"ლივერპულმა" ახალი კონტრაქტი კი გაამზადა, მაგრამ...
ლუის სუარესი ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატიდან შედეგიანობით ყველა ფორვარდს საგრძნობლად აღემატება. მას საშუალოდ ყოველ 58 წუთში ერთხელ გოლი გააქვს და თუ ასე გააგრძელებს, მალე იქამდე მივალთ, რომ ერთ მატჩში საშუალოდ 2 გოლი გამოუვა.

ურუგვაელი მინდორზე შეუდარებელია და პერიოდული გამოხდომების მიუხედავად, დიდი სარგებელი მოაქვს კლუბისთვის. შესაბამისად, გასაკვირი სულაც არ არის, რომ მისი შეძენა არაერთ გუნდს უნდა. თუმცა "ლივერპული" სტაბილურად მაღალ დონეზე თუ ათამაშდა, სუარესი შესაძლოა "ენფილდიდან" დიდი ხანი არ წავიდეს და ხელმძღვანელობის მიზანიც მისი შენარჩუნებაა. ბოლო ინფორმაციით, ახალ კონტრაქტზეც დაიწყო მუშაობა. "ტოტენჰემთან" შეხვედრაში მას კაპიტნის სამკლავურიც მოარგეს სტივენ ჯერარდის არყოფნაში.

"ლივერპულის" მცველი კოლო ტურე: "ლუისი აქ არის და იმედია, დარჩება. ის ჩვენ გვიყვარს, რადგან დიდი ფეხბურთელია. ის ძალიან კარგი და მორცხვი ადამიანია, მაგრამ მინდორზე ლიდერია. გვყავს ჯერარდი, ლუკასი და გლენ ჯონსონი, მაგრამ სუარესიც ლიდერია, რაც "ტოტენჰემთან" მატჩის დროსაც გამოჩნდა. იგი თანაგუნდელებს მუდამ ელაპარაკებოდა, ეხმარებოდა და თამაშს უძღვებოდა. ამიტომაცაა ძალიან კარგი მოთამაშე.

გუნდმაც მისდამი პატივისცემა გამოხატა და მწვრთნელმა კაპიტნობა ანდო, რაც აჩენს იმას, თუ როგორ ენდობა ბრენდან როჯერსი ლუისს. მან თქვა, რომ უნდა ისეთ გუნდში თამაში, რომელიც ჩემპიონობისთვის, ტიტულებისთვის იბრძოლებს. ამაში განსაკუთრებული არაფერია და ყველას გვინდა, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. იმედია, გამოგვივა".

მერსისაიდელთა ახალწვეულს ჩვენც უნდა დავეთანხმოთ. გუნდმა მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს და სუარესის ამბიციებიც დაკმაყოფილდება, თორემ სხვა მხრივ, ურუგვაელი "ენფილდით" მოხიბლულია და კლუბსაც არ უნდა მისი გაყიდვა; რომ სდომებოდა, წინა ზაფხულს თუნდაც "არსენალისგან" შეთავაზებულ 40 მილიონ გირვანქას დაყაბულდებოდა.

"მეთოფეებმა" "ლივერპულს" რამდენიმე შეთავაზებით მიმართეს და ყოველ ჯერზე უარს იღებდნენ პასუხად. არსენ ვენგერი ახლაც ოცნებობს სუაზე - ზუსტად ასეთი ჟინიანი და შრომისმოყვარე მოთამაშეები გვჭირდება, რომლებიც მინდორზე "მონსტრებად" იქცევიან, იმდენად არიან თამაშში ჩაბმულნიო. სამხრეთამერიკელს მადრიდის "რეალი" და ტურინის "იუვენტუსიც" უტრიალებენ, რომლებიც თანხის დაშურებას არ აპირებენ.

არსენ ვენგერმა კი რამდენიმე დღის წინ განაცხადა: "ყველა მცველს ეზიზღება და სძულს მის წინააღმდეგ თამაში. სუარესი ძლიერია და პროვოკატორობაც შეუძლია. იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მასზე შევაგროვე, ლუისთან მუშაობა ძალიან ადვილია. ის პატივს სცემს სხვებს და უყვარს ვარჯიში. ერთი სიტყვით, ანგელოზია და დემონად მატჩის დროს იქცევა მინდორზე. ასეთი ფეხბურთელის ყოლაზე ყველანი ვოცნებობთ".

თავად სუარესს საკუთარ მომავალზე ახალი და ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია. ერთი ის აღნიშნა, რამდენად სერიოზული ამბიციები აქვს გუნდს უახლოეს ტურებში, ამ დატვირთული გრაფიკისას გამოჩნდებაო. ჯორდან ჰენდერსონის თქმისა არ იყოს, "ლივერპულმა" მართლაც მესიჯი გამოგზავნა, რომელიც მიღებული და გათვალისწინებულია, მაგრამ ვნახოთ, როგორ გააგრძელებენ მერსისაიდელები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლუის სუარესი ხალხმა დააფასა

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
"პოკერი შევასრულე, სახლში დავბრუნდი და ცოლმა არ მომილოცა... მეორე დღეს ამიხსნა, ეს რატომ გააკეთა" - სუარესის მოყოლილი ისტორია ინტერნეტს იპყრობს
ისევ ფორვარდი? - "ლივერპულმა" შესაძლოა, ლუის სუარესი შეიძინოს
26,5-ჯერ ნაკლები ხელფასი - "იუვენტუსში" გადასვლის შემთხვევაში, ჰენდერსონის გასამრჯელო მნიშვნელოვნად შემცირდება
"ლესტერი" როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს - "მელიებს" ორი კანდიდატი ჰყავთ
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ჰენდერსონი: საუდის არაბეთში ფეხბურთი ვითარდება, მაგრამ მე არ შემეფერებოდა
ჯორდან ჰენდერსონს პრემიერლიგაში დაბრუნება სურს
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
სუარესმა "სიეტლის" სტაფის წევრს, რომელსაც შეაფურთხა, ბოდიში მოუხადა
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
"აიაქსი" ჰენდერსონის შეძენასთან ახლოსაა - ინგლისელს სამედიცინო შემოწმებაზე ელოდებიან
The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს
სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
ოფიციალურად: ჰენდერსონი "აიაქსის" ფეხბურთელია
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა