ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ინგლისი. პრემიერლიგა. XVIII ტური: პირველი აკორდები [VIDEO]

ინგლისი. პრემიერლიგა. XVIII ტური: პირველი აკორდები [VIDEO]

ლონდონის "არსენალი" ისევ გალიდერდა
რუნი 150

1-ელ დეკემბერს "ტოტენჰემთან" დუბლის შემდეგ უეინ რუნი 323 წუთის განმავლობაში ელოდა 150-ე გოლს "იუნაიტედის" რიგებში. ოღონდ აქ იგულისხმება მხოლოდ ჩემპიონატში გატანილი ბურთები და თანაც, ერთი გუნდის შემადგენლობაში.

ისტორიაში უკეთესი შედეგი მხოლოდ ტიერი ანრის აქვს.

ლეგენდარულმა ფრანგმა "არსენალის" სახელით 175-ჯერ გამოიჩინა თავი. ეს არ იყო ერთადერთი სარგებელი, რაც "ეშმაკებს" გუნდის ლიდერმა მოუტანა. უეინის გადაცემის შემდეგ შეამცირა სხვაობა კრის სმოლინგმა, რუნის მიერ წამოწყებული შეტევა მასთან ბრძოლის მერევე გაახვია საკუთარ კარში ჯეიმს ჩესტერმა.

ამას გარდა, ის ჩვეულად ბევრს მუშაობდა, განსაკუთრებით მას მერე, რაც დარენ ფლეტჩერმა მინდორი დატოვა. თავდამსხმელმა შოტლანდიელის ნაცვლად საყრდენ ნახევარმცველად განაგრძო თამაში.

რუნის ნანატრი გოლის გარდა, "იუნაიტედის" გულშემატკივარს სხვა რამეც გაახარებდა. წელიწადზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძირითადში გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ. ფლეტჩერმა მიმდინარე სეზონში ორჯერ უკვე ითამაშა, თუმცა ორჯერვე შეცვლაზე. ამას გარდა, საზარდულზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ თვე-ნახევრის თავზე "იუნაიტედს" მაიკლ კერიკიც დაუბრუნდა.

თამაში რუნისა და სხვა შემტევების გადასარჩენი გახდა. "ვეფხვების" თავდასხმამ "ეშმაკების" უკანა ხაზი საწყის 13 წუთში 2-ჯერ ჩააგდო ნოკდაუნში. განსაკუთრებით უსუსურად გამოიყურებოდა ჯონი ევანსი, ვინც არც მატჩის დარჩენილ ნაწილში ბრწყინავდა.

იხილეთ ვიდეო

პრინცის დაბრუნება

მატჩის წინ "არსენალის" გულშემატკივარიც ელოდა ნანატრ ფეხბურთელს. მოლოდინი გამართლდა. ლუკას პოდოლსკის "პრინცი" "კიოლნის" ფანებმა შეარქვეს.

შესაძლოა, ლონდონში მას ამ სახელით არ მოიხსენიებენ, თუმცა გერმანელმა გულშემატკივრებს ზუსტად ისეთი საჩუქარი გაუკეთა, ნამდვილ პრინცებს რომ ეკადრებათ. 65-ე წუთზე არსენ ვენგერმა შეგირდი, დაგეგმილზე ადრე, ტრავმირებული აარონ რემსის ნაცვლად შეუშვა. მას 5 წუთი ეყო საგოლე გადაცემისა და 14 გოლისთვის.

ცალკე უნდა ვახსენოთ თეო უოლკოტიც, ვინც ანგარიში ყველასათვის მოულოდნელად გაათანაბრა, თანაც, ურთულეს სიტუაციაში. მომენტები პირველ ტაიმშიც ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა მთავარი მოვლენები მეორე ნახევარში განვითარდა.

მატჩის განახლებიდან რამდენიმე წამი იყო გასული, რომ შჩესნის მიერ უხეიროდ მოგერიებულ ბურთს კარლტონ კოულმა დაამატა. მომენტი შეექმნა ჯო კოულსაც, მაგრამ 33 წლის ვეტერანმა ახლოდან თავით კარგად ვერ დაუმიზნა.

სასწაული მომენტი გააფუჭა პირველმა კოულმაც. და აი, ზუსტად ამ დროს უოლკოტმა ფეხის ჯადოსნური მოძრაობით 3-4 მცველი გააშეშა და მეკარეს ხელებში გაუძვრინა. დანარჩენზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

იხილეთ ვიდეო

არამხოლოდ შეცდომის ხარჯზე

26 დეკემბერს ინგლისში "ბოქსინგ დეის" პირველი ტური გაიმართა. ცხადი იყო, რომ ფეხბურთელები მომავალი ბატალიებისთვის ძალების დაზოგვაზე ქვეცნობიერად მაინც იფიქრებდნენ. გუნდთან, რომელიც ჩემპიონატში ყველაზე უკეთ აკონტროლებს ბურთს, "ჩელსისთვის" ამის გაკეთება სარისკო იყო და მატჩის ხასიათიდან გამომდინარე, ამის მტკიცება არც შეიძლება.

"სუონსის" იშვიათად, მაგრამ მაინც ჰქონდა მომენტები პეტრ ჩეხის კართან. რომ არა ის, ანგარიში ნამდვილად განსხვავებული იქნებოდა.

ედენ აზარმა შეხვედრის ერთადერთი გოლი "გედების" გერმანელი კარის დარაჯის, გერჰარდ ტრემელის უხეში შეცდომის წყალობით გაიტანა. ბელგიელს შანსები იქამდეც ჰქონდა და მერეც შეექმნა, თუმცა მასაც და მის თანაგუნდელებსაც სტუმართა გოლკიპერი სხვა ეპიზოდებში ხანდახან კარგი და ხანდახან ბრწყინვალე თამაშით პასუხობდა.

უელსელებმა მატჩის ბოლოს ფავორიტს ნამდვილი შტურმი მოუწყვეს, თუმცა უშედეგოდ.

იხილეთ ვიდეო

"გუდისონ პარკი" დაეცა

პრემიერლიგას ერთადერთი გუნდი შემორჩა, რომელმაც საშინაო შეხვედრაში მარცხის გემო არ იცის. ამ გუნდზე ქვემოთ მოგახსენებთ.

26 დეკემბერს "გუდისონ პარკზე" ბოლოს წინა დაუმარცხებელი ფალავანი დაეცა. "ევერტონი" ჰოვარდი-ოსმანის შეცდომამ დაღუპა. ამერიკელმა თანაგუნდელს ბურთი ბრძოლაში მისცა, უკანასკნელმა კი ცუდად დაამუშავა და კი სუნ იონს გადააბარა. ჰოვარდმა კორეელი ძირს დასცა და დამსახურებული წითელი ბარათი იხილა.

მიუხედავად კაცნაკლულობისა, თამაშის ბოლომდე მასპინძელი უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა, ავად თუ კარგად, "შავმა კატებმა" მოახერხეს ანგარიშის შენარჩუნება.

მოიგო კიდევ ერთმა აუტსაიდერმა - "კრისტალ პალასმაც". ტონი პულისის დანიშვნის შემდეგ "არწივების" გამარჯვებები უკვე აღარ გვიკვირს. კონტრშეტევა შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა დაასრულეს: დინ მოქსის გადაცემით დუაიტ გეილმა ისარგებლა და საჯარიმოს მისადგომებიდან ბოლო წამებზე ულამაზესი გოლი გაიტანა.

"ტოტენჰემი" ისევ არ ვარგა

ტიმ შერვუდსა და "ტოტენჰემს" ამჯერად ვერც ემანუელ ადებაიორმა უშველა. მეტიც, ტოგოელმა უნებლიეთ, მაგრამ 38-ე წუთზე იონას ოლსონს გოლისას ხელიც გაუმართა, როცა სტანდარტული მდგომარეობის მოგერიებას ცდილობდა.

იქამდე 2 წუთით ადრე კრისტიან ერიქსენმა გამოიჩინა თავი. დანიელის საჯარიმო ჯერ ხარიხას მოხვდა, მერე მიწას, ისევ ხარიხას და ამის მერეღა აღმოჩნდა ბადეში.

"ნიუკასლს" ცოტა საკუთარმა ოსტატობამ უშველა, ცოტა სტუმარი ფეხბურთელების უდისციპლინობამ და ცოტაც მსაჯებმა. გლენ უელანი მეტისმეტად გამომწვევად იქცეოდა. ის მეტოქის წინააღმდეგ ბინძურ მეთოდებსაც კი არ თაკილობდა, რაც 6 წუთის ინტერვალით 2 ყვითელ ბარათად დაუჯდა. ტაიმის მიწურულს მარტინ ატკინსონმა მარკ უილსონიც გააგდო.

ჩვენი შეფასებით, მან ამ მომენტში სერიოზულად გადაამლაშა, რადგან რემის წინააღმდეგ მცველს "უკანასკნელი იმედის ჯარიმა" არ დაურღვევია. ატკინსონის შეცდომის შედეგად გახდა 2:1-იც. სანამ გუფრანი ბურთს მიიღებდა, ბურთი აშკარად კიდის მიღმა იყო გადასული. დანარჩენი გოლები 9-კაციან "მეთიხეებთან" უკვე ტექნიკის საქმე იყო.

მარცხი თითქმის თანაბარ ბრძოლაში

აქამდე, ძირითადად, ასე ხდებოდა: "ეტიჰადის" სტუმრები წინასწარ წასაგებად განწირულის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. "ლივერპულმა" იმდენი მოახერხა, რომ "ქალაქელებს" უბრალოდ დიდი წინააღმდეგობა კი არ გაუწია, გარემოებები რომ არა, მინიმუმ ქულაზე უნდა ჰქონოდა პრეტენზია.

მე-19 წუთზე რაჰემ სტერლინგმა, ლი მეისონის სასტვენის მიუხედავად, მაინც გაიტანა. იქამდე ასისტენტმა სტუმარ ფეხბურთელზე ისეთი თამაშგარე დააფიქსირა, რომელიც ბუნებაში არ ყოფილა და შეუძლებელიც კი იყო ასეთად მოსჩვენებოდა.

ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მსურველებს დამატებითი მიზეზი მიეცათ სალაპარაკოდ.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს: მასპინძელი ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა არც მერსისაიდელები უდებდნენ ტოლს მრისხანე მეტოქეს.

არამხოლოდ "წითლების" რიგებში, მოედანზე საუკეთესო ლუის სუარესი იყო, ვინც მეტოქეებს 90 წუთის განმავლობაში სისხლს უშრობდა. ფანტასტიკურად ითამაშა ალვარო ნეგრედომაც. ესპანელმა ეფექტური ბურთი შეაგდო.

იხილეთ ვიდეო

ინგლისი. პრემიერლიგა. XVIII ტური:

ჰალი-იუნაიტედი 2:3

გოლები: 1:0 ჩესტერი (4), 2:0 მეილერი (13), 2:1 სმოლინგი (18), 2:2 რუნი (25), 2:3 ჩესტერი (66-ს.კ-ში)

ჰალი (3-5-2): მაკგრეგორი (46. ჰარპერი) - დევისი, ბრუსი, ჩესტერი - მეილერი (46. კორენი), ლივერმორი, ჰადლსტოუნი, ფიგეროა (73. ბოიდი), ელმოჰამადი - გრემი, საგბო

იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - რაფაელი (18. იანუზაი), სმოლინგი, ევანსი, ევრა - ფლეტჩერი (62. ერნანდესი), კლევერლი, ვალენსია, იანგი (78. კერიკი) - რუნი, უელბეკი

გაფრთხილება: ფიგეროა, ბრუსი - იანუზაი, ვალენსია, რუნი

გაძევება: ვალენსია (90)

კარში დარტყმა: 17-13 (5-4) კუთხური: 6-5 თამაშგარე: 5-1 ჯარიმა: 12-14 ბურთის ფლობა: 39%-61%

მაყურებელი: 24 826

ასტონ ვილა-პალასი 0:1

გოლი: 0:1 გეილი (90+2)

ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - ლოუტონი, კლარკი, ბეიკერი, ლუნა (67. ბაკუნა) - დელფი, ელ აჰმადი, ვაიმანი (87. ტონევი), ალბრაიტონი - აგბონლაჰორი, კოზაკი (77. ბოუერი)

პალასი (4-4-1-1): სპერონი - მარიაპა, გებიდონი, დელეინი, პარი - ვორდი, ჟედინაკი, პანჩეონი (65. უილიამსი), ბოლასი - ბენანი (86. მოქსი) - ჯერომი (76. გეილი)

გაფრთხილება: ბეიკერი, ელ აჰმადი - ბენანი, ჯერომი

კარში დარტყმა: 9-12 (4-7) კუთხური: 7-5 თამაშგარე: 2-4 ჯარიმა: 10-8 ბურთის ფლობა: 65%-35%

მაყურებელი: 37 752

კარდიფი-საუთჰემპტონი 0:3

გოლები: 0:1 როდრიგესი (14), 0:2 როდრიგესი (20), 0:3 ლამბერტი (27)

კარდიფი (4-4-2): მარშალი - ტეოფილ-კეტრინი, კოლკერი, ტერნერი, ტეილორი (61. ჯონი) - გუნარსონი (81. კიმი), მატჩი, უიტინგემი, ნუნი - ოდემვინგი (46. კორნელიუსი), კემპბელი

საუთჰემპტონი (4-2-3-1): გასანიგა - ჩემბერსი, იოშიდა, ფონტე, შოუ - კორკი, შნაიდერლინი - როდრიგესი (86. რამირესი), დევისი, ლალანა (80. ვორდ-პრაუსი) - ლამბერტი (90+3. გალაგერი)

გაფრთხილება: ნუნი - შოუ, შნაიდერლინი

კარში დარტყმა: 8-11 (0-6) კუთხური: 6-3 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 11-13 ბურთის ფლობა: 40%-60%

მაყურებელი: 27 929

ჩელსი-სუონსი 1:0

გოლი: 1:0 აზარი (29)

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, ლუისი, ტერი, კოული - მიკელი, რამირესი - აზარი (82. ვილიანი), ოსკარი (67. ლემპარდი), მატა (72. შიურლე) - ეტოო

სუონსი (4-2-3-1): ტრემელი - რანხელი, ამატი, უილიამსი, ტეილორი - ბრიტონი, კანიასი (61. დე გუზმანი) - პოსუელო (46. პ. ერნანდესი), შელვი, რუტლეჯი (76. ბონი) - ვასკესი

გაფრთხილება: რამირესი - ამატი

კარში დარტყმა: 19-8 (7-1) კუთხური: 13-7 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 14-9 ბურთის ფლობა: 45%-55%

მაყურებელი: 41 111

ევერტონი-სანდერლენდი 0:1

გოლი: 0:1 კი (25-პენ)

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, იაგიელკა, დისტენი, ოვიედო - ბერი, მაკარტი - პიენაარი (76. იელავიჩი), ოსმანი (25. რობლესი), მირალიაში (46. ბერკლი) - ლუკაკუ

სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე - ჩელუსტკა, რობერჟი, ბერდსლი - კატერმოული - კი, კოლბეკი (70. ჯაკერინი), ლარსონი, ბორინი - ფლეტჩერი (87. ალტიდორი)

გაფრთხილება: ბერი -

გაძევება: ჰოვარდი (24) -

კარში დარტყმა: 25-13 (9-6) კუთხური: 11-2 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 11-7 ბურთის ფლობა: 55%-45%

მაყურებელი: 39 193

ნიუკასლი-სტოკი 5:1

გოლები: 0:1 ასაიდი (29), 1:1 რემი (45), 2:1 გუფრანი (48), 3:1 რემი (57), 4:1 კაბაი (67), 5:1 სისე (80)

ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - დებუში, უილიამსონი, კოლოჩინი, სანტონი (61. აიდარა) - სისოკო, ანიტა (46. შ. ამეობი) - გუფრანი (72. სისე), კაბაი, ბენ არფა - რემი

სტოკი (4-2-3-1): სორენსენი - კემერონი, შოუკროსი, უილსონი, პიტერსი - ნზონზი (72. მუნიესა), უელანი - უოლტერსი, ადამი, ასაიდი (46. უილკინსონი) - კრაუჩი (59. პალასიოსი)

44-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა რემიმ

გაფრთხილება: დებუში - უელანი

გაძევება: - უელანი (40), უილსონი (45)

კარში დარტყმა: 27-11 (8-3) კუთხური: 8-2 თამაშგარე: 0-0 ჯარიმა: 10-8 ბურთის ფლობა: 58%-42%

მაყურებელი: 51 665

ნორვიჩი-ფულჰემი 1:2

გოლები: 1:0 ჰუპერი (13), 1:1 კასამი (34), 1:2 პარკერი (87)

ნორვიჩი (4-4-2): რადი - უიტეიკერი, ტერნერი, ბასონგი, ოლსონი - ჯონსონი, ფერი, რედმონდი, სნოდგრასი (72. ჰულაჰანი) - ჰუპერი, ელმანდერი (63. ვან ვოლფსვინკელი)

ფულჰემი (4-2-3-1): სტოკდეილი - რიტერი, ჰიუზი, ამორებიეტა, რიჩარდსონი - პარკერი, სიდუელი - დაფი (58. როდალიეგა), კასამი, კაჩანიკლიჩი (90+2. რიისე) - ტაარაბტი (72. დეჟაგა)

გაფრთხილება: ტერნერი, ფერი, რედმონდი -

კარში დარტყმა: 12-15 (3-7) კუთხური: 5-4 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 14-10 ბურთის ფლობა: 51%-49%

მაყურებელი: 26 811

ტოტენჰემი-ბრომვიჩი 1:1

გოლები: 1:0 ერიქსენი (36), 1:1 ოლსონი (38)

ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი - უოლკერი, მ. დოუსონი, კირიკეში, როუზი - ერიქსენი, ჰოლტბი (63. ბენტალები), სიგურდსონი, შადლი (75. ლამელა) - სოლდადო, ადებაიორი

ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - კ. დოუსონი, ლუგანო, ოლსონი, რიჯუელი - რიდი, იაკობი - გერა (77. სესინიონი), მორისონი, ამალფიტანო (71. მულუმბუ) - ვიდრა (84. ბერაინო)

გაფრთხილება: ერიქსენი, უოლკერი, სოლდადო - რიდი, ოლსონი

კარში დარტყმა: 20-6 (3-4) კუთხური: 12-2 თამაშგარე: 4-4 ჯარიმა: 8-12 ბურთის ფლობა: 65%-35%

მაყურებელი: 35 545

ვესტ ჰემი-არსენალი 1:3

გოლები: 1:0 კ. კოული (46), 1:1 უოლკოტი (68), 1:2 უოლკოტი (71), 1:3 პოდოლსკი (79)

ვესტ ჰემი (4-2-3-1): კასტილიო - ობრაიენი (63. დემელი), კოლინსი (38. რაცი), ტომკინსი, მაკარტნი - დიამე, ნოუბლი - ჯარვისი, ნოლანი (75. მ. ტეილორი), ჯ. კოული - კ. კოული

არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, ვერმალენი, გიბსი - არტეტა, რემსი (65. პოდოლსკი) - უოლკოტი, იოზილი (81. ფლამინი), კასორლა - ჟირუ (85. ბენდტნერი)

გაფრთხილება: ობრაიენი - კასორლა

კარში დარტყმა: 12-29 (5-8) კუთხური: 0-9 თამაშგარე: 3-2 ჯარიმა: 11-6 ბურთის ფლობა: 34%-66%

მაყურებელი: 34 977

სიტი-ლივერპული 2:1

გოლები: 0:1 კოუტინიო (24), 1:1 კომპანი (31), 2:1 ნეგრედო (45+1)

სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, ლესკოტი, კოლაროვი - ტურე, ფერნანდინიო - დ. სილვა (87. ხ. გარსია), ნასრი (72. მილნერი), ნავასი - ნეგრედო (77. ჯეკო)

ლივერპული (4-2-3-1): მინიოლე - ჯონსონი, შკრტელი, სახო, სისოკო - ლეივა (82. ასპასი), ალენი - სტერლინგი, კოუტინიო (68. მოზესი), ჰენდერსონი - სუარესი

გაფრთხილება: საბალეტა - ჯონსონი, მოზესი, სუარესი

კარში დარტყმა: 20-12 (6-5) კუთხური: 7-6 თამაშგარე: 1-3 ჯარიმა: 10-9 ბურთის ფლობა: 52%-48%

მაყურებელი: 47 351

ბომბარდირები: 19 - ლუის სუარესი (ლივერპული), 13 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 10 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), 9 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)

მომდევნო ტური

28 დეკემბერი:

ვესტ ჰემი-ვესტ ბრომვიჩი, ასტონ ვილა-სუონსი, ჰალი-ფულჰემი, მანჩესტერ სიტი-კრისტალ პალასი, ნორვიჩი-მანჩესტერ იუნაიტედი, კარდიფი-სანდერლენდი

29 დეკემბერი:

ევერტონი-საუთჰემპტონი, ნიუკასლი-არსენალი, ჩელსი-ლივერპული, ტოტენჰემი-სტოკი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უგოლო ფრე ბირმინგემში - "ასტონ ვილა" "ნიუკასლს" დაუზავდა

ედერსონი "გალათასარაისთან" ახლოს - დონარუმა "სიტიში" მიდის

ჯეიდონ სანჩო "რომაში" გადასვლასთან ახლოსაა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ

"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

"უბრალოდ დავიღალე" - ჟოზე მოურინიო

"ლესტერი" როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს - "მელიებს" ორი კანდიდატი ჰყავთ

[VIDEO] მოურინიოს და მისი ფეხბურთელების ხუმრობა იკარდის პენისის ზომაზე - "გალათასარაის" ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა

"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს

ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო

[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა

"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა

პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია

"ვესტ ჰემის" გაძღოლა მანუელ პელეგრინის მიანდეს

"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი

100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე

"ლესტერის" მწვრთნელი: პრემიერლიგის ისტორიის საუკეთესო 2 გუნდთან წავაგეთ

"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს

არსენ ვენგერმა, მისი აზრით, მუნდიალის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ვენგერის აზრით, გერმანელთა წარუმატებლობის მიზეზი პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობაა

ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია

The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს

მიულერმა შესაძლოა, კარიერა თურქეთის ჩემპიონატში განაგრძოს

სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?

"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს

იქნება დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, ყოფილი კლუბი ჩაიბაროს

"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა