"მეტალურგში" უკვე ტრადიციად იქცა ერთი სეზონის განმავლობაში რამდენიმე მწვრთნელის შეცვლა
25 დეკემბერს კიდევ ერთი სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა: რუსთავის "მეტალურგის" მთავარ მწვრთნელად ამ ქალაქის მკვიდრი, რუსთავის "გორდას", სანკტ-პეტერბურგის "ლოკომოტივის", დნეპროპეტროვსკის "დნიპროსა" და კრასნოდარის "ყუბანის" ყოფილი ფეხბურთელი ვარლამ კილასონია დაინიშნა.

კილასონიამ "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გელა სანაია შეცვალა.

ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით "მეტალურგმა" პირველ ეტაპზე 18 მატჩი ჩაატარა და გუნდი 26 ქულით დღესდღეობით VI ადგილზე იმყოფება.

..."მეტალურგში" უკვე ტრადიციად იქცა ერთი სეზონის განმავლობაში რამდენიმე მწვრთნელის შეცვლა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ვრცლად ხვალ ვისაუბრებთ. მანამდე კი იმას ვიტყვით, რომ ვარლამ კილასონიას ადრეც არაერთხელ გაუწვრთნია რუსთავის გუნდები ("რუსთავი", "ოლიმპი"/"მეტალურგი").

46 წლის სპეციალისტი მშობლიური ქალაქის მთავარ გუნდს ოთხწლინახევრიანი პაუზის მერე უბრუნდება: 2009 წლის ზაფხულში, ევროტურნირების შემდეგ, კილასონიამ ბავშვთა ფეხბურთში გადაინაცვლა და წარმატებითაც მუშაობდა.

წინა სეზონში კილასონიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მეტალურგის" ასაკობრივი გუნდი "ჭაბუკთა ლიგის" გამარჯვებული გახდა, მიმდინარე ჩემპიონატში კი კვლავაც პირველ ადგილზეა და დაუმარცხებლად ასპარეზობს.

სხვათა შორის, ამ სეზონში "მეტალურგის" დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელიც, ფაქტობრივად, ვარლამ კილასონია გახლდათ და ამ ტურნირის პირველი ეტაპის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერიც რუსთავური გუნდია.

დღესდღეობით ძნელი სათქმელია, თუ რა კონტინგენტი ეყოლება "მეტალურგის" ახალ მთავარ მწვრთნელს მეორე ეტაპზე: ჯერჯერობით ხომ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ რუსთაველთა გუნდის ბიუჯეტი, პირველ ეტაპთან შედარებით, საგრძნობლად შემცირებული იქნება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლადო ბუკია
სანაიას რას ერჩოდით?როდის დამთავრდება საქართველოში ერთ სეზონში ამდენი მწვრთნელების შეცვლა.დაცადეთ ადამიანს თქვე დალოცვილები დანიშნავენ მოხსნიან სადმე ხდება მსგავსი რამ?
Tengo
აქამდეც კილასონია უნდა ყოფილიყო.
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
"გორდა", "მეტალურგი", "რუსთავი"... რუსთავში ახალი საფეხბურთო ცხოვრება იწყება
რუსთავში "რუსთავი" ბრუნდება - "მეტალურგის" ნაცვლად
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი
ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა
ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა
"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე
მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
ოთარ კიტეიშვილი: წყალი რომ წყალია, ისიც არ გვქონდა!..