ლანჩხუთის "გურიას" ფეხბურთელები გაიფიცნენ, ქომაგები... ემზადებიან
ლანჩხუთის "გურიას" მომავალი ისევ ბურუსითაა მოცული. ფინანსური პრობლემების გამო გუნდი "სიონთან" თამაშს არ აპირებდა, თუმცა ბოლო მომენტში ფეხბურთელები გულშემატკივართა თხოვნას დათანხმდნენ, თანაც - პრემიალურის ნაწილიც გაუსტუმრეს.

თამაშის შემდეგ "გურიას" მოთამაშეებმა გრიგოლეთი დატოვეს და სახლებს მიაშურეს. არადა, 4 დეკემბერს მატჩი აქვთ თბილისში, "დინამოსთან"...

"ყველანი წავედით თბილისში, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება"; "უკვე აღარაფრის იმედი არ გვაქვს. "სიონთან" გულშემატკივრებისა და მამა საბას ხათრით ვითამაშეთ. მოსასვლელი პირი რომ არ ჰქონდათ, მამაო შეაწუხეს. მადლობას ვუხდით მამა საბას გვერდში დგომისთვის"; "დღესაც მოგვატყუეს - დაგვპირდნენ, რომ 500-500 ლარს მოგვცემდნენ პრემიალურის თანხიდან და საბოლოოდ 200-200 დაგვირიგეს. რა გველის, აღარ ვიცით"; "თუ ხელფასებს არ დაარიგებენ, "დინამოსთან" არ ვითამაშებთ"... - წერენ "გურიას" ფეხბურთელები "ფეისბუქში".

"ლელოს" კი აცნობეს, ორშაბათს დილით "გურიას" გულშემატკივრები მთავარი ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბებიან და ხელისუფლებას გუნდის დახმარებას მოსთხოვენო. რამდენად შედეგიანი იქნება ქომაგების ძალისხმევა, არავინ იცის, რადგან ამჟამად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დეფიციტურია და ზოგიერთ ორგანიზაციაში ეჭვობენ კიდეც, დეკემბრის ხელფასებს დაარიგებენ თუ არა.

ჯერჯერობით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმედს ვერ იძლევიან.

ამ ეტაპზე არ ჩანს რეალური ვარიანტი იმისა, რომ კლუბში ინვესტორი მივიდეს. რამდენიმე დღეში პრობლემა თუ არ მოგვარდა, "გურიას" დაშლის საფრთხე მოსალოდნელიდან რეალობად გადაიქცევა. ძირითადი შემადგენლობის გაფიცვის შემთხვევაში, დარჩენილ თამაშებში "გურია", სავარაუდოდ, დუბლშემადგენლობით იასპარეზებს.

ამჟამად ცნობილია, რომ "გურია" 16-მა ფეხბურთელმა დატოვა და ხელფასის დაურიგებლობის შემთხვევაში, გუნდში დაბრუნებას არ აპირებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გურია-სიონი 1:2 - ბოლო მატჩი დაშლამდე?

lasha
ვააა, საინტერესო ამბავია, აქაც მამაო!
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]