ჩემპიონობის შანსი ოთხ გუნდს აქვს
ბოლო ტური

არგენტინის ჩემპიონატში სასწაულები გრძელდება - ლიდერებმა ისევ ვერ იმარჯვეს.

ზედიზედ მეორე ტურია, პირველ ექვს ადგილზე მყოფ გუნდებს შორის 3 ქულის აღებას მხოლოდ "ველეს სარსფილდი" ახერხებს, რომელსაც ჩემპიონობის მოპოვების შანსი გაუჩნდა; თანაც, ეს შანსი საკმაოდ რეალურია, რადგან ბოლო ტურში "ველესი" საკუთარ მოედანზე ლიდერს, "სან ლორენსოს" მასპინძლობს...

არადა, ყველაფერი შეიძლებოდა კვირასვე დასრულებულიყო. "სან ლორენსო" "ესტუდიანტესთან" გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონი გახდებოდა, რადგან მოგვიანებით "ლანუსმა", რომელიც სარეზერვო (!) შემადგენლობით თამაშობდა, "ბოკას" ვერ მოუგო, მაგრამ ხუან ანტონიო პიცის შეგირდებმა კონკურენტების მორიგი საჩუქრით ვერ ისარგებლეს და ახლა ურთულესი მატჩის მოლოდინში არიან.

როგორც აღვნიშნეთ, სარეზერვო შემადგენლობით ითამაშა "ლანუსმა", რომელსაც სამ დღეში კოპა სუდამერიკანას პირველი ფინალური შეხვედრა ელის ("პონტე პრეტასთან") და გილერმო ბაროს შელოტომ ლიდერები დაასვენა. კარიერაში პირველი თამაში ჩაატარა 17 წლის მარკოს ასტინამ და ანგარიშიც სწორედ მან გახსნა. პირველ ტაიმში მასპინძელთა თინეიჯერ ფეხბურთელებს კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ 45 წუთის შემდეგ ანგარიში 1:0 იყო.

მეორე ტაიმში კი მოვლენები საოცრად განვითარდა. ცვლილებაზე შემოსულმა ნიკოლას ბლანდიმ თავური დარტყმით გაიტანა, რამდენიმე წამში კი ხორხე ორტისმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "ლანუსი" 10 კაცით დარჩა. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა წინ გასვლა მოახერხეს - თავი 20 წლის ოსკარ ბენიტესმა გამოიჩინა, რომელიც ერთ წუთში ორიონთან პირისპირ დარჩა, მაგრამ კარს ააცილა.

ამის გამო "ლანუსი" დაისაჯა და ხუან სანჩეს მინიომ წონასწორობა მეორედ აღადგინა. საბოლოოდ, მატჩი ასეც დასრულდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წუთები მასპინძლებმა 9 კაცით ითამაშეს და "ბოკას" გატანის არაერთი შანსი ჰქონდა. ამ შედეგის გამო "ბოკა" ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებს "ნიუელს ოლდ ბოისიც", რომელმაც ისევ წააგო. ამჯერად ალფრედო ბერტის შეგირდებს "ოლ ბოისმა" სძლია (3:1). მოქმედ ჩემპიონს უკვე 7 ტურია, არ უმარჯვია (4 ფრე და 3 წაგება) და მაინც, მისი შანსები საკმაოდ ძვირად ფასობს - საკმარისია, "ნიუელსმა" "ლანუსს" მოუგოს, ხოლო "სან ლორენსომ" "ველესს" ვერ აჯობოს და "ძველი ბიჭები" საჩემპიონო მატჩში ითამაშებენ.

რაც შეეხება "ველესს": რიკარდო გარეკას გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და თუ ბოლო ტურშიც იმარჯვა, მინიმუმ გადათამაშებაში მონაწილეობას გაინაღდებს; ხოლო თუ "ნიუელსი"-"ლანუსი" ფრედ დასრულდა, მაშინ ჩემპიონიც გახდება.

ლიდერთან გათანაბრების შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან სარანდის "არსენალმა", რომელიც საკუთარ მოედანზე "ბელგრანოსთან" შერცხვა - 1:4. მოგების შემთხვევაში, ტიტულის მოპოვების შესაძლებლობა ექნებოდა "ატლეტიკო რაფაელასაც", რომელიც ბოლო ტურში სწორედ "არსენალს" მასპინძლობს, მაგრამ ხორხე ბურუჩაგას გუნდმა "ტიგრესთან" წააგო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურის შეხვედრები მომავალ შაბათ-კვირას გაიმართება, მაგრამ საჩემპიონო წყვილები მოგვიანებით, 15 დეკემბერს ითამაშებენ. როგორც ჩანს, ამ ჟესტით არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ შეღავათი გაუწია "ლანუსს", რომელსაც კოპა სუდამერიკანას ფინალი ნათამაშები ექნება და ჩემპიონატში ისევ დუბლებს არ გამოიყვანს.

XVIII ტური

გოდოი კრუსი-ოლიმპო 0:1

გოლი: 0:1 ჯისი (14)

როსარიო-რასინგი 1:1

გოლები: 1:0 კასტილიეხოსი (6), 1:1 აუჩე (87)

გაძევება: აუდი (55. რასინგი), დონატი (79. როსარიო)

კოლონი-ველესი 0:2

გოლები: 0:1 სარატე (24), 0:2 პრატო (79-პენ)

გაძევება: სარატე (30. ველეს სარსფილდი), კარნიელიო (79. კოლონი)

ტიგრე-ატლ. რაფაელა 3:1

გოლები: 1:0 კოსარო (8), 1:1 დეპეტრისი (62), 2:1 კოსარო (81), 3:1 ვიტი (90)

არსენალი-ბელგრანო 1:4

გოლები: 0:1 ს. პერეირა (11-პენ), 0:2 ე. გონსალესი (40), 1:2 ნერვო (46), 1:3 ფარე (79), 1:4 დ. პერესი (90-საკ. კარში)

ოლ ბოისი-ნიუელსი 3:1

გოლები: 1:0 მ. ნუნიესი (9), 2:0 ესპინოსა (10), 3:0 გრანა (36), 3:1 პ. პერესი (65)

ხიმნასია-კილმესი 3:2

გოლები: 1:0 ფ. პერეირა (5), 1:1 საკარია (19), 2:1 ფ. პერეირა (37), 3:1 ხ. კორეა (47), 3:2 ბოგოსიანი (71-პენ)

გაძევება: ბარსოტინი (68. ხიმნასია), ბოგოსიანი (90. კილმესი)

ლანუსი-ბოკა 2:2

გოლები: 1:0 ასტინა (23), 1:1 ბლანდი (51), 2:1 ო. ბენიტესი (62), 2:2 სანჩეს მინიო (65)

გაძევება: ხ. ორტისი (52. ლანუსი), მ. მარტინესი (82. ლანუსი)

რივერი-არ. ხუნიორსი 1:0

გოლი: 1:0 ვიტორი (74-საკ. კარში)

სან ლორენსო-ესტუდიანტესი 0:0

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. სან ლორენსო 18 9 5 4 29-17 32

2. ლანუსი 18 8 6 4 30-16 30

3. ველესი 18 8 6 4 24-16 30

4. ნიუელსი 18 8 6 4 25-19 30

5. არსენალი 18 7 8 3 21-18 29

6. ბოკა 18 8 4 6 24-23 28

7. ესტუდიანტესი 18 6 9 3 16-12 27

8. ბელგრანო 18 7 5 6 27-20 26

9. ატლ. რაფაელა 17 7 4 6 23-24 25

10. არ. ხუნიორსი 18 7 4 7 16-17 25

11. ხიმნასია 18 6 7 5 20-23 25

12. გოდოი კრუსი 18 6 6 6 17-15 24

13. როსარიო 18 6 5 7 20-23 23

14. ოლ ბოისი 18 5 7 6 19-18 22

15. ტიგრე 18 6 4 8 18-21 22

16. რივერი 18 5 5 8 11-13 20

17. ოლიმპო 18 5 5 8 18-25 20

18. კილმესი 18 5 5 8 13-22 20

19. რასინგი 18 3 4 11 10-24 13

20. კოლონი 17 3 3 11 8-23 6*

შენიშვნა: "კოლონს" -6 ქულა

ბომბარდირები: 9 - მაურო მატოსი (ოლ ბოისი), სესარ პერეირა (ბელგრანო); 8 - იგნასიო პიატი (სან ლორენსო), დიეგო ვერა (ატლეტიკო რაფაელა); 7 - ემანუელ ჟიგლიოტი (ბოკა ხუნიორსი), ლუკას პრატო (ველეს სარსფილდი), სანტიაგო სილვა (ლანუსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XVII ტური: ლიდერთა კოშმარი

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ᓞᕘᓠᓕᓔᓚᕐᓓ ᓓᓐ 26 ᓬᕚᓘᓡ ᓨᓔᓛᓓᓔᓒ
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XIX ტური: ტიტული, რომელმაც პაპი გააბედნიერა
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XVII ტური: ლიდერთა კოშმარი
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XIX ტური: მთავარი მატჩების მოლოდინში
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XIV ტური: არანორმალური ტური
არგენტინა. თასის ფინალი: ტიტული "არსენალს" დარჩა
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XV ტური: დაძაბული ფინიშის მოლოდინში
არგენტინა. ტორნეო ფინალი. III ტური: სტუდენტები კვლავ პირველზე არიან
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. IX ტური: ათიდან რვა
"ᓠᓘᓕᓔᓠ ᓞᓚᓔᓘᓢᓘ" ᓩᕔᓛᓞᓘᓝᓜᕘᕐ
ᓐᓠᓒᓔᓜᕢᓘᓜᓐ. ᓢᕝᓠᓜᕔᕝ ᕤᕘᕜᓐᓚᓘ. XVII ᓢᕣᓠᓘ: ᓡᕐᓜᓐᓮᓐᕝᓑᓐ "ᓛᕝᓜᓣᓛᕔᕜᓢᓐᓚᓖᕔ"
არგენტინა. პრიმერა დივიზიონი. ტორნეო ფინალი. II ტური: "ესტუდიანტესი" გალიდერდა