ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ირანელი ჩემპიონი დოპინგის მიღების გამო სამუდამოდაა დისკვალიფიცირებული

ირანელი მძიმეწონოსანი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ამირ აზიზ ალიაკბარი სამუდამოდაა დისკვალიფიცირებული დოპინგის მიღების გამო.

ეს ინფორმაცია ამ დღეებში გავრცელდა, სპორტსმენმა კი ტესტი სექტემბერში ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩააგდო. მის ანალიზებში ანაბოლური სტეროიდების კვალი აღმოაჩინეს, თუმცა რატომ დაიმსახურა მან ასეთი მკაცრი სასჯელი - ცხოვრების ბოლომდე, ზუსტად ვერ გეტყვით. როგორც წესი, ასეთ მკაცრ ღონისძიებებს პირველი შემთხვევისას არ აძლევენ, თუმცა ვერ გეტყვით, იყო თუ არა ადრე ალიაკბარი მხილებული დოპინგის მიღებაში.

მისი დისკვალიფიკაციით ესტონელ ჰეიკი ნაბის დაეცა ერთბაშად ოთხივე ტუზი და ორივე ჯოკერი - მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ირანელს ჩამოართვეს და ესტონელს გადასცეს.

ამდენად, ნაბი გახდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, პროზაულად საშუალო დონის მოჭიდავე, რომელიც იშვითად ახერხებს საკუთარ თავზე ოდნავ მეტად ამაღლებას და ერთ გასროლას.

აღსანიშნავია, რომ ირანელიც და ესტონელიც 96-დან არიან გადმოსულნი ამ წონაში და თავისი პირველი ტიტული ორივემ იქ მოიპოვა - ნაბი 2006 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ალიაკბარი - 2012-ში.

2009-ში, როცა ნაბიმ პირველად მოიპოვა პლანეტის უძლიერესის წოდება, აშკარად გაუმართლა წილისყრაში - თავად იოლი ბადე შეხვდა, ამ დროს კი წონის ლიდერები მეორე მხარეს ხოცავდნენ ერთმანეთს - წინა წლის მსოფლიოს უნგრელი ვიცე-ჩემპიონი ლაიოშ ვირაჯი მომავალ ოლიმპიურ პრიზიორთან, მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის ფინალისტ შვედ ჯიმი ლიდბერგთან დამარცხდა, რომელმაც, თავის მხრივ, მერე რამაზ ნოზაძესთან წააგო.

2005 წლის მსოფლიოს კიდევ ერთი მედალოსანი, ამერიკელი მესამე პრიზიორი იუსტინ რუისი უტიტულო ფინელთან დამარცხდა; ასევე უსახელოდ გავარდა ათენის ოლიმპიადის ეგვიპტელი გმირი კარამ მოჰამედ გაბერ იბრაგიმი, ხოლო ბრძოლებით დაღლილი ტურნირის ფავორიტები, ჩვენი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ათენის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ნოზაძე და თურქთა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ჰამზა ერლიქაია ჩეხ მარეკ სვეკს ვეღარ გაუმკლავდნენ.

ნაბი კი ლამის უბრძოლველად გავიდა ფინალში, სადაც დასვენებულმა ტაქტიკურ ბრძოლაში იოლად დაჯაბნა დამაშვრალი ჩეხი.

იმის მიუხედავად, რომ ესტონელი მაშინ მხოლოდ 21 წლის იყო, საჭიდაო სამყარომ ის მაინც შემთხვევით ჩემპიონად მიიჩნია, რადგან აშკარა იყო - ნოზაძის ან ერლიქაიას კომპანიაში მას დიდი გზა არ ეწერა.

თუმცა, როგორც უნდა იყოს ეს ისტორია, ფაქტია, ნაბი უკვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია, მაგრამ ჩვენთვის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ირანელის დისკვალიფიკაციაა - ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიდისთვის ამ წონაში მთლად ჩემპიონობის თუ არა, მედლის მოპოვების კანდიდატი იაკობ ქაჯაია გვყავს და ამ წონაში მომხდარი ყველა საკადრო ცვლილება უაღრესად საინტერესოა; შეიძლება ითქვას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მიგვაჩნია, რომ 26 წლის ალიაკბარი ქაჯაიასთვის ნაბიზე ბევრად სერიოზული კონკურენტი იქნებოდა - შეიძლება, უკვე მოზარდი აღარაა, მაგრამ ახლა მიდიოდა დაღვინების ასაკში, როცა მიღებულ გამოცდილებას ბუნებრივ მონაცემებს უხამებენ ხოლმე...

თან - სად ირანელთა საჭიდაო სკოლა და სად - ესტონელებისა.

მით უფრო, რომ ირანელებს თეთრი თუ შავი ფარმაკოლოგია და კვების რეჟიმი უმაღლეს დონეზე აქვთ აყვანილი - ბოლო ხანებში აკრძალული ნივთიერებებისადმი ირანელთა ტრფიალზე ბევრს საუბრობენ და ბევრიც ჩავარდა დოპინგზე, ხოლო ასაკობრივ ნაკრებებში ხშირად ისეთი ტალიკ-ტალიკა ბიჭები გამოჰყავთ, საეჭვოა, ისეთ მონაცემებს მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშით აღწევდნენ.

თუ ირანელებმა არ მიაღწიეს და ალიაკბარს სამუდამო დისკვალიფიკაცია არ შეუცვალეს, რიოს ოლიმპიადისთვის ქაჯაიას ერთი სერიოზული კონკურენტი აკლდება.

თან გავითვალისწინოთ, რომ სპორტიდან წავიდა ლეგენდარული კუბელი, ორგზის ოლიმპიური და ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონი მიჯაინ ლოპეს ნუნიესი და სადღეისოდ ჩვენებურის მთავარ კონკურენტად თურქი ევროპის ოთხგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი რიზა კაიაალპი რჩება.

ის ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, ანუ ასაკი ყველანაირად ხელს უწყობს, რომ რიოს ოლიმპიადას საუკეთესო ფორმაში შეხვდეს, თუმცა ერთიცაა - განა რამდენი წელიწადი შეძლებს მუდმივად პიკში ყოფნას? ოღონდ ჩვენებურთან შედარებით, მას ის უპირატესობა ექნება, რომ მესამედ იჭიდავებს ოლიმპიადაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

geno
"ასეთ მკაცრ ღონისძიებებს პირველი შემთხვევისას არ აძლევენ, თუმცა ვერ გეტყვით, იყო თუ არა ადრე ალიაკბარი მხილებული დოპინგის მიღებაში." თუ არ იცი იკითხე და გადაამოწმე მოიძიეე მასალა... ეს სპორტსმენი დასჯილი იყო უკვე ერთხელ და ამის გამო 2012 წლის ოლიმპიადა გამოტოვა,ძალიან ლოგიკური და შესაბამისი ზომები მიუგია დამსჯელ კომისიას გამიხარდა.
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს" - კროოსმა გერმანიის ნაკრების გეგმებზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ის, რაც "კვარამ" ფინალში გააკეთა, უმნიშვნელოა", - მბაპეს მამა
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ფინეთი გერმანიას შეხვდება
"შავი ლომი" | "ბენეტონთან" ტრევიზოში
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
"არარაობანი - რებროვს არ გააგდებენ, რადგან შევჩენკოს მეგობარია" - ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
აერო[ს]პორტული ემოცია - ლადო გმირია. კალათბურთელები?
იაკობ ქაჯაია: მინდა, საქართველო და ჩემი წყალტუბო ვასახელო
დათუნაშვილის ოქრო სერბეთისთვის - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა [VIDEO]
მოჭადრაკეები VS მოჭიდავეები - მსაჯი ნონა გაფრინდაშვილი [VIDEO]
ბერძნული როქი - რევაზ ლაშხი ბეგი დარჩიას ნაცვლად
ჯენტლმენი ირაკლი ჭოჭუას მაგალითი - ის, რაც ნებისმიერ მედალზე ძვირფასია
დათუნაიშვილის ოქრო სერბეთისთვის - ორი მედალი და ოქროსა და ბრინჯაოს შანსი [VIDEO]
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ქაჯაიამ ყოფილი თანაგუნდელი დაამარცხა და ნახევარფინალშია![VIDEO]
ქაჯაია ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა [VIDEO]