ფრანგი ევროპის საუკეთესო 21-წლამდელ ფეხბურთელად დაასახელეს
იტალიური სპორტული გაზეთი "ტუტოსპორტი" "ოქროს ბიჭს" (Golden Boy) 2003 წლიდან ასახელებს. ეს წოდება წლის საუკეთესო 21-წლამდელ ფეხბურთელებს ენიჭებათ ხოლმე და ისეთ მოთამაშებს აქვთ მოგებული, როგორებიც მარიო გიოტცე და მარიო ბალოტელი არიან.

ცხადია, თავის დროზე ამ ტიტულს ლიონელ მესიც ფლობდა. ამჯერად "ტუტოსპორტმა" "ოქროს ბიჭი" მეცამეტედ გამოავლინა: 2013 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი "იუვენტუსისა" და საფრანგეთის ნაკრების 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი პოლ პოგბა გახდა.

"ეს ჩემთვის უდიდესი პატივია და ძალიან ვამაყობ, რომ ეს ჯილდო დავიმსახურე," - განაცხადა პოგბამ "ტუტოსპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში. ფრანგმა, რომლის მშობლები წარმოშობით გვინეადან არიან, ეს წოდება ისკოს ჩამოართვა. შარშან ამ დროს "ოქროს ბიჭი" სწორედ "მალაგას" ახალგაზრდა ესპანელი ნახევარმცველი გახდა, რომელიც ახლა მადრიდის "რეალშია".

პოლ პოგბამ კარიერაში პირველი სერიოზული ნაბიჯები "მანჩესტერ იუნაიტედში" გადადგა და რაკი ინგლისურ გრანდში არ ათამაშებდნენ, 2012 წლის ზაფხულში "იუვენტუსში" უფასოდ გადაბარგდა. "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის გაშვებას ალბათ ძალიან ნანობენ, რადგან პოგბა "იუვენტუსში" მაღალი კლასის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და უკვე ტურინული კლუბის ქომაგების ერთ-ერთი უსაყვარლესი მოთამაშეა. "იუვენტუსიდან" პოგბა საფრანგეთის ნაკრებშიც დამკვიდრდა და დიდიე დეშამის ხელმძღვანელობით უკვე 7 მატჩი აქვს ჩატარებული.

2012/13 წლების სეზონი პოგბასთვის ყველაზე წარმატებული იყო: "იუვეში" პირველსავე სეზონში იტალიის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედფინალამდე გააღწია. ამას გარდა, პოგბა საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

"იუვენტუსის" ხელმძღვანელების მთავარი მიზანი უკვე პოგბას ახალი ხელშეკრულებაა, რადგან მას ძალიან ბევრი მთხოვნელი გამოუჩნდა. პოლის კონტრაქტს ტურინულ კლუბთან ვადა 2015 წელს გასდის და მისდამი უდიდეს ინტერესს იჩენენ პსჟ და "რეალი".

"იუვეს" პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ ამას წინათ თქვა, თუ პოგბას გრანდიოზულ პირობებს შესთავაზებენ, მისი შენარჩუნება ძალიან გაგვიჭირდებაო. ფეხბურთელის აგენტი ცნობილი მინო რაიოლაა, რომელსაც თავისი მოთამაშეების მაღალ ფასად გაყიდვა ეხერხება. ამის დასტურად თუნდაც ის ფაქტი გამოდგება, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მარიო ბალოტელიც რაიოლას კლიენტები არიან.

ყველა "ოქროს ბიჭი"

წელი ფეხბურთელი კლუბი ქვეყანა

2003 რაფაელ ვან დერ ვაარტი აიაქსი ჰოლანდია

2004 უეინ რუნი ევერტონი/მან. იუნ. ინგლისი

2005 ლიონელ მესი ბარსელონა არგენტინა

2006 სესკ ფაბრეგასი არსენალი ინგლისი

2007 სერხიო აგუერო ატლეტიკო ესპანეთი

2008 ანდერსონი იუნაიტედი ბრაზილია

2009 ალეშანდრე პატო მილანი ბრაზილია

2010 მარიო ბალოტელი ინტერი/სიტი იტალია

2011 მარიო გიოტცე დორტმუნდი გერმანია

2012 ისკო მალაგა ესპანეთი

2013 პოლ პოგბა იუვენტუსი საფრანგეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პოლ პოგბა: ბურთი უხეიროდ მივიღე და დავამუშავე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
სამპაოლი: ისკომ იმედები ვერ გაამართლა
ნადალი: როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები წამომივიდა
"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
გიოტცემ შეიძლება კარიერა "ატლეტიკოში" გააგრძელოს
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
გიოტცე: კვარაცხელიასა და ოსიმენთან თამაშისას სიფრთხილე გვმართებს
მარიო გიოტცე პსვ-ში გადადის
მარიო გიოტცე პსვ-ის ფეხბურთელი გახდა
ისკო "უნიონში" ვერ გადავიდა და უგუნდოდ დარჩა
ისკოს ახალი კლუბი ცნობილია
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
ძალიან დიდი ციფრები - მაიამის "ინტერის" თანამფლობელმა მესის ანაზღაურებაზე ისაუბრა
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
ისკომ შესაძლოა, კარიერა თურქეთში ან კატარში განაგრძოს
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] მესის 899-ე - არგენტინელმა "დისი იუნაიტედს" გაუტანა
ისკო "ბეტისთან" ხელშეკრულებას გააფორმებს
"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა
[VIDEO] ლიონელ მესიმ მოწინააღმდეგე გუნდის სამწვრთნელო შტაბს დასცინა
იურგენ კლოპი: ძველ გიოტცეს ისევ ვიხილავთ
"სპორტის ისტორიაში საუკეთესოა" - მასკერანომ მესის შესახებ ისაუბრა