ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რევაზ არველაძე: ნაკრების მატჩებს საქართველოშიც ვერ ვყიდით...

რევაზ არველაძე: ნაკრების მატჩებს საქართველოშიც ვერ ვყიდით...

"300 ათასი ლარი კლუბისთვის არაფერია. სანამ სატელევიზიო უფლებებს ვერ ვყიდით, მანამდე ჩვენს ფეხბურთს ვერ ეშველება"
რევაზ არველაძემ დაადასტურა, რომ 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

მაგრამ სადღეისოდ, აქტუალურია სხვა თემა - ფედერაციის გენერალური მდივანი "ლელოს" ფეხბურთში სახელმწიფოს როლსა და დაფინანსებაზე ელაპარაკა, ასევე იმაზეც, თუ როგორ წარმოუდგენია ამ ურთიერთობების დარეგულირება...

- ჯერჯერობით უცნობია, რა თანხას გამოყოფს სახელმწიფო ფეხბურთისთვის და კერძოდ, კლუბებისთვის. ამის შესახებ რა ინფორმაცია აქვს ფეხბურთის ფედერაციას?

- ეს თანხა რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს, რათა ჩვენი კლუბები და ფეხბურთი ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად მიუახლოვდნენ. 200-300 ათასი ლარი არაფერია კლუბებისთვის და ეს ჩვენს ფეხბურთში შექმნილ მდგომარეობას ვერ შეცვლის.

ფეხბურთის ფედერაციას რეალური ინფორმაცია აქვს კლუბებში არსებულ მდგომარეობაზე და მიგვაჩნია, რომ ამ ციფრებს ერთი ნულიც უნდა მივუწეროთ, საქართველოში თავი ფებურთელად რომ იგრძნონ. მაგრამ ფული უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ უმაღლესი, არამედ პირველი და მეორე ლიგის კლუბებს, საფეხბურთო სკოლებს, საჭიროა თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ.

დღეს ჩვენს ფეხბურთს, საერთოდ, საფუძვლის ჩაყრა სჭირდება, რადგან ნორმალური სტადიონი, ბაზა, მოედანი ყველა დიდ ქალაქში აუცილებელია. დღეს კი ორი დიდი ქალაქი, ბათუმი და ზუგდიდი, საკუთარი სტადიონის გარეშეა დარჩენილი, არადა, იქ ყოველთვის გამორჩეული ფეხბურთელები იზრდებოდნენ. ბევრგან სტადიონი არის, მაგრამ მისახედი და მოსაწყობია.

- ამ დროისთვის ისე ჩანს, რომ კლუბები თანხას ძველებურად, მხოლოდ მუნიციპალიტეტებიდან თუ მიიღებენ...

- მაქვს იმედი, რომ სახელმწიფო, ადრე თუ გვიან, კლუბებს მაინც დააფინანსებს. არც გვაქვს უფლება, სკეპტიკურად განვეწყოთ.

- კი, მაგრამ როდის?

- შესაძლოა, ეს წლის დასაწყისში არ მოხდეს და ვადებში დაგვიანდეს, მაგრამ სულ არაფერს, ისევ ეს სჯობია. როცა იცი, რომ დღეს არა, მაგრამ ხვალ ფული დაგერიცხება, ეს გუნდში მშვიდ და სამუშაო ატმოსფეროს შექმნის.

ჩემი აზრით, სპორტული პრინციპით უკეთესი იქნება, ეს თანხა კლუბებს პირდაპირ კი არ გადაეცეთ, არამედ მისი ნაწილისგან შეიქმნას საპრიზო ფონდი, რომელიც ადგილების შესაბამისად გადანაწილდება. ასევე, ვფიქრობ იმასაც, რომ სახელმწიფო თანხასთან შეხებისას განსაკუთრებით აქტუალური გახდება სწორი მენეჯმენტის საკითხი, რადგან აქ თითოეული თეთრიც მიზანმიმართულად უნდა დაიხარჯოს.

მაგრამ 200 ათასი, რაც უნდა კარგ მენეჯერს ჩავაბაროთ, ვერაფერს გააკეთებს. ასეთი მწირი დაფინანსებით წარმატებას ვერავინ მიაღწევს.

- გია ისიანის პროგრამაზე რას ფიქრობთ?

- გიას ვეთანხმები, რადგან ერთი წლით გუნდები კარგად რომ დააფინანსონ და მერე შეუწყვიტონ, გამოდის, რომ ეს ფულიც წყალში ჩაიყრება. ამიტომ, მინიმუმ, სამი ან ხუთწლიანი პროგრამა გვჭირდება, თუ გვინდა, რომ სახელმწიფო ინვესტიციამ შედეგი მოიტანოს.

ამის შედეგად, დარწმუნებული ვარ, მართლაც იქნება შესაძლებელი, რომ ჩვენი ჩემპიონატის თამაშები მედიამ იყიდოს და კლუბებმა შემოსავლები ტელეკონტრაქტებიდან მიიღონ. დღეს სახელმწიფო ფეხბურთს უნდა დაეხმაროს, ჩვენ კი ამ თანხის სწორი ხარჯვა უნდა ვუზრუნველყოთ.

- თქვენი აზრით, სახელმწიფოს მიერ კლუბის დაფინანსება საბჭოურ-კომუნისტური მიდგომის გამოხატულება ხომ იქნება?

- თურქეთი კომუნისტური არასოდეს ყოფილა, მაგრამ თითქმის ყველა კლუბი ქალაქის მუნიციპალიტეტიდან ფინანსდება. ვთქვი და გავიმეორებ - "გალათასარაის" სტამბოლის მუნიციპალიტეტი აფინანსებს, მაგრამ იმდენად წარმატებული კლუბი გახდა, შემოსავალს საკუთარი უნარიანი მენეჯმენტითაც შოულობს, აქვს ტელეკონტრაქტები, ჰყიდის სარეკლამო უფლებას და ასე შემდეგ.

და ამის მიუხედავად, მუნიციპალიტეტიც აფინანსებს.

- საერთოდ, ბოლო წლებში კლუბებისგან ფინანსურ გარანტიებს რატომ აღარ ითხოვთ? ხომ არ ფიქრობთ, რომ ესეც გახდა კრიზისული კლუბების მომრავლების მიზეზი? პროფლიგა მსგავს პრეცედენტებს ებრძოდა და უფულო კლუბებს ჩემპიონატში არ უშვებდა...

- ცხოვრებამ გვაჩვენა, რომ ყველაზე ეფექტურია არა გამგეობებისა და მუნიციალიტეტების გარანტიები, არამედ - ბანკების. ესეც კლუბმა ფეხბურთელებს უნდა მისცეს, ხელფას-პრემიები დროულად და შეუფერხებლად უნდა მიიღონ. და თუ ეს ვერ მოხდება, მაშინ გარანტორი ფინანსური ინსტიტუტი იქნება. თორემ გამგებელი და გუბერნატორი თავად არიან სხვაზე დამოკიდებული პერსონები.

თუ კლუბს არ აქვს შემოსავალი, სატელევიზიო კონტრაქტები და სპონსორებს ვერ იზიდავს, გამაგებინეთ, გარანტია როგორ უნდა მომცეს?

- გასაგებია, ეს პრობლემაა, მაგრამ ლიცენზირება ფინანსური საკითხების მოგვარებასაც გულისხმობს...

- რა შეუძლია დღეს ფეხბურთის ფედერაციას, კლუბებისთვის რომ გააკეთოს? დღეს ჩვენი კონტრიბუცია არის 2 მილიონი ლარი. ეს ჩვენი ბიუჯეტის 20 პროცენტია. ამ დროს, მსაჯების ხელფასები 300 პროცენტით გაზრდილია, უმაღლესი ლიგის კლუბები გადასახადებისგან გავათავისუფლეთ და...

- სხვათა შორის, პირველი ლიგის კლუბებს უფრო უჭირთ და ისინი რატომ არ გაათავისუფლეთ?

- ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საკითხი სისტემურად უნდა განვიხილოთ. პირველი ლიგის კლუბი ხომ უმაღლესში თავისი ფეხბურთელებით გადმოვა, ბიუჯეტს წლის შუა პერიოდში არავინ გაუზრდის. ანუ, პირველ ლიგას მინიმუმ ნახევარი მილიონი მაინც უნდა ჰქონდეს, უმაღლესი ლიგის გუნდებს კონკურენცია რომ გაუწიოს.

- ითქვა, რომ ფეხბურთს წელიწადში 51 მილიონი ლარი ხმარდება. მაგრამ, ეს ფული ძალიან არაეფექტურად იხარჯება...

- იმიტომ, რომ არ არსებობს სისტემა და კოორდინაცია. ჩვენ რა ვიცით, რომელი მუნიციპალიტეტი და რაიონი ვის რამდენს უხდის და რა მიზნით.

- ფედერაციას რა საშუალება აქვს, რომ ამ თანხების განკარგვა გააკონტროლოს და ერთიან გეგმაში მოაქციოს, ან ამ საქმეში სახელმწიფოს დაეხმაროს?

- ცხადია, ამის უფლება არ გვაქვს. ფეხბურთის ფედერაციამ ეს ციფრი რომ იცოდეს და მისი გაკონტროლების უფლება ჰქონდეს, სოლიდარობის პრინციპით, ყველა გუნდზე თანაბრად გადავანაწილებდით და დარწმუნებული ვარ, ფული ბევრად ეფექტურად დაიხარჯებოდა, ვიდრე ახლა და გუნდებს მინიმალური პირობებით ვუზრუნველყოფდით.

მაგრამ, სანამ სატელევიზიო უფლებებს ვერ ვყიდით, მანამდე ჩვენს ფეხბურთს ვერ ეშველება.

არადა, სამწუხაროდ, ჯერ ისიც ვერ მოგვიგვარებია, საქართველოს ნაკრების თამაშები საკუთარ ქვეყანაში რომ გავყიდოთ. უმნიშვნელოვანესი იყო საქართველო-ესპანეთისა და საქართველო-საფრანგეთის მატჩები, მაგრამ რად გინდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• zas.

შენ ისე გაიხდი საქმეს რომ,საქართველოში არ დაგედგომება,თუმცა ნამუსი შენ არა გაქვს და სინდისი.

• Tazo

რევაზ, სინდისის ნატამალი რომ არ გაგაჩნია ეგ ფაქტია, მარა მთლად ისეც ნუ იზამ რომ პანღურის ცემით გაგაგდონ, დროზე დაახვიე!

• gia

სანამ დაგიჭერენ წ ა დ ი

• akhali

სად მიდის 51მლნ?იქნებ კონკრეტულად ჩამოწეროთ... სამარცხვინო შედეგებია და ფულის ასე ხარჯვას ვინმე განიკითხავს?

• dato-batumeli

))) ბატონო რევაზ ამდენი ხანი ხარ ფედერაციაში და ამ დროის განმავლობაში რა გააკეთე? ფედერაციამ წესიერად ვერცერთ წელს ჩემპიონატი მშვიდად ვერ ცაატარა და თქვენ კიდო სხვისკენ იშვერთ ხეელს? ბატუმში და ზუგდიდში სტადიონები რო დანგრიეს ხმა რატო არ ამოიღე? თუ თბილი კრესლოს დატოვება არ გინდოდა? როგორც ნემსაძეს დაატოვებინეს))) გადადექი ბატონო რევაზ გადადექი !!!!!!!!!

• gio

ვერ აკეთებთ საქმეს ვაჟკაცურად წადიტ რა არ შეგიძლიათ ? არასწორი ვიქნები თუ არ ვიტყვი რომ რარაც გააკეთეთ ძალიან მომეწოან ვაკეში ლოკომოტივის გვერდზე დაწყებული სტადიონის მშენებლობა კარგია გაარემონტეთ რაღაც რაოდენობით ბაზები და სტადიონები მაგრამ ეს ყველაფერი არ ვარგა ფეხბურთის ასაღორძიენბლად მეტი მუშაობა საჭირო და მოდი რა დაუთმეთ გზა სხვას ; )))

• guja_kakhadze

"სვარკას" რომელი ტელევიზია იყიდის? მოუმატეთ თამაშის ტემპს და უცხოელებიც იყიდიან!!!!

• dato-batumeli

წადიიიი, თქვენს ხელში ვერ ვიტარდება ეს ფეხბურთი უკვე წლებიააა და გადადით გვერდზე და მოვა ის ვინც თქვენზე უკეთ შეასრულებს სამუშაოს... წადი წადიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი...

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე

გია ისიანი გორის "დილას" დაშორდა

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

ᓠᓝᓒᓝᓠᓘ ᓤᓘᓜᓐᓜᓡეᓑᓘᓗ ᓮᓕᓓᓔᓑᓐ ᓣᓛᓐᓦᓚᓔᓡᓘ ლᓘᓒᓘᓡ 16 ᓙᓚᓣᓑᓘ ᓩᓔმᓞᓘᓝᓜᓐᓢᓡ?

რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება

ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

გია ისიანი: დარწმუნებული ვარ, "გორიც" ასეთი წარმატებული იქნება

მამუკა კვარაცხელიას სფფ-ის სტადიონების ინსპექტირების ჯგუფი ჩააბარეს

რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა

თენგიზ კაცია: სისტემა მოიშალა, ესაა ჩვენი ფეხბურთის კრიზისის მიზეზი

ინფრასტრუქტურა: სამზადისი და რემონტი "თენგიზ ბურჯანაძესა" და "ქართლზე"

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე