არის საშიშროება, რომ ფეხბურთელთა ბოიკოტში დუბლებიც ჩაერთონ, რაც რეგლამენტის მიხედვით, ჩემპიონატიდან "გურიას" მოხსნას გამოიწვევს
გადაწყვეტილი ამბავია, თბილისის "დინამოსთან" შეხვედრაში ლანჩხუთის "გურია" დუბლშემადგენლობით იასპარეზებს. არადა, წესით, პირველ და მესამე ადგილებზე მყოფი გუნდების პაექრობა ტურში ცენტრალური უნდა ყოფილიყო, თუმცა ერთი კვირის წინ დაწყებული "სახელფასო ბუნტის" გამო შეხვედრის შედეგი იოლად გამოსაცნობია...

არადა, ორშაბათის გვიან საღამომდე "გურიას" მესვეურებს იმედი ჰქონდათ, რომ ფეხბურთელთა დაყოლიებას შეძლებდნენ. კლუბის დირექტორმა მათთან ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი საგარანტიო წერილები ჩაიტანა. მოლაპარაკებამ თითქმის გამთენიამდე გასტანა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა - ფეხბურთელებმა თამაშზე უარი თქვეს.

სწორედ ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში თბილისში დუბლშემადგენლობით გამგზავრება. თუმცა ამასაც გარკვეული გაურკვევლობა და, როგორც ამბობენ, შეხლა-შემოხლაც მოჰყოლია - დუბლშემადგენლობის ნაწილი მთავარი გუნდის მიმართ სოლიდარობის მომხრე იყო, თუმცა, საბოლოოდ, მეორე გუნდი თამაშზე მაინც გაემგზავრა.

ისე კი, არის საშიშროება, რომ ბოიკოტში დუბლებიც ჩაერთონ, რაც რეგლამენტის მიხედვით, ჩემპიონატიდან გუნდის მოხსნას გამოიწვევს.

ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე, წინა დღისგან განსხვავებით, იმედიანად არ არის.

"ვერ გეტყვით, საბოლოოდ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი - ძირითადი გუნდი გავა სათამაშოდ თუ დუბლშემადგენლობა. ფეხბურთელები ისეთ რაღაცებს ითხოვენ, მათი შესრულება შეუძლებელია", - გვითხრა ურუშაძემ, თუმცა ჩაძიების მიუხედავად, არ დაგვიკონკრეტა, თუ რას ითხოვენ ფეხბურთელები.

"დიახ, სამწუხაროდ, დუბლშემადგენლობით ვიასპარეზებთ", - გვითხრეს სამშაბათ საღამოს კლუბის პრესსამსახურში, სადაც არ აქვთ ინფორმაცია კლუბის მთავარ მწვრთნელ რომან პოკორასთან დაკავშირებით.

ჩვენი ინფორმაციით, უკრაინელ სპეციალისტს გუნდიდან უშვებენ, თუმცა ამის შესახებ ჯერ ოფიციალური კომენტარი არ კეთდება. კლუბში მისით უკმაყოფილონი (?!) არიან თურმე, რაც ცოტა გასაკვირიც კია - "გურია" გაფიცვებამდე საუცხოოდ თამაშობდა.

როგორც კულუარებში აცხადებენ, პოკორა ურუშაძემ მოიწვია. თუ გახსოვთ, წარმატებები ჰქონდა დავით მახარაძეს და მისი შეცვლა არაკორექტულად გამოუვიდათ. კლუბის დღევანდელ მმართველებს კი, იმავე ხმების თანახმად, ურუშაძესთან ურთიერთობა დაეძაბათ და უკრაინელის გაშვებაც ამიტომ გადაწყდა.

თავად ურუშაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობს. ინფორმაციის დასაზუსტებლად პოკორას თანაშემწე დავით მახარაძეს შევეხმიანეთ:

- როგორც იცით, დუბლშემადგენლობა უკვე გაემგზავრა თბილისში. მთავარია, შეხვედრა შედგეს, რომ არ მოგვხსნან გათამაშებიდან.

- თქვენ გუნდთან ერთად ხართ?

- არა, კლუბის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ წავსულიყავი თამაშზე. არ მაქვს ამის პრობლემა, მაგრამ წესია, რომ თუ გადის დუბლშემადგენლობა, ის მისმა მწვრთნელმა უნდა გაიყვანოს.

- კი, მაგრამ უმაღლეს ლიგაში გუნდი A ლიცენზიის მწვრთნელს გაჰყავს სათამაშოდ, ასეთი კი დუბლშემადგენლობას არ ჰყავს. ამ მხრივ პრობლემა ხომ არ შეიქმნება?

- ეს ფორმალური მხარეა. მთავარ მწვრთნელად დაფიქსირდება პოკორა.

- სწორედ პოკორაზე უნდა მეკითხა: უკვე ორი დღეა, ლაპარაკობენ, რომ ის გუნდიდან გაუშვეს...

- მსგავსი არაფერი გამიგია. ოთხშაბათს დილით თბილისში იქნება და თამაშზეც მივა.

- აბა, რის საფუძველზე ამბობენ ასე დაბეჯითებით?

- არ ვიცი... როცა ველაპარაკე, არაფერი უთქვამს. რომ გაეთავისუფლებინათ, ხომ ეტყოდნენ?

- ისე, თქვენც ჟურნალისტებისგან გაიგეთ, რომ გათავისუფლებული იყავით...

- მართალია, მაგრამ ეს შეცდომა იყო და დარწმუნებული ვარ, იგივე არ განმეორდება...

მხოლოდ ათი დღე...

3 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა "გურიას" მესვეურებს 10-დღიანი ვადა მისცა ფეხბურთელთა დავალიანების გასასტუმრებლად.

"ძალიან ცუდია, რომ "გურია" ასეთ დღეშია. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ეს ბიჭები არიან გმირები. გუნდი მესამე ადგილზეა და მისი დაშლა საცოდაობა იქნება.

როგორმე რაღაც გზა უნდა გამოინახოს. დღეს აღმასკომზე განვიხილეთ საკითხი და კლუბის მესვეურებს ვადა მიეცათ ვითარების გამოსასწორებლად", - გვითხრა სფფ-ის აღმასკომის წევრმა და გურიის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
"ზუგდიდი": ვინ შეცვლის დავით მახარაძეს?
ᓡᓐᓛᕬᓕᓠᓗᓜᕔᕚᕝ ᓙᓐᕠᓣᓡᓔᓚᓘ: ᓓᓐᓕᓔᕬᓘᓝᓗ ᓓᓐ ᕒᕐᓕᓣᓡᓬᓠᓝᓗ ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓐᓡ!
მოგვეცით დრო! ვისთვისაა სფფ-ის ლიცენზირების მკაცრი მარყუჟი?
Gurianews: ლანჩხუთის "გურიიდან" სამი ლეგიონერი გაიპარა
ლანჩხუთის "გურიამ", არსებობის ისტორიაში პირველად, ეროვნული ლიცენზია მიიღო!
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
რატომ გაიპარნენ და რა სასჯელი ელით "გურიის" ლეგიონერებს?
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
ᓠᓝᓒᓝᓠᓪ ᓘᓥᓜᓐ!.. ᓚᓐᓜᓩᓮᓣᓗᓘᓡ "ᓒᓣᓠᓘᓐᓡ" ᓒᓝᓩᓐ ᓒᓣᓯᓐᓑᓘᓫᓔ ᓓᓐ ᓒᓘᓐ ᓩᓮᓐᓘᓫᓔ ᓐᓕᓐᓠᓯᓘᓨᓔᓑᓔᓜ
"ზუგდიდი": დავით მახარაძე მწვრთნელად და უკრაინელები დაკვირვების ქვეშ
ᓓᓐᓕᓘᓗ ᓛᓐᓮᓐᓠᓐᓫᓔ: 90-ᓘᓐᓜ ᓬᓚᓔᓑᓨᓘᓪ ᓙᓘ ᓣᓙᓔᓗᓔᓡᓘ ᓕᓘᓗᓐᓠᓔᓑᓐ ᓘᓧᓝ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
აქტუალური თემა: სამწვრთნელო კარუსელი
ლანჩხუთის "გურიას" გაწვრთნა გიგლა იმნაძეს შესთავაზეს
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ლანჩხუთის "გურია"
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ლანჩხუთის "გურიაში" ოთხი ბრაზილიელი და ერთიც კოტდივუარელი მოიყვანეს
"ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი დავით მახარაძე სოსო ფილიამ შეცვალა
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
ლანჩხუთის "გურია": ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი?
ლანჩხუთის "გურია": რომან პოკორა, რბილად რომ ვთქვათ, იტყუება!
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
ლანჩხუთის "გურია": თემურ ლორია არა, გუნდს ისევ დავით მახარაძე გაწვრთნის