საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერციის ახალმა პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ ფიბა-ევროპისგან მილოცვა მიიღო
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერციის ახალმა პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ ფიბა-ევროპისგან მილოცვა მიიღო, რომლის ქართულ თარგმანთან ერთად ორიგინალ, ინგლისურენოვან ვერსიასაც გთავაზობთ

ბატონ მიხეილ გაბრიჩიძეს

პრეზიდენტს

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

12 დეკემბერი

ძვირფასო ბატონო გაბრიჩიძე, ამ წერილით გვსურს ოფიციალურად მოგილოცოთ თქვენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტად არჩევა.

მომავალში ჩვენ ველით მჭიდრო თანამშრომლობას თქვენს ფედერაციასთან და გისურვებთ წარმატებას და ყოველივე საუკეთესოს თქვენს ახალ პოსტზე.

საუკეთესო სურვილებით,

სირილ კუმანსი

მოქმედი პრეზიდენტი

ფიბა-ევროპა

კამილ ნოვაკი

გენერალური მდივანი

ფიბა-ევროპა

გაბრიჩიძემ მილოცვები ასევე საფრანგეთის, მაკედონიის და რუმინეთის ფედერაციებიდან მიიღო.

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერციაში მიხეილ გაბრიჩიძის პრეზიდენტად არჩევის წერილები სხვადასხვა ქვეყნებიდან მოდის. ამჯერად გთავაზობთ საფრანგეთის, მაკედინიისა და რუმინეთის კალათბურთის ფედერაციების წერილებს და მათ ქართულ თარგმანებს

საფრანგეთის კალათბურთის ფედერაცია

ბატონ მიხეილ გაბრიჩიძეს, პრეზიდენტს

პარიზი, 11.12.2013

ძვირფასო ბატონო გაბრიჩიძე,

საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციის სახელით მსურს მოგილოცოთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალ პრეზიდენტად არჩევა. დარწმუნებული ვარ თქვენი მისწრაფებები მოუტანს ახალ სივრცეს კალათბურთს საქართველოში და ევროპაში.

საქართველოს და საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციებს შორის არსებობს ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობა, მეგობრობაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ურთიერთპატივისცემა და ურთიერთობა. მე ღრმად მწამს რომ ანალოგიური ურთიერთობები გვექნება მომავალშიც.

ველი თქვენთან შეხვედრას უახლოეს მომავალში პარიზში, მსურს თქვენთან საუბარი და თანამშრომლობა ევროპული კალათბურთის საკეთილდღეოდ.

საუკეთესო სურვილებით,

ჟან პიერ სიუტატი

პრეზიდენტი

მაკედონიის კალათბურთის ფედერაცია

ბატონ მიხეილ გაბრიჩიძეს

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს

სკოპიე, 12.12.2013

ძვირფასო პრეზიდენტო,

მაკედონიის კალათბურთის ფედერაციის სახელით და პირადად ჩვენც, გვსურს მოგილოცოთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევა.

გისურვებთ წარმატებული მართვის პერიოდს, რომელის განმავლობაშიც ჩვენ ველით კალათბურთის ინტერესებისთვის ჩვენი ურთიერთობების უფრო განვითარებას.

ველით თქვენთან შეხვედრას უახლოეს მომავალში.

პატივისცემით,

დანიელ დიმევსკი

პრეზიდენტი

დეიან ლეკიჩი

გენერალური მდივანი

რუმინეთის კალათბურთის ფედერაცია

11.12.2013

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ გაბრიჩიძეს

ძვირფასო ბატონო გაბრიჩიძე,

ნება მოგვეცით რუმინეთი კალათბურთის ფედერაციის სახელით მოგილოცოთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად არჩევა.

გისურვებთ ყოველივე კარგს თქვენს სამომავალო ძალისხმევაში და გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ მზაობას მომავალი წარმატებული თანამშრომლობისთვის ჩვენს ფედერაციებს შორის. რუმინეთის კალათბურთის ფედერაციას აქვს ხანგრძლივი და ბრწყინვალე ურთიერთობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან და ვიმედოვნებთ, ასევე გაგრძელდება თქვენი პრეზიდენტობის დროსაც.

ველით თქვენთან თანამშრომლობას ჩვენი სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის როგორც ჩვენს ქვეყნებში, ისე მსოფლიოში.

პატივისცემით,

ჰორია პაუნი

პრეზიდენტი

დან ბერჩიანუ

გენერალური მდივანი

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე