კობიაშვილს "ჰერტაში" გარანტირებული სამსახური ელოდება
36 წლის ლევან კობიაშვილმა კარგი თამაშით გამოიჩინა თავი ბუნდესლიგაში და უმალ მედიის ყურადღება დაიმსახურა. მასთან ინტერვიუ რუსულმა "სპორტ ექსპრესმა" ჩაწერა:

- თქვენ, როგორც წესი, დაცვის მარცხენა ფრთაზე თამაშობთ ან საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე. რატომ ითამაშეთ "დორტმუნდთან" დაცვის ცენტრში?

- ნეტა, ვიცოდე. ეს მწვრთნელის პრეროგატივაა. არ მეგონა, თუ ამ პოზიციაზე მომიწევდა თამაში, მაგრამ თამაშის შანსი მომეცა და ეს ძალზე სასიამოვნოა. უნდა ვთქვა, რომ აქამდე დაცვის ცენტრში არ მითამაშია. კარგია, რომ ჩემთვის და "ჰერტასთვის" ყველაფერი კარგად დასრულდა.

- რა გითხრათ მწვრთნელმა თამაშის შემდეგ?

- ყველამ დაიმსახურა მწვრთნელის შექება, იმიტომ, რომ ყველამ კარგად ითამაშა. მეკარე კრაფტმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, ამიტომ კარში 18 წლის ბიჭი გვედგა, რომელიც აქამდე მხოლოდ სარეზერვო გუნდში თამაშობდა. აი, მარჯვენა მცველმა პეკარიკმა მარცხნივ ითამაშა. მაგრამ გავძელით და ბედნიერები ვიყავით მოგებით.

- ახლა თქვენ უკვე იცით "დორტმუნდის" ვარსკვლავური შეტევის შეჩერების წამალი. ხომ არ გაგვანდობდით მას?

- პირველად არ დამიმარცხებია "დორტმუნდი", მაგრამ უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს. უკვე მე-7 წუთზე გავუშვით. ასე შეიძლება დაბნეულიყვნენ ახალბედები, მაგრამ გუნდი თავს კარგად იცავდა და კონტრშეტევებზეც ყოჩაღობდა. მწვრთნელის ტაქტიკური დავალება 100%-ით შევასრულეთ.

- "ჰერტამ" შუა ხაზში პრესინგი ითამაშა...

- "დორტმუნდს" ისეთი ფეხბურთელები ჰყავს... მათ თუ სივრცე და დრო მიეცი, იოლად დაგამარცხებენ. ჩვენი ტაქტიკა დორტმუნდელთა შეტევების ჯერ კიდევ მოედნის შუაში ჩაშლა იყო.

- თქვენ კარგად გაუმკლავდით რობერტ ლევანდოვსკის. როგორ უნდა ითამაშო პოლონელის წინააღმდეგ?

- პირველად ვთამაშობდი დაცვის ცენტრში და რჩევებს ვერავის მივცემ. ვმოქმედებდი ისე, როგორც საჭირო იყო ძალიან სახიფათო შემტევის წინააღმდეგ თამაში. მე და ლუსტენბერგი ვიყავით ცენტრში, ერთი ჩვენგანი მჭიდროდ ეთამაშებოდა ცენტრფორვარდს, მეორე კი აზღვევდა. გამოგვივიდა კარგად.

- ლევანდოვსკის წინააღმდეგ ისე თამაშობდით, თითქოს მის განზრახვას წინასწარ იგებდით...

- ეტყობა გამოცდილება თავისას შვრება.

- არადა, ლევანდოვსკი წყობიდან გამოდიოდა...

- მარტო ის კი არა, მთელი "დორტმუნდი". ზედიზედ მესამედ წააგეს შინ! ვფიქრობ, "ბაიერნთან" შანსი არა აქვთ, მეორე-მესამე ადგილებისთვის იბრძოლებენ.

- ჰენრიხ მხითარიანს გამოელაპარაკეთ?

- არა, მე მას არ ვიცნობ, თუმცა მოხარული ვარ, რომ ასეთ კარგ გუნდში თამაშობს.

- დღევანდელი "ბორუსია" სუსტია, რადგან ბევრი ტრავმირებული ჰყავს - ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- რა თქმა უნდა. დაცვაში ახალი ბიჭები იყვნენ, ახალგაზრდები, უშვებდნენ შეცდომებს. ეს ის "დორტმუნდი" არ იყო.

- როგორ შეაფასებდით "ზენიტის" შანსებს ჩემპიონთა ლიგაზე "დორტმუნდის" წინააღმდეგ?

- 50/50-ზე, "ზენიტს" კარგი გუნდი ჰყავს ევროპის მასშტაბით. საინტერესო ორთაბრძოლა გამოვა.

- ამ სეზონში იშვიათად თამაშობთ, რატომ?

- ჯანზე ვარ, მაგრამ ასე ფიქრობს მწვრთნელი. თუმცა ერთი სეზონის წინ ვიცოდი - ხშირად თამაში აღარ მომიწევდა, არადა, ეს ჩემი ბოლო სეზონია კარიერაში. უკვე 36 წლის ვარ და ეს ნორმალურია... "დორტმუნდთან" ხომ ვითამაშე 90 წუთი.

- და თანაც ძალიან კარგად. ეს თქვენი 340-ე მატჩი იყო ბუნდესლიგაში და ლეგიონერებიდან მხოლოდ პისაროს ჩამორჩებით (356). თქვენი გადაწყვეტილება კარიერის დასრულებაზე საბოლოოა? არ გინდათ გაუსწროთ მას?

- 100%-ით რამის თქმა ცხოვრებაში ძალზე ძნელია, მაგრამ კონტრაქტი კლუბთან სწორედ სეზონის ბოლომდე მაქვს.

- რომ შეძლოთ სულ ასეთი დონის მატჩების ჩატარება?

- მაშინ 2018 წლამდე დავრჩები ფეხბურთში (იცინის)

- ამბობენ, "ჰერტას" სტრუქტურაში იწყებთ მუშაობას...

- დიახ, ასეთი პუნქტი არის ჩემს კონტრაქტში, მაგრამ როდის და რა პოზიციაზე, თავადაც არ ვიცი.

ასევე იხილეთ:

ლევან კობიაშვილი "კიკერის" სიმბოლურ ნაკრებშია

Datuna
კობის ნაკრებში არ გამოძახება ყველაზე დიდი იდიოტიზმია რა. Kი გამიგია საქართVელოსნნაკრების ნისტორიაში
akhali
ყოჩაღ კობიაშვილი! 18წლის ბიჭებს ათამაშებენ ბუნდესლიგაში და საქართველოში 19წლის ბიჭებს არ ენდობიან,უფრო გამოცდილები ყავთ ალბათ მაღალი კლასის....
guja_kakhadze
2018-მდე თუ ითამაშებს ნაკრებშიც გამოიძახებენ... ალბათ.
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ლევანდოვსკი "ბარსელონამ" მხოლოდ ორი პირობით შეიძლება დაიტოვოს
გახდება პირველი ფეხბურთელი? - მხითარიანმა შესაძლოა, ისტორიული რეკორდი დააფიქსიროს
მეორე სომეხი ფეხბურთელი "ინტერში"? - "ნერაძურის" პრესსამსახურმა სიტუაცია განმარტა
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
"ერთხელაც ვარჯიშზე მოთმინება აღარ მეყო და..." - მხითარიანმა მოურინიოსთან კონფლიქტის დეტალები გაიხსენა
"შეიძლება მთელი ცხოვრება ამაზე ვიფიქრო" - ჰენრიხ მხითარიანი
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მეორე სომეხი ფეხბურთელი "ინტერში"? - "ნერაძურის" პრესსამსახურმა სიტუაცია განმარტა
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა