ამ უქმეებზე სპორტკომპლექს "არენაში" ჩატარდა თბილისის თასის გათამაშება მშვილდოსნობაში, რომელშიც 30-მდე სპორტსმენი გამოდიოდა
ამ უქმეებზე სპორტკომპლექს "არენაში" ჩატარდა თბილისის თასის გათამაშება მშვილდოსნობაში, რომელშიც 30-მდე სპორტსმენი გამოდიოდა.

ცხადია, რეგიონების წარმომადგენლები (ასეთი კი, სამწუხაროდ, მხოლოდ ორია - ბათუმი და ქუთაისი) მოწვეულები არ ყოფილან, თუმცა უკონკურსოდ ორი უცხოელი მაინც ისროდა -ირანელი მუჰამედ ალი და თურქი აიან ეგე, თუმცა ამას საქართველოში დროებით ცხოვრების უფლება აქვს.

რაც შეეხება ირანელს, ის ეგრეთ წოდებულ მოხრილ მშვილდში გამოვიდა, სადაც მეტი მონაწილე არც ყოფილა. აქვე გეტყვით, რომ მშვილდოსნობის ეს დისციპლინა ახლა იკიდებს ფეხს საქართველოში და ორი კვირის წინათ საქართველოს თასზე ზურაბ ქურხაშვილიც გამოვიდა, ისიც ირანელივით ეულად.

მსროლელთა უმეტესობა კლუბ "გეო-გენის" წარმომადგენელია, თუმცა იყვნენ სხვა დედაქალაქური კლუბების სპორტსმენებიც, მათ შორის, ისინიც, რომლებიც ზემოაღნიშნულ საქართველოს თასზეც ასპარეზობდნენ ან პირიქით - სხვადასხვა მიზეზით, ბოიკოტი გამოუცხადეს მას.

გამოვიდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუაც, რომელსაც მაშინ არ უასპარეზია. თუმცა ამ შეჯიბრებას იმის შემცვლელად ნუ განვიხილავთ, რადგან ეს თბილისის ფედერაციამ ჩაატარა და მისი კალენდარი თავიდანვე ითვალისწინებდა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამჯერად ისროდნენ შეზღუდული შესაძლებლობების სპორტსმენებიც - გოდერძი ზაქარაია და ნათია გამიდოვი, რომლებიც "გეო-გენში" ვარჯიშობენ.

აღსანიშნავია, რომ ამ კლუბში კიდევ რამდენიმე ასეთი სპორტსმენია, რომელსაც კლუბისა თუ სკოლის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ეხმარება - ეს კლუბი 161-ე სკოლის (დირექტორი: მიხეილ მინდაძე) შენობაში მუშაობს და დირექციამ მათთვის დარბაზში საგანგებოდ ჩასასვლელიც მოაწყო, რათა ეტლებით მოძრაობა შესძლებოდათ. ასეთი მიდგომა უთუოდ მისასალმებელია.

იმ შეჯიბრების მსგავსად, ესეც ზამთრის ტურნირებისთვის მზადებას ისახავს მიზნად და ამიტომ 18-მეტრიან დისტანციაზე ჩატარდა. ქალებსა და ვაჟებში უფროსები და ახალგაზრდები შედარებით ცოტანი იყვნენ და მათ ერთად ისროლეს, 17-წლამდელები კი ცალკე ასაკობრივ ჯგუფად გამოვიდნენ.

ცხადია, ქალებში ბადალი არ ჰყავდა "გეო-გენის" წევრ ესებუას, რომელმაც 561 ქულით საკვალიფიკაციო ეტაპიც მოიგო და არც პლეი ოფში დაუთმია რამე. ფინალში მან თანაკლუბელი თეონა კუტალაძე დაამარცხა, რომელიც 544-ით შესარჩევშიც მეორე იყო. ბრინჯაოს მედალიც "გეო-გენს" დარჩა - ის თეონა არჯევანიძემ მოიპოვა, რომელიც 414 ქულით საკვალიფიკაციოში მეექვსე იყო.

უმცროსი ასაკის გოგოებში შესარჩევის შედეგები პლეი ოფმა გვარიანად შეცვალა - საკვალიფიკაციო უნივერსიტეტელმა მარინა ჩუმაჩენკომ 404 ქულით მოიგო, ხოლო ამ ასაკის ნაკრების ლიდერი, "მართვეს" წევრი ნინო ჯვარშეიშვილი 401-ით მეორე იყო, თუმცა პლეი ოფში იყოჩაღა და ჩემპიონი გახდა, ჩუმარენკო კი ვერცხლს დააჯერა.

შესარჩევში 159 ქულით მესამე იყო 12 წლის ვერიკო მაკიევი, რომელიც ნაკრების მწვრთნელ გია მაკიევის შვილია. აქვე გამოდიოდა შეჯიბრების ყველაზე პატარა მონაწილეც - 10 წლის სალომე კერესელიძე "გეო-გენიდან".

სამწუხაროდ, ვაჟთა ლიდერ ლაშა ფხაკაძეს არც ამჯერად უსვრია. მის არყოფნაში კი ჩემპიონი თსუ-ელი გიორგი პოპიაშვილი გახდა, რომელმაც შესარჩევი ეტაპი 512 ქულით მოიგო და გვარიანად ჩამოიტოვა მდევრები - არტემ მკრტიჩიანი (მშვილდოსნობის ასოციაცია, 499 ქულა) და ბექა მუმლაძე ("გეო-გენი", 497).

ამათგან პლეი ოფში მონაპოვარი მხოლოდ მუმლაძემ შეინარჩუნა, რომელიც ფინალში გავიდა, იქ კი პოპიაშვილთან დამარცხდა. ბრინჯაო გიორგი მეჟევიძემ (მშვილდოსნობის ასოციაცია) მოიპოვა, რომელიც პლეი ოფში 490 ქულით და მეოთხე შედეგით შევიდა.

ჭაბუკებში შესარჩევიდან ფინალების ჩათვლით ცხრილში არაფერი შეცვლილა - საკვალიფიკაციოში პირველი "გეო-გენელი" ზურაბ მესტვირიშვილი იყო 536 ქულით, მეორე - ვლადიმერ დოლიძე 533-ით "ჯორჯიადან", მესამე - ისევ "გეო-გენის" წევრი დავით მიხელიძე ასევე 533-ით. პლეი ოფის შემდეგ არაფერი შეცვლილა და კვარცხლბეკზეც ეს სამეული ავიდა ასეთივე განლაგებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა