მომდევნო ტური 1 იანვარს!
"ლივერპულმა" 2013 წელი მძიმედ დაასრულა. "წითლები" გასვლაზე ზედიზედ ორ ძირითად კონკურენტს შეხვდნენ და ორჯერვე დამარცხდნენ.

ჟოზე მოურინიომ განაგრძო "ლივერპულთან" წარმატებული მატჩების ტრადიცია. ვნახოთ, როგორ შეაფასეს გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა XIX ტურის ცენტრალური დაპირისპირება.

ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "ეს იყო დიდი გამარჯვება ძალიან ძლიერ მეტოქესთან. მთელი თამაში იდეალურად ჩაჯდა ინგლისური ფეხბურთის სულში. სწორედ მსგავსი სანახაობების გამო უყვარს გულშემატკივარს ჩვენი ჩემპიონატი. ნამდვილი ომი გავმართეთ, ფეხბურთელებმა უკანასკნელი ძალები გაიღეს გამარჯვებისთვის. ამის დასტურია ტრავმებიც.

ბოლო წამებამდე არაფერი იყო გარკვეული, თუმცა საბოლოო გამარჯვება 100%-ით დავიმსახურეთ. "არსენალის" შედეგი თამაშის დაწყებამდე ვიცოდით. ცხადია, ვფიქრობდით იმაზეც, რომ ერთი ფეხის დაცდენის შემთხვევაშიც კი ლიდერს უკვე ძალიან დავშორდებოდით. იმ პრობლემების გათვალისწინებით, რასაც ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისა შევეჩეხეთ, შედეგით კიდევ უფრო ვამაყობ".

ბრენდან როჯერსი (ლივერპული): "მოგების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ "ჩელსის" სერიოზული წინააღმდეგობა გავუწიეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ლონდონელები ამაყობენ იმით, რა შედეგსაც მიაღწიეს. ჩემი ფეხბურთელები ალალად იმსახურებენ თბილ სიტყვებს. ზედიზედ ორი წაგებით უკმაყოფილო რომ არ ვიყო, უცნაურიც იქნება, მაგრამ მეორე მხრივ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ორჯერვე ევროპული ფეხბურთის გრანდებს დავეჭიდეთ".

ტურის ფაქტები

"ვესტ ჰემმა" "ვესტ ბრომვიჩს" "აპტონ პარკზე" მეექვსედ უმასპინძლა. ყოველ ჯერზე სტუმარს სხვადასხვა დამრიგებელი ჰყავდა.

"ვესტ ჰემს" "ბრომვიჩთან" უკანასკნელ 10 შეხვედრაში მხოლოდ 1 წაგება აქვს (4 მოგება, 5 ფრე).

"ჩაქუჩებმა" ზედიზედ მე-3 შეხვედრაში გაუშვეს 3 გოლი და პირველად არ დამარცხდნენ.

დედაქალაქელებს პირველ ტაიმებში მხოლოდ 4 გოლი აქვთ გატანილი.

სწორედ ამ ორმა გუნდმა აიღო დეკემბრის 6-6 შეხვედრაში ყველაზე ნაკლები 2 და 3 ქულა შესაბამისად.

"ბრომვიჩმა" მე-9 შეხვედრა ჩაატარა მოგების გარეშე, რაც ყველაზე დიდი მიმდინარე წარუმატებელი სერიაა.

"ასტონ ვილამ" "სუონსისთან" შეხვედრაში მე-8 ქულა აიღო საშინაო შეხვედრებში. ამაზე უარესი შედეგი მხოლოდ "სანდერლენდსა" და "ფულჰემს" აქვთ.

"ვილამ" შეწყვიტა 4-მატჩიანი წაგებათა სერია და აღარ გაიმეორა 2001 წლის ანტირეკორდი.

მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ "ასტონ ვილამ" ანგარიში გახსნა და ვერ მოიგო.

"ფულჰემი" ერთადერთი პრემიერლიგური კლუბია, ვისაც "ჰალი" შინ ერთზე მეტჯერ შეხვედრია და 100%-იანი შედეგი აქვს.

"ფულჰემი" პრემიერლიგაში მე-13 სეზონს ატარებს და წლის უკანასკნელი შეხვედრა მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული.

სტატისტიკურად "ვეფხვებისთვის" დეკემბერი ყველაზე წარუმატებელი თვეა. 17-დან მათ მხოლოდ 3 მოგება აქვთ.

"ფულჰემს" მიმდინარე სეზონში 19-დან 16 შეხვედრაში აქვს გაშვებული, რაც ჩემპიონატში ყველაზე ცუდი შედეგია.

2002/03 წლების სეზონში ელიტურ ლიგაში დაბრუნების შემდეგ "მანჩესტერ სიტის" წლის ბოლო შეხვედრა არ წაუგია (6 მოგება, 6 ფრე).

"კრისტალ პალასთან" ედინ ჯეკოს გოლით "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა. 19 შეხვედრაში 54 ბურთი აქამდე გატანილი არავის ჰქონია.

"სიტიმ" 10-დან 10 საშინაო შეხვედრა მოიგო და მათში საშუალოდ 3.8 გოლი გაჰქონდა.

"ქალაქელებმა" ზედიზედ მე-60 საშინაო შეხვედრაში მოახერხეს გატანა.

"ნორვიჩმა" "მანჩესტერ იუნაიტედთან" უკანასკნელი 17 შეხვედრიდან 14-ჯერ წააგო.

"კეროუ როუდზე" ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში პირველად მოხდა, რომ გარი ჰუპერმა ვერ გაიტანა.

"კარდიფი" "სანდერლენდს" უმაღლეს ლიგაში უკანასკნელად 1956/57 წლების სეზონში იყო შეხვედრილი.

"სანდერლენდს" წლის ბოლოს ჩატარებული 13 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული.

"კარდიფის" გოლკიპერმა დევიდ მარშალმა საკუთარი გუნდი 77-ჯერ გადაარჩინა გოლს.

"ევერტონს" "საუთჰემპტონთან" ბოლო 8 შეხვედრაში 4 მოგება და ამდენივე ფრე აქვს. სულ კი "წმინდანებთან" 15 საშინაო მატჩში 15-დან 11 მოგება, 3 ფრე და 1 წაგება აქვს.

"ევერტონს" ჩემპიონატში 31 გოლი აქვს გატანილი და აქედან 9 მცველების ანგარიშზეა, რაც საუკეთესო შედეგია პრემიერლიგაში.

ტიმ ჰოვარდმა 2007 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ჩემპიონატის მხოლოდ მე-3 თამაში გამოტოვა.

"არსენალმა" ნიუკასლის "სენტ ჯეიმს პარკზე" ბოლო 13 შეხვედრაში მე-5 მოიგო. (1 წაგება, 7 ფრე).

ამ გუნდებმა 2012 წლის ბოლო მატჩიც ერთმანეთში ითამაშეს. მაშინ "არსენალმა" 7:3 იმარჯვა.

"არსენალმა" პირველ წრეში სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში ყველაზე მეტი, 22 ქულა მოიპოვა.

"არსენალის" თავდამსხმელ ოლივიე ჟირუს პრემიერლიგაში სულ 19 გოლი აქვს გატანილი. აქედან 17 მან ლონდონში შეაგდო, 2 ტაინსაიდში (1-1 სანდერლენდსა და ახლა უკვე ნიუკასლში).

"ჩელსიმ" "ლივერპული" ბოლო 6 საშინაო შეხვედრიდან მხოლოდ მეორედ დაამარცხა., მთლიანად კი 14 შეხვედრიდან "პენსიონერებმა" მხოლოდ მესამედ იმარჯვეს.

"ლივერპულმა" 2013 წელი 84 გოლით დაასრულა, რაც საუკეთესო შედეგია ლიგაში.

ლუის სუარესს ერთი გოლი დააკლდა, რათა წლის განმავლობაში 30 გოლი ჰქონოდა აქტივში. აქამდე მსგავსი ან უკეთესი შედეგი სულ 7 თავდამსხმელს ჰქონია.

"ტოტენჰემმა" "სტოკი" 39-ე საშინაო შეხვედრაში 29-ედ დაამარცხა (8 ფრე, 2 წაგება).

სტუმრად გამართულ შეხვედრებში "სტოკს" მხოლოდ 5 ქულა აქვს. ასეთი ცუდი შედეგი პრემიერლიგაში მხოლოდ "ჰალს" აქვს.

"ტოტენჰემმა" ბოლო 9 შეხვედრაში პირველად მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

XIX ტურის სიმბოლური ნაკრები

დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი) - შეიმუს კოულმენი (ევერტონი), ჯონი ევანსი (მანჩესტერ იუნაიტედი), მარტინ შკრტელი (ლივერპული), მეინორ ფიგეროა (ჰალი) - ტომ ჰადლსტოუნი (ჰალი), რობერტ კორენი (ჰალი), კევინ ნოლანი (ვესტ ჰემი), აჰმედ ელ მოჰამადი (ჰალი) - ნიკოლა ანელკა (ვესტ ბრომვიჩი), რობერტო სოლდადო (ტოტენჰემი)

სტატისტიკა XIX ტურის შემდეგ

საუკეთესო ბომბარდირები

19 - ლუის სუარესი (ლივერპული)

13 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)

10 - ლოიკ რემი (ნიუკასლი)

9 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)

საუკეთესო მეპასეები

8 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)

7 - მესუთ იოზილი (არსენალი)

6 - სტივენ ჯერარდი (ლივერპული), აარონ რემსი (არსენალი), ხესუს ნავასი (მანჩესტერ სიტი)

გოლი+პასი

24 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 19+5

17 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 13+4, უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 9+8

14 - აარონ რემსი (არსენალი) - 8+6

ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელები

8 - ანტონიო ვალენსია (მანჩესტერ იუნაიტედი)

7 - პაულინიო (ტოტენჰემი), კევინ ნოლანი (ვესტ ჰემი), ტიმ ჰოვარდი (ევერტონი)

წითელი ბარათი - 3 ქულა, ყვითელი - 1

მომდევნო ტური

1 იანვარი:

სუონსი-სიტი 16:45

არსენალი-კარდიფი 19:00

პალასი-ნორვიჩი 19:00

ფულჰემი-ვესტ ჰემი 19:00

ლივერპული-ჰალი 19:00

საუთჰემპტონი-ჩელსი 19:00

სტოკი-ევერტონი 19:00

სანდერლენდი-ასტონ ვილა 19:00

ბრომვიჩი-ნიუკასლი 19:00

იუნაიტედი-ტოტენჰემი 21:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
ამორიმი შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს - ყველაფერი 2026 წლის მუნდიალის შემდეგ გადაწყდება
"ლესტერი" როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს - "მელიებს" ორი კანდიდატი ჰყავთ
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
ზურიკოსთან ერთად ლისაბონურ გრანდში? - მოურინიო შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს
"ერთხელაც ვარჯიშზე მოთმინება აღარ მეყო და..." - მხითარიანმა მოურინიოსთან კონფლიქტის დეტალები გაიხსენა
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს
სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
"ერთხელ იცით, რონალდო რის გამო ატირა?" - მოდრიჩმა მოურინიოზე ისტორია გაიხსენა
"ჩელსიმ" მარესკა გაათავისუფლა - მოურინიო "არისტოკრატებს" სათავეში მესამედ ჩაუდგება?!