ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

იტალია. სერია A. XVII ტურის შეჯამება და სიმბოლური: მძიმე დერბი და "ინტერის" ფიესტა

იტალია. სერია A. XVII ტურის შეჯამება და სიმბოლური: მძიმე დერბი და "ინტერის" ფიესტა

კალჩო საშობაო შესვენებაზე გავიდა
2013 წლის უკანასკნელი ტური მეტად საინტერესო გამოდგა - ლიდერთაგან მხოლოდ "ნაპოლიმ" ვერ მოახერხა სამი ქულის მოპოვება და გაირთულა სატურნირო მდგომარეობა, დანარჩენებმა კი წინასაშობაოდ კარგი განწყობა შეიქმნეს.

"იუვენტუსმა" და "რომამ" გაანადგურეს მეტოქეები, "ფიორენტინამ" რთული გასვლითი მატჩი მოიგო, ლიდერთა შორის მყოფმა "ვერონამ" "ლაციოსგან" ქვა ქვაზე არ დატოვა, "ინტერმა" კი თვით მილანურ დერბიში იძალა; სწორედ ამ მატჩით დავიწყოთ.

მაცარიმ ჩაკეტა და მოიგო

მილანური დერბი მძიმე საყურებელი გამოდგა, რაშიც მთავარი "დამნაშავე" "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარია. "ნერაძურის" თავკაცმა ჩაკეტა თამაში, საკუთარი კარის მიდამოები საგულდაგულოდ გადაკეტა და გუნდი კონტრშეტევაზე ათამაშა. მიზანი ამართლებს საშუალებას და მთლიანობაში, მაცარიმ აშკარად მოუგო დუელი მასიმილიანო ალეგრის, მაგრამ ნეიტრალურ გულშემატკივარს ალბათ უფრო გახსნილი და სანახაობრივი თამაშის ხილვა სურდა.

განსაკუთრებით მძიმე მაინც პირველი ტაიმი გამოდგა - დროის დიდი ნაწილი გუნდებმა ბრძოლაში გალიეს. ბევრი იყო უხეშობა, მინდორზე კოტრიალი და რაც მთავარია, ტექნიკური წუნი. რეალური სახიფათო მომენტებიც თითზე ჩამოსათვლელი შეიქმნა და გამოჩნდა, რომ ამ მატჩში, კარგ შემთხვევაში, ერთ გოლს ვიხილავდით.

თუმცა ეს იყო ნამდვილი იტალიური ჯახი, ტაქტიკური ჭიდილით, ბევრი ემოციით, გაწევ-გამოწევით და ცემა-ტყეპით. დიახ, მატჩის დასრულებამდე ბევრი არაფერი იყო დარჩენილი, როდესაც ფეხბურთელებმა მუშტი-კრივი გამართეს, სალი მუნტარიმ კი ისეთი უთავაზა ზდრავკო კუზმანოვიჩს, რომ წითელი ბარათი აუფრიალეს.

თუმცა ყველაზე მთავარი ამ ჩხუბამდე ხუთი წუთით ადრე მოხდა - მარჯვენა ფრთიდან ფრედი გუარინმა როდრიგო პალასიოს უზუსტესი გადაცემა გაუკეთა და ამ უკანასკნელმაც ქუსლით შეაგორა ბურთი კრისტიან აბიატის კარის ჩარჩოში, 1:0. გოლს ზღვა ემოცია მოჰყვა, ამ ფიესტაში კი კლუბის ახალი პრეზიდენტი ერიკ ტოჰირიც მონაწილეობდა.

თვითონ თამაში "მილანის" ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა ტაიმების ბოლო წუთები სწორედ "ინტერის" გამოდგა - როგორც ჩანს, ეს ვალტერ მაცარის ჩანაფიქრი იყო, რომელმაც 100%-ით გაამართლა.

ვალტერ მაცარი (ინტერი): "გოლმა ძალიან გამახარა, მაგრამ იქვე ავნერვიულდი, რადგან ბოლო ტურებში, გატანის შემდეგ, მყისვე ვუშვებდით გოლს. საბედნიეროდ, ამჯერად გავძელით და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. ჩვენ კვლავ ვითამაშეთ ცეცხლით, რაც რამდენიმე შეხვედრაში ასე დაგვაკლდა. ფეხბურთელებმა ჩემი დავალებები პირნათლად შეასრულეს და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს. ჩემპიონთა ლიგის საგზური? - ამაზე არ ვფიქრობთ, მთავარია, მატჩიდან მატჩამდე მოვუმატოთ".

მასიმილიანო ალეგრი (მილანი): "მატჩის ბოლოს დაღლა დაგვეტყო და მეტოქემ უპირატესობა მოიპოვა - შედეგად, გოლი გავუშვით და მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ. კომპლიმენტები მინდა ვუძღვნა როდრიგო პალასიოს, რომელმაც დიდებული გოლი გაიტანა. ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ, რადგან წინ ნახევარ სეზონზე მეტია; გვექნება იმის საშულება, რომ დაკარგული ავინაზღაუროთ".

როდრიგო პალასიო (ინტერი): "ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გოლი "ინტერისთვის" და ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი ჩემს საფეხბურთო კარიერაში. ეს გამარჯვება საკუთარი თავის რწმენას შეგვმატებს, რადგან ჩვენ ყველაზე პრინციპული მეტოქე დავამარცხეთ. სჭირდება თუ არა გუნდს კიდევ ერთი ფორვარდი? - ვერაფერს გეტყვით, ეს უფრო გუნდის მთავარ მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ".

"იუვე" სკუდეტოსკენ მიიწევს

ოქტომბერში, "ფიორენტინასთან" წაგების შემდეგ, "იუვენტუსმა" უკლებლივ ყველა მატჩი მოიგო და თანაც ისე, რომ მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა. ამჯერად ანტონიო კონტეს შეგირდებმა "ატალანტა" იმსხვერპლეს, რომელიც პირველ ტაიმში გაძალიანდა, მაგრამ მეორეში უკვე ვეღარაფერი გააწყო. ტურინელებს ვერც ის წაუხდენდათ ხასიათს, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა 745-წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა და გოლი გაუშვა - მთავარია, რომ "იუვემ" იმარჯვა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

იმ ფონზე, რომ "რომა" და განსაკუთრებით, "ნაპოლი", ქულებს პერმანენტულად კარგავენ, "იუვე" სკუდეტოს მოპოვების უმთავრეს პრეტენდენტად მოჩანს. წარმატებული ასპარეზობის ფონზე, მოულოდნელია კონტეს ბოიკოტი, რომელიც მან ჟურნალისტებს გამოუცხადა - ისევე, როგორც სათასო მატჩის შემდეგ, ანტონიო პრესკონფერენციაზე არც ბერგამოში გამოცხადდა.

შეუჩერებელი ტონი

"ვერონამ" კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება გამოჭედა და ამჯერად საკუთარ კედლებში "ლაციო" იმსხვერპლა, 4:1. შეუჩერებელი იყო ლუკა ტონი, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი მიითვალა აქტივში. ნამატჩევს, "ლაციოს" თავკაცმა საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ჩვენ უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე "ვერონამ" და აბსურდია ის, რასაც ტაბლოზე ვხედავთ. არათუ ასეთი ანგარიშით არ უნდა წაგვეგო, უნდა მოგვეგო და სამი ქულა მოგვეპოვებინა".

თუმცა, პეტკოვიჩს გამორჩა, რომ "ვერონას" ჰყავდა ლუკა ტონი, 36 წლის ფორვარდი, რომელსაც მიმდინარე სეზონში 7 გოლი აქვს გატანილი და 8 საგოლე პასი გაკეთებული. თავად ტონიმაც არანაკლებ საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ზაფხულში კარიერის ამერიკაში გაგრძელება მქონდა განზრახული, შემდეგ კი სულაც ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას ვფიქრობდი - მადლობა "ვერონას" მესვეურებს, რომ მათ მომცეს შანსი, კვლავაც დიდი ფეხბურთი მეთამაშა. თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მსურს, გუნდს ევროსაგზურის მოპოვებაში დავეხმარო".

ბევრია თუ ცოტა 10 ქულა?

"ნაპოლიმ" სარდინიაზე ვერ მოიგო და კიდევ ორი ქულა დაკარგა. შედეგად, ლიდერ "იუვენტუსს" მთელი 10 ქულით ჩამორჩა. მატჩის შემდეგ აურელიო დე ლაურენტისმა საკუთარი გუნდის საჩემპიონო ამბიციებში საფუძვლიანი ეჭვი შეიტანა:

"ლიდერთან ჩამორჩენა სულ უფრო იზრდება და როგორც ჩანს, მიმდინარე სეზონშიც ჩემპიონთა ლიგის სგზურისთვის მოგვიწევს ბრძოლა. წინ კიდევ ბევრი ტურია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ თამაშით ეს შეუძლებელია".

იყო თუ არა ეს რაფაელ ბენიტესის კრიტიკა, რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტი უკმაყოფილოა. ვიცით ისიც, რომ დე ლაურენტისი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ახალი ფეხბურთელების გადაბირებას აპირებს, რამაც შეიძლება კარდინალურად შეცვალოს ვითარება.

ნადირობა ნაინგოლანზე

"ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ "კალიარის" პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ მოულოდნელი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ კლუბში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო თითოეულ ფეხბურთელს მიეცემა გუნდის გამოცვლის უფლება, მათ შორის, დავიდე ასტორის და რაჯა ნაინგოლანს. ასტორიზე რა გითხრათ და ნაინგოლანზე კი ნამდვილი ნადირობა გამოცხადდა - "ინტერის" მესვეურებმა მყისვე გააკეთეს კომენტარი და განაცხადეს, რომ რაჯას გადაბირება წლებია სურთ.

პრესაში გავრცელებული ცნობის თანახმად, ნაინგოლანის გადაბირებით "მილანის" მესვეურებიც არიან დაინტერესებულნი და როგორც ამბობენ, უკვე გაუკეთეს კიდეც პირველი შეთავაზება სარდინიელ კოლეგებს. ამასობაში, ავანსცენაზე "იუვეც" გამოჩნდა, რომლის სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ შემდეგი განაცხადა:

"რაჯა ნაინგოლანი იდეალურად ჩაჯდებოდა "იუვეს" სქემაში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გადავიბიროთ. ჩვენი მთავარი მიზანი წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასურველი მოთამაშეების გადაბირებაზე უარს ვიტყვით".

"რომა" და "ვიოლა" სრული სვლით

გუნდები, რომლებიც ნეიტრალურ გულშემატკივართა ყველაზე მეტ სიმპათიას იმსახურებენ, უდავოდ "რომა" და "ფიორენტინა" არიან. ამჯერად რუდი გარსიას გუნდმა "კატანიას" გადაურბინა, ვინჩენცო მონტელას შეგირდებმა კი გასვლაზე "სასუოლო" იმსვერპლეს. "რომა" აგრძელებს სკუდეტოსთვის ბრძოლას, "ფიორენტინას" მიზანი კი ჩემპიონთა ლიგის საგზურია. ამ ორი გუნდის მიმართ გულშემატკივართა განსაკუთრებულ სიმპათიას იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჩეზარე პრანდელის კომენტარიც ადასტურებს:

"სერია A-ს მიმდინარე გათამაშება ძალიან საინტერესოა და მატჩებს დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს. ვფიქრობ, ყველაზე კარგ ფეხბურთს "რომა" და "ფიორენტინა" აჩვენებენ და ამად არის, რომ ქომაგთა განსაკუთრებულ სიმპათიას იმსახურებენ. ვფიქრობ, "რომას" შეუძლია სკუდეტოსთვის ბრძოლა, "ფიორენტინას" კი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების კარგი შანსი აქვს. ამისთვის მარიო გომესის დაბრუნება და ათამაშებაა საჭირო. ზოგადად, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში კონკურენცია არნახულად მაღალია".

ტურის სიმბოლური ნაკრები (4-3-3)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იტალია. სერია A. XVII ტური: "იუვე" და "რომა" წინ გაიჭრნენ [VIDEO]

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"ვან გაალი დიქტატორია, მან ერთ დღეს ვარჯიშზე შარვალი ჩაიხადა, რადგან..." - ტონიმ საინტერესო ისტორია გაიხსენა

პაბლო ოსვალდო: გასახდელში სიგარეტს ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად ვეწეოდი

"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა

პრანდელის ჯერია - "ჯენოამ" მიმდინარე სეზონში უკვე მე-3 მწვრთნელი დანიშნა

პრანდელი: მზად ვარ, "იუვეს" მერვედფინალში გასვლაზე სანაძლეო პიცაზე დავდო

ბუფონის შვილი ჩეხეთის 18-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს

ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო

ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს

"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ

"ნაპოლისთვის" კარგია, რომ ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს" - პრანდელი კვარაცხელიაზე

ლუკა ტონი: არ მომწონს, რომ "ნაპოლიმ" სკუდეტოს გამო თასებზე ბრძოლა შეწყვიტა

მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია

გარსიამ მადრიდში ჩააკითხა - კურტუა ბელგიის ნაკრებში დაბრუნდა

"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი

ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები

"ნაპოლიდან" დათხოვნილ რუდი გარსიას სამწვრთნელო საქმიანობის სანაკრებო დონეზე გაგრძელების ვარიანტი გამოუჩნდა

ტონი: გუნდისადმი რონალდოს დამოკიდებულება მაცვიფრებს

კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს

"ნაპოლიდან" გათავისუფლებული მწვრთნელი ბელგიის ნაკრებს ჩაიბარებს

"ამ სიახლემ შოკში ჩამაგდო" - რუდი გარსია

"როდესაც "კვარას" ვცვლიდი და უკმაყოფილებას გამოხატავდა, არავინ მიცავდა, დე ლაურენტისი? ფეხბურთის საერთოდ არაფერი ესმის" - გარსიამ "პარტენოპეიში" გატარებული პერიოდი გაიხსენა

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

უწინ და დღეს - როგორ გამოიყურებიან "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის"

ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში

ლეგენდათა მატჩი, ვარსკვლავური გოლებითა და ისტორიული სანახაობით [VIDEO+PHOTO]

პოლონეთის ნაკრების თავკაცი შესაძლოა ცნობილი იტალიელი სპეციალისტი გახდეს

ლუკა ტონი: გვარდიოლამ მითხრა, რომ იტალიაში სურს დაბრუნება

მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს

"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა

დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა

"ფანტასტიური ფეხბურთელია... ხვიჩას ამის გასაანალიზებლად დრო სჭირდებოდა" - რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

"ჯენოა" თასიდან მესამე ლიგის გუნდმა გამოაგდო და მისი მწვრთნელი იურიჩი მოხსნეს

დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან