სუპერლიგა. VII ტური
სუპერლიგის მე-7 ტურში ერთმანეთს ჩემპიონატის 2 დაუმარცხებელი გუნდი შეხვდა.

"დინამოს" და "არმიას" ამ ტურამდე ყველა მატჩი მოეგოთ და სწორედ დღევანდელ მატჩს უნდა გადაეწყვიტა, რომელი გუნდი დარჩებოდა ერთპიროვნული ლიდერი. შეხვედრა საინტერესოდ დაიწყო, თუმცა ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა საბოლოოდ იოლი გამარჯვება მოიპოვეს.

შეხვედრა არმიელთა 8:0 გაქცევით დაიწყო. ბექა წივწივაძის და გიორგი შარაბიძის სამქულიანებს მიხეილ ბერიშვილის შედეგიანი გარღვევა მოჰყვა, რის შემდეგაც კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი ხელჩასაჭიდად დაწინაურდა. შარაბიძემ, რომელიც ნომინალური ცენტრია, მეორე სამქულიანიც ჩააგდო, რის შემდეგაც თავდაცვის სამინისტროს გუნდი 11:2 გალიდერდა.

"დინამო" მალე გამოერკვა და ქულების გროვება იწყო. ცენტრი სტივენ მილოშევიჩი ფარქვეშ გამაგრდა, თუმცა დინამოელებმა ძირითადი უპირატესობა პერიმეტრიდან მოიპოვეს. ბესო ლეჟავამ, მიხეილ ჭოჭუამ და გიორგი გამყრელიძემ შორი და საშუალო სროლები ჩააგდეს, რითაც ჩამორჩენა შეამცირეს და "არმიამ" პირველი მეოთხედი 4 ულით - 20:16 მოიგო.

მეორე პერიოდიდან ხოშტარიას გუნდის უპირატესობა აშკარა გახდა. დინამოელებმა დაცვა გააძლიერეს, რამაც შეტევაში ხელ-ფეხი გაუხსნა და ეს შედეგზეც აისახა. დინამოელები პირველად ქიან კარტერის სამქულიანით დაწინაურდნენ (30:29), რის შემდეგაც საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ აღარ დაუყენებიათ. მეორე მეოთხედი "დინამომ" 24:11 მოიგო და დიდი შესვენებისთვის 9 ქულით დაწინაურდა.

მეორე ტაიმში არმიელებმა ვითარების შეცვლა სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. "დინამო" ლიდერობას პერმანენტულად ზრდიდა და საიმედო დაცვით მეტოქეს გასაქანის საშუალებას არ აძლევდა. ბოლო მეოთხედი ახალი დაწყებული იყო, როცა დინამოელთა ლიდერობამ 20 ქულას გადააბიჯა და ყველაფერი საბოლოოდ გაირკვა.

"დინამომ" საბოლოოდ 79:61 მოიგო და ჩემპიონატში ზედიზედ მე-6 მოგებით ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. გამარჯვებაში ყველაზე მოზრდილი წილი ბესო ლეჟავამ დაიდო 20 ქულით. 15-15 ქულა დააგროვეს მიხეილ ჭოჭუამ და გიორგი გამყრელიძემ, ხოლო სტევან მილოშევიჩმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 12 ქულა, 14 მოხსნა. "არმიაში" 12 ქულა მიითვალა ბექა წივწივაძემ, ხოლო ზვიად ბაბიაშვილმა 11 ქულა-10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

30.11.13, 16:00

დინამო-არმია 79:61

დინამო 16 24 16 23

არმია 20 11 10 20

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "ვაგრძელებთ წაუგებელ სერიას, რაც ყველაზე მთავარია. დღეს მეტოქედ გვყავდა ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, მეტნაკლებად ვიცოდით რა თამაშს ითამაშებდა. ეს გამარჯვება ბიჭების დამსახურებაა, ძალიან ბევრს შრომობენ და შედეგიც სახეზეა. მე უბრალოდ ვეხმარები მათ, ისინი ერთი, შეკრული გუნდია. მიუხედავად გარკვეული ჩავარდნებისა, შევძელით საკმაოდ ძლიერი გუნდის დამარცხება".

კოტე ტუღუში ("არმიის" მთავარი მწვრთნელი): "მივულოცავ "დინამოს" დამსახურებულ და ღირსეულ გამარჯვებას. როგორც აღვნიშნე, მთავარ ფავორიტს ვეთამაშებოდით, "დინამო" ძალიან ძლიერ გუნდია და სერიოზულად ვემზადებოდით მათ წინააღმდეგ სათამაშოდ. რაღაც მომენტში გქვონდა შანსები, როცა ვასრულებდით დავალებებს , თუმცა აქაა განსხვავება კარგ და ცუდ გუნდებს შორის. "დინამომ" არ დაუშვა უხეში შეცდომები , ჩვენ კი ყველა შეცდომისთვის დავისაჯეთ. თუმცა დაგვრჩა 2 მნიშვნელოვანი თამაში და შევეცდებით მალე დავივიწყოთ ეს მარცხი, გავაანალიზოთ შეცდომები და მოვემზადოთ მორიგი შეხვედრებისთბის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, "დინამო" მთავარი პრეტენდენტია ჩემპიონობის და ფინალში გასულ გუნდს სწორედ მათ წინააღმდეგ მოუწევს თამაში".

ლაშა გამყრელიძე ("დინამო"): "მივულოცავ ჩვენს გუნდს გამარჯვებას. ვეთამაშებოდით ერთ-ერთ ძლიერ გუნდს, რომელსაც ჩვენსავით წაუგებელი სერია ჰქონდა. იყო ფსიქოლოგიური წნეხიც. მთელი კვირის მანძილზე განსაკუთრებულად ვემზადებოდით და ვვარჯიშობდით. მიუხედავა ანგარიშში სხვაობისა, საკმადო დაძაბული შეხვედრა იყო და ბოლომდე ვიბრძოდით. წინ რთული თამაშები გველის, განსაკუთრებით გასვლა "ქუთაისთან" და იმედია, პირველ წრეს წარმატებით ჩავამთავრებთ".

ზვიად ბაბიაშვილი ("არმია"): "პირველ რიგში, მივულოცავ "დინამოს". თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, შემდეგ კი ერთდროულად ბევრი შეცდომა დავუშვით, რამაც განაპირობა ჩვენი მარცხი. ძალიან კარგად ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის და მოსაგებადაც განწყობილები ვიყავით, თუმცა "დინამომ" გვაჯობა. იმედია, მომავალში შევძლებთ ხარვეზების გამოსწორებას".

წყარო: superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
"ნაპოლიმ" "დინამოს" წერილი მისწერა, რომ..." - კვარაცხელიას იტალიური თავგადასავალი იწყება, ხვიჩა ნეაპოლში მიფრინავს!
სუპერლიგა. "იუვენტუსმა" ნეიტარლური პოზიცია დაიკავა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
"დინამოსთან" მატჩამდე 2 კვირით ადრე "სლოვანმა" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"დინამოს" ჩვენზე 50-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს! ქართულ გიგანტს ვეთამაშეთ..." - რა თქვა "მონრარის" აღფრთოვანებულმა მწვრთნელმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ
სულაქველიძე შესაძლოა, რუსეთიდან წავიდეს - ახალგაზრდა ფეხბურთელს სლოვაკეთში ეპატიჟებიან
ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?
სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ
სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა
"არმია" "ბათუმთან" დამარცხდა და ბოლო ადგილზე რჩება
"დინამოს" ფეხბურთელმა "მონრართან" მატჩში რეკორდი დაამყარა
"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს
ქართული ჯარი - მესამედ მსოფლიო თასზე
"არმიამ" "ლელო-სარასენსი" დაამარცხა
დიდი 10: "არმიამ" მიჯრით მესამე შეხვედრაში იმარჯვა
"წიტაიშვილმა "დინამო" ძალიან ულამაზოდ დატოვა, მაქვს ინფორმაცია, რომ..." - უკრაინელი ჟურნალისტი ქართველი ფეხბურთელისა და ლუჩესკუს საუბარზე ჰყვება
დიდი 10: "არმიამ" "ვეფხვებს" გაწითლებულ დროში სძლია