!!
avoieeeeeeee
დადეთ რა ვიდეო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს