როგორც ვლადიმერ ბოისამ განმარტა, მან გადაწყვეტილების მიღებამდე გაბრიჩიძესთან რამდენიმე შეხვედრა გამართა
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებმა - ვლადიმერ ბოისამ და კახა შენგელიამ თავიანთი კანდიდატურები მიხეილ გაბრიჩიძის სასარგებლოდ მოხსნეს.

როგორც ვლადიმერ ბოისამ განმარტა, მან გადაწყვეტილების მიღებამდე გაბრიჩიძესთან რამდენიმე შეხვედრა გამართა.

"მე რამდენჯერმე შევხვდი გაბრიჩიძეს და მისი პროგრამიდან და ხედვებიდან გამომდინარე, ვხსნი ჩემს კანდიდატურას მის სასარგებლოდ. მზად ვარ, ჩემი გამოცდილებაც, რომელიც მივიღე საქართველოსა თუ ევროპაში, გავუზიარო ახალ პრეზიდენტს და დავეხმარო მას, როგორც საჭიროება მოითხოვს", - განაცხადა ბოისამ.

კახა შენგელიას თქმით კი, უერთდება ვლადიმერ ბოისას პოზიციას და კანდიდატურის მოხსნისას თავადაც კალათბურთის ფედერაციის განვითარების საკითხზე გაბრიჩიძის ხედვებით იხელმძღვანელა.

"მე გავეცანი გაბრიჩიძის პროგრამას. ჩვენი ხედვები ერთმანეთს თითქმის ყველაფერში ემთხვევა. აქედან გამომდინარე, ვუერთდები ვლადიმერ ბოისას გადაწყვეტილებას და მეც კანდიდატურას მიხეილ გაბრიჩიძის სასარგებლოდ ვხსნი", - განაცხადა შენგელიამ.

თავის მხრივ, მიხეილ გაბრიჩიძემ მადლობა გადაუხადა უკვე მის ყოფილ კონკურენტებს და განაცხადა, რომ მზად არის, მაქსიმალურად იზრუნოს საქართველოში კალათბურთის განვითარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მანამდე საკუთარი კანდიდატურა პროტესტის ნიშნად მოხსნა მიხეილ ახვლედიანმა.

მისი განმარტებით, დღევანდელი ყრილობა და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები უკანონო იქნება, რადგან წესდებაში, რომლითაც ფედერაციის ყრილობა ტარდება, ბევრი ხარვეზია.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის, შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ ერთი, მიხეილ გაბრიჩიძის კანდიდატურა. ხმის მიცემის პროცედურა რამდენიმე წუთში დაიწყება.

წყარო: interpressnews.ge

dato
ახვლედიანი არის სუფთა მარიაჟი...მიშა გილოცავ. წარმატებები...
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ვლადიმერ ბოისა არჩევნების შემდეგ: არანაირი უსამართლობა არ ხდება
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან
ახალგაზრდულ ევროპირველობებზე ჩვენი მეტოქეები გამოვლინდა
მიხეილ გაბრიჩიძე არჩევნების შემდეგ: პაატას გვერდში დგომა სჭირდება
მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ვლადიმერ ბოისა კალათბურთიდან ბეჩიროვიჩს და ნახბარს გააცილებს
არჩევნები, კორუფცია და ნაკრების შეფასება - პრეზიდენტობის კანდიდატები გადაცემა "360 გრადუსში" [VIDEO]
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საგანგებო განცხადება
ნაკრების მოთამაშეები ჩვენს მხარეს არიან - შიო ხეცურიანი და კახა შენგელია გაერთიანდნენ
ვლადიმერ ბოისა: მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი შეხვედრა მოვიგოთ
ზუროსი: მზად ვართ ყველა მატჩის წასაგებად, ოღონდ ევრობასკეტზე მედალი მოვიგოთ
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი პაატა გურასპაულია
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ 2021-მდე (VI ნაწილი)
ადგილი ევროპაში: რა უნდა ვისწავლოთ სლოვენიისგან?
ვლადიმერ ბოისა: გულშემატკივრებს მოვუწოდებ მხარი დაუჭირონ ეროვნულ ნაკრებს
"მე დავიბადე ქართული სულით და აქ ბასკონიური სული განვავითარე" - "ბასკონიამ" თორნიკე შენგელიას ფილმი მიუძღვნა [VIDEO]
პაატა გურასპაული: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს
"უნდა მიგვეცა საშუალება, გამოესწორებინათ შეცდომა, თავისუფლებაზე და არა ციხეში ყოფნის დროს"