თბილისის "დინამოს" ახალწვეულმა ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა
თბილისის "დინამოს" ღირსებას 25 წლის საყრდენი ნახევარმცველი, თორნიკე გორგიაშვილი დაიცავს.

თორნიკე კლუბში გადმოსვლამდე "ზესტაფონში" ასპარეზობდა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს ჩემპიონატში.

უკანასკნელ პერიოდში მას საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც ხშირად იწვევენ.

"ფეხბურთის თამაში "ზესტაფონში" დავიწყე, იქ ჩამოვყალიბდი პროფესიონალად. გული მწყდება, ასე არასასიამოვნოდ რომ დავშორდით მე და ჩემი ყოფილი კლუბი.

გულშემატკივრებთან, ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა და ამ გუნდს მუდამ ვუგულშემატკივრებ.

"დინამოში" გადმოსვლა ჩემთვის ახალი გამოწვევაა. კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე და მოხარული ვარ, რომ "დინამოს" მაისურით მომიწევს თამაში. მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას იმ ნდობისათვის, რომელიც მათ გამომიცხადეს.

საკმაო პერიოდი გამიცდა და სასურველი ფორმისგან ჯერ შორს ვარ, თუმცა იმედი მაქვს, "დინამოში" თავის დამკვიდრებას შევძლებ და კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარები.

საკუთარი ქვეყნის ნაკრებში თამაში თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ოთხი მატჩი ჩავატარე და იმედი მაქვს, ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებასაც შევძლებ", - თქვა გორგიაშვილმა.

წყარო: fcdinamo.ge

ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამოს" 6 ახალი ფეხბურთელი ჰყავს

puma
დააღწიე თავი ტყვეობას აბდულ...? დინამოში მოგიწევს დამტკიცება რომ საქართველოში ერთ ერთი მაგარი ფეხბურთელი ხარ. წარმატებები
123
თქვენ რომელი "მეგაპოლისიდან" ბრძანდებით,ბატონო beqa? фильтруй базар!!!
beqa
წარმატებები!კარგია რომ სოფელს მოშორდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგის X ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ეროვნული ლიგის IV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
თორნიკე გორგიაშვილი კარიერას "დილაში" გააგრძელებს
ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
თბილისის "საბურთალო" 6-მა ფეხბურთელმა დატოვა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა