ბოლნისის "სიონის" დირექტორისა და მწვრთნელის თქმით, არ არის მუქარა ის განცხადებები, თითქოს ჩემპიონატი ჩაშლის პირასაა მისული
ლადო ბურდული ამბობს, რომ სულაც არ არის მუქარა ის განცხადებები, თითქოს ეროვნული ჩემპიონატი ჩაშლის პირასაა მისული.

ბოლნისის "სიონის" დირექტორი და მთავარი მწვრთნელი "ლელოსთან" ინტერვიუში სხვა საინტერესო თემებსაც შეეხო:

- თავიდან სახელმწიფო სტრუქტურებიდან იყო დაპირება, რომ უმაღლესი ლიგის კლუბებს 2 მილიონით დააფინანსებდნენ. მერე მილიონამდე ჩამოვიდნენ, ბოლოს კი 800 ათასი თქვეს, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა.

დათვლილი გვაქვს: უმაღლესი, პირველი და ჭაბუკთა ლიგის გუნდებს, მხოლოდ ტრანსპორტირებაში, კვებასა და სასტუმროში დასაბინავებლად 450 ათასი ლარი სჭირდებათ. 200 და 300 ათასი ლარის გამოყოფა წელიწადში იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთს არ ეხმარები, რომ 100-ლარიანი მოთამაშეები გეყოლება, რომ ამ ხელფასზე ნორმალურ მოთამაშეს ვერ დაიმატებ.

- თქვენი აზრით, რა თანხაა რეალური?

- დარწმუნებული ვარ, უმაღლესი ლიგის გუნდების შესანახად სახელმწიფოს 12 მილიონი ლარის მოძებნა არ გაუჭირდება. ეს თანხა თავად გადაანაწილოს და გააკონტროლოს. მერე ადგილობრივი ბიუჯეტიც დაგვეხმარება და საქმე წინ წავა.

გია ისიანს მშვენიერი პროგრამა აქვს - სახელმწიფომ გუნდებს 3-წლიანი დაფინანსების გარანტია უნდა მისცეს. ამას თუ განვახორციელებთ, დარწმუნებული ვარ, სატელევიზიო კონტრაქტებიც გვექნება და უკეთესი ფეხბურთიც.

- თქვენ ამბობთ, რომ კლუბების დაფინანსება ჯერ არ არის გადაწყვეტილი?

- ბევრმა კლუბმა ჯერ არც იცის, რა თანხით დააფინანსებენ მომავალი წლიდან. ეს გაურკვევლობა იწვევს იმას, რომ ვერ ხერხდება მოსამზადებელი ეტაპისა და სატრანსფერო პოლიტიკის დაგეგმვა.

ეს აღარაა ყურიდან ყურში გასატარებელი ამბავი, რადგან ჩვენ უკან ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა არმია დგას. კლუბებში, მინიმუმ, 60 ადამიანი მაინც საქმიანობს. ეს არის 60 ოჯახი, 60 სანათესაო და საახლობლო. თუ ამას დავითვლით, მიხვდებით, რომ ფეხბურთით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა საკმაოდ სერიოზულ ციფრს აღწევს.

- თქვენ ბრძანეთ, რომ ჩემპიონატი ჩაშლის პირასაა. არადა, ბევრი მდგომარეობას სერიოზულად ვერ აფასებს და ჰგონია, რომ დღეს-ხვალ უკეთესობა იქნება...

- "ზესტაფონის" პრეზიდენტი წავიდა, მძიმე მდგომარეობაა "გურიასა" და "მერანში", აღარც "ვიტ ჯორჯიაში" შერჩათ ძველებური ხალისი, "გაგრასა" და "ტორპედოს" პრეზიდენტებიც გულგატეხილები არიან, "სიონი" საკუთარ მოედანზე ვერ თამაშობს... ასეთ პრობლემას ლამის ყველა კლუბში წააწყდებით.

რამდენი ხანია, ვლაპარაკობთ, რომ მუშავდება პროგრამა და კლუბებს დააფინანსებენ, მაგრამ ამასობაში ზამთარი დადგა, მალე მეორე წრისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაიწყება და ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვართ. ეს ყველაფერი კი ისევ ჩვენი ფეხბურთის, ჩემპიონატისა და მოთამაშეების დონის დაქვეითებას იწვევს.

ლაპარაკის დრო დამთავრდა, ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს, თორემ ამ გაუთავებელ მსჯელობაში გუნდები იშლებიან და ქართული ფეხბურთი კვდება. ესაა სამწუხარო რეალობა. დღეს კლუბებს იმხელა თანხას უხდიან, რაც მათ ელემენტარულ არსებობას თუ ჰყოფნის, მაგრამ სერიოზული სამუშაოსა და განვითარებისთვის საკმარისი არ არის.

- თქვენ კონკრეტულად რას ითხოვთ?

- სახელმწიფო ფეხბურთში ფულს დებს, მაგრამ ფაქტია - კლუბები იღუპებიან. მიმაჩნია, რომ აუცილებელია მიდგომის შეცვლა და დაფინანსების გაზრდა.

რად გვინდა ინფრასტრუქტურა, თუ გუნდები აღარ გვეყოლება? 400 და 500 ლარით ნორმალურ ფეხბურთელს ვერ მოიწვევ. თუ "სიონს" 850 ათასი ლარით დააფინანსებენ, 400 ათასით რა გუნდი გვეყოლება? რეალურად, იქამდე მივდივართ, რომ ასეთ პირობებში ყველა ნორმალური ფეხბურთელი გაიქცევა, ჩვენ კი მოყვარულის დონის მოთამაშეები შეგვრჩებიან.

კლუბები ულტიმატუმს არ ვაყენებთ, პირიქით, ახალი ხელისუფლების იმედი გვაქვს. მით უფრო, რომ სპორტის მინისტრისთვის ეს მშობლიური სახეობაა და ქართულ ფეხბურთზე გული უნდა შესტკიოდეს. ამიტომ მივმართავ მას, რომ დროულად დაეხმაროს ქართულ კლუბებს, თორემ ურემი რომ გადაბრუნდება, მერე გვიან იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

puma
ლადო ჯიგარი ხარ, მიაწექი და ყველა გვერდში დაგიდგება, ისიანის პროგრამას კი არ დაადგა საშველი და რაგინდა როქნა, უბრალოდ სხვა კლუბები ჩმორებივით გიყურებენ და ღირსებიც არიან ესე მონებივით იყვნენ, მიაწექი და დაიჯერე 2015წელს შენ გაიმარჯვებ სფფ- პრეზიდენტობის კანდიდარი გახდები, გაიხარე. 3 წლიანი პროგრამაა დაამტკიცეთთთ
Zma
რა არის ტო ნამუსი აღარაა სდ გყავთ თქვენ ურემი რო გადაბრუნდე , და ისე გვიან იქნება რო წერ ეხლა აადრეეე :დ შეეშვით მომაკვდავს ფეხბუთს აცალეთ მოკვდეს
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
87-ე წუთი... "ტორპედომ" ფოთში მოიგო, "გაგრამ" "გარეჯთან" ქულა გადაარჩინა
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
გია ისიანი გორის "დილას" დაშორდა
"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"
ᓠᓝᓒᓝᓠᓘ ᓤᓘᓜᓐᓜᓡეᓑᓘᓗ ᓮᓕᓓᓔᓑᓐ ᓣᓛᓐᓦᓚᓔᓡᓘ ლᓘᓒᓘᓡ 16 ᓙᓚᓣᓑᓘ ᓩᓔმᓞᓘᓝᓜᓐᓢᓡ?
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...
ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა
გია ისიანი: დარწმუნებული ვარ, "გორიც" ასეთი წარმატებული იქნება
მამუკა კვარაცხელიას სფფ-ის სტადიონების ინსპექტირების ჯგუფი ჩააბარეს
თენგიზ კაცია: სისტემა მოიშალა, ესაა ჩვენი ფეხბურთის კრიზისის მიზეზი
ინფრასტრუქტურა: სამზადისი და რემონტი "თენგიზ ბურჯანაძესა" და "ქართლზე"
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]