"ვისენტე კალდერონზე" გადაწყდება
კოპა დელ რეის 1/8-ფინალის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი "მესტალიაზე" გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა. რა თქმა უნდა, ეს შედეგი ხელს უფრო "ატლეტიკოს" აძლევს, მაგრამ მადრიდელები მაინც დამწუხრებულნი იყვნენ, რადგან გამარჯვება უკანასკნელ წამებზე დაკარგეს - ელდერ პოშტიგამ ანგარიში არბიტრის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გაათანაბრა.

გამორჩეული მატჩები ჩაატარეს ვისენტე გუაიტამ და ტიბო კურტუამ. "ვალენსიას" მეკარემ პირველ ტაიმში რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ 45 წუთში გოლი არ გასულა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში ბელგიელის კართან დაცხა და 21 წლის კარის დარაჯმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უკვე ამ ასაკშიც კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ანგარიში 72-ე წუთზე რაულ გარსიამ გახსნა, რომელსაც იქვე მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ თავისიანები გუაიტამ იხსნა. დარჩენილმა წუთებმა "ღამურების" უპირატესობით ჩაიარა და რომ არა კურტუა, ხუან ანტონიო პიცი ზედიზედ მეორე გამარჯვებას მოიპოვებდა. საბოლოოდ, უძლეველი არც "როხიბლანკოს" მეკარე აღმოჩნდა და ელდერ პოშტიგამ ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.

საპასუხო მატჩი ერთი კვირის შემდეგ, "ვისენტე კალდერონზე" გაიმართება, თუმცა მანამდე დიეგო სიმეონეს და მისი სამწყსოს მთელი ყურადღება ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურზე იქნება გადატანილი - შაბათს "ატლეტიკო"-"ბარსელონაა"...

ვალენსია-ატლეტიკო 1:1

გოლები: 0:1 რაულ გარსია (72), 1:1 ელდერ პოშტიგა (90)

ვალენსია (4-3-2-1): გუაიტა - ჟოაო პერეირა, რ. კოშტა, მატიო, გუარდადო - ხავი ფუეგო, პარეხო, მიჩელი (63. ფეგული) - კარტაბია (77. პ. პიატი), ბერნატი (73. კანალესი) - ელდერ პოშტიგა

ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, ალდერვეირელდი, მირანდა, ფილიპე ლუიში - ადრიანი (67. კ. როდრიგესი), გილავოგი (59. არდა თურანი), გაბი, კოკე (80. ტიაგო) - რაულ გარსია, დიეგო კოშტა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ika
ავტორ ვალენსია - ატლეტიკოს უყურე? რაულ გარსიას აუღო 1 ბურთი გუაიტამ და ისეთი შეცდომა დაუშვა მერე რომ დამწყები მეკარე არ უშვებს. რაის გამორჩეული მატჩი ჩაატარა?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"ვალენსიაში" რობერტო სოლდადოს ელდერ პოშტიგა შეცვლის
მამარდაშვილს "ვალენსიაში" ახალი კონკურენტი ეყოლება?
კამერუნი-ჩილე 0:2 - სანჩესს 32 წუთიც ეყო [VIDEO]
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 29 ივლისი
ᓓᓘ
ვისენტე გუაიტა "კრისტალ პალასში" გადავიდა
"ბილბაოს" ნახევარმცველს რაულ გარსიას გულზე ოპერაცია გაუკეთეს
სამეფო თასი. 1/8-ფინალი. I მატჩები: "ატლეტიკომ" "რეალს" მოუგო [VIDEO]
ᓔᓡᕞᕐᓜᓔᓗᕘ. ᓚᓐ ᓚᕘᓒᓐ. XXXV ᓢᓣᓠᕘ:
ᓐᓜᓮᓔᓚ ᓙᓝᓠᕔᓐ "ᓐᓢᓚᓔᓢᓘᓙᓝᓨᕘ" ᕒᕐᓓᓐᓓᓘᓡ
ლა ლიგა. ტრანსფერები: კრისტოფორო, ოღონდ კოლუმბი არა
ლა ლიგა. ბოლო დღის ტრანსფერები: როგორ ვერ გადავიდა დე ხეა "რეალში"
ᓔᓠᓗᓘ ᓤᓝᓢᓝᓡ ᓘᕡᓢᓝᓠᓘᓐ: 1996 ᓬᓚᓘᓡ "ᓑᓐᓠᓡᓔᓚᓝᓜᓐ" - 13 ᕛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓘᕡ ᓒᓣᓜᕓᓘ
ლა ლიგა. ბოლო ტურის ფაქტები და სტატისტიკა: 16 დარტყმა, 13 გოლი
"ᓕᓐᓚᓔᓜᓡᓘᓐ": ᓐᓮᓐᓚᓘ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓘ, ᓐᓮᓐᓚᓘ "ᓦᓐᓛᓣᓠᓔᓑᓘ"
"კორდობამ" "დეპორტივოსთან" ვერც პენალტით იხეირა და ვერც რიცხობრივი უპირატესობით
საუდის არაბეთის ნაკრების მწვრთნელი: ჩვენი მიზანი რუსეთის ნაკრების დამარცხებაა
ესპანეთი. ლა ლიგა. III ტურის შეჯამება და სიმბოლური: ვიდრე გარეთი მოვა
რობერტო სოლდადოს ნაცვლად "ვალენსია" ორ ფორვარდს იყიდის
ხუან ანტონიო პიცი: რუსებს არ მოუგიათ, ჩვენ წავაგეთ