შესანიშნავი თამაშით განაახლა სეზონი ახალგაზრდა მორაგბეებით დაკომპლექტებულმა ქუთაისის "აიამ", რომლის მეტოქეც ინგლისელი, სამხრეთაფრიკელი და ახალზელანდიელი ლეგიონერებით გაძლიერებული "ბათუმი" იყო
შესანიშნავი თამაშით განაახლა სეზონი ახალგაზრდა მორაგბეებით დაკომპლექტებულმა ქუთაისის "აიამ", რომლის მეტოქეც ინგლისელი, სამხრეთაფრიკელი და ახალზელანდიელი ლეგიონერებით გაძლიერებული "ბათუმი" იყო.

მატჩი საკმაოდ ძლიერი ქარის ფონზე მიმდინარეობდა, რამაც თამაშში გარკვეული კორექტივები შეიტანა, თუმცა საბოლოო შედეგზე გავლენა არ ჰქონია.

პირველ ტაიმში ზურგის ქარი სტუმართა მხარეს იყო, მაგრამ მათ ეს ბუნებრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს. ბესიკ ხამაშურიძისა და კობა გიორგაძის გუნდმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და სწრაფი ლელოთი დაწინაურდა.

მასპინძლებმა მრავალფაზიანი შეტევა განახორციელეს, ჯერ მარაო გაშალეს, შემდეგ მოლით მიაწვნენ, ქუთაისელთა მარჯვენაფლანგელ ბექა ტორაძისკენ კარგი გადაცემა გააკეთეს, ისიც უკანახაზელებს ხელიდან დაუძვრა და "აია" დააწინაურა - 5:0. რიონისპირელთა ახალგაზრდა მგეზავმა გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახვა ვერ გამოიყენა.

თამაში კვლავ ბათუმელთა ნახევარზე მიმდინარეობდა. ქუთათურები მწყობრად და ლამაზად უტევდნენ, თანაც მეტოქეზე ნაკლებ შეცდომებს უშვებდნენ. მათი გარჯა სულ მალე მეორე გატანილ ლელოში აისახა. რამდენიმეფაზიანი შეტევა გიორგი ჯავახიამ დააგვირგვინა, ბაბუნაშვილმა კი გარდასახვით ანგარიში 12:0 გახადა.

ამის შემდეგ ბათუმელებიც გააქტიურდნენ და ზედიზედ ორჯერ ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს. ზღვისპირელთა მგეზავმა ზვიად ოდიშარიამ ორივე საჯარიმო ზუსტად დაარტყა და ანგარიში შეამცირა - 12:6. სტუმრების უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა. "აია" ყველა კომპონენტში სჯობდა მეტოქეს და 34-ე წუთზე კიდევ ერთხელ შეაღწია მეტოქის ლელოში. მასპინძელთა მრავალფაზიანი და ძალისმიერი შეტევის შემდეგ ბურთი "აიას" მღლეტელმა ბადრი დანგაძემ იგდო ხელთ და მესამე ლელო გაიტანა - 17:6.

მატჩის მეორე ნახევარში ქარი უკვე მასპინძელთა სასარგებლოდ ქროდა და ისედაც კარგად მოთამაშე ქუთაისელებმა მთლად გაილაღეს. ბათუმელებს განსაკუთრებით მასპინძელთა ახალგაზრდა გარემარბების - გიორგი ფრუიძის, ბექა ტორაძისა და ფულბეკ ზურაბ ძნელაძის შეჩერება უჭირდათ.

სტუმრებმა, რომელთა ლეგიონერებმაც თავი ვერაფრით დაგვამახსოვრეს, 20 წუთი კიდევ გაუძლეს მეტოქეს, შემდეგ კი დაღლაც დაეტყოთ და "აიასთვის" წინააღმდეგობის გაწევაც ვეღარ შეძლეს. 61-ე წუთზე ზურაბ ძნელაძემ ზღვისპირელებს ხაზი გაუჭრა, დიდი სიჩქარე აკრიფა და ბურთი ძელებს შორის დაამიწა.

ბაბუნაშვილის ნაცვლად მოედანზე შესულმა რეზო ჯინჭველაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა ზუსტად დაარტყა.

მატჩის დასრულებამდე მასპინძლებმა კიდევ ორი ლელო მიითვალეს. ლამაზად გათამაშებული მარაოს შემდეგ გიორგი ფრუიძე შეიჭრა ჩათვლის მოედანში და ჯინჭველაშვილმაც ზუსტად გარდასახა. ბოლო წუთზე კი, მოლით შეტევისას სტუმრებმა ტორაძე ვერ შეაკავეს და მანაც თავისი მეორე ლელო გაიტანა.

ჯინჭველაშვილი გარდასახვისას კვლავ ზუსტი იყო და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 41:6. ბრწყინვალე სტილში გამარჯვებასთან ერთად, "აიამ" პრემიალური ქულაც მიითვალა და ლიდერებს წამოეწია.

აია-ბათუმი 41:6

აია (15-9) ძნელაძე, ბ. ტორაძე, ფრუიძე, ირემაძე, კვერნაძე, ბაბუნაშვილი (ჯინჭველაშვილი 62.), თ. თუთბერიძე (ზ. თუთბერიძე 75.); (1-8) რატიაშვილი, სალდაძე (გ. ტორაძე 55.), ულუმბელაშვილი (ჩხიკვაძე 64.), შალამბერიძე, ჯავახია (ჩიტეიშვილი 46.), რევიშვილი, დანგაძე, ყურაშვილი (ლოსაბერიძე 55.)

6 ლ: ბ. ტორაძე (2), ჯავახია, დანგაძე, ძნელაძე, ფრუიძე 4გ: ბაბუნაშვილი, ჯინჭველაშვილი (3). ს: ბაბუნაშვილი

სინბინი: თ. ირემაძე

ბათუმი (15-9) ჰემპსონი, გოგიტიძე, რუქი (ოქროპირიძე 55), ხონელიძე, ევგენიძე, ოდიშარია (ვენი 74), შამულო; (1-8) სულაბერიძე (ხოჭოლავა 45), გიგაშვილი, კაიკაციშვილი (ბერიძე 47), ნიუვენჰეიზერი, ხელაძე (კორტავა 45), ცირეკიძე (ალიქაძე 45), კეიკოჰობსი, გუგუშვილი

2 ს: ოდიშარია

მსაჯი: გიორგი ამირხანაშვილი

საქართველოს ჩემპიონატი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ლელო 12 9 0 3 +171 44

2. აია 12 9 0 3 +112 41

3. არმია 12 8 1 3 +142 41

4. ლოკომოტივი 12 9 0 3 +72 40

5. ყოჩები 12 7 1 4 +35 34

6. ჯიქები 13 5 2 6 +49 31

7. არმაზი 11 4 0 4 -13 30

8. ხარები 13 2 0 11 -167 11

9. აკადემია 12 1 0 11 -178 8

10. ბათუმი 11 1 0 10 -223 6

XIII ტური

ყოჩები-არმაზი, აია-ჯიქები, არმია-ლოკომოტივი, ლელო-ბათუმი, აკადემია-ხარები.

აიას დამაჯერებელი გამარჯვება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
სარაგბო ჩემპიონატის პირველი ეტაპი "ლელოსია"
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი: ახალი კალენდარი, ძველი გუნდები
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
ნიაზ მამრიკიშვილი: "ბათუმს" სხვებმა რომ მიბაძონ, საამისოდ სერიოზული თანხებია საჭირო
დიდი 10: "ლოკომოტივმა" "აია" დაამარცხა და ჩემპიონი გახდა [VIDEO]
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის XIII ტური: "ბათუმს" ლეგიონმაც ვერ უშველა
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
დიდი 10: "ლოკომოტივმა" ქუთაისში "აიას" 4 ლელო გაუტანა
შესანიშნავი ქვეყანა, ადამიანები რაგბით სულში - ირლანდიელების შეფასება საქართველოში მოგზაურობის შემდეგ
რაგბის დასავლეთ აკადემიას ნუგზარ ძაგნიძის სახელი მიენიჭა
ქუთაისელები საქართველოს საუკეთესო გუნდი გახდნენ
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი: "ხარებმა" "ჯიქები" მოიგერიეს
დიდი 10-ის ფინალი - ისტორია მეორდება
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად