რას გვეუბნებიან რონალდო, მესი და რიბერი თავიანთი სხეულის ენით
რიბერი, რონალდო, თუ ისევ მესი? ეს კითხვა 2013 და 2014 წლების გზაგასაყარზე საფეხბურთო მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანია და ამ კითხვას პასუხი 13 იანვარს, "ოქროს ბურთის" გალა-დაჯილდოვებაზე გაეცემა.

თუმცა ამ კითხვას აქვს ქვეკითხვებიც, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა: რა კრიტერიუმებით ირჩევენ თავიანთ ფავორიტებს სხვადასხვა ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები? აი, ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის მიღება კი შეუძლებელია. ზოგი ტიტულებს ანიჭებს მნიშვნელობას, ზოგი გოლების რაოდენობას, ზოგიც უბრალოდ მისთვის ყველაზე პატივსაცემს აძლევს ხმას.

არჩევანის გაკეთებისას, წესით ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს ისიც, თუ როგორ წარმოაჩენენ თავის თავს კანდიდატები, ან, მარტივად რომ ვთქვათ, როგორი ტიპები არიან ისინი. გერმანული ჟურნალის, "ფოკუსის" ექსპერტი შტეფან ფერა რიბერის, რონალდოს და მესის აკვირდებოდა და მათი სხეულის ენა გაანალიზა.

ფრანკ რიბერი

ფრანგი ყველაზე გამოკვეთილი ტიპაჟია და მისი ხასიათი რიბერის ნებისმიერ მიმიკაში კარგად ჩანს. "ბაიერნისა" და საფრანგეთის ნაკრების ლიდერი, რომლისთვისაც 2013 წელი იდეალური იყო (ყველა ტიტული მოიგო), თავის ემოციებს, გაბრაზებას თუ სიხარულს ყოველთვის მკვეთრად და გულახდილად გამოხატავს.

ამიტომაც მოსწონთ, ოღონდ მხოლოდ მათ, ვისი გულიც "ბაიერნისთვის" ან საფრანგეთის ნაკრებისთვის ძგერს, რადგან ნეიტრალური ქომაგისთვის რიბერი ყოველთვის მოსაწონი და შესაბამისად საყვარელი არ არის. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანს ქვეცნობიერად ყოველთვის მოსწონს, როცა ზუსტად იცის, რასთან, ან, ამ შემთხვევაში, ვისთან აქვს საქმე. რიბერის კი ნიღბები არ აქვს - მისი ქცევა ყოველთვის გულახდილია. განსაკუთრებულია მისი იუმორი და სიმსუბუქეც. მაგალითად, მას მერე, რაც ლუკა ტონი წავიდა, მიუნხენის "ბაიერნში" რიბერიზე ხშირად არავინ იცინის და მასზე ხშირად თანაგუნდელებს ვერავინ აცინებს.

რიბერის ემოციურობასა და სიმსუბუქეს "ბაიერნზე" დადებითი გავლენაც აქვს და უარყოფითიც. რაკი ფრანგი მარტივად ბრაზდება, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ მოედნიდან გააძევონ. რეკორდმაისტერში რიბერი ყველაზე ახლოს ახალგაზრდა ავსტრიელ ფეხბურთელთან, დავიდ ალაბასთანაა - მიუხედავად ასაკში სხვაობისა, ალაბა და რიბერი საუკეთესო მეგობრები არიან.

კრიშტიანო რონალდო

პორტუგალიელი მეგავარსკვლავი რიბერის ანტიპოდია. რონალდო ძალიან იშვიათად იღიმება და როცა იღიმება, მაშინაც ეტყობა, რომ ეს იუმორის გრძნობით გამოწვეული ღიმილი არ არის. რიბერისგან განსხვავებით, დედაბუნებამ რონალდოს კარგი გარეგნობა მისცა და კრიშტიანოს ყოველთვის, ნებისმიერ მომენტში ეტყობა, რომ ეს კარგად იცის. ამიტომაცაა, რომ მისი სხეულის ენა ხშირად მხოლოდ მასვე ემსახურება. ცნობილია, რომ კრიშტიანო ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარ გარეგნობას და ხშირად ახდენს ათლეტურობის დემონსტრირებას.

ყველამ ვიცით, როგორ დგას რონალდო იმ დროს, როცა საჯარიმო დარტყმის შესასრულებლად ემზადება - ბურთისგან საკმაოდ შორს, ფეხები განზე, ხელები უკან, შუბლი წინ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ კრიშტიანო საკმაოდ დიდხანს ფიქრობდა, როგორ უნდა დამდგარიყო ისე, რომ პოზა თავის სავიზიტო ბარათად ექცია. შესაბამისად, კრიშტიანო აგრესიული ჩანს.

ამ დროს მას პირი ყოველთვის ოდნავ ღია აქვს, რაც ფსიქოლოგების ენით იმაზე მიუთითებს, რომ ასეთ დროს რონალდო მაქსიმალურად კონცენტრირებულია (ზუსტად ისე, როგორც პატარა ბავშვი, რომელიც მაქსიმალური კონცენტრაციით უყურებს მულტფილმს). ფსიქოლოგების ენას თუ დავუჯერებთ, ასეთი დგომა საჭირო სულაც არ არის, მაგრამ, რაც მთავარია, გავლენას ახდენს როგორც თავად რონალდოს ფსიქიკაზე (დადებითს), ისე მოწინააღმდეგეებზეც (უარყოფითს).

ლიონელ მესი

ლეო მესი კი აბსოლუტურად სხვანაირი ტიპია. მისი მიმიკა ნაკლებ მოქნილობას გვიჩვენებს. მესი ფეხბურთის თამაშის დროს დიდად არ განსხვავდება მესისგან, რომელსაც ფოტოებს უღებენ. ამის გამო მესი მოედანს მიღმა ყურადღების ცენტრში ნაკლებად ექცევა და ცნობილი ფეხბურთელი რომ არ იყოს, საზოგადოებაში, შესაძლოა, ვერც ვერავის შეემჩნია.

თანაც, ტანად დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი პერსონის სხეულის ენით დემონსტრირება ნაკლებად შეუძლია.

მესის ეტყობა, რომ ბავშვობაში წუხდა თავისი სიმაღლის გამო და, შეიძლება ითქვას, რომ ახლაც წუხს, რადგან თუნდაც გოლის ზეიმის დროს თანაგუნდელებთან ფიზიკურ სიახლოვეს გაურბის. ცნობილია, რომ მესი ვერ იტანდა ზლატან იბრაჰიმოვიჩს - შვედი ხომ აყლაყუდაა.

რიბერისგან განსხვავებით, არგენტინელს თამაშზე ან ვარჯიშებზე თითქმის არ ეტყობა, რომ რომელიმე თანაგუნდელის ახლო მეგობარია. მისი მთავარი პლუსი საფეხბურთო თვალსაზრისით წარმოუდგენელი მოქნილობაა, რომლითაც მცველებს თავზარს სცემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Nebula..
მწარე ბაიერნისტაა სხეულის ენა კი არა მიუნხენის ბაიერნი იცი შენ )))))
:D :D :D
:D :D :D :D :D გაანებე ჟურნალისტობას თავი, მაგრად ტეხს :D
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
რუმენიგე: რიბერისთვის მეორე დედა ვიყავი
რიბერი "სალერნიტანაში" გააგრძელებს კარიერას
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
ფლორენციელმა ტიფოზებმა რიბერის ენის დამოკლება ურჩიეს
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით