ჩემპიონთა ლიგა აღდგენილია
"ფილადელფია სიქსერზის" ერთ-ერთი წამყვანი ფორვარდი ვენსან ლეკავალიე დაახლოებით ერთ თვეს გამოტოვებს ტრავმის გამო. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ჰოკეისტი ბოლო პერიოდში ზურგთან დაკავშირებით პრობლემებს უჩიოდა. საბოლოოდ, ლეკავალიემ ექიმებს მიმართა, რომლებმაც ფორვარდს ერთი თვე დასვენება ურჩიეს. ზუსტი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მიმდინარე სეზონში ლეკავალიემ 22 მატჩი ჩაატარა რეგულარულ სეზონში და 14 ქულა (9+5) დააგროვა.

ამასობაში ძირითადი მეკარის გარეშე დარჩა "ჩიკაგო ბლეკჰოქსი". "ფლორიდასთან" 8 დეკემბერს მოგებულ მატჩში კორი კროუფორდმა "სხეულის ქვედა ნაწილის" ტრავმა მიიღო. ინციდენტი პირველი პერიოდის შუაში მოხდა, როცა გოლკიპერი მეტოქის ფორვარდის, მარსელ გოკის დარტყმის მოგერიებას ცდილობდა. კროუფორდმა მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო და კარი ფინელ ანტი რანტას დაუთმო, რომელმაც დამაჯერებლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე (6:2).

წლევანდელ სეზონში კროუფორდის სტატისტიკა შთამბეჭდავი არ არის: მეკარე მეტოქეთა დარტყმების 90.6 პროცენტს იგერიებდა და საშუალოდ 2.49 შაიბას უშვებდა. ამასთან, ის რჩება კანადის ნაკრებთან ერთად სოჭის ოლიმპიადაზე გამგზავრების ერთ-ერთ კანდიდატად. კროუფორდის ტრავმის ხარისხზე ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

მინესოტა-სან ხოსე 3:1

0:0, 2:0, 1:1

გოლები: 1:0 პარიზე-13 (პომინვილი-7, სკანდელა-7), 2:0 მ. კოივუ-7 (სპარჯონი-10, სკანდელა-8), 2:1 მარლო-13 (ირვინი-4, კუტური-19), 3:1 პარიზე-14 (ბროძიაკი-7).

ჩიკაგო-ფლორიდა 6:2

2:0, 2:2, 2:0

გოლები: 1:0 შარპი-12 (ტეივზი-14, პ. კეინი-19), 2:0 სიბრუკი-2 (საადი-12, მარიან ჰოსა-11), 3:0 მარიან ჰოსა-13 (შარპი-14, ტეივზი-15), 3:1 ოლსენი-2 (კოპეცკი-3, გუდბრანსონი-5), 3:2 გოკი-7, 4:2 ჰანზუში-2 (სიბრუკი-17, პ. კეინი-20), 5:2 შოუ-9 (შარპი-15, პ. კეინი-21), 6:2 საადი-9 (მორინი-4, ვერსტიგი-11).

რეინჯერსი-ვაშინგტონი 4:1

0:0, 0:3, 1:1

გოლები: 0:1 ჩიმერა-6 (ერატი-9, ოლეკსი-7), 0:2 ოლეკსი-1 (ბიგლი-1), 0:3 გრაბოვსკი-9 (ბულიტი), 0:4 შმიდტი-2, 1:4 პულიო-3 (დელ ზოტო-4).

ტორონტო-ბოსტონი 2:5

1:0, 0:3, 1:2

გოლები: 1:0 ჰოლანდი-3 (კლარკსონი-4, გარდინერი-8), 1:1 სოდერბერგი-4 (რ. სმიტი-14, პ. ბერჟერონი-7), 1:2 კრუგი-8 (კრეიჩი-18, ლუჩიჩი-12), 1:3 კ. მილერი-1 (სოდერბერგი-10), 2:3 მაკლემანი-1 (ჰოლანდი-1, კულემინი-4), 2:4 იგინლა-6 (ლუჩიჩი-13), 2:5 პ. ბერჟერონი-9 (გ. კემპბელი-4, კრეიჩი-19).

ვანკუვერი-კოლორადო 3:1

1:0, 0:0, 2:1

გოლები: 1:0 სანტორელი-7 (ჰიგინსი-8), 2:0 კესლერი-15 (სანტორელი-13, ჰიგინსი-9), 3:0 სანტორელი-8 (გარისონი-15), 3:1 მაკგინი-5 (მაკლეოდი-4, ჰოლდენი-2).

ჩემპიონთა ლიგა აღდგენილია

2014-15 წლების სეზონში ევროპაში გაიმართება კლუბებს შორის ჰოკეის საერთაშორისო ტურნირი - ჩემპიონთა ლიგა. ამის შესახებ იტყობინება ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი. შეჯიბრების ფორმატი და კალენდარი 20 დეკემბერს გახდება ცნობილი.

თუმცა უკვე ცნობილია, რომ პირველ სეზონში, რომელიც 2015 წლის თებერვლამდე გაგრძელდება, გუნდები ჯამში 149 მატჩს გამართავენ. ახალი ტურნირის დამფუძნებელია ექვსი ქვეყნის (ავსტრია, ჩეხეთი, ფინეთი, გერმანია, შვეიცარია, შვედეთი) 26 კლუბი. ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის მუდმივი მონაწილის სტატუსს მიიღებენ. ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, კიდევ 14 კლუბი სპეციალურ მიწვევას მიიღებს.

ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა იუარა ჰოკეის კონტინენტალურმა ლიგამ. ამის შესახებ პირადად ილაპარაკა ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა რენე ფაზელმა.

ტურნირი, სახელწოდებით "ჩემპიონთა ლიგა", 2008-09 წლების სეზონში გაიმართა და მისი გამარჯვებული გახდა შვეიცარიული კლუბი "ციურიხ ლაიონსი". ტურნირმა პირველი გათამაშების შემდეგ შეწყვიტა არსებობა, რადგან ფინანსურ დახმარებაზე უარი განაცხადა მთავარმა სპონსორმა - კომპანია "გაზპრომმა".

ჩემპიონთა ლიგამდე იმართებოდა ჰოკეის ევროლიგა (1996-2000) და ევროპის თასი (1965-97).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ბროდოს 45-ე ქულა

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 რუსთავი. შემოტრიალება წყალტუბოურად
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს