კლუბების წარმომადგენლები 22 დეკემბერს შეიკრიბებიან და სახელმწიფოსგან კონკრეტული საკითხის მოგვარებას მოითხოვენ...
ეროვნული ჩემპიონატი ჩაშლის პირასაა. ეს ორშაბათს, დავით მინაშვილის გადაცემა "საფეხბურთო მიმოხილვაში" კლუბების წარმომადგენლებმა განაცხადეს.

ამ დროს სახელმწიფო ფეხბურთში ფულს აბანდებს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძემ კი გამაოგნებელი ინფორმაცია გაამხილა - თურმე, ყოველწლიურად, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურა ფეხბურთისთვის ჯამში 51 მილიონ ლარს გამოჰყოფს...

ცხადია, ამ ფულს მხოლოდ უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგის კლუბებზე არ ხარჯავენ - სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას ყოველწლიურად 7 მილიონს ურიცხავს.

ცალკე, ფულს გამოჰყოფენ სპორტისა და განათლების სამინისტროები, რაიონების, დაბების, სოფლების საკრებულოები და გამგეობები. ისინი საფეხბურთო კლუბებს ან ჯგუფებს აფინანსებენ, როგორც სოციალურად მნიშვნელოვან სფეროს. თანხა იდება საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობაშიც (მინი-მოედნები და ასე შემდეგ).

მოკლედ, ფეხბურთს თურმე 51 მილიონი ლარი ხმარდება - წარმოუდგენელი თანხაა, მაგრამ კიდევ უფრო წარმოუდგენელია ის არაეფექტურობა, რასაც ამის შედეგად ვიღებთ - დაბალი დონის ჩემპიონატი და ცარიელი ტრიბუნები.

ერთმა ფეხბურთელმა მატჩის დაწყებამდე ტრიბუნებს რომ გახედა და 50-მდე მაყურებელი დაინახა, სინანულით გვითხრა - თამაშებზე ჩვენი ნათესავებიც აღარ დადიანო...

ყველა ხედავს, საითაც მიდის საქმე. არანაირი სისტემა და არანაირი მიზანმიმართული მუშაობა - ერთის აღმა მოხნულს მეორე დაღმა ფარცხავს. ფაქტია, რომ ჩვენს ფეხბურთს წლიურად 51-მილიონიანი მადლის არაფერი ეტყობა და ისე გამოდის, რომ ამხელა სახსრები წყალში იყრება.

მიზეზი ის არის, რომ სპორტსა და, კერძოდ, ფეხბურთში სახელმწიფო პოლიტიკა აბსოლუტურად არაეფექტური იყო და ამ ინერციიდან ჯერაც ვერ გამოვსულვართ.

გაურკვევლობაში არიან ქართული კლუბების მესვეურები და ხელმძღვანელები. წლებია, ისინი ელიან სახელმწიფოსგან პასუხს, შემუშავდება თუ არა სახელმწიფო პროგრამა და როგორ და რანაირად აპირებს ხელისუფლება ფეხბურთის მიხედვას. 17 წელია, ეს პროგრამა მუშავდება და საბოლოო ვარიანტს მაინც ვერ ეღირსნენ.

მათი პოზიცია "ვიტ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა მალხაზ კაკაურიძემ გამოხატა: "ბევრს არ ვითხოვთ, 750 ათასი მოგვეცით, ჩემპიონატი რომ არ ჩაიშალოს".

თევზაძე ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობს:

"იქ ლაპარაკია არა შეღავათებზე, არამედ განვითარების პროგრამაზე და, შესაძლოა, კლუბები არაპირდაპირი გზით დაფინანსდნენ. ჩვენ სამი მიმართულებით ვმუშაობთ: ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სპორტული მედიცინის განვითარებასა და კანონმდებლობაზე.

ვიცით, რომ რთული ვითარებაა და მდგომარეობა სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს. რაიონების ხელმძღვანელებსა და საკრებულოებს კი კლუბების წარმომადგენლებმა უნდა აუხსნან, რომ სპორტისა და კლუბის დაფინანსება არის იმ სახელმწიფო სოციალური პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი, უმნიშვნელოვანესი კომპონენტი".

მაგრამ ეს ლაპარაკი ჯერ ისევ ლაპარაკად რჩება და არ კონკრეტდება, როდის დაამტკიცებენ ამ პროგრამას, რამდენს გამოჰყოფს ბიუჯეტი ფეხბურთისთვის, რა თანხას მიიღებენ კლუბები და იქნებიან თუ არა მათ შორის კერძო კლუბები.

ეს კლუბები შეთანხმდნენ, რომ 22 დეკემბერს, საქართველოს სუპერთასის მატჩამდე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეიკრიბებიან. ეს "ლელოს" გორის "დილას" სპორტულმა დირექტორმა გია ისიანმა უთხრა.

"კლუბები ჩვენს სატკივარსა და პრობლემებზე ვიმსჯელებთ და ხელისუფლებას კონკრეტული საკითხის მოგვარებას ვთხოვთ - თუ არ იქნება დაფინანსება, გუნდები ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.

არანაკლები პრობლემები აქვთ პირველი ლიგის კლუბებსაც და ჩვენ თუ სოლიდარობას არ გამოვავლენთ, ფეხბურთს არაფერი ეშველება", - ამბობს ისიანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mateusa
DINAMO შენ კითხვა ისსწავლე ჯობია :) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძემ კი გამაოგნებელი ინფორმაცია გაამხილა - თურმე, ყოველწლიურად, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურა ფეხბურთისთვის ჯამში 51 მილიონ ლარს გამოჰყოფს... სად წაიკითხე რომ საერთოდ სპორტს ხმარდება?
puma
საერთოდ რა უნდათ იმ კლუბებს უმაღლეს ლიგაში ვისი ბიუჯეტიც მილიონზე ნაკლებია,არანაირად არ ჯდება ლოგიკაში რომ ამ კლუბებემა განვითარებაზე იზრუნონ, ეს იგივია ერთი ბუცით მთელი სეზონი ითამაშო ან მეკარემ ერთი მეკარის ხელთათმანით, თანაც იაფფასიანი უნდა იყოს!!!
DINAMO
ვაი შენს ჟურნალისტობას იმ კაცმა თქვა რო 51 მილიონი საერთოდ სპოტს ხმარდებაო და არა ფეხბურთს. ამის მერე შენ ჟურნალისტი გქვია?
giorgi
აქქ როგორაა იციიტ ფულიი არრ აქვტტ კლუბებს დააა ლიდერებშიც უნდატ იყვნენ როგორ ეკადრებატტ აბა სხვანაირატ რიალურატ ვისაც გეგმა აქ ვისაც განვიტარების პრესპექტივაა აქქქ ისიინიი იჩაგრებიან შესაბამისსატ რას ვიგებტ ერტ ცლიან კლუბებს
guja_kakhadze
რაც მოგებას მოიტანს არ გინდათ და მომეცის ძახილით ფული ისევ წყამში გადაიყრება. აამუშავეთ ჩემი პროექტი (უფასოდ გთავაზობთ) და მაქსიმუმ 6 თვეში იმაზე მეტს მიიღებთ, ვიდრე სახელმწიფოსგან ითხოვთ!!!!
akhali
იქნებ ერთხელ(რაც შეიძლება მალე)კონკრეტულად ჩამოწეროთ,სად და ვის ჯიბეში მიდის 51 მილიონი? ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს,რომ არც ფეხბურთის აზრზე არა ვართ და უცხოელი მწვრთნელების გარეშე ვერაფერს ვერ მივაღწევთ და არც მენეჯმეტის(და აქაც უცხოელები გვჭირდება!რაღაც პოლიციის რეფორმის მსგავსია გასატარებელი ქართულ ფეხბურთში!გვეყო ფულის განიავება!სირცხვილია ის შედეგები,რაც გაგვაჩნია უკვე 30წელი
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
ხელბურთის საქართველოში დასაბრუნებლად - ინტერვიუ ზურაბ კაკაბაძესთან
გია ისიანი გორის "დილას" დაშორდა
კახა ცხადაძე: საქართველოს ნაკრები შედეგს აუცილებლად კარგი თამაშით მიაღწევს!
სეოკ-ის აღმასკომის სხდომა: საპრეზიდენტო კამპანია გაიხსნა
დავით მინაშვილი "საზ. მაუწყებელზე" პირდაპირ რეპორტაჟებს აღარ წაიყვანს
ორი ძირითადი სქემა და პოზიციური შეტევა - კახა ცხადაძის სანაკრებო ხედვა
ᓠᓝᓒᓝᓠᓘ ᓤᓘᓜᓐᓜᓡეᓑᓘᓗ ᓮᓕᓓᓔᓑᓐ ᓣᓛᓐᓦᓚᓔᓡᓘ ლᓘᓒᓘᓡ 16 ᓙᓚᓣᓑᓘ ᓩᓔმᓞᓘᓝᓜᓐᓢᓡ?
"ახალი თბილისიც" გათბება - დაპირებები სპორტის მინისტრის მოადგილისგან
თამაზ თევზაძე: ამ გადაწყვეტილებით დავუბრუნდით საბჭოთა კავშირს!
ინფრასტრუქტურა: სამზადისი და რემონტი "თენგიზ ბურჯანაძესა" და "ქართლზე"
ორი წელი რეფორმა არ გატარებულა! - რატომ მოხსნეს სპორტის მინისტრის მოადგილე
დავით მინაშვილი: მე ჯერჯერობით შვებულებაში ვარ და ვერაფერს გეტყვით
გია ისიანი: დარწმუნებული ვარ, "გორიც" ასეთი წარმატებული იქნება
მამუკა კვარაცხელიას სფფ-ის სტადიონების ინსპექტირების ჯგუფი ჩააბარეს
ლოთარ მათეუსს საქართველოს ნაკრებში მუშაობა სურს
დავით მინაშვილი საქართველოზე "არდადებას" ნანობს [VIDEO]
თენგიზ კაცია: სისტემა მოიშალა, ესაა ჩვენი ფეხბურთის კრიზისის მიზეზი