კულუარული ინფორმაციით, "ვისოლი" საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" ტოვებს
მორიგი არასასიამოვნო ამბავი ქართული ფეხბურთისთვის - "ვისოლი" საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" ტოვებს.

ჯერჯერობით ეს კულუარული ინფორმაციაა, რომელიც ძალიან სანდო წყარომ მოგვაწოდა. იმავე წყაროს ცნობით, "ტორპედოს" ან ქუთაისის მერია მიხედავს, ან ეკონომიკის სამინისტრო.

ერთი სიტყვით, საქმე იქითკენ მიდის, რომ ქართულ ფეხბურთს კიდევ ერთი კერძო ინვესტორი უნდა მოაკლდეს, რაც ნამდვილად არ არის კარგი საქმე...

"ვისოლი" ქუთაისის "ტორპედოში" წინა ხელისუფლების პერიოდში მივიდა. რატომ? როცა ეს კითხვა დაისვა, ზუსტი და გულახდილი პასუხის მოსმენა ძალიან ძნელი იყო; სამაგიეროდ, "ტორპედოს" გამოუჩნდა შეძლებული პატრონი. "ვისოლს" კლუბში ფული მიჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე მისთვის ფინანსურად მომგებიანი არ იყო. კომპანიას, ალბათ, სხვა დივიდენდები აინტერესებდა, შესაძლოა, ისიც, რომ "ტორპედოს" პერსპექტივაზე აკეთებდა გათვლას და გრძელვადიან პროექტზე ფიქრობდა.

ეგრეთ წოდებული "პადიომნი", ნორმალური ხელფასი, სოლიდური პრემია, უცხოური შეკრება, კარგი სტადიონი, ბაზა, სადაც დიდი კომფორტი არ იყო, თუმცა ვარჯიში და ნორმალური კვება იქ შესაძლებელი იყო. ეს ყველაფერი დიდ თანხებს უკავშირდებოდა.

"ვისოლის" ხელში "ტორპედო" ხელახლა იქცა საქართველოს ერთ-ერთ მოწინავე გუნდად.

ამ ამბავს ის გაგრძელება მოჰყვა, რომ საქართველოში ფეხბურთელთა სატრანსფერო ბაზარი ხელოვნურად გაიზარდა - გორის "დილასა" და თბილისის "დინამოში" უცბად გაჩნდა დიდი ინვესტიცია, რის გამოც ამ ორ გუნდში მოხდა საუკეთესო ფეხბურთელთა უმეტესი ნაწილის თავმოყრა. "ტორპედოში" კი იმაზე ნაკლები თანხა იხარჯებოდა, რაც "დილასა" და "დინამოში". ცხადია, ამან კონკურენცია მნიშვნელოვნად გაართულა.

ამის შემდეგ საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების დრო დადგა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბიზნესმენებს აღარ აძალებენ იმ საქმეში ფულის ხარჯვას, რაც მათთვის საინტერესო არ არის. არ ვიცი, ზუსტად რა მოხდა "ვისოლისა" და "ტორპედოს" შემთხვევაში, მაგრამ ფაქტია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ "ვისოლმა" ჯერ გუნდის გაახალგაზრდავებაზე (ანუ უწინდელზე უფრო იაფ პროექტზე) გააკეთა აქცენტი, ახლა კი, კულუარული ინფორმაციით, საერთოდ წასვლას აპირებს კლუბიდან.

და რა ელის "ტორპედოს" "ვისოლის" შემდეგ? ალბათ, სახელმწიფოსგან ექნება ის მინიმალური დაფინანსება, რაც აუცილებელია გუნდის შესანახად უმაღლეს ლიგაში. კლუბს რომელიმე სახელმწიფო მოხელე უხელმძღვანელებს, ვინც გადაწყვეტს მწვრთნელისა და ფეხბურთელების მოყვანა-გაშვებას, გუნდს შეკრებაზე გაუშვებს თურქეთში, სადაც სასტუმროს მეპატრონეს მოელაპარაკება "ატკატზე" (ნუ გაგიკვირდებათ, ეს სქემა საკმაოდ დახვეწილად მუშაობს ეგრეთ წოდებულ საბიუჯეტო კლუბებში)...

თბილისის "დინამოს" შემდეგ "ტორპედო" ყველაზე ტრადიციული საფეხბურთო კლუბია საქართველოში და ნებისმიერი ხელისუფლებისთვის დიდი გამოწვევა უნდა იყოს მისი ნორმალურად არსებობა. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ხელს ვერ აიღებს "ტორპედოზე", რადგან ეს ხელისუფლების მარცხის ტოლფასი იქნება იმ ქალაქში, სადაც ფეხბურთი მართლა განსაკუთრებულად უყვართ.

და რა ვუყოთ ტენდენციას? კერძო კლუბები აღარ უნდა დარჩნენ საქართველოში? მალე "დინამოც" ქალაქის მერიის ან შინაგან საქმეთა სამინისტროსი უნდა გახდეს? სად არის საფეხბურთო კლუბების განვითარებისა და დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა?

რაღაცაა მოსაფიქრებელი, თორემ თანდათან ყველა კერძო კლუბი შემოეცლება ქართულ ფეხბურთს, გამგეობების და სამინისტროების ჩემპიონატი გვექნება და ყოველი პოლიტიკური არჩევნების შემდეგ ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

guja_kakhadze
"რაღაცაა მოსაფიქრებელი, თორემ თანდათან ყველა კერძო კლუბი შემოეცლება ქართულ ფეხბურთს"... დიდი ხანია მოფიქრებულიც მაქვს და სპორტის სამინისტრომაც და ფეხბურთის ფერერაციამაც იცის. როდესაც ფეხბურთელების მომზადების უფლებას მომცემენ (ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ა.შ.) კლუბებს ფინანსებიც გაუჩნდებათ, თამაშის ტემპიც მოიმატებს და უკეთესი ჩემპიონატიც გვექნება!!!!
fifa
ძალიან მწყდება გული ტორპედოზე, კარგი სამქ კეთდებოდა ყველანაირი პირობები იყო სანამ იქ ვისოლი იყო ფეხბურთელობისთვის დასანანია მაგრამ ეს არის შედეგი იმის რომ დგევანდელ მთავრობას და სპორტის მინისტრს ნაკლებად აინტერესებს ფეხბურტი საქართველოსი, ნერვებს მისლის ყიპიანის უგულობა ამ საკითხში,
akhali
რას ერჩოდით ამ ვისოლს?საკუთარ ფულს ხარჯავდა(ან თუნდაც თუ დაავალა წინა ხელისუფლებამ,გულშემატკივრებმა რა წააგეს?) და გამოდიოდა ბევრი და პრეტენზიას აყენებდა-უფრო მეტი დახარჯოსო... ეხლა ვის გალანძღავთ?მიაკითხეთ მერიას,პარლამენთან აქცია,გააგრძელეთ კერძო მესაკუთრეების ლანძღვა,თუ საკუთარი ჯიბიდან გასცემთ ხელფასებს,.ერთხელ ბილეთი მაინც გიყიდიათ?...თუ ვინ გასცემს ხელფასებს...ვინ მიხედავს ახალგაზრდა ფეხბურთელებს?ბევრი ხომ 19წლის მაისურაძის ნაკრებიდანაა!და მომავალში მაგათ იმედზე ვართ(თუმცა უკვე მერამდენე მოლოდინია)
gigis mivmartav
იცი რააა თუ სიმართლე გინდა იმ მთავრობამ კი არა ამ მთავრობამ დაასამარა ქართული ფეხბურთი, მაშინ ქემაინც იყო კერძო კლუბები და რაგაც ცინსვლა იგდზნობოდა იგივე ტორპედო ავიგოტ იგივე ზესტაპონი ეხლა ვნახოტ რა ჩემპიონატი იქნება, ეს არის ახალი მთავრობის ხელწერა სულ ცალ ფეხზე კიდია ფეხბურტი და სპორტი და ეხლანდელი სპორტის მინისტრი კიდევ რომ არის ცამოცოლილი მხართეძოზე და არაპერი არ აინტერესებს მაგი ლანძგეტ ტუ ვინმეა გასალანძგი ეგაა
akhali
ლანძღვა-გინება ბევრის პროფესიაა სამწუხაროდ,და ლანძღვა არგუმენტების გარეშე
akhali
ეხლა გააგღძელებთ ვისოლის ლანძღვას?ვისოლი საკუთარ ულს ხარჯავდა,ბევრი კი ლანძღავდა.ეხლა ვის გალანძღავთ?
giigi
აი ეგ იყო სააკაშვილი და მისი ჯიბის ბიზნესმენები ფხაკაძეები.ბენზინიდან შემოსული ამდენი ფული არ იკმარეს და სმარტის სუპერმარკეტები გახსნეს და ყველაფერი სახლში მიაქვთ ამ ღორებს,წყნეთში იმხელა სასახლე აიშენეს ცალკე სიგარის მოსაწევი 100კვ ოთახით და კიდევ რომელ ერთს ჩამოთვლი.ქვეყნისთვის კი კაპიკს ვერ გააგდებინებ ხელიდან.საერთოდ ნუ მოკიდებდნენ ხელს ტორპედოს,უფრო ცუდ დღეში ჩააგდეს ვიდრე მანამ იყო როცა ხელი მოკიდეს.კარგს თუ არ აკეთებთ ნუ აფუჭებთ მაინც.ამ ქვეყანას კიდე დანგრევა უნდა?!
siko
დავით თავართქილაძე სპორტული ჟურნალისტი მეგონა, არად პოლიტიკური ჟურნალისტი ყოფილა. კარგით რა ხალხნო. წავიდა, წავიდა, აღარ არის არააააააააააააააააააააააააააააა, გაიგე ბიჭოოოოოოოოოოოოოოოო.
gaga
საზიზღარი ხარ თავართქილაზე შენ ფეხბურთს უნდა ემსახურო არა და პირიქით ხდება, სიძულვილი გაბრმავებს სუ იმ ხელისუფლებას აბრალით მიუხედავად კარგი თუ ცუდი გააკეთა.სახეზე კი ის არის რომ ამ ხელისუფლებამ დაანგრივა ყველაფერი. საერთოდ არაფერი გქონდათ ქურდები და ყაჩაღები იყავით ტქვენ უმადურებო გამყიდველებო.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ქუთაისის მერი: მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ "ტორპედოს" არ მივატოვებთ!
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა