ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ქართული ფეხბურთის სადღეგრძელო არ მოგენატრათ?

ქართული ფეხბურთის სადღეგრძელო არ მოგენატრათ?

ზუსტად ერთი წლის მერე, სიამაყით გვეთქვას თუ აგვეღნიშნოს: ქართულ ფეხბურთს მსგავსი წარმატებული წელიწადი არასდროს ჰქონიაო!
...უკვე მერამდენე წელია, როცა საფეხბურთო წელიწადს ვაჯამებთ-ხოლმე, ფაქტობრივად, ერთი და იგივეს ვიმეორებთ: "განვლილ წელიწადში იმედგაცრუება სჭარბობდა სიხარულს; თუმცა, იმედი დავიტოვოთ, რომ მომავალი წელიწადი უკეთესი იქნება და ქართულ ფეხბურთსაც ზეობის პერიოდი დაუდგება!"

ჰო, ასე გრძელდება ორ ათეულ წელიწადზე მეტჯერ, და ახლაც, ძველი და ახალი წლების მიჯნაზე, თითქმის იგივეს გამეორება გვიწევს: 2013 წელს ქართული ფეხბურთისათვის წარმატებულს ვერ ვუწოდებთ (თუმცა, რამდენიმე გამონათება მაინც იყო) და იმედი ვიქონიოთ, რომ 2014 წელი ჩვენი ფეხბურთისათვის ბევრად უფრო წარმატებული და, რაც მთავარია, აღმავლობის დასაწყისის პერიოდი ყოფილიყოს!

ზუსტად ერთი წლის მერე, სიამაყით გვეთქვას თუ აგვეღნიშნოს: ქართულ ფეხბურთს მსგავსი წარმატებული წელიწადი არასდროს ჰქონიაო!

თანაც, არა მხოლოდ "ლელოს" ფურცლებიდან გვეთქვას, - ქართული ფეხბურთის სადღეგრძელოც (გინდა - "განსხვავებული" სასმისით, გინდა - "წელში გამოყვანილი" ჭიქით) შეგვესვას!

თუმცა, სადღეგრძელოები ამ დღეებშიც "გვეყოფა", მანამდე კი გასული საფეხბურთო წელიწადი შევაფასოთ - ქართველ გულშემატკივარში, ტრადიციულად, გაორებული შთაბეჭდილება რომ დატოვა...

ეროვნული ნაკრები: პრეტენზიების წელიწადი

...არცთუ შორეულ წარსულს გაგახსენებთ, როცა მართლაც საამაყოდ გვქონდა საქმე: 2010 წელი საქართველოს ნაკრებმა ხომ წაუგებლად დაასრულა! ჰოდა, ყველანი რომ უფრო უკეთესის მოლოდინსა თუ ახალ-ახალი წარმატებების იმედად ვიყავით, აი, სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენი უპირველესი გუნდის უკუსვლა.

სამწუხაროდ, 2013 წელს იმედგაცრუება სჭარბობდა ჩვენი ნაკრების შედეგებისა თუ თამაშის ხარისხიდან გამომდინარე: 8 მატჩიდან 1 მოგება, 1 ფრე და 6 წაგება (ბურთების სხვაობა - 5:14) არც ერთი "თავმოყვარე" გუნდის აქტივში ნამდვილად ვერ ჩაითვლება. თანაც, ის ერთადერთი მოგებაც (მართალია, სტუმრად, მაგრამ, მაინც...) ამხანაგურ შეხვედრაში, წლის დასაწყისში ალბანეთის ნაკრებთან გვქონდა.

თუმცა, მხოლოდ ციფრებში როდია საქმე: წინა წელს დაწყებული შესარჩევი ციკლი ხომ სწორედ 2013-ში უნდა დასრულებულიყო და რა შედეგიც მივიღეთ, ყველას კარგად მოეხსენება!

ჰო, ხუთგუნდიან ჯგუფში მეოთხე ადგილზე გასვლას, ზოგიერთებისგან განსხვავებით, ჩვენ "წინსვლად" ნამდვილად ვერ შევაფასებთ.

ოღონდ, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ 2013 წელს ჩატარებული ოთხი ოფიციალური მატჩიდან ორი საფრანგეთთან გვქონდა და ერთიც - ესპანეთთან; ანუ, 2013 წლის დასაწყისში არავის გვქონდა იმის ილუზია, რომ მართლაც სასწაული მოხდებოდა და საქართველოს ნაკრები თუნდაც მეორე ადგილისათვის იბრძოლებდა - ჩვენთვის ეს უკანასკნელი შესარჩევი ციკლი ხომ, ფაქტობრივად, 2012 წლის შემოდგომაზე დასრულდა, როცა ჩვენი "კალიბრის" მეტოქეებთან (ფინეთთან და ბელარუსთან) სტუმრად ჩატარებულ ორ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა ავიღეთ.

იდეალური ვარიანტი მაშინ, რაღა თქმა უნდა, 6 ქულა იქნებოდა, თუმცა ოთხ ქულაზეც არავინ ვიქნებოდით უკმაყოფილონი, მაგრამ როცა ჯგუფში საფრანგეთი და ესპანეთი გყავს და დანარჩენ ორ გუნდთან ურთიერთდაპირისპირებებში რომ ვერ იყოჩაღებ, მაშინ პრეტენზია არაფერზე უნდა გვქონდეს.

..."პრეტენზია" ვახსენეთ და, სამწუხაროდ, ეს სიტყვა თითქმის მთელი წლის განმავლობაში ყველაზე... აქტუალური იყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მიმართებაში; ჰო, აქეთ, ქართულ სპორტულ მედიას ჰქონდა პრეტენზიები ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიმართ, თუმცა არანაკლები კი არა, ლამის უფრო "საპასუხო" პრეტენზიებს ვისმენდით ქართველი ჟურნალისტები საქართველოს ეროვნული თავკაცის მხრიდან; აღარაფერს ვამბობთ ამაზე ბევრად უსიამოვნო და არასასურველ ფაქტ(ებ)ზე, როცა ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი საჯაროდ (ოღონდ, დაუსწრებლად) უყენებდნენ ერთმანეთს პრეტენზიებს.

არადა, ზემოთ რომ 2010 წელი ვახსენეთ, მაშინაც (ისე როგორც - 2013 წელს) ხომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გახლდათ!

სხვათა შორის, თემურ ქეცბაიას საამაყოდ მაინც აქვს საქმე: ერთადერთი მწვრთნელია, ვინც საქართველოს ნაკრებს ზედიზედ ორ შესარჩევ ციკლში უხელმძღვანელა!

ამას გარდა, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ და მართლაც ჯიგრიან მოთამაშეს თემურ ქეცბაიას 2014 წელს ახალი მიღწევაც ელოდება: კიდევ სამი მატჩი და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით ალექსანდრე ჩივაძის რეკორდსაც დაამხობს!

დინამო, რონალდო და შევჩენკო

საქართველოს ჩემპიონატზე რა უნდა ვთქვათ: ხვალ ახალი წელია და უმაღლესი ლიგის 12 კლუბიდან, ალბათ, ერთი-ორგან თუა დაგეგმილი მოსამზადებელი პერიოდისა და სავარაუდო ტრანსფერების ამბავი.

ამ გუნდების უმრავლესობა კი სრულ გაურკვევლობაშია: რა ბიუჯეტი ექნებათ, რა კონტიგენტი ეყოლებათ და ასე შემდეგ; ისე კი, 2013 წელი (ევროტურნირებს თუ არ ჩავთვლით) განსაკუთრებული იყო თბილისის "დინამოსათვის": ჩეხი სპეციალისტის, დუშან უჰრინის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა ხუთწლიანი პაუზის მერე საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა, ათწლიანი პაუზის შემდეგ კი "დუბლიც" შეასრულა!

თუმცა, შიდა ასპარეზზე "ტრიპლეტის" გაკეთება ვეღარ შეძლო: ჩვენში უკვე ტრადიციასავით დამკვიდრებულ, დეკემბერში (!) ჩატარებულ სუპერთასზე "დინამოს" ხელი მოეცარა. სამაგიეროდ, კლუბის ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა სოსო ფრუიძის "ჩიხურამ"...

...ისევ "დინამოზე", გვინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვათ: სწორედ წლეულს მოხდა, რომ საბოლოო სახე მიიღო კლუბის მართლაც ჩინებულმა საწვრთნელმა ბაზამ; თუმცა, "დინამოს" პრეზიდენტს რომან ფიფიას სამადლობელი ბევრად უფრო მასშტაბური და საშვილიშვილო საქმისათვის ეკუთვნის:

ამ ზაფხულს ხომ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას სახელობის "დინამოს" ბავშვთა საფეხბურთო აკადემია გაიხსნა, რომლის ანალოგიც, გვერწმუნეთ, ევროპაში ბევრი ნამდვილად არ იქნება. თანაც, ამ აკადემიის გახსნაზე ხომ ახლო წარსულისა და თანამედროვეობის ორი ვარსკვლავიც გვესტუმრა: უკრაინელი ანდრეი შევჩენკო და პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო!

სასიამოვნო გამონათება

საბედნიეროდ, წელიწადს ქართულ ფეხბურთში სასიხარულო ფაქტებიც გვხვდებოდა და ეს.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების წარმატებული ასპარეზობებით იყო განპირობებული; რაც მართალია, მართალია: საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებებმა უკვე ისე გაგვანებივრეს ლამაზი გამარჯვებებით, რომ ლამის არის, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა კი არა, რომელიმე სინჯის მედალის მოპოვებაც მოვითხოვოთ!

ჰო, ფინალურ ეტაპზე მოხვედრა უკვე "სავალდებულოდაც" გავუხადეთ ჩვენს ასაკობრივ ნაკრებებს, არადა, ხანდახან "გვავიწყდება", რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კონტინენტის 8 საუკეთესო გუნდი გადის!

სწორედ ასეთ წარმატებას მიაღწია 2013 წლის მაისის ბოლოს ჩვენმა 19-წლამდელთა ნაკრებმა, როცა ბელგიაში ჩატარებულ ელიტ-რაუნდში მასპინძლების, ინგლისელების და შოტლანდიელების "გარემოცვაში" ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა!

გია ცეცაძის შეგირდებმა პირველი მატჩი ინგლისელ თანატოლებთან ფრედ (1:0) ითამაშეს, მერე იყო მართლაც სასწაული შეხვედრა შოტლანდიასთან, როცა 9 ფეხბურთელით (!) მოასპარეზე ჩვენმა ბიჭებმა მაინც შეძლეს მეტოქის დამარცხებაც (3:1) და უაღრესად ტენდენციურ მსაჯობასთან გამკლავებაც; თუმცა მთავარი წინ იყო: დისკვალიფიკაციების გამო ლამის "განახევრებულმა" საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა გადამწყვეტ მატჩში მასპინძლებს, ბელგიელებს მოუგო და კონტინენტის 8 საუკეთესო გუნდშიც მოხვდა.

სამწუხაროდ, ლიტვაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი და კიდევ უფრო მასშტაბური სასწაული არ მოხდა: საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ვერ გავიდა...

...ეს ყველაფერი წლის პირველ ნახევარში იყო, შემოდგომაზე კი კიდევ ორი კარგი ამბავი გველოდა: ჯერ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა (მთავარი მწვრთნელი - ნოდარ აკობია) გაგვახარა, მერე კი - ახალი ფორმაციის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა (მთავარი მწვრთნელი - ვასილ მაისურაძე); შეგახსენებთ, რომ ამ ორივე ნაკრებმა მომავალ წელს გასამართი ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი ვასილ მაისურაძის დამოძღვრილი 19-წლამდელების ჩინებული თამაში იყო: ჩვენმა 19-წლამდელებმა ჰოლანდიელ, მოლდოველ და უელსელ თანატოლებთან სასურველ შედეგთან ერთად ლამაზი სანახაობაც შემოგვთავაზეს.

სამწუხაროდ, გასული წელი წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ახალგაზრდული (21-წლამდე) ნაკრებისათვის: ალექსანდრე ჩივაძის გუნდს, ფაქტობრივად, თეორიული შანსიც აღარ დარჩა პლეი ოფის საგზურის მოსაპოვებლად.

ჩვენ და ევროტურნირები

2004 წელს, გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა თბილისის "დინამომ" რომ უეფას თასის (დღევანდელი - ევროპა ლიგის) ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა, აი, ეს შედეგი კვლავაც ერთადერთ წარმატებად რჩება დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში.

გამონაკლისი არც წლევანდელი ზაფხული იყო, თუმცა, ევროტურნირებზე მოასპარეზე ოთხივე ქართული გუნდის გამოსვლა, რაღა თქმა უნდა, არაერთგვაროვნად უნდა შეფასდეს.

უპირველეს ყოვლისა, "დილას" ასპარეზობა უნდა აღვნიშნოთ: ისე როგორც ერთი წლის წინათ, გიორგი დევდარიანის დამოძღვრილ გორელთა გუნდს ცოტა დააკლდა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად.

"დილა" ერთადერთი ქართული გუნდი იყო, წლევანდელი ევროტურნირები დადებითი ბალანსით რომ დაამთავრა: 6 მატჩი, 3 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება (ბურთების სხვაობა - 5:4).

აქვე, "დილას" იმ წარმატებული ასპარეზობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედიც უნდა ვახსენოთ: ნუკრი რევიშვილმა დანიურ "ოლბორგთან" და ხორვატიულ "ჰაიდუკთან" ისე იასპარეზა, როგორც მაღალი დონის მეკარეს შეეფერებოდა!

ქართველი გულშემატკივარი, ალბათ, უფრო მეტს მოელოდა ერთწლიანი პაუზის მერე ევროტურნირებზე დაბრუნებული თბილისის "დინამოსგან"; პირველ ბარიერს რომ ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბი უპრობლემოდ გაივლიდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა და ასეც მოხდა: ფარერების "სტრეიმურს" ორივე მატჩში უპრობლემოდ მოუგო (6:1, 3:1), მაგრამ აი, მომდევნო მეტოქესთან პაექრობამ ყველას დაგვანახვა, თუ რა მდგომარეობაშია დღესდღეობით ქართული საკლუბო ფეხბურთი; ყოველ შემთხვევაში, რუმინულ "სტიაუსთან" და განსაკუთრებით, შემდეგ, ევროპა ლიგაზე გადანაცვლებისას ინგლისურ "ტოტენჰემთან" მატჩებში ნათლად გამოჩნდა, რომ ვიდრე ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის დონე არ ამაღლდება, საერთაშორისო ასპარეზზე რაიმე წარმატებაზე არც უნდა ვიფიქროთ.

სამწუხაროდ, წლევანდელ ევროტურნირებზე "დინამომ" ერთი ანტირეკორდიც დაამყარა: გუნდს აქამდე არასდროს წაეგო საშინაო მატჩი ხუთბურთიანი სხვაობით...

ევროტურნირების დებიუტანტ "ჩიხურასგან" ბევრს არც არავინ მოელოდა, მაგრამ გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის გუნდმა ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გადალახა, აი, მეორეში კი შვეიცარიულ "თუნთან" ვერაფერს გახდა.

ასევე წინასწარ განწირულად მიგვაჩნდა ჩვენი მეოთხე წარმომადგენლის ასპარეზობაც: ევროტურნირების წინ "ტორპედო" ხომ ერთიანად გაახალგაზრდავდა და სლოვაკურ "ჟილინასთან" ორრაუნდიან დაპირისპირებაში ქუთაისელთა საყვარელ გუნდს რომ შანსი არ ექნებოდა, ყველასათვის ცხადი იყო და ასეც მოხდა.

კალაძე, იაშკა, კობი...

2013 წლის 31 მაისს თბილისში, ჩვენს უმთავრეს საფეხბურთო არენაზე ვარსკვლავთცვენა იყო!

ერთ მხარეს - პაოლო მალდინი, ფრანკო ბარეზი, ფაბიო კანავარო, ანდრეი შევჩენკო, ლუკა ტონი, ზვონიმირ ბობანი, ფილიპო ინძაგი, მეორე მხარეს - გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, გოჩა ჯამარაული, კახა ცხადაძე, მურთაზ შელია, გიორგი ნემსაძე, გიორგი დემეტრაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი! თუმცა, იმ ლამაზი, მაგრამ მაინც სევდიანი საღამოს მთავარი მოქმედი პირი მაინც სხვა გახლდათ: დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე წარმატებულმა მოთამაშემ კახა კალაძემ თავისი გამოსათხოვარი მატჩი მართლაც რომ ზღაპრულად მოაწყო!

აი, როგორც თვითონ ჰქონდა ზღაპრული კარიერა, სწორედ ისე! კალაძის შთამბეჭდავ კარიერაზე ბევრს არ ვილაპარაკებთ, უბრალოდ, კიდევ ერთხელ გვინდა დავსვათ უკვე არაერთგზის ხსენებული კითხვა: ნეტავ, როდის იქნება, როცა ქართველი ფეხბურთელი სერია A-ში ათ სეზონს ჩაატარებს (თანაც, გუნდის შეუცვლელი ფეხბურთელის სტატუსით)?

აი, მეორე კითხვას რაც შეეხება, ამ შემთხვევაში კი, ვფიქრობთ რიტორიკაც უადგილოა: როდის მოვა ის დრო, როცა ესა თუ ის ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგას ორჯერ მოიგებს!

ვერ გეტყვით, ჩვენი პირველ-მეორე კითხვა (გნებავთ - სურვილი) როდის აგვისრულდება, მაგრამ დღესდღეობით იმით უნდა ვიამაყოთ, რომ ეს ყველაფრი ჩვენმა თანამემამულემ, კახა კალაძემ შეძლო!..

...კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, - თითქმის თანატოლებმა, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე დროს "შემოაბიჯეს" დიდ ფეხბურთში: ჯერ - თბილისის "დინამოში", მერე - საქართველოს ნაკრებში; ამასობაში, ამ მართლაც კაცების "სამეულმა" საკლუბო კარიერაც გაიკეთა: კალაძემ კიევის "დინამოს" გავლით "მილანს" მიაშურა, კობიაშვილი რუსულ "ალანიაში" შთამბეჭდავი სეზონის მერე დღემდე (!) გერმანიაშია, იაშვილი კი ასევე გერმანიაში გატარებული 17 (!) სეზონის შემდეგ დღესაც აგრძელებს თავის ისედაც ჩინებულ საკლუბო კარიერას.

ჰო, 2013 წლის ყველაზე "საინტერესო" ქართული ტრანსფერი, რაღა თქმა უნდა, "იაშკას" გერმანიიდან წამოსვლა და აზერბაიჯანის ყველაზე ქართულ გუნდში, ბაქოს "ინტერში" ჩარიცხვა იყო.

არადა, ვინც ერთხელ მაინც მიადევნა თვალი "ინტერში" იაშვილის თამაშს, დაგვეთანხმება 37 წლის ფეხბურთელის ყველასათვის მისაბაძ პროფესიონალიზმში!

ისე, როგორც ჩვენ ვეთანხმებით "ინტერის" ქართველ თავკაცს კახა ცხადაძეს, ამას წინათ გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში რომ განაცხადა: იაშვილის დონის ფეხბურთელს აზერბაიჯანის ჩემპიონატში ჯერ არ უთამაშიაო!

ვის-ვის და, კახა ცხადაძეს აზერბაიჯანული ფეხბურთი არ ესწავლება: ქართველი სპეციალისტი უკვე მეხუთე სეზონია ჩვენს სამეზობლოში წარმატებით მოღვაწეობს და ლეგიონერ მწვრთნელებს შორის ყველა რეკორდიც მოხსნა...

...და ბოლოს, "კობი"! ერთადერთი ქართველი ფეხბურთულია, ტოპ-ლიგაში (თანაც, რომელში - ბუნდესლიგაში) რომ თამაშობს! ჰო, თამაშობს, კი არ ირიცხება: წლეულს გაზაფხულზე, სწორედ ლევან კობიაშვილის უდიდესი დამსახურებაც იყო, ბერლინის "ჰერტა" ერთწლიანი პაუზის მერე ბუნდესლიგას რომ დაუბრუნდა!

ჰოდა, "კობიც" დაბრუნდა და 36 წლის ასაკში ერთი-ორი ისეთი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა, გულგრილი რომ ვერავინ დარჩებოდა!

ლევან კობიაშვილს ბუნდესლიგაში 340 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ მაჩვენებლით, ბუნდესლიგის ისტორიაში, ლეგიონერთა შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ კონკურენტს კლაუდიო პისაროს ჩამორჩება; ისე, რეკორდი, რაღა თქმა უნდა, მშვენიერი რამეა, მაგრამ ჩვენი სურვილია, რომ კობიაშვილის (ისე როგორც - ალექსანდრე იაშვილის) კარიერა, რაც შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს:

ბოლოს და ბოლოს, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს ჭეშმარიტი პროფესიონალის ეტალონად ვინმე ხომ უნდა ჰყავდეთ? ჰოდა, ვიდრე "კობი" და "იაშკა" თავიანთ ხანგრძლივ და წარმატებულ კარიერას აგრძელებენ, მათზე უკეთესს ვისღა უნდა მიბაძონ?!.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• მამუკა

რაც კობიზე ან იაშკაზე დაიწერა ყველაფერს ვეთანხმები მათი მე ზერელე თამაში არ მახსოვს ასეთივე ჯიგრიანი იყო ქეცბაიაც.მე არ ვიცი გარესამყაროს რომელ უხილავ ძალას რა უნდა ჩვენგან,მაგრამ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის თუ საფეხბურთო პოლიტიკის წარმართველ ხილულ ,,პატივცემულ,,გვამებს,რომ ფეხზე კიდიათ ფეხბურთი ეს ვიცი.ისიც ნამდვილათ ვიცი,რომ თუ ბავშვთა ფეხბურთში მიდგომები არ შეიცვალა სულ ამ დღეში ვიქნებით.p.s.ყველას გილოცავთ ახალ წელს.

• tamazi

არასოდეს არ მახსოვს, რომ როდისმე კობიაშვილს ან იაშვილს უჯიგროდ ეთამაშათ. შეიძლება არ წაგივიდეს თამაში(ეს ყველას მოსდის), მაგრამ მათ არასოდეს დასთყობიათ ეს თავისი ჯიგრიანი თამაშის გამო, პიროვნულადაც მაგარი კარგი ადამიანები არიან. ამათ გვერდით უნდა მომხდარიყო თანდათანობით ნაკრების ახალი თაობით შეცვლა

• GiorgiG83

GIORGI0011 -ს ვინც არ გეთანხმება უფრო წონადი არგუმენტები მოიმარჯვოს. ეგეთ ფეხბურთელებს დიდი საფეხბურთო ქვეყნები არ კარგავენ, ვერ კარგავენ, რადგან ასეთი ფუფუნება ზედმეტად გადამეტებულია უკეთესი ფეხბურთელი დღეს არ გვყავს !!!

• GIORGI0011

აუუ კობის თამაშებს რო ვიხსენებ და ჯერ კიდევ ვუყურებ თუ როგორ თამასობს ბუნდესლიგასი თვალებზე ცრემლები მადგება ეს კაცი უდიდესი გამოცდილების მქონე და ჩვენ თავქარიან ნაკრების წევრებს ბევრ რამეს ასწავლიდა, და ზოგადად ნაკრებს ჯერ კიდევ ჯირდებოდა კობი ტვლიპინ ეს შენ გეხება!

• guja_kakhadze

ქართველი ფეხბურთელი X5-ზე უკეთესს ნამდვილად იმსახურებს!

• vakhtangi

ტყვილა ფაფხურობთ, გარესამყაროს უხილავ ძალებს არ უნდა არც საქართველოს და არც ქართული ფეხბურთის არსებობა. სანამ ქვეყანას სწორ გზაზე არ დავაყენებთ ნურაფრის იმედი ნუ გაქვთ.

• jondi

შესანიშნავი სტატიაა. წაიკითხონ ჩვენმა პონტის ახალგაზრდებმა ფეხბურთელებმა და მიბაძონ ვეტერანებს

• ყველას გილოცავთ ახალ წელს

მიდით ბიჭებო მიდით ქართულად, ჯიგრულად შეუბერეთ მერე რა რომ...ეგ ყველაფერი ნეგატიური გავატანოთ ძველ წელს!წარმატებები ყველა საქართველოს სპორტსმენ გოგო-ბიჭებს!

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია

ბიძინა ივანიშვილი: ქართულ ფეხბურთში 100 მილიონის ჩადებას ვაპირებდი, მაგრამ...

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

ᓫᓠᓝᓮᓐᓕ, ᓛᓝᓛᓔᓪ ᓠᓫᓔ!.. - ᓐᓜᓣ ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓙᓣᓭᓘᓡ ᓤᓘლᓝᓡᓝᓤᓘა

მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინ არის - ქართული ფეხბურთის უდიდესი გამარჯვებები [VIDEO]

Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

უდიდესი სხვაობა - საქართველოსა და სომხეთის ნაკრების ჯამური ღირებულება ტრანსფერმარკტის მიხედვით

ვიმსჯელოთ ნაკრებზე შემადგებლობამდე - სად რა გვიჭირს და რას ველოდოთ

საქართველო-უკრაინის მატჩამდე ცოტა დრო რჩება - რა ხდება ბათუმში? [VIDEO]

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს

უპრეცედენტო შემთხვევა ქართული ფეხბურთის ისტორიაში - რა შეიცვალა მიქაუტაძის "ვილიარეალში" გადასვლის შემდეგ?

რამდენად კარგად იცნობ ქართული ფეხბურთის ისტორიას?

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

როგორ ფორმაში ვართ ჩვენ და თურქები და რომელი ტაქტიკით ვითამაშებთ ორი ნახევარმცველის გარეშე...

ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ქართულ ფეხბურთს?

ვიწყებთ სახლში თურქეთთან - საქართველოს ნაკრების კალენდარი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ციკლში