ბელგიელებმა დაამტკიცეს, რომ ჩვენს გუნდთან ასეთი თამაში სულაც არ იყო შემთხვევითი
"ძალიან რთული მატჩი გვქონდა. მეტოქე სათანადოდ არ შევაფასეთ. ბევრს კი ვლაპარაკობდით ამის თაობაზე, მაგრამ როგორც ჩანს, ის ლაპარაკადვე დარჩა. 50-60 ქულის სხვაობით მოვიგებთო - ვამბობდით და კინაღამ წავაგეთ. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ნებისმიერი მეტოქე უნდა დააფასო. ეს შემთხვევა ჭკუის სასწავლებელი იყო და მომავალში გავითვალისწინებთ" - ეს კომენტარი საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ ერთა თასის შარშანდელი გათამაშების პირველ ტურში, ბელგიის ეროვნულ გუნდთან მატჩის შემდეგ გააკეთა (იხილეთ ვრცლად).

მაშინ "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს გაჭირვებით აჯობეს - 17:13, რაც, ცხადია, ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო.

აი, როგორ იწყებოდა იმ შეხვედრის რეპორტაჟი "ლელოში":

"რიხით დაწყება არ გამოვიდა. არადა, ბელგიის ნაკრები დებიუტანტია და ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს ბრიუსელში გამარჯვება გაუჭირდებოდა. მეტიც, სრულიად რეალური იყო, წაგვეგო კიდეც, რაც არა მარტო ჩვენთვის, მთელი მსოფლიოსთვის შოკისმომგვრელი იქნებოდა.

შოკი არა, მაგრამ ანგარიშის გაგების შემდეგ, ყველა რომ გაოცებული დარჩება, უდავო ფაქტია. ვისაც თამაში არ უნახავს, იფიქრებს, რომ ბელგიას მართლა სერიოზული პროგრესი აქვს, აგერ, მრავალნაცად საქართველოს ნაკრებს როგორი წინააღმდეგობა გაუწიაო. არ გვინდა ბელგიელებს გარჯა დავუწუნოთ. უბრალოდ რომ ვთქვათ, მათ რაიმე განსაკუთრებული შემოგვთავაზესო, არ იქნება სწორი."

მერე ბელგიელებმა დაამტკიცეს, რომ ჩვენს გუნდთან ასეთი თამაში სულაც არ იყო შემთხვევითი. ერთი კვირის თავზე "შავმა ეშმაკებმა" საშინაო არენაზე ესპანეთის ნაკრებთან ფრეს მიაღწიეს - 21:21.

არანაკლებ სერიოზული ბრძოლა გაუმართეს ერთა თასის სხვა გუნდებსაც და დივიზიონში ადგილის შენარჩუნების კარგი შანსი აქვთ.

"ბორჯღალოსნები" პირველ შეხვედრას წლეულს სწორედ ბელგიელებთან გამართავენ 1-ელ თებერვალს.

მატჩს თბილისში "ავჭალის სარაგბო სტადიონი" უმასპინძლებს. სტუმრების მოტივაცია, ცხადია, იგივე იქნება, რაც ერთი წლის წინათ. ისინი ყველანაირად ეცდებიან, ერთა თასის ფავორიტს და ლიდერს, საქართველოს ნაკრებს რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნან.

ცხადია, ბელგიელებს თბილისში გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონდეთ, თუმცა ისიც ცნობილია, რომ წასაგებადაც არ ჩამოვლენ და მაქსიმალურად ეცდებიან, მინიმალურ შედეგს მიაღწიონ, თუნდაც ერთი პრემიალური ქულა წაიღონ. ბრიუსელში ეს მათ მოახერხეს. რა იქნება თბილისში?

სამოასთან მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე იმ შეხვედრაში ნაკრების კაპიტან მამუკა გორგოძეს მომავლის გეგმებზე ჰკითხეს და ბელგიის ნაკრებთან მატჩი გაახსენეს.

"ძალიან მწარედ მახსოვს ეგ თამაში და ბელგიელებზე ძალიან გაბრაზებულნი ვართ" - ასეთი იყო გორგოძის პასუხი.

გაბრაზების მიზეზი, ცხადია, თამაშის დასაწყისში ატეხილი გუნდური ჩხუბია, რომელიც მთლიანად ბელგიელების პროვოცირებული იყო. აკი მასპინძლების ფრანგმა თავკაცმა რიჩარდ მაკკინტოკმა მატჩის შემდეგ თქვა:

"ქართველებს კარგად ვიცნობ. მათ ახალგაზრდულ ნაკრებთან მიმუშავია კიდეც. ფიცხელი, დაუდგრომელი ხასიათი აქვთ. არაფერს შეგარჩენენ და ამიტომ მათი პროვოცირება ძალიან იოლია".

როგორც ჩანს, ის, რაც თამაშის დასაწყისში მოხდა, წინასწარ დაგეგმილი აქცია იყო, რომელმაც გარკვეულწილად თავისი მიზანი შეასრულა კიდეც. არბიტრმა პირველხაზელ დავით ქუბრიაშვილს წითელი ბარათი უჩვენა. ჩვენს გუნდს სათამაშო სქემა აერია და ბელგიელები რბევას გადაურჩნენ.

მეტიც, ცოტა დააკლდათ და თამაშის მოგებაც შეეძლოთ. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 10:3 მოგვიგეს. შესვენების შემდეგ კიდევ უფრო დაწინაურდნენ - 13:3. "ბორჯღალოსნებმა" ძალების მაქსიმალური მობილიზება მოახერხეს და მეტოქეს ორი ლელო გაუტანეს.

გადაურჩებიან თუ არა ბელგიელები თბილისში რბევას, ძნელი სათქმელია, თუმცა გაბრაზებულ "ბორჯღალოსნებთან" ხუმრობა რომ არ შეიძლება, ეს თავიანთ ტყავზე პორტუგალიელებმა და ესპანელებმა არაერთხელ იწვნიეს. "ლუზიტანებს" თბილისში ერთხელ 40:0 მოვუგეთ, მათი მეზობელი "ლომები" კი 60:0-ით დავამარცხეთ.

ცხადია, ამჯერადაც იგივეა მოსალოდნელი, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, "ბორჯღალოსანთა" თავკაცი, მილტონ ჰეიგი რა შემადგენლობას დაუპირისპირებს ბელგიელებს.

გამორიცხული არ არის, ახალზელანდიელმა რამდენიმე ახალგაზრდა კიდევ გამოსცადოს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ექსპერიმენტების დრო აღარ არის. ახლა გადამწყვეტი ეტაპი დადგა და ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს.

ბელგია-საქართველო 13:17

ბელგია (15-9) ვილიამსი, ფან ტრაპენი, ანდრე, ბრებანი, პირონი (ადამსი 72), პიერო, ბერჟე (ხუანი 70). (1-8) მასიმი (ოლივიე 45), ვენდე (კუფოლო 79), ჟადო, ფერსხელდენი, ნანა, ტ. დე მოლდერი (ბილი 77), ნილი, მორელი (მირიალაკისი 10).

ლ: მირიალაკისი. 2ს,გ: ვილიამსი.

სინბინი: ვენდე.

გაძევება: ჟადო.

საქართველო (15-9) წიკლაური, თოდუა, კაჭარავა, შარიქაძე, მჭედლიძე, კვირიკაშვილი (ხმალაძე 75), ბეგაძე. (1-8) ნარიაშვილი (ხინჩაგიშვილი 61), მამუკაშვილი (ბელქანია 61), ქუბრიაშვილი, ჩხაიძე, მიქაუტაძე (სუთიაშვილი 61), კოლელიშვილი, გორგოძე, ბასილაია (ჩილაჩავა 10).

2ლ: გორგოძე, ჩილაჩავა. 2გ,ს: კვირიკაშვილი

სინბინი: კოლელიშვილი

გაძევაბა: ქუბრიაშვილი.

მსაჯი: მატეო ლიპერინი (იტალია)

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 5 4 1 0 +74 19

2. რუმინეთი 5 4 1 0 +49 19

3. რუსეთი 5 3 0 2 -6 14

4. პორტუგალია 5 1 1 3 -21 7

5. ბელგია 5 0 1 4 -39 5

6. ესპანეთი 5 0 2 3 -57 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

GiorgiG83
მოდით ერთგვარი პროგნოზები გავაკეთოთ მომავალი ციკლის მატჩების :) რუმინეთი 37 :9 პორტუგალია ესპანეთი 9 : 20 რუსეთი საქართველო 40 : 13 ბელგია პორტუგალია 9 : 33 საქართველო რუსეთი 13 : 16 რუმინეთი ესპანეთი 9 : 9 ბელგია საქართველო 40 : 9 რუსეთი რუმინეთი 47 : 9 ესპანეთი ბელგია 16 : 12 პორტუგალია ესპანეთი 9 : 30 საქართველო რუსეთი 30 : 12 პორტუგალია რუმენიეთი 33 : 9 ბელგია საქართველო 16 : 10 რუმინეთი პორტუგალია 13 : 9 ესპანეთი ბელგია 16 : 19 რუსეთი აზრი გავცვალოთ, ოპტიმალური პროგნოზების გასაკეთებლად, ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა:) ვცადოთ
moragbe
მოკლედ ყველა ჭკუას ასწავლის ჰეიგს, ყველა! არა ბიჭო თქვენ მეტი იცით რაგბისა ვიდრე ახალ ზელანდიელმა გაანებეთ მაგ კაცს თავი, ტყუილა ნუ იკბინებით
GiorgiG83
მხოლოდ ერთს ვიტყვი!.. :) რადგან ირბ-მ აღიარა რომ გადავიზარდეთ ერთა თასისთვის დავამტკიცოთ, რომ ეს ასეა, რომ ერთი, ორი და იქნებ 3-4 თავით მაღლა ვიდგეთ სხვა დანარჩენზე... "გადააბულდოზერეთ" ბიჭებო !!! წარმატეები !!! გულშემატკივრობა არ მოვაკლოთ ბორჯღალოსნებს
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
ბელგიის ნაკრებში ქართველი მორაგბე ითამაშებს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
"მადრიდის რეალის" ორი ლიდერი კოვიდინფიცირებულია
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რობერტო მარტინესი: აზარი, სულ მცირე, 3 თვეს გამოტოვებს
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
სავსე ტრიბუნების დროა!
საფეხბურთო სკანდალი - კორუფცია, ჩაწყობილი მატჩები და ფულის გათეთრება ბელგიაში?
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
მონტენეგრომ ბელგიის ნაკრები დაამარცხა და ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს