ქუთათურები "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩს დიდ იმედებს უკავშირებდნენ, მაგრამ გაწბილდნენ

ქუთათურები "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩს დიდ იმედებს უკავშირებდნენ. გამარჯვების შემთხვევაში "ტორპედო" მეოთხე ადგილზე გადავიდოდა და ლიდერთა ტრიოსაც ჩაუდგებოდა კვალში, მაგრამ მოგებას ვინ დაეძებს, რიონისპირელებმა ქულაც ვერ მიიღეს და ერთგული გულშემატკივრები შინ გაწბილებული გაისტუმრეს. გია გიგატაძის შეგირდებმა მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე პირველი მარცხი იწვნიეს და ამით "ტორპედოს" რვამატჩიან წაუგებელ სერიასაც დაესვა წერტილი. შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა. მასპინძლებმა

დისკვალიფიცირებული თენგიზ ჩიკვილაძე მოისაკლისეს, რომლის ნაცვლადაც მარცხენა ფლანგზე გიორგი გურული გამოჩნდა. თბილისელებმა კი იმავე მიზეზით გიგა ბეჭვაია ვერ დაიხმარეს. შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, მცირეოდენ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა ისინი ძალიან ერთფეროვნად უტევდნენ. რამდენიმე საგოლე მომენტი მაინც შექმნეს, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ იყოჩაღეს. საერთოდაც, მომენტების შექმნა და რეალიზება "ტორპედოს" აქილევსის ქუსლია. ქუთაისური გუნდის შეტევის პოტენციალის სისუსტეზე 16 ტურში გატანილი ოდენ რვა გოლიც მეტყველებს. რაც შეეხება "ვიტ ჯორჯიას", სტუმრებმა თამაში კონტრშეტევებზე ააგეს, ტერიტორიული უპირატესობა მეტოქეს დაუთმეს, მაგრამ, როგორც კი ბურთს მოიხელთებდნენ, მასპინძლებზე მწვავედ უტევდნენ. განსაკუთრებით ჯაბა ლიპარტიას ეფექტური თამაში უნდა გამოვყოთ, რომელმაც აქტიურ თამაშთან ერთად მეორე ტაიმში გოლი-შედევრი "გამოაცხო" და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა.

პროდუქტიულად მოქმედებდა ირაკლი კლიმიაშვილიც, ბესიკ ჩიმაკაძეს კი რიგ ეპიზოდებში უფრო მეტი სიზუსტე მართებდა. მატჩის პირველი სახიფათო მომენტი ვიტელებმა შექმნეს -ქუთაისელი მცველების შეცდომის შემდეგ ჩიმაკაძე ურტყამდა, მაგრამ ომარ მიგინეიშვილმა შეძლო ბურთის მოგერიება, მასპინძლებმა იქვე მეტად სახიფათო შეტევით უპასუხეს, მცველის შეცდომის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გივი ჩხეტიანი აღმოჩნდა, მაგრამ გიორგი ძაძამიამ დაასწრო და ვიტელები ხიფათისგან იხსნა. ცოტა ხანში ჩხეტიანს ისევ მიეცა თავის გამოჩენის შანსი, იგი ისევ მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, მაგრამ მისი სახიფათო დარტყმა ხარიხას გადასცდა. 27-ე წუთზე ლაშა კასრაძემ ჯარიმიდან ჩაჰკიდა ბურთი, რასაც ჩიმაკაძის თავური მოჰყვა, მეკარე ცუდ პოზიციაში იყო, მაგრამ დარტყმა იმდენად სუსტი აღმოჩნდა მოგერიება მაინც მოასწრო. ტაიმის ბოლოს თემურ ფარულავას ჰქონდა გოლის გატანის შანსი. კუთხურის შემდეგ კარში თავით გზავნიდა ბურთს, მაგრამ მცირედით ააცილა.

მეორე ნახევრის საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. 58-ე წუთზე კი ლიპარტიამ პატარა შედევრი შემოგვთავაზა. ბექა ზაქრაძის ჩაწოდებისა და კლიმიაშვილის თავური პასის შემდეგ მან "ტორპედოს" მთელი დაცვა გააბითურა და საჯარიმოს გარედან მოჭრილი დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა-0:1 გაშვებულმა ბურთმა მასპინძლები კიდევ უფრო დააბნია და 66-ე წუთზე ვიტელებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ. ლიპარტია-კლიმიაშვილი-ჩიმაკაძის კომბინაციას ეს უკანასკნელი აგვირგვინებდა, მაგრამ დარტყმა სუსტი გამოუვიდა და მეკარემ მოიგერია. გიგატაძემ შეცვლებით სცადა მდგომარეობის გამოსწორება, მარჯვენა მცველ დაჩი ფოფხაძის ნაცვლად მესამე თავდამსხმელი ლაშა კემუხტაშვილი შეიყვანა. მოგვიანებით კი მოედანზე რევაზ კვერნაძეც შეუშვა. 67-წუთზე ტორპედოელებს ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა ჰქონდათ, თორნიკე თარხნიშვილის გადაცემის შემდეგ ნიკა საბანაძე ახლოდან ურტყამდა და მეკარე ძაძამიამ იხსნა საკუთარი გუნდი. 77-ე წუთზე დავით დიღმელაშვილის კუთხურის შემდეგ ვახტანგ კვარაცხელიას თავური ასცდა მიზანს.

"ტორპედო" ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა და ბევრსაც უტევდა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ქუთაისელებს მთელი მატჩის განმავლობაში ერთი გააზრებული კომბინაციაც არ გაუთამაშებიათ. მხოლოდ მაღალმა ჩაწოდებებმა და ქაოტურმა შეტევებმა კი შედეგი ვერ მოიტანა. პირიქით, ვიტელებს მატჩის მიწურულს სხვაობის გაზრდა ორჯერ შეეძლოთ 83-ე წუთზე კლიმიაშვილის უძლიერესი შორეული დარტყმა მეკარემ მოიგერია, 89-ე წუთზე კი კლიმიაშვილის გადაცემის შემდეგ შეცვლაზე შესულმა გიორგი ჯანელიძემ მცველებთან ორთაბრძოლაში დაარტყა და ისევ ქუთაისელთა მეკარემ ივაჟკაცა. დარჩენილ დროში მასპინძლებს მატჩის გადარჩენის შანსი აღარ მისცემიათ. სტუმრებმა შეხვერდა მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე და ცხინვალის "სპარტაკთან" მოულოდნელი მარცხის შემდეგ ხასიათი გამოიკეთეს. "ტორპედოს" ხელმძღვანელობა კი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის საფუძვლიან გადახალისებაზე ფიქრობს.

მერაბ კოჭლაშვილი ("ვიტ ჯორჯია~): "დღეს მოედანზე ორი თანაბარი ძალის გუნდი იყო. ფეხბურთელები რატომღაც ძალიან ნერვიულობდნენ. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვქონდა და მეტოქესთან შედარებით უფრო ნაკლები წნეხის ქვეშაც ვიყავით. უკეთესი მოედანი რომ ყოფილიყო, ბურთს დავიჭერდით და კარგი თამაშით მაყურებლებს ჩვენს მხარეზე გადმოვიყვანდით. ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია და დამსახურებულად გავიმარჯვეთ"

გიორგი სუხიაშვილი ("ტორპედო~): "ძალაინ გვიჭირს საგოლე მომენტების შექმნა და რეალიზება. გოლის გარეშე კი ფეხბურთში რაიმეს მიღწევა შეუძლებელია. კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებთ, რომ ეს პრობლემა გამოვასწოროთ და შედეგიანობა გავზარდოთ."

ტორპედო-ვიტ ჯორჯია 0:1

ქუთაისი. ცენტრალური. 5000 მაყურებელი

0:1 ლიპარტია (58)

ტორპედო ვიტ-ჯორჯია

4-4-2 4-4-1-1

მიგინეიშვილი ძაძამია

ფოფხაძე ხურცილავა

ს. თოდუა ადამაძე

ფარულავა კასრაძე

გურული ღანიაშვილი

ჩხეტიანი კლიმიაშვილი

დიღმელაშვილი ვასაძე

დათუნაიშვილი გურამ გურეშიძე

თარხნიშვილი ზაქრაძე

საბანაძე ლიპარტია

ვ. კვარაცხელია ჩიმაკაძე

მწვრთნელი: გ. გიგატაძე მწვრთნელი: მ. კოჭლაშვილი

ტორპედო

62.ფოფხაძე - კემუხტაშვილი

79.საბანაძე - კვერნაძე

სათადარიგოები: ქვილითაია, მაჭავარიანი, მ. გიგაური, ლომაშვილი, ნ.კვასხვაძე

ვიტ ჯორჯია

67. ზაქრაძე - ჯანელიძე

79. ლიპარტია - გოგიაშვილი

90. კლიმიაშვილი-კორიფაძე

სათადარიგოები: ა. მიქაბერიძე, გიორგი გურეშიძე, დვალიშვილი, ჭანკვეტაძე

გაფრთხილება: ჩიმაკაძე (38), ძაძამია (53), გურამ გურეშიძე (55) ჯანელიძე(84)

არბიტრი: ლ.კვარაცხელია (ზუგდიდი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

miriana
ეხა სპარტაკთან მოგება დინამოსტან ფრე და თასზე გასვლა ნახევარფინალში
miriana
მთავარია არ გატყდენ ეხა და ეს წელი კარგად ჩაამთავრონ დამერე გავძლიერებით და იქნება რაგაც.თავარია ეხა ასევე თასიდან არ გამოვარდეთ რამენაიად
dato
ზამთრამდე არაფელი გვეშველება ამ გუნდს გუნდი არ ქვია, აი მთავარია ეხლა თასის გათამაშებიდან არ გამოვარდეთ ყველაფერი უნდა ჩადონ ამისთვის ბიჭებმა
lado
არაუშავს ამ წაგებას. მალეუნდა გამოასწორონ ოღონდ.
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს