ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სანაკრებო თემაზე: ვინ უდგას გვერდში მეთაურს?

სანაკრებო თემაზე: ვინ უდგას გვერდში მეთაურს?

ბოლომდე ბრძოლა ან გადადგომა - აბა, რა მიხვედრა უნდა, რომ თემურ ქეცბაიასთვის ახლა ასე დგას საკითხი
ზურაბ ხიზანიშვილის სკანდალურმა ინტერვიუმ თემურ ქეცბაიასა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არსებულ სიტუაციაზე, ისედაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა. ვინ არის მართალი - ფეხბურთელი თუ მწვრთნელი?

ყველას საკუთარი აზრი და არგუმენტები აქვს, ხიზანიშვილი და ალექსანდრე ამისულაშვილი ერთს ამბობენ, ქეცბაია კი - მეორეს.

ხიზანიშვილმა ისიც თქვა, ნაკრების მწვრთნელი ფეხბურთელებს დედას აგინებსო. ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა...

იხილეთ: ზურაბ ხიზანიშვილი: "როცა ფეხბურთელი იმაზე ფიქრობს, ქეცბაიამ დედა არ შემაგინოსო..."

ასეთი ხმები ადრეც გამოდიოდა ჩვენი ნაკრებიდან, ოღონდაც, ჟურნალისტის ხელობა ისეთია, ამგვარ რამეს ვარაუდის თუ ეჭვის საფუძველზე ვერ იტყვის და ვერ დაწერს. არ მიყვარს ანონიმური წერილების კითხვა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობა ამის საშუალებას იძლევა.

მოკლედ, გავეცანი ინტერნეტსივრცეში დაწერილ ანონიმურ წერილებს, რომელთა უმეტესობა ქეცბაიას მხარდამჭერი გამოდგა. ესენი სამშობლოს გამყიდველები არიან, ნაკრებში თამაში არ უნდათ, ქეცბაია კი პატრიოტი კაცია - დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო ეს "ანონიმკები".

ანონიმურ წერილებს ძალა არ აქვს, არ იცი, ვინ არის ნათქვამის ავტორი და რა რეგალია აქვს. ამასობაში კი ფაქტია, რომ ქეცბაიას უტევენ, ხიზანიშვილისა და ამისულაშვილის გარდა, მანამდე სხვა ფეხბურთელებსაც უთქვამთ აუგი ნაკრების ამ მწვრთნელზე, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა - ქეცბაიას ხელმძღვანელობით გუნდმა უკვე მეორე შესარჩევი ციკლი დაასრულა და მწვრთნელის გარდა, ჯერ არავის არ უთქვამს, უკეთესი შედეგი გვაქვსო.

ამისულაშვილისა და ხიზანიშვილის ინტერვიუს შემდეგ ქეცბაიას მხარდასაჭერად არავინ გამოსულა, დუმილი კი ასეთ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ ნაკრების მწვრთნელს არავინ ექომაგება.

რა თქმა უნდა, ქეცბაიას შეუძლია თქვას, რომ რასაც ამისულაშვილი და ხიზანიშვილი ლაპარაკობენ, სიმართლე არ არის, ოღონდაც, არა მგონია, ამით საკუთარი თავი მომგებიან პოზიციაში ჩააყენოს. ამ თემის კიდევ უფრო გამძაფრება, თავისთავად სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას ნიშნავს, დაძაბული სიტუაცია კი უკვე დიდი მინუსია მწვრთნელისთვის, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა, იყოს გუნდის მეთაური.

მრჩეველი ყველას სჭირდება და ვერც ქეცბაია იქნება გამონაკლისი. არ ვიცი, ვინ არის მისი მრჩეველი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ვისაც ქეცბაიასა და საქართველოს ნაკრებზე გული ალალად შესტკივა, ის მწვრთნელს ვითარების კიდევ უფრო ესკალაციას არ ურჩევს.

მწვრთნელის გადადგომა ტრაგედია არავისთვის უნდა იყოს, ეს ამ პროფესიის ნაწილია. ქეცბაიაზე უფრო სახელიან მწვრთნელებს დაუტოვებიათ პოსტი და მერე სხვა გუნდში მიუღწევიათ წარმატებებისთვის. ეს ყველაფერი ქეცბაიამაც ძალიან კარგად იცის.

ეს ოხერი დიპლომატია კი მწვრთნელისთვის ძალზე აუცილებელია.

რჩევის მიცემა ჟურნალისტის საქმე არ არის, უბრალოდ, სასურველი იქნებოდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეთაურს კომუნიკაციის უკეთესი უნარი გამოეჩინა, რაც მკვეთრად გამოაკეთებდა სიტუაციას.

ჯერჯერობით, ფეხბურთის ფედერაცია ერიდება მკვეთრი განცხადებების გაკეთებას შექმნილ სიტუაციაზე, მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ ფედერაციას ჯერაც არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ქეცბაიასა და ნაკრების თემაზე. დუმილი ის რჩეული ოქროა, რომელსაც ფედერაცია იყენებს, ოღონდაც, დუმილი უსასრულო რომ ვერ იქნება, ესეც ფაქტია.

არ ვიცი, ნაკრების სხვა ფეხბურთელებმა თუ დაურეკეს ქეცბაიას. ფეხბურთელები მწვრთნელს პატივსაცემ თანაგუნდელად თუ მიიჩნევენ, გვერდში დგომა და გამხნევება არ უნდა დაამადლონ - ვგონებ, ეს საკამათო არ უნდა იყოს.

ანონიმურ წერილებში კი ჟურნალისტების კრიტიკაც ამოვიკითხე და ეს სულაც არ გამკვირვებია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ბევრს კარგად არ ესმის, რა არის ჟურნალისტიკა და მეორეც იმიტომ, რომ დღეს ქართულ მედიას ძალიან უჭირს და გაჭირვებული საქმე მაღალ დონეზე ვერ იმუშავებს.

როცა ლაპარაკობენ ქართული ფეხბურთის განვითარებაზე, სწორ, კონცეპტუალურ მიმართულებებზე, რატომღაც არავის ახსენდება, რომ ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორი მედიაა და ძლიერი პარტნიორის ყოლას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ქეცბაიას გაუჭირდა კარგი კომუნიკაციის დამყარება სუსტ, მაგრამ მაინც მოქმედ, რთულ პირობებში მომუშავე პარტნიორთან. ამ საკითხში მას ალბათ საერთოდ არ ჰყოლია მრჩეველი. რაც მოხდა, კარგი გაკვეთილია ნებისმიერი იმ მწვრთნელისთვის, ვინც სერიოზულად ფიქრობს საქართველოს ეროვნული ნაკრების გაწვრთნაზე. ეს ძალიან ძნელი საქმეა, რადგან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია.

ბოლომდე ბრძოლა ან გადადგომა - აბა, რა მიხვედრა უნდა, რომ ქეცბაიასთვის ახლა ასე დგას საკითხი. ბრძოლას თანაგუნდელები, გვერდში მდგომი ხალხი სჭირდება, გადადგომას კი - მხოლოდ ნება.

როგორ ფიქრობთ, შექმნილ სიტუაციაში რომელი ვარიანტი იქნება უკეთესი?..

იხილეთ: თემურ ქეცბაია: ყველაზე უფრო იმის მეშინია, რომ ეს ბინძური ხალხი... [VIDEO]

ჟურნალისტებს ხშირად გვსაყვედურობენ, მხოლოდ მწვრთნელს რატომ აკრიტიკებთ, ნაკრების ფეხბურთელები განა უფრთო ანგელოზები არიანო? შესაძლოა, ასეთი საყვედური მართებულიც იყოს, ოღონდაც, მეთაურს ყოველთვის მეტი მოეთხოვება, მეთაურის პასუხისმგებლობის ხარისხი გაცილებით მაღალია.

ქეცბაიასთვის საქართველოში ბოლო ჩამოსვლა წარმატებული ვერ გამოდგა, ტელეეთერში ემოციითა და ყვირილით გადაფარა ჟურნალისტების კითხვები და პოზიციები, მაგრამ ამას მისთვის კარგი არაფერი მოჰყოლია - ჯერ ამისულაშვილის ინტერვიუ, მერე ხიზანიშვილის, ისედაც დაბინძურებული სიტუაციის ჩიჩქნა...

იხილეთ: თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... [VIDEO]

იხილეთ: ალეკო ამისულაშვილი თემურ ქეცბაიაზე: ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• იდი ამინი

დავუშვათ ქეცბა წავიდა, დავუშვათ მერე ი თქვენმა კანდიდატურამ ვერ გაამართლა, ამის მერე ვინ იქნება პასუხისმგებელი??? ჟურნალისტები??? თუ ხიზანა??? ეს არის შეკვეთილი სტატია, დამკვეთი კი ქართული საფეხბურთო მაფია!!!

• ლუი

ქეცბო ბოლომდე მიაწექი !

• tamuna

ქეცბა არ დაიხიო უკან,მარტალი კაცი ხარ.

• mosiniki

დავით თავართქილაძე ! რამდენს გიხდიან ქეცბაიაზე სტატიების წერაში?

• მერაბი

დავით შენზე რასაც ამბობენ მაგას თუ ვერ არჩევ მაშინ მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

• a.c.m.gio

დავით თავართქილაძეს--- თუ მართლა გინდათ რომ ქართულ ფეხბურთს ეშველოს გამოდით და კაცურად აღიარეთ ვინ გიკვეთავთ თემურის დისკრედიტაციას? ისე მაგარი უნიჭოდ კი აკეთებთ :D :D :D

• gvriti

ორივე მხარე ატრაკებს ხელპასი ნამდვილად ბევრია უნდა წავიდეს

• მარბიელი

ორივე მხარე ტყუის: ქეცბაია ზედმეტად ხისტია და ზედმეტ ხელფასს იღებს(თუ პატრიოტია)– ფეხბურთელების უმეტესობა უნიჭო და/ან უჯიგროა

• ასა

ქეცბაიას იმიჯის ერთადერთი ხსნა მისივე ინიციატივით ხელფასის მინიმუმ განახევრებაა

• giorgi

იტოგში ქართველმა ჟურნალისტებმა მარტო ის იცით ცეცხლზე ნავთი როგორ დაასხათ წადით პროფესია დახვეწეტ ხიზანიშვილს ნაკრებში არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ათამაშებს პოპულარული ოჯახის გამო

• ილია

ისე ცოტა არ იყოს საეჭვიდ გამოიყურება ამ სტატიის ავტორი ბატონი დავით თავართქილაძე,მარტო თქვენ გიყვართ ქართული ფეხბურთი? სულ თქვენ რომ წერთ ქეცბაიას საწინააღმდეგო სტატიებს,ისე ჟურნალისტი არც ერთ მხარეს უნდა იყოს და არც მეორე,ნეიტრალური დაიჭირეთ ჯობია,თორე თქვენი სტატიები ქართულ ფეხბურთს არაფერში ეხმარება პირიქით ვნებს ძალიან.ისეთი შთაბეჩდილება რჩება, რომ ვიგაცა შეკვეთას გაძლევთ ქეცბაიას წინააღმდეგ დაწეროთ.

• ილია

სტატიის ავტორს:ქართულ მედია ძაან ნუ გაასაცოდავე,ქართული მედია უკეთეს სიტვაციაშია ვიდრე ქართული ფეხბურთი,ფეხბურთის მთავარი პარტნიორი მედია კი არის, მაგრამ არა ქართული ფეხბურთის,მთელი ქართული მედიის სივრცეში 99 პროცენტი საზღვარგარეთის ფეხბურთზე იწერება.თქვენ რომ ქართულ ფეხბურთზე გული გტკიოდეთ ძალიან ბევრ ნამდვილ პრობლემას გამოიძიებდით და არა ქეცბაიას გადაემტერებოდით,მაგრამ თქვენი ინტერესი არის რაც შეიძლება უფრო დაძაბოთ სიტვაციას და მკითხველი მიიზიდოთ,თორე ქეცბაიას წასვლით არაფერი ეშველება ნაკრებს ეგ ყველამ კარგად ვიცით. კიდევ ერთს დავამატებ,თქვენი ბრალია დღეს ნაკრებში ესეთი სიტვაცია რომ არის!

• გიორგი33

ქეცბაია სულ იძახის მე რომ მოვედი ნაკრებს 2 წელი თამაში არ ჰქონდა მოგებულიო, ეს ტყუილია ერთი წელი არ ჰქონდა მოგებული თამაში უელსთან გასვლაზე მოგება ავიწყდება.. თვითონ რამდენი ოფიციალური თამაში მოიგო ბოლო 2 წელიწადში? მე გიპასუხებთ ბოლო 2 წლისა და 10 თვის განმავლობაში ქეცბაიას მწვრთნელობით ნაკრებმა მოიგო მხოლოდ ერთი ოფიციალური თამაში.. წადი თემურ!!

• giorgi33

ქეცბაიას ვინც იცავს გაიხსენოს რომ მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 წელიწადში 5 000 000 დოლარი აქვს მიღებული. ამდენს ამ თანხის მეათედსაც არ იღებს ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.. არცერთი ქართველი ფეხბურთელი არ იღებს ამდენს თავის კლუბში

• გიორგი გიორგაძე

რა სჭირდა თქვენს სულელურ კითხვას გადასაფარი ბატონო დავით ? :) ანდა აქ რო ამბობთ ხიზანიშვილმა სთქვა აგინებდა თემური ფეხბურთელებსო და ჯანო ახსენა, ჯანოს კომენტარს რატო არ წერთ იქვე ? არანაირი პრობლემა არ მაქვს ქეცბაიასთანო ? :) თქქვენნაირი ვაი ჟურნალისტების გათამამებულია ხიზანიშვილი და ყენიასნაირები ...

• giorgi

დავით თავართქილაძე ტყუიხარ ჯიგარო! ხიზანაც ტყუის. ეს იქედანაც ჩანს რომ უკვე ანანიძემ ამოიღო ხმა -ქეცბაიასთან არანაირი პრობლემა არა მაქვსო და ყოველთვის ჩამოვალ სათამაშოდ როცა დამიძახებენო. და საერთოდ ხიზანა ხმას როგორ იღებს?! რაც მაგან ბოლო თამაშებში აკეთა.. თავწაჭრილი ქათამმივით დარბოდა მინდორზე და მისი შეცდომებით წაააგო ნაკრებმა! თუ რამე შეცდომა დაუშვა თემურმა ეს სწორედ ხიზანას ნაკრებში დატოვება იყო!

• akhali

ახალკაცს დინამოში საბწოთა ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი დახვდა,და შემდგომში თიტქმის ყველამ ითამაშა სსრკ ნაკრებში.დონე,კლასი 70წლების დინამოელების იყო საერთაშორისო კლასის(მინიმუმ),ხოლო დავით ყიფიანი და ჩივაძე ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოები მსოფლიოში

• rezo rezos

ვაცადოთ აბა რა,კიდევ ერტი ციკლის ფულია ასატვისებელი.

• rezo rezos

ქეცბაია დავტოვოთ და გარანტირებული გვექნება 11 კაცი ყრუ დაცვაში,დედის გინება და ბოლოდან 1–ლი და 2–ე ადგილები,აბა ჩვენ მეტი რად გვინდა !

• mamu71

ვინც მოითმენს, გაუძლებს და Gვერდში დაუდგება ნაკრებს ამ გაჭირვების ჟამს, იმას ათამაშებს ქეცბა და ნახავთ შედეგიც მოვა თუ მოგვენატრა დიდი ანგარიშით წაგებები შინ და გარეთ? მე არ მინდა ფოკუზნიკი და ზღაპრები, ერთი შესარჩევიც ვაცადოთ , ასე აჯობებს ნაკრებისთვის

• mamu71

არ გვინდა წუწუნა ფეხბურთელები

• qutaiseli

ფეხბურუთი ნულიდანაა ასაშენებელი ყველა გასაშვებია ფედერაციიდან დაწყებული ნაკრებით დამთავრებული.

• სესი

ქეცბაიამ როგორ უნდა იბრძოლოს თუ ამხელა კაცებმა სერიოზულად არ ითამაშეს! ოლიმპიაკოსი გაივანა 1 ადგილზე-ისინი პატრიოტები არიან და ელადას გულისთვის თამაშობენ! ჩვენები თამაშობენ საქართველოს გულისთვის? ... სირცხვილია ბოლობოლო..რამდენ მწვრთნელს უნდა დაბრალდეს კიდე... უცხოპლანეწტელს ხომ არ ელოდებით?

• სესი

ქეცბაიაზე უკეთესი არავინ მოვა.. ის ჯობია ჩვენმა სამარცხვინო ფეხბურთელებმა თამაში და სამშობლოს სიყვარული ისწავლინ.

• quTaiseli

ფეხბურთელებს რომ ლანძღავთ გახსოვთ 1975 წელი თბილისის დინამო სსრკ ჩემპიონატის გათამაშების ცხრილში აუტსაიდერებში,რომ დახოხიალობდა,გამოცვალეს მწვრთნელი და ახალმა მწვრმთნელმა ახალკაცმა იმავე ფეხბურთელებით მომდევნო 1976 წელს გაზაფხულისა და შემოდგომის ჩემპიონატში გუნდს ორჯერ ბრინჯაო და სსრკ_ის თასი ააღებინა 1977წელს ვერცხლი 1978წელს სსრკ_ის ჩემპიონები გახადა,1979წელს მეორედ ააღებინა სსრკ_ის თასი,ხოლო გვირგვინი იყო ეროპის თასისმფლობელთა თასის აღება დიუსელდორფში 1981წლის 13 მაისს ასე რომ მწვრთნელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.ქეცბაია არ არის ცუდი მწვრთნელი,მაგრამ ამჟამად აუცილებლად უნდა წავიდეს საქართველოს ნაკრებიდან.რამდეხანაც არ უნდა დარჩ ნაკრებში მაინც არაფერი აღარ გამოუა თუნდაც თერთმეტივე ფეხბურთელი მესიჩამოიყვანოს.

• Walkabout

,,ჟურნალისტის ხელობა ისეთია, ამგვარ რამეს ვარაუდის თუ ეჭვის საფუძველზე ვერ იტყვის და ვერ დაწერს"... ეგ რასაც თქვენ წერთ ჟურნალისტის კი არა გამომძიებლის და პროკურორის ხელობაა... ჟურნალისტი კიდევ თუ უტყუარ ინფორმაციას მოიპოვებს რა თქმა უნდა კარგია მაგრამ სწორედ იმიტომაა ჟურნალისტი და არა გამომძიებელი და პროკურორი რომ ვარაუდიც შეუძლია დაწეროს და ეჭვიც, რა თქმა უნდა ამის აღნიშვნით...

• saakaze

დიმა ობოლაძე რატომ არ იყო იმ გადაცემაში? იმიტომ რომ გ ფედერაციასთან შეკრულია, ასევე ცნობილაძეც ფედერაციის პრეს სპიკერია და შესაბამისად რბილი პოზიცია ჰქონდა. იმასაც იძახიან,რომ ქეცბაიას 205 ათასიან ხელფასში წილში უზის არველაძეები და ფედერაციის ხალხი

• beso

ქეცბაია იქნება ნაკრების მწვრთნელი თუ არ იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის არ არის, რადგან ამ ფეხბურთელებისაგან ფეხფურთის თამაშის ყურება შეგძულდება. ქეცბაიამ ის რაც ეთერში თქვა, ამით თავისი მისია შეასრუალა. ვფიქრობ, ის მართლაც პატრიოტია ქვეყნისა და სპორტის. შეიძლება ამან რაღაც დადებითი როლი შეასრულოს ქართულ ფეხბურთში. მწარე სიმართლე შეიძლება გახდეს ახალი საფეხურის ათვლის წერტილი.

• გიორგი

დუმული რომ იმას ნიშნავს რომ ნაკრების მწვრთნელს არავინ ექომაგება ეგ სიბრძნე საიდან?

• zoro

მდენი ყავს შენ რომ არ დაგესიზმრება და ბოლობოლო თავი დაანებეთ ამ კაცს, თავის საქმეს მშვენივრად აკეთებს ვინც საგინებელია აგინებს, ვინც შესაქები ყოველთვის აქებს. ვისაც ნაკრებში თამაში არ უნდა სულ კარგად იყოს, ჩალპეს თურქეთში და მეორე ბუნდესლიგის სათადარიგოტა სკამზე იჯდეს:)

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში

კვირკველია და ამისულაშვილი ანტირეკორდსმენებში

soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

ლევან კობიაშვილი: მადლობა ამისულაშვილს ქართულ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის

ალექსანდრე იაშვილი: ის ძალიან დააკლდება ჩვენს ნაკრებს როგორც მოთამაშე და როგორც ადამიანი

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

12 ნოემბერს ალექსანდრე ამისულაშვილის ნაკრებიდან გაცილების ცერემონია გაიმართება

ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა

გიორგი დეკანოსიძე: თელავს, კახეთის ლამაზ მხარეს, უმაღლეს ლიგაში გუნდი ეკუთვნის!

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

ზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს...