რონალდოს ოქროს ცრემლები ციურიხში
13 იანვარს ციურიხის "კონგრეს ჰალეში" ფიფას გალა-დაჯილდოება გაიმართა, სადაც 2013 წელს ფეხბურთის სამყაროში თავგამოჩენილი ადამიანები დააჯილდოვეს.

ბუნებრივია, მთავარი პრიზი ფიფას "ოქროს ბურთი" იყო ვაჟ ფეხბურთელთა შორის, რომელიც სამი უმთავრესი კანდიდატიდან ერთ-ერთს უნდა მიეღო: პრიზისთვის ლიონელ მესი, ფრანკ რიბერი და კრიშტიანო რონალდო იბრძოდნენ.

გაიმარჯვა ფავორიტმა - კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელების, კაპიტნებისა და ჟურნალისტების ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

მადრიდის "რეალის" 28 წლის ვარსკვლავმა ცრემლიანმა ჩაიბარა მისთვის მეორე "ოქროს ბურთი" (მაგრამ ფიფას ეგიდით პირველი):

"ყველას დიდი მადლობა! მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, გუნდს. ყველას, ვისაც ჩემი იმედი ჰქონდა და აქვს. იყო დრო, როცა მეგონა, რომ ეს მისია შეუსრულებელია, ასე შეიძლებოდა იმედი დამეკარგა. ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა მესის, რადგან მისი ფაქტორი იყო ჩემთვის უდიდესი სტიმული".

ხმები ასე განაწილდა: რონალდო - 27,99%, ლიონელ მესი - 24,72% და ფრანკ რიბერი - 23,36%. მეოთხე ადგილზე გავიდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 5,29%, მეხუთეზეა - ნეიმარი - 3,17%, მეექვსეზე - ანდრეს ინიესტა - 2,08%.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ფიფას წლის სიმბოლური ნაკრებიც დასახელდა: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ფილიპ ლამი (ბაიერნი), სერხიო რამოსი (რეალი), ტიაგო სილვა (პსჟ), დანი ალვეში (ბარსელონა), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ჩავი (ბარსელონა), ფრანკ რიბერი (ბაიერნი), კრიშტიანო რონალდო (რეალი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), ლიონელ მესი (ბარსელონა).

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გახდა გერმანიის ნაკრების ლიდერი ნადინ ანგერერი. მან ამერიკელ ები უიმბაჰს და ბრაზილიელ მარტას აჯობა. შეგახსენებთ, რომ 35 წლის ანგერერი მეკარეა.

ბრაზილიელ ლეგენდა პელეს სპეციალური "ოქროს ბურთი" გადაეცა, როგორც გასული საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელს. მოგეხსენებათ, პელეს დროს ეს პრიზი მხოლოდ ევროპელების საკუთრება იყო. ამიტომაც პელემ პირველად მიიღო "ოქროს ბურთი".

ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლი, რომელიც სხვათა შორის, მან ჯერ კიდევ 2012 წელს გაიტანა ინგლისის ნაკრების კარში, 2013 წელს გახდა წლის საუკეთესო გოლი, ხოლო ზლატანი ამის გამო 2014 წელს დააჯილდოვეს - ნამდვილი კურიოზია.

იხილეთ ვიდეო

2013 წლის საუკეთესო მწვრთნელი პენსიაში გასული იუპ ჰაინკესია, რომლის "ბაიერნმაც" საოცარი ჰეთ თრიქი შეასრულა. 68 წლის გერმანელმა ალექს ფერგიუსონს და იურგენ კლოპს აჯობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
მართალი გითხრათ ნიკოლოზ ნეფარიძეს საერთოდ არ ვოცნობ. აღარც "ლელო"-ს ვწყალობ დიდი ხანია, მაგრამ... ასეთი რა დაწერა ამ კაცმა, რომ გამოლანძღეთ? )))). ფიფას ოქროს ბურთი რონალდომ მიიღო და ხომ არ დაწერდა მესიმ გაიმარჯვაო? ვიღაცისათვის ხომ ნახეთ ხავია პირველი, ვიღაცისათვის ნეიმარი, მაგრამ რადგან უმეტესობამ რონალდოს მისცა ხმა, სუბიექტურები სხვისი უალტერნატივო სიყვარულის გამო არ უნდა გავხდეთ. მაშინ გამოდის, მსოფლიოს ბევრი ჟურნალისტები ბეცები ყოფილან და არაფერი ესმით ფეხბურთში . რომ აიღო ბოლო ხუთწლეული , მესი უპირობოთ საუკეთესოა, მაგრამ წელს სხვადასხვა მიზეზის გამო (ძირითადად ტრამვები) , რონალდომ აჯობა. ისე კაცს, რომელსაც ფეხბურთი, როგორც ხელოვნება ისე გიყვარს, არ შეიძლება არ გეამაყებოდეს, რომ თანამედროვე ხარ ამ ორი ფეხბურთის გენიის და მათ თამაშებს უყურებ. სამჯერ უყურე "კამპ ნოუზე" ორივეს ელ-კლასიკოზე და ვერდის , შექსპირის, პაგანინის, გაუდის , და ვინჩის შემოქმედებების მსგავსი სიამოვნება მივიღე.
გიორგი
ფაქტია, რომ იმ ხალხმა ჩვენზე მეტი იცის ვინც ხმა მისცა რონალდოს.ფეხბურთია ხან მესი გახდება, ხან რონალდო და ხან კიდევ სხვა.წელს მართლა ყველაზე ერთი თავით მაღლა იდგა.
მიჩინიო
ის კი არა რო ვინმეს ვიცავ, ან რამე... უბრალოდ, მართლა გულით მაინტერესებს ამ სტატიის რომელმა კონკრეტულმა ნაწილმა აგაღელვათ? თან ისეთმა ნაწილმა, რომელიც ავტორის სიტყვებია და არა უბრალოდ ფაქტები
bayern
მალადეც რაააა... რიბერის რომ არ მისცეს მაგას რომ თავი დავანებოთ, სიმბოლურში არც შვაინი, არც რობენი... რაღა დროის ჩავი და ინიესტაა კაცო...
დავითი
მესის ერა დასრულდა და ნიკოლოზ ნეფარიძის ერა იწყება ქართულ ჟურნალისტიკაში...ვაი შენ პატრონს!!!
დ.გავაშელი
ბ-ნო ნიკოლოზ, სათაურში მოყვანილი სიტყვები თქვენ თვითონ მოიფიქრეთ თუ რომელიმე იაფფასიანი უცხოური მედიასაშუალებიდან მოიპარეთ? მესის თამაში ნანახი გაქვთ? ფეხბურთს საერთოდ უყურებთ? იცით,რომ მესი ჯერ მხოლოდ 26 წლისაა? თქვენ მარტო უცოდინრობას კი არა უტიფრობასაც ამჟღავნებთ. თუ არ იცი ფეხბურთი, წადი რა სხვა რამე გააკეთე...ეეჰ,მაგრამ არ გეტყობა შენ რამის გამკეთებელიც იყო...
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინიესტამ თქვა, სურს თუ არა "ბარსელონას" მწვრთნელობა
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
[VIDEO] "იყავი ჩუმად, ვიდრე შენზე უკეთეს ფეხბურთელს არ გეტყვი" - რა გააკეთა გამოწვევაზე ვარსკვლავების ჩამოთვლისას იბრაჰიმოვიჩმა
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
ბუნდესლიგა. XXXIV ტური: ჰამბურგში დრო გაჩერდა... [VIDEO]
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
ინიესტამ ფეხბურთელის კარიერის დასრულება დაადასტურა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
"ფეხბურთს მოენატრები, ფენომენო" - მესი ინიესტას დაემშვიდობა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
დიდებული ისტორია მთავრდება - ინიესტა კარიერას ასრულებს
მეტი ხართ, ვიდრე მწვრთნელი - რიბერიმ ჰაინკესს იუბილე მიულოცა
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა და მუნდიალზე წასვლის იმედი აქვს
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
იუპ ჰაინკესი: ნაღდი თერთმეტმეტრიანი იყო, მსაჯობაზე წუწუნს აზრი არა აქვს
იუპ ჰაინკესი: სვენ ულრაიხს თვალთ დაუბნელდა, ეს ფეხბურთელისთვის საშინელებაა
რიბერი "სალერნიტანაში" გააგრძელებს კარიერას
როგორი თავმდაბალია - იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ თავს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
ფლორენციელმა ტიფოზებმა რიბერის ენის დამოკლება ურჩიეს
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
ჰაინკესი: სანე ტოპ-ფეხბურთელი არ არის - მისი ფასი გადაჭარბებულია
ინიესტა, დიდი ალბათობით, მალე სამწვრთნელო საქმიანობას დაიწყებს
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
რუმენიგე: რიბერისთვის მეორე დედა ვიყავი