სუპერლიგის მე-6 ტურის დასკვნითი შეხვედრა "სოხუმსა" და "მაქაბს" შორის გაიმართა, რომელშიც ზღვისპირელებმა 129:74 იმარჯვეს
თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა სუპერლიგის მე-6 ტურის დასკვნითი შეხვედრა "სოხუმსა" და "მაქაბს" შორის, რომელშიც ზღვისპირელებმა 129:74 იმარჯვეს და ქუთაისის 117-ქულიანი რეკორდი 12 ქულით გააუმჯობესეს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე გუნდური რეკორდი ქუთაისელებსაც "მაქაბისთან" ჰქონდათ დამყარებული.

მატჩის ბედი თავიდანვე იყო გადაწყვეტილი, შეხვედრის საწყისი ათწუთეული 45:15 დასრულდა, რის შემდეგაც მატჩის სცენარი აღარ შეცვლილა...

სოხუმელთა შემადგენლობაში 22 ქულა ირაკლი ჩლაიძემ დააგროვა, რომელსაც ერთი ქულით ჯერემი საიმონსი (21) ჩამორჩა.

"მაქაბის" მხრიდან ორმაგი დუბლით ერთბაშად ორი კალათბურთელი გამოირჩა - 24 ლევან რევაზაშვილი (24 ქულა, 11 მოხსნა) და გიორგი ფერიაშვილი (18 ქულა, 14 მოხსნა).

სოხუმი-მაქაბი 129:74

სოხუმი 42 28 31 28

მაქაბი 15 9 24 26

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი): "მადლობა "მაქაბის" გუნდს და მადლობა ბატონ ჯამლეტს ამ გუნდის დაბრუნებისთვის. რევაზაშვილები ძალიან პერსპექტიული ბავშვები არიან, ასევე ფერიაშვილიც. ძალიან კარგი თაობა იზრდება, მათგან 2 მაინც მოხვდება ეროვნულ ნაკრებში. წარმატებებს ვუსურვებ მათ მომავალში".

ჯამლეტ ხუხაშვილი ("მაქაბის" მწვრთნელი): "თამაში არ გამოგვივიდა. ტრადიციასავით ჩამოყალიბდა, რომ "მაქაბი" ბევრს აგებს. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ბიჭების უმეტესობისთვის ეს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის პირველი სეზონია. ჩვენი მიზანია, აღვზარდოთ რევაზაშვილები, 4 ძალიან ნიჭიერი ძმა და ასევე, ფერიაშვილი.

"სოხუმშიც" ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი კალათბურთელია და სწორედ მათი განვითარება უნდა იყოს ჩვენი ყველას საერთო მიზანი. მადლობა "სოხუმს" ასეთი ლამაზი თამაშისთვის. სამწუხაროდ, ჩვენს ბიჭებს დღეს არაფერი გამოუვიდათ".

რატი ბააკაშვილი (სოხუმი): "ვგეგმავდით ამ გამარჯვებას, პირველივე მეოთხედში მოვიპოვეთ დიდი უპირატესობა და არ გაგვიჭირდა ამის შენარჩუნება. დავეთანხმები მწვრთნელებს, "მაქაბი" ახალგაზრდული გუნდია და წარმატებებს ვუსურვებ მას. რევაზაშვილის და ფერიაშვილის წინააღმდეგ თამაში მართლაც რთულია".

წყარო: superleague.ge

დავით
ზღვისპირელები - მომეწონა,კარგი იყო... თითოეული პურისმოცხობელი,მასწავლებელი,თუ ჟურნალისტი არ მიცემს დავიწყების მტვერს გადაეფაროს ჩვენ დროებით ტკივილს: აფხაზეთს და ყოველი ჟესტით,საქმით,თუ სიტყვით შევახსენებთ ყველას,მანამ სანამ არ დაიხევს მტერი უკან ...ძალაინ კარგი იქნება.ამ სამყაროში თითოეული სიტყვა,მატერიალიზდება ...დიდებულმა უფალმა ასე მოაწყო სამყარო,მდინარეებიდან,ტბებიდან,ზღვებიდან და ოკეანეებიდან აორთქლებული წყალი ,წვიმად იქცევა და ისევ დედამიწას უბრუნდება.ჩვენ დავბრუნდებით!მთავარია არ დაგვავიწყდეს თქმა,ყველგან და ყოველთვის,რომ აფხაზეთი ჩვენია!
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ვსა-მ "ქუთაისი" დაამარცხა და თსუ ერთპიროვნულად გალიდერდა | "მარგვეთმა" რუსთავში იმარჯვა
X ტური უბრძოლველად დასრულდა: მარგვეთმა ორბი დაამარცხა, ივერიონმა დელტას მოუგო
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
წიტაიშვილი "მეცში" გამოარჩიეს - ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
რომელუ ლუკაკუ 24 წლის ასაკში ბელგიის ნაკრების ისტორიაში შევიდა
სუპერლიგა: "სოხუმი" - "ქუთაისი" 66:110
კლეი ტომპსონმა NBA-ს რეკორდი დაამყარა! - მამა კი უკმაყოფილოა [VIDEO]
სუპერლიგა. "იუვენტუსმა" ნეიტარლური პოზიცია დაიკავა
ᓡᓣ
ევროპის TOP 5-ის კლუბებმა 2019 წელს ტრანსფერებზე 5 მილიარდი ფუნტი დახარჯეს!
სუპერლიგა ცოცხალია, უეფა სტრასბურგში ასაჩივრებს
"მგზავრებმა" "სოხუმი" 17 ქულის სხვაობით დაამარცხა
"სოხუმი" სუპერლიგაში დასარჩენად "ტიტებს" შეხვდება
სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა
სუპერლიგა 2013/14: რეკორდთცვენა ვაკეში
სუპერლიგა: "ოლიმპმა" "სოხუმი" დაამარცხა
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
შსს აკადემია-მაქაბის შეხვედრა სპორტის სასახლეში ტექნიკური პრობლემის გამო გადაიდო
6 მოგებაც და ლიონელ მესი ისტორიული რეკორდის მფლობელი გახდება
პედრო ისტორიაში შევიდა - თითქმის ყველა შესაძლო საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?
სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ
სუპერლიგა 2013/14. V ტური: აკაკი, იმერეთი...
"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს
სუპერლიგა: "რუსთავმა" "მაქაბი" დაამარცხა
სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა: სოხუმი VS ტიტები
42-ე ჰეთ თრიქი - ლიონელ მესიმ რეკორდების მოხსნა დაიწყო