კიდევ ერთი ბომბი - თემურ ქეცბაია ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს ვარჯიშზე დედას აგინებს?!
ზუსტად ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელის მეშვეობით ზურაბ ხიზანიშვილმა საქართველოს ნაკრებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა:

"არ მინდა, ეს გადაწყვეტილება ვინმემ ბრძოლის ველიდან გაქცევად ჩამითვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის"...

ვეტერანმა მცველმა, რომელსაც ეროვნული გუნდის მაისურით 91 მატჩში უთამაშია, მიზეზის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა 18 ნოემბერს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში თემურ ქეცბაიას განცხადებების შემდეგ ხიზანა თავად დაუკავშირდა "კვირის პალიტრას":

- დიდი ხანია, ასე არაფერს გავუბრაზებივარ... ვცდილობ ხოლმე, ადამიანის ნებისმიერ საქციელს გამართლება მოვუძებნო, მაგრამ ვეღარ მოვითმინე იმდენი ტყუილი, რაც თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ილაპარაკა.

მერე რა, რომ მხოლოდ ამისულაშვილის გვარი ახსენა? ფაქტობრივად, ერთიანად "ჩაგვრეცხა" ყველა ფეხბურთელი...

ნაკრებიდან წასვლის შემდეგ ინტერვიუსგან თავს იმიტომ ვიკავებდი, რომ არ მინდოდა "ცალკარას" თამაში. გითხარით კიდეც - კარგი იქნება, თუ ამ თემაზე მწვრთნელის, ფეხბურთელებისა და ჟურნალისტების ერთობლივი შეკრებისას ვილაპარაკებთ-მეთქი, მაგრამ... ქეცბაიამ ისეთი რაღაცები იკადრა, აღარაფერს მოვერიდები...

იმის თქმა, ნაკრები მეექვსე ადგილზე იყო დამარხული და მე ამოვთხარეო, არ არის ნაკრების ფეხბურთელების შეურაცხყოფა? მინდა, ფეხბურთის ფედერაციას ვთხოვო: თუ თემურ ქეცბაია თვითონ არ წავა, გაათავისუფლონ!

ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ეროვნულ გუნდში დაბრუნება მინდა, მიუხედავად იმისა, რომ ქეცბაიასგან წამოვედი და არა ნაკრებიდან! თუ მიმიწვევენ, ისევ ვითამაშებ...

- ნაკრების მწვრთნელი ვარჯიშზეც ისეთი ემოციურია, როგორიც ჟურნალისტებთან იყო?

- თემური ერთხელ მაინც თუ დაინტერესდა, რატომ არ ჩამოდის ჯანო ანანიძე? ქეცბაიას ზოგიერთი ფეხბურთელი კი უთმენს გინებას, მაგრამ ყველა ხომ არ მოუთმენს? ანდა, რა გასაკვირია, ქართველმა კაცმა დედის გინება რომ არ მოითმინოს?

როცა ფეხბურთელი იმაზე ფიქრობს, მომავალ ჩამოსვლაზე ქეცბაიამ დედა არ შემაგინოსო, როგორი განწყობით უნდა ითამაშოს?!

ასეთ ვითარებაში ნურავის გაუკვირდება, თუ რომელიმე მოთამაშე მოიმიზეზებს, ტრავმა მაქვს და ვერ ჩამოვალო...

- ნაკრების მწვრთნელს ფედერაციასთან კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს...

- ფედერაციას კიდევ ერთხელ ვთხოვ: ჩამოაშორონ ეს კაცი ნაკრებს! ჰკითხეთ ნაკრების ფეხბურთელებს და თუ უმრავლესობა იმავეს არ გეტყვით, ხმას აღარ ამოვიღებ!

- მაინც რატომ უნდა წავიდეს თემურ ქეცბაია? თამაშის ხარისხი არა, მაგრამ წინა წლებთან შედარებით, შედეგი მაინც ხომ გაუმჯობესდა?

- უპირველესად, იმიტომ უნდა წავიდეს, რომ ნაკრებს აღარ უნდა! ფეხბურთელებს აღარ უნდათ, რომ მათი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყოს! ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ... დღეს ის მარტოა და არავის ენდობა, არც თანაშემწე ჰყავს, არც ფიზმომზადების მწვრთნელი...

იხილეთ სრული ინტერვიუ

რატი შელეგია

www.kvirispalitra.ge

ასევე იხილეთ:

ალეკო ამისულაშვილი თემურ ქეცბაიაზე: ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ

თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... [VIDEO]

ზურაბ ხიზანიშვილი: ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის

malkhazi
ერთი ის ვიცი, რომ ვისაც აგინებენ 100-დან 95 შესაგინებელია. შეიძლება იმ 5%-ში მოხვდა ხიზანა! არ ვიცი, შეიძლება ასეა.
zizi
როცა შედეგი არაა, მაშინ ყველაფერი ცუდად აღითქმება. მორჩა და გათავდა. აბა აეღოთ თუნდაც მესამე ან მითუმეტეს მეორე ადგილი! ხიზანას მაშინვე დაავიწყდებოდა, რამდენჯერ შეაგინა ... ქეცბამ.
koki
ხიზანას დანახვა რარ მინდოდა ბელარუსტან ჩატარებული თამაშის შემდეგ. მიკვირსიმ თამაშის შემდეგ როგორ გამოიძახა კიდევ ქეცბამ. გაჩერდი მაინც რა....
z.k17
ეს მართლა უცირცხვილო ხიზანა, ჯერ შედეგიო რო ლაპარაკობენ, ვისიი ბავშვური შეცდომებით წავაგეთ თამაში, რამდენი ქულა დააკარგინა გუნდს მაგაზე რატო არაფერს ლაპარაკობს!!! საგინებელი კი არაა სულ წკნელით უნდა ცემო და გააგდო ნაკრებიდან, 2 პასს რო ვერ აძლევენ ერთმანეთს აგინებ აბა რა იქნება!!!
batumi
პირველი ის რომ ნაკრების წევრების 99% ისეც გიწევთ დედის გინება და ქეცბაია თუ დაემატა მაგინებლებს 1 კაცი არც იქეთ და არც აქეთ. მერე მეორე ჩაგვრეცხაო რომ იძახის, ის ჩარეცხვა არაა "ზოგიერთი ითმენს და ყველა ხომ არ მოითმენსო. ჩამოგვითვალე აბა ვინ ითმენს დედის გინებას პირადად, საინერესოა ხალხმაც იცოდეს ვინაა ამტანი :)) ახლანდელი ნაკრების მეკარეები ანღდად არ არიან საგინებლები, კიდევ 1-2 ფეხბურთელია და დანარჩენებს თუ არგინებს ქეცბა, დავი!!!
Qutaisi
არმანი დოლჩე და კიდე რა ვიცი რა არ აცვიათ გატოტოჩებულ ბიჭებს საგინებლები კიარა მეტი ხართ შედით დარბაზებში სხვა სპორტებში ბიჭები რას მუშაობენ დღე და ღამ უჩმელ უსმელები *** შემაზიზღეთ ფეხბურთი
paata
ეს ის ხიზანაა ცოტა ხნის წინ რომ ყვიროდა მშივრები ვართო და ეს ის ანტი პიარია ქეცბაიას წინააღმდეგ რომელიც ბოლოში არველაძისმოსვლითინდათ რომ დამთავრდეს,ჯურნალისტებს კი დღეს ვინც ამ მოვლენებს აშუქებს მათი უმეტესობა ძალიან შორსარის ობიექტურობისგან
paata
ჯერ ერთი ეს ის ხიძანიშვილიარ არის რომ ცოტა ხნის წინ ყვიროდა გვშიაო?მეორეც თუ ქეცბაია წავიდა და არველაძე მოვიდა კარგად გამოჩნდება რა პიარის და ჩაწყობილი სკანდალების მეთაურებიც არიან ხიზანაც და სხვებიც.ქეცბაია მართალია,ერთი მინდა ხიძანიშვილს ვკიტხო თვითონ იტანდა დედის გინებას ან ვოს აყენებს შეურაწყოფას თავისი სიტყვებით ვინ იტანდა?ისიც თქვას ბარემ
tat
მწვრთნელი ფერგიუსონი რომ გვყავდეს ნეტა ვინმე რამეს თუ გაუბედავდა? მასაც ცუდი ხასიათი ქონდა
vaa
ადე და შენც შეაგინე,რა მოხდა,გინება კი არა ტელეგრამა არ მიდის დGეს!!!!
ფიფქებს და კუებს
თქვენ გინდათ დამაჯეეროთ, რომ არსებობს რუსეთის ჩემპიონატზე ნათამაშები თუნდაც ერთი ფეხბურთელი რომლისთვისაც მწვრთნელს დედა არ ექნება შეგინებული? მართლა უსამართლოები ხართ.
reso
საგინებლებიხარტ აბა რა ხარტ,უსირცხვილო ხალხო
ROMA
ბევრჯერ ტრიბუნიდან კიდო აგინებენ ფეხბურთელებს და მსაჯებს.....რატომ? ალბათ იმსახურებენ......ხიზანიშვილის პირდაპირი ჩართვის ინტერვიუზე იმენა ვიკაიფე და ფინალმა დაგლიჯა....ბოლოს ქეცბაიას ურჩია ტო თი ნუ ლაპარაკობ არაა ლამაზიო.... :) :) ...ეს ნომალური არის ეხლა....
Giorgi-FCB
დაიდო ჯანოს კომენტარი, სადაც ამბობს რომ ნაკრების მწვრთნელთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია და არც აქვ, და სიამოვნებით ჩამოვა ნაკრებში ყოველ დაძახებაზე: ასე რო SporAll, იქნება კითხოთ მატყუარა ხიზანიშვილს, რატო სტყუის
ნიკა
ერთი ამათი მოსაწონი მწვრთნელი მაჩვენა...
qutaiseli
დედას თუგაგინებს შე დალოცვილო რა გეფეხბურთება გააქანე და ხეთქე და მორჩა.რათ უნდა ამდენი ინტერვიუები.
დუდუ
იგინება არა კვახი, ფეხბურთის თამაში არ იცით თქვე საცოდავებო, დარწმუნებული ვარ ქეცბაია რომ წავიდეს მაინც ფეხბურთს ვერ ითამაშებთ, იმიტომ რომ არცერთი ფეხბურთელი არა ხართ.ყველა ძველი ბიჭი ხართ. ეგეც არ იცით.მე რომ მკითხონ ხიზანიშვილს არც ერთ გუნდში არ ვათამაშებდი, იმიტომ რომ არ არის იმ დონის ფეხბურთელი რომ ელიტა გუნდს აკმაყოფილებდეს. ფეხბურთელობას დიდი შრომა უნდა ,
qutaiseli
ქეცბაიას მომხრეებს ეს რო არ იყო ხო დაფრინავდა ნაკრები ფინეთთან საერთოდ არ იყო მოედანზე მარა რა დაუმალა ბურთი ფინეთმა და როგორი უმწეო იყო ჩვენი დაცვა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა.ერთი კაცის პრობლემა რო ქონდეს ამ ნაკრებს რა უჭირდა მაშვინ.საერთოდ არ ვარგა გუნდი ორი სამი კაცის გარდა.
Zaza1967
მინსკსში 0-2 წაგების მერე ღამის კლუბში დილამდე რომ შარაფობდი განაწყენებული არ იყავი იმის გამო რომ წაგებაში დიდი წვლილი შეიტანე.თუმცა თავი კი გაიმართლე ავტობუსით ჩამომიყვნესო და იმიტომ წავაგეთო.მაგრამ თამაშამდე 4-5დღე რჩებოდა დაარ გეყო დასვენებისტვის
ku2
დააკვირდით ქეცბას ქომაგებს, როგორი უსამართლონი არიან!

ფეხბურტელებს ნორმალური ფსიქოლოგი სჭირდება და არა დედის გინება. თქვენი თავი წარმოიდგინეთ მათ ადგილას, როგორ ითამაშებთ როცა დედას გაგინებენ. მგონი ქეცბაიას დედის გინებაზე უფრო ნერვიულობენ ვიდერე სტადიონზე წააგებენ თუ მოიგებენ.
nika
მელოტას რახა უნდაა არცხვენიააა რამდენი ტამაში წავაგეტ ამ ხიზანას გამოოოო წადი რა აკამდე უნდა გაეშვა ეს ესემაინც ახარ წავაგებდიტ
nika
ამ ხიზანამ დაგვხუპაამას რახაუნდა ჯერლორია დაბრიდა მერე სამჯელ წაგვაგებია წონაშია რახადროს ხიზანაააა სირცხვილია
gio
ამას რახა უნდა ტრაკტორივითტრიალებს არახსობს სამი ტამაში ამის იდიოტურ შეცომების გამო წავაგეთ სირცხვილია უბრალოდ ტრენერზედაბრალება
bizo
გულშემატკივრი რომ გაგინებთ არ გესმით ხოლმე?!თუ გულშემატკივარიც არ მოვიდეს სტადიონზე?თქვენი თამაშის შემხედვარე შეგაგინებთ აბა რა იქნება?!ეს ყველაფერი შავი პიარია და მეტი არაფერი.ქეცბაია კიარა მოურინიო რომ დაგინიშნონ მწვრთნელად მაინც მაგ დონეზე დარჩებით,იმიტომ რომ მეტი არ იცით!
qartveli
არ იციან ჩვენმა ფეხბურთელებმა თამაში,პრობლემა ეს არი და არა ის,რომ მწვრთნელი იგინება
qutaiseli
მერო მასე შემაგინოს ვინმემ დედა არ ეყოლება ხუთ წუთში თუ აგინებს როგორ ითმენენ ესენიც არ ყოფილან მართლები გააქანე და ხეთქე დედას რო კაცი შეგაგინებს და მორჩა.
mama abramis batkani
კველა ამას ამბობს,რომ შეურაცყოფას აყენებს ფეხბურთელებს და დედანაგინები ქართველი ფეხბურთელად კი არა კაცად აღარ ვარგა და წავიდეს მაშინ
midi Temo
ღირსებუ ხართ და მიტო გაგინებთ...
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს...