ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გულს ნუ გაიტეხთ! - როგორ გაამწარეს რუსთავის "მეტალურგის" ჭაბუკებმა "დნიპროს" თანატოლები

გულს ნუ გაიტეხთ! - როგორ გაამწარეს რუსთავის "მეტალურგის" ჭაბუკებმა "დნიპროს" თანატოლები

ვარლამ კილასონიას გუნდმა რუსთავში გამართულ მატჩში უკრაინელ თანატოლებს 7 ერთიმეორეზე ეფექტური გოლი გაუტანა
საქართველოში საფეხბურთო წელიწადი ოფიციალურად 22 დეკემბერს სუპერთასის მატჩით დასრულდა, თუმცა 23 დეკემბერს, რუსთავის "ფოლადის " სტადიონზე ერთობ საინტერესო საერთაშორისო შეხვედრის მომსწრენი გავხდით: ჭაბუკთა ლიგაში (1996/97 წლებში დაბადებულნი) მოასპარეზე "მეტალურგი" საქართველოში სტუმრად მყოფი უკრაინული გუნდის, დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" თანატოლებს დაუპირისპირდა.

"დნიპრომ" რუსთავში თბილისიდან გადმოინაცვლა, სადაც "საბურთალოსთან", ესპანეთის "ატლეტიკოსთან" და ისრაელის "მაქაბისთან" ერთად "სალერის თასზე" მონაწილეობდა.

უკრაინელმა ჭაბუკებმა კი ამჯერად ძალები რუსთაველ თანატოლებთან მოსინჯეს და ვერ ვიტყვით, რომ კმაყოფილნი დარჩებოდნენ ამ სპარინგით: "მეტალურგს" მთელი მატჩის განმავლობაში უდიდესი უპირატესობა ჰქონდა და სტუმრებს ერთობ მწარე მარცხიც აგემეს - 7:2!

ისე, ერთი მხრივ, მასპინძელთა ასეთი წარმატებული თამაში ბევრისთვის გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო: "მეტალურგის" და, საერთოდ, რუსთავის ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშისა და მოგვიანებით, რუსთავის "ოლიმპის" ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვარლამ კილასონიას დამოძღვრილი გუნდი ხომ თავის ასაკში აგერ, უკვე მეორე წელიწადია, საუკეთესოა საქართველოში!

შეგახსენებთ, რომ ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მეტალურგი" წინა სეზონში ჭაბუკთა ლიგის გამარჯვებული გახდა; მიმდინარე სეზონშიც ყველაფერი აქეთკენ მიდის. I ეტაპის შემდეგ "მეტალურგი" გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია და უახლოეს მდევარს 9 ქულით უსწრებს.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს რუსთაველი ჭაბუკების "მშრალი არითმეტიკული მაჩვენებლებიც": ჭაბუკთა ლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში 13 მოგება, 1 ფრე და შთამბეჭდავია ბურთების სხვაობაც (45:8).

თუმცა, ყოველივე ამის მიუხედავად, რუსთავში ძალიან ბევრს უკვირს ერთი მართლაც უცნაური ტენდენცია: საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ამ წარმატებული ჭაბუკთა გუნდის ერთ (!) ფეხბურთელს რომ არ იძახებენ.

თუმცა, იმედია, რომ "მეტალურგის" ჭაბუკები ამ ფაქტით გულს არ გაიტეხენ და სხვათა შორის, სწორედ ასე დამოძღვრა კიდეც "დნიპროსთან" მატჩის წინ მასპინძლები ამ ამხანაგური მატჩის დამსწრეთაგან ყველაზე ცნობადმა სახემ, რუსთავის ფეხბურთის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა წარმომადგენელმა, საქართველოს ნაკრების პირველმა კაპიტანმა და დღესდღეობით არანაკლებ წარმატებულმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ.

ეს უკანასკნელი მშობლიურ ქალაქს და იმ სტადიონს სტუმრობდა, სადაც პირველი ნაბიჯები გადადგა ფეხბურთში. ჰოდა, კოლეგისა და მეგობრის, ვარლამ კილასონიას თხოვნასაც სიამოვნებით დათანხმდა და მატჩის დაწყებამდე "მეტალურგის" ჭაბუკებს მოკლე, მაგრამ თბილი სიტყვებითაც მიმართა, სასურველი რჩევებიც მისცა და წარმატებებიც უსურვა; თანაც, ბიჭებს თავისი მაგალითიც გაანდო:

"თავის დროზე არც მე მიწვევდნენ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში, მაგრამ რუსთავის "მეტალურგიდან" ჯერ საკავშირო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, თბილისის "დინამოში" მოვხვდი, ერთ წელიწადში კი - საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში..."

...ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ რუსთაველმა ჭაბუკებმა თანატოლი მეტოქე პირწმინდად დაჩაგრეს; თანაც, საქმე მხოლოდ ანგარიშში არ იყო: ვარლამ კილასონიას გუნდი (4-1-4-1 ტაქტიკით რომ ასპარეზობდა) სწრაფად, საზრიანად და, რაც ყველაზე მთავარია, სწორად თამაშობდა!

გვერწმუნეთ, ნამდვილად არ ვაჭარბებთ: "მეტალურგის" ჭაბუკი ფეხბურთელების გუნდური თამაშიც თვალსასეირო იყო და ინდივიდუალურ ოსტატობაშიც აშკარად დაჯაბნეს მეტოქე. "დნიპროს" კარში გატანილი 7 გოლიც ერთიმეორეზე ეფექტური იყო, რომელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა გააზრებული კომბინაციების ლოგიკურ დაგვირგვინებად უნდა მივიჩნიოთ.

"დნიპროს" კარში გოლები გაიტანეს: ოთარ კიტეიშვილმა (2), ლაშა პაქსაშვილმა, ავთანდილ გუჯაბიძემ, გიორგი კილასონიამ, დავით გეგეშიძემ და რამაზ შაქარიშვილმა.

აქვე ისიც გვინდა აღვნიშნოთ, რომ "დნიპროს" სამწვრთნელო შტაბში ჩვენი თანამემამულე, გელა ღლონტი ირიცხებოდა, ხოლო გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ასევე ქართველი ჭაბუკი ჯაბა ფხაკაძე გახლავთ.

ამათ გარდა, "დნიპროს" შემადგენლობაში კიდევ სამი ქართველი ჭაბუკი ასპარეზობდა; თუმცა, როგორც შევიტყვეთ, დათო ჭოხონელიძე, ვაკო მეფარიშვილი და ზაურ ხუბუტია უკრაინულ გუნდში სინჯებზე იმყოფებიან.

დასასრულ, გაგაცნობთ "მეტალურგის" ჭაბუკთა გუნდის შემადგენლობას: გიორგი ნადირაძე - გიორგი გოცაძე, ბაჩანა მიქელაძე, თეიმურაზ ბაგრატიონი, ლევან გამყრელიძე - გიორგი კილასონია - ლაშა პაქსაშვილი, სოსო გულუა, ოთარ კიტეიშვილი, ავთანდილ გუჯაბიძე - ლაშა მაისურაძე. შეცვლაზე შემოვიდნენ: გიორგი ახვლედიანი, გიორგი ნერგაძე, გიორგი დევიძე, დავით გეგეშიძე, რამაზ შაქარიშვილი, შოთა ქირია, გიორგი ბერაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ზვიად

კილასონია - ლეგენდა!!!!

• ზვიად

ვახ, ბატონიშვილიც ყოლიათ გუნდში.. ))

• giorgi gio

მაგრები არიან, 4 ბიჭი უნდა იყოს ნაკრებში მინიმუმ..კილასონია,კიტეიშვილი,ბაგრატიონი,გამყრელიძე

• akhali

14 მატჩში 13 მოგება, 1 ფრე და შთამბეჭდავია ბურთების სხვაობაც (45:8). და ამ გუნდიდან არცერთი ფეხბურთელი არ იმსახურებს ნაკრებს?ვინ არის ამ ასაკის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელი?მოაშორეთ საერთოდ ფეხბურთს და ვარლამ კილასონიას ჩააბარეთ ნაკრები!

• akhali

და რატომ არ იწვევენ ასაკობრივ ნაკრებებში?დაუსვით შეკითხვა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელს ჟურნალისტებმა?ის მწვრთნელი,რომელიც ბავშვებს ნაკრებში იწვევს ,,მამიკოს,,ფულით არც მეტი და არც ნაკლები ერის,საქართველოს მოღალატეა!არაკაცია!როცა ასეთი სამარცხვინო შედეგები აქვს ნაკრებს ,უკვე 22წელი და კიდევ გრძელდება მამაძაღლობა-ამას მხოლოდ არაკაცი იკადრებს!

• GUSHAR

ოთო კიტეიშვილს მიაქციეთ ყურადღება. სასწაულად თამაშობს და არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

რუსთავში "რუსთავი" ბრუნდება - "მეტალურგის" ნაცვლად

ოთარ კიტეიშვილი: წყალი რომ წყალია, ისიც არ გვქონდა!..

მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]

გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე "დნიპროსთან" დამარცხდა [VIDEO]

"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა

ჯაბა კანკავა მიდის? ნაკრების კაპიტანი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

სანდრო კობახიძე: "ვორსკლას" მწვრთნელმა დამარწმუნა, რომ ჩემი დიდი იმედი აქვს

თბილისის "დინამომ" სპარინგ-მატჩში უკრაინული "დნიპრო" დაამარცხა [VIDEO]

"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

უხელფასობის გამო "დნიპროდან" მთავარი მწვრთნელი წავიდა, რას იზამს სანდრო კობახიძე?

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის

ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა

მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]

"გორდა", "მეტალურგი", "რუსთავი"... რუსთავში ახალი საფეხბურთო ცხოვრება იწყება

სანდრო კობახიძის გუდნმა დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე