ჭორ-მართალი ფორმულა 1-ში
"ფერარის" პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო არ ნერვიულობს მისი გუნდის ესპანელი წევრის, ფერნანდო ალონსოს კონტრაქტზე და ეს იმის მიუხედავად, რომ ალონსოს გადაბირება "მაკლარენს" სურს.

წლევანდელ ზაფხულს, როცა დი მონტეძემოლომ საჯაროდ გაკიცხა ესპანელი პილოტი გუნდის მისამართით გამოთქმული საყვედურის გამო, ევროპულ პრესაში ხშირად წერდნენ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის იტალიური საჯინიბოდან შესაძლო წასვლის თაობაზე. მოგვიანებით კი გავრცელდა ჭორი იმის შესახებ, რომ ალონსოს მენეჯმენტი მოლაპარაკებებს აწარმოებდა "რედ ბულთან" და "ლოტუსთან" ესპანელის მომავალზე და "მაკლარენშიც" არ მალავდნენ, რომ ფერნანდოს ხილვა კვლავ სურდათ საკუთარ რიგებში.

მაგრამ დი მონტეძემოლო აცხადებს, რომ დღეისთვის ალონსოს ურთიერთობა გუნდთან შესამჩნევად გაუმჯობესდა და ის არ ღელავს ესპანელის "ფერარიდან" კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე წასვლის გამო. მიმდინარე ხელშეკრულება 2016 წლის ბოლომდეა ძალაში.

დი მონტეძემოლომ ისიც აღიარა, რომ ალონსო გასული სეზონის განმავლობაში უკმაყოფილო იყო გუნდში პროგრესის დეფიციტით და გაიმეორა, რომ ახლა ესპანელი მთელ საჯინიბოსთან ერთად მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ გამოასწოროს მდგომარეობა.

"ეს ჭორები, ალონსოს წასვლის შესახებ, კარგი მასალაა პრესისთვის, - ამბობს "ფერარის" პრეზიდენტი. - და ხალხს უყვარს ასეთი ამბების კითხვა. ძალიან კმაყოფილი ვარ ფერნანდოს მუშაობით. მას მოქმედი კონტრაქტი აქვს 2016 წლამდე და დღეს მხოლოდ იმით ვარ დაკავებული, რომ მას საუკეთესო მანქანა შევთავაზოთ. ამჟამად ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ გუნდში პირველი ნომრის საკითხი ამ პრობლემების სიაში არ შედის. ამის შესახებ ორი წლის შემდეგ ვილაპარაკოთ.

მე მესმის ფერნანდოსი და ვიზიარებ მის მოსაზრებას. უკვე ვუთხარი მას, რომ მეორე ადგილი ინდივიდუალურ ჩათვლაში, საერთო ჯამში, მისი დამსახურებაა და არა მანქანის. მეორე მხრივ, ჩვენ გვჭირდება პილოტი, რომელიც გუნდისთვის ყველაფერს გაიღებს ყველაზე რთულ მომენტებშიც კი. სწორედ ეს ვთხოვე მას სეზონის შუაში. ამასთან, ძალიან გახარებული ვარ, რომ ფერნანდო ჩვენთან დარჩა".

ნიუ ჯერსიმ ექლსტოუნი გაანაწყენა

ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა განაცხადა, რომ ნიუ ჯერსის გრანპრის ორგანიზატორებმა დაარღვიეს რბოლის ჩატარებაზე გაფორმებული კონტრაქტი და არ გადაუხადეს მას მინიმალური თანხაც კი კონტრაქტის გაფორმებიდან (2011 წელს) დღემდე.

"ნიუ ჯერსისთან მიმართებაში გასაკვირია ის, რომ მათ მოაწერეს კონტრაქტს ხელი. დარწმუნებული ვარ, იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ, მაგრამ ისინი არ ასრულებენ ვალდებულებებს. ჩვენ შეიძლება სასამართლოში ვიჩივლოთ, რადგან მათ შეთანხმება დაარღვიეს", - ამბობს ექლსტოუნი Autoweek-თან კომენტარში.

ნიუ ჯერსის გრანპრის ორგანიზატორია კომპანია Port Imperial Racing Associates-ი (PIRA), რომელსაც სათავეში უდგას ლეო ჰინდერი. ის არის ყოფილი პილოტი, ამჟამად კი კერძო ფონდის - InterMedia Partners-ის მმართველი პარტნიორი. ნიუ ჯერსის რბოლაში ჰინდერიმ 10 მილიონ დოლარზე მეტი საკუთარი თანხა ჩადო, მაგრამ გრანპრის ორგანიზებისთვის საჭირო ყველანაირი სამუშაოს ჩატარებას 100 მილიონი დოლარი სჭირდება. ჰინდერის ჩანაფიქრით, გარკვეული თანხა უნდა წარმოადგინოს საინვესტიციო ბანკმა UBS-მა, ხოლო თანხის ნაწილი, 10 მილიონი დოლარის ოდენობით, PIRA-მ ფორმულა 1-ის მმართველი კომპანიისგან ისესხა.

"ჩვენ მათ ფული მივეცით და შემდეგ მათგან აღარაფერი გაგვიგია. ჩვენ შეგვეძლო, სასამართლოში გვეჩივლა", - გაიმეორა ბერნიმ. ამასთან, ინგლისელმა აღნიშნა, რომ მიზეზი, რის გამოც ეს არ გააკეთა, ნიუ ჯერსიში რბოლის გამართვის იმედს უკავშირდება. ამასთან, ექლსტოუნმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, გრანპრის ახალი ინვესტორი გამოუჩნდეს.

"ახლა საჭიროა სერიოზული ადამიანი, რომელიც ჩემთან მოვა და მეტყვის: ჩვენ არ ჩამოვრჩებით მზადების გრაფიკს და რბოლას აუცილებლად ჩავატარებთ. ჰინდერის დიდი დრო მივეცი. მჯეროდა, რომ ის გაართმევდა თავს ამოცანას, მაგრამ ვერ შეძლო", - განაცხადა ფორმულა 1-ის პრომოუტერმა.

ასევე, ბერნიმ დაამატა, რომ, შესაძლოა, გრანპრის ჩატარების ადგილი ოდნავ შეიცვალოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
კიმი რაიკონენსს მილიონებს არ აძლევენ
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
ფორმულა 1: საინტერესო პროგნოზები ბერნისგან
ფორმულა 1: დიდ ცირკს ნიჭიერები აკლია
ფორმულა 1: უფრო მოკლე და კომუნიკაბელური
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
ვალენსიაში ფორმულა 1 აღარ გაიმართება
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1: სხვა შუმახერი მოკვდა
"ასაკის მატებასთან ერთად შენი პრიორიტეტებიც იცვლება" - ჰაკინენმა ჰამილტონზე ისაუბრა
"ფერარის" პრეზიდენტი: სისულელეა! მასა ალონსოს დაეხმარება
"ზოგჯერ კარგია, როდესაც მოწინააღმდეგე გყავს" - მაქს ფერსტაპენს სურს, რომ საჯინიბოებმა სარბოლო ტემპში მოუმატონ
ოლიმპიზმი: რომს დი მონტეძემოლო მიხედავს
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
ფერნანდო ალონსო: "ფერარიში" ვრჩები, "სკუდერია" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია!
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა
ფორმულა 1 "ფერარის" გარეშე? იტალიურ გუნდს ჯერ პასუხი არ აქვს
ᓤᓝᓠᓛᓣლᓐ 1: "ᓤᓔᓠᓐᓠᓘ" ᓞᓠᓔᓖᓘᓓᓔᓜᓢᓡ ᓙᓐᓠᓒᓐᓕᓡ?