ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის XI ტური: საუკეთესო შვიდეული

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის XI ტური: საუკეთესო შვიდეული

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის XI ტურის დასრულების შემდეგ სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო დაიძაბა მდგომარეობა
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის XI ტურის დასრულების შემდეგ სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო დაიძაბა მდგომარეობა, რაც გულშემატკივარს მომავალში მეტ სანახაობას ჰპირდება.

ტური კვლავ ნაკლული გამოდგა. დასავლეთ საქართველოში ზამთარი ბატონობს, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო (თოვლი და მოყინული მოედანი) ქუთაისში გასამართავი "აიას" და "ბათუმის" დაპირისპირება გადაიდო. დარჩენილ ოთხ შეხვედრაში კი სტადიონებზე მისულმა გულშემატკივარმა უშეღავათო ბრძოლა და 15 ლელო იხილა.

რკინიგზული რევანში

გათამაშების პირველ წრეში ნაწვნევი მარცხისთვის "ლოკომოტივს" გასულ უქმეებზე რევანშის აღება მართებდა თანაქალაქელ "არმაზთან." თემურ ბენდიაშვილის გაწვრთნილმა რკინიგზელებმა დაკისრებულ მოვალეობას თავი მშვენივრად გაართვეს და პირველივე ტაიმში გატეხეს მეტოქე, როდესაც საბა ნიკოლავას გატანილ საჯარიმოს ერთბაშად 24 ქულით უპასუხეს.

უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთხელ გაამართლა "ლოკომოტივის" სატრანსფერო პოლიტიკამ. ზაფხულში "ლელოდან" გადმოყვანილი ახალგაზრდა გოდერძი ჭინჭარაული ძალიან მოკლე დროში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა და მშვენივრად აკონტროლებს გუნდის სათამაშო ტემპს მგეზავის პოზიციიდან.

"არმაზთან" გამართულ პრინციპულ დაპირისპირებაში ჭინჭარაულმა თავისი არასტანდარტული აზროვნებით და გადამწყვეტ მომენტში მიღებული ჭკვიანური გადაწყვეტილებებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მასში დიდი სარაგბო პოტენციალი იმალება.

დაბრუნება საპლეიოფო ზონაში

"ბოლნისი ყოჩებმა" ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე შესანიშნავად დაიწყეს. მათ ჯერ მოქმედი ჩემპიონი "ლელო" დაამარცხეს, ხოლო უკანასკნელ ტურში სატურნირო თვალსაზრისით უშუალო კონკურენტ "ჯიქებს" სძლიეს - 10:3, რამაც საშუალება მისცა ბოლნისელებს, 30 ქულით მეხუთე საფეხურამდე აღზევებულიყვნენ და კიდევ უფრო განემტკიცებინათ საკუთარი პოზიციები საპლეიოფო ზონაში.

პირველად მშრალად

გასული ტური იმ მხრივაც გახლდათ საინტერესო, რომ მიმდინარე ჩემპიონატში პირველად დაფიქსირდა მშრალი ანგარიშით გამარჯვება. მოქმედმა ჩემპიონმა "ლელომ" თბილისურ დერბიში 32:0 სძლია "აკადემიას", ერთი პრემიალური ქულა მიითვალა და სატურნირო ცხრილს კვლავ სათავეში ჩაუდგა.

"ლელომ" პირველი წუთებიდანვე აქტიურად შეუტია და მატჩის დაწყებიდან 1 საათის შემდეგ უკვე 32-ქულიანი სხვაობით ლიდერობდა. უკანასკნელი 20 წუთი კი მხოლოდ ფორმალობად იქცა. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ საზარდულის ტრავმის შემდეგ საბოლოოდ გამოჯანმრთელდა "ბორჯღალოსნებისა" და "ლელოს" ძირითადი მგეზავი ლაშა ხმალაძე.

არმია წინ მიდის

"არმია" წინსვლას განაგრძობს. ნიკო ჭავჭავაძის გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილის ლიდერ "ლელოს" მხოლოდ 3 ქულითღა ჩამორჩება.

არმიელებმა გასულ ტურში დამაჯერებლად დაამარცხეს რუსთავის "ხარები" - 29:9. გამარჯვებულთა რიგებში გამორჩეულნი კვლავ უკანა ხაზის მოთამაშეები იყვნენ: შუამარბმა ვანო გაბროშვილმა მცირე ბენეფისი მოიწყო, ორჯერ თავად შეაღწია რუსთაველთა ჩათვლის მოედანში, ხოლო ერთხელ ასისტენტის როლში მოგვევლინა. ტრადიციულად, თავისი ლელო გაიტანა გარემარბმა ალექსანდრე ტუჩაშვილმა, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია და უკანასკნელ 2 ტურში მის ანგარიშზე 20 ქულაა (4 ლელო).

წიკლაურის 21 ქულა

XI ტურის ცენტრალური შეხვედრა უდავოდ "არმაზისა" და "ლოკომოტივის" დაპირისპირება გახლდათ, რომელშიც საბოლოოდ გამარჯვებულნი რკინიგზელები გამოვიდნენ - 31:17.

მიმდინარე სეზონში "ლოკომოტივის" წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი მისი ახალგაზრდა მოთამაშე ბექა წიკლაურია, რომელიც ინდივიდუალიზმითაც გამოირჩევა და გუნდურ თამაშშიც არაფერი დაეწუნება.

"არმაზთან" მატჩში ბექა შეუდარებლად კარგი იყო. მან ერთი ლელოს გარდა, საკუთარი ფეხჩუბინობის წყალობით მეტოქეს 3 საჯარიმო, 1 არეკნი და 2 გარდასახვა გაუტანა. ჯამში მისმა მონაგარმა 21 ქულა შეადგინა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეც დამსახურებულად გახდა.

სტატისტიკური კალეიდოსკოპი

ვაგრძელებთ მიმდინარე სარაგბო ჩემპიონატის სტატისტიკურ მიმოხილვას. სარაგბო მატჩში ქულების დაგროვების რამდენიმე ხერხი არსებობს. ლელო - 5 ქულა, გარდასახვა - 2 ქულა, საჯარიმო - 3 ქულა, არეკნი - 3 ქულა. საინტერესოა, უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდებიდან თუ ვინ ლიდერობს გატანილი არეკნების რაოდენობით.

განვლილი თერთმეტი ტურის განმავლობაში გუნდებმა ჯამში 16 არეკნი გაიტანეს. აქედან თითქმის მესამედი "ბოლნისი ყოჩების" მოთამაშეებზე მოდის - 5. სამჯერ თემურ სოხაძემ გამოიჩინა თავი, ხოლო ორჯერ მისმა თანაგუნდელმა შავლეგ მახარაშვილმა.

ინდივიდუალური მონაგრის მიხედვით ლიდერობს ქუთაისის "აიას" მგეზავი გაგა სინაურიძე, რომელმაც 4 არეკნის გატანა მოახერხა. ამ სარაგბო ასპექტში ორ-ორჯერ გამოიჩინეს თავი "ლოკომოტივის" ფულბეკმა ბექა წიკლაურმა და "არმიას" მგეზავმა ლაშა ბაირამაშვილმა, ხოლო თითო არეკნი აქვთ გატანილი ლაშა ხმალაძეს, ირაკლი ყიასაშვილს (ორივე "ლელო") და ბათუმელ თორნიკე აშვეთიას.

უხვქულიანი

მიუხედავად ჩავარდნილი სტარტისა, "არმია" მიმდინარე ჩემპიონატის ყველაზე შემტევ გუნდად რჩება. გათამაშების მეორე წრის მეორე ტურის შედეგების ჩათვლით, არმიელებმა მეტოქეებს ჯამში 285 ქულა გაუტანეს, საკუთარ ჩათვლის მოედანში კი 183 მიიღეს. გატანილ ქულათა რაოდენობით მეორე ადგილზეა მოქმედი ჩემპიონი "ლელო" - 279.

მიმდინარე ჩემპიონატის პოტენციურ ლიდერ ქუთაისის "აიას" შეტევაში მხოლოდ 207 ქულა აქვს მოპოვებული. სამაგიეროდ, ქუთათურებს საუკეთესო დაცვა ჰყავთ - 10 ტურში მხოლოდ 121 ქულა მიიღეს.

სტატისტიკურად ყველაზე ცუდი შეტევაც და დაცვაც თბილისის "აკადემიას" გააჩნია. ისინი საშუალოდ მატჩში 26,2 ქულას უშვებენ, ხოლო თავად 10,1 ქულა გააქვთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, აკადემიელები მაინც ახერხებენ, მერვე-მეცხრე ადგილები გაიყონ რუსთავის "ხარებთან" და რეალურ შანსს იტოვებენ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• kaxa

მართალს ამბობს ეს კაცი არაფერში არ მაინტერესებს არც მე და ბევრს კიდე ეს ფეგბურთი ამათი შემხედვარე რაგბზე გააკეთეთ აქცენტი საქართველოს ჩემპიონატი უფრო ფართოთ მიმოიხილეთ ვიდეოები გვანახეტ მატჩების ტურის უფრო ფართო მიმოხილვა ფეგბურთი აგარაა უკვე ჩვენთან პირველი სახეობა რაგბია მთავარი ქეცბაიამ და მისმა არმიამ მოკლა საქართველოში საბოლოოდ ფეგბურთი

• glaxuna

ყოველი ტურის ერთი მატჩი...გ ვ ა ნ ა ხ ე თ ...ტელევიზიით!!! ფართო მიმოხოლვები... გაგვაცანით თითოეული რეგბისტი,ძველები,ისევ ლიდერები... ახალგაზრდები...პერსეპექტიულები... საფრანგეთის ჩსმპიონატის მიმოხილვებიც... გაცილებით გვაინტერესებს,ვიდრე...ჰ კლასის ქართული ფეხბურთის ამბები!!!

Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!

crocobet დიდი 10-ის ფინალი | სამი წლის შემდეგ - "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!

დიდი 10 | ბათუმი 33:21 ხარები

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი: ახალი კალენდარი, ძველი გუნდები

დიდი 10: "არმიამ" მიჯრით მესამე შეხვედრაში იმარჯვა

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის XIII ტური: "ბათუმს" ლეგიონმაც ვერ უშველა

დიდი 10: "არმიამ" "ვეფხვებს" გაწითლებულ დროში სძლია

დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" სძლია და მეორე ადგილზე დამკვიდრდა

დიდი 10 | "ყოჩები" - "ლოკომოტივი" 31:5

"ლოკომოტივმა" "ყოჩებს" 20 წუთში 23 ქულა ამოუქაჩა და გაიმარჯვა

ბათუმელებმა თბილისის "დინამოსთან" ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს - ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვევა

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი: უცხოელებით გაძლიერებულმა "ბათუმმა" კრახი განიცადა

დიდი 10: "ჯიქმა" "არმაზი" დაამარცხა და წელი სერიით დაასრულა

დიდი 10: "ბათუმმა" სტუმრად "ყოჩებს" სძლია

ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]

დინამო თბილისი - ჩემპიონი; დილა ევროპაზე; ყველა ადგილი ცნობილია...

ნიაზ მამრიკიშვილი: "ბათუმს" სხვებმა რომ მიბაძონ, საამისოდ სერიოზული თანხებია საჭირო

"არმია" "ბათუმთან" დამარცხდა და ბოლო ადგილზე რჩება

"არმიამ" "ლელო-სარასენსი" დაამარცხა

ქართული ჯარი - მესამედ მსოფლიო თასზე

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი: "ხარებმა" "ჯიქები" მოიგერიეს

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "დილა" - "ლოკომოტივი" [LIVE]

"სამგურალმა" ბათუმის "დინამოს" გასვლაზე სძლია, "დილამ" "ლოკომოტივს" სახლში [VIDEO]

ხელჩართული ჩხუბი საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში [VIDEO]

დიდი 10: აუტსაიდერების მატჩში "არმაზმა" "ყოჩები" დაამარცხა

დიდი 10: "ხარებმა" "არმაზი" დაამარცხა და გალიდერდა

დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია - მეოთხედ!

ბენდტნერს ტრუსების ჩვენება უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე ბულგარელებს ნაციზმი - 29 ოქტომბრის დაიჯესტი