პირველად, თასის გათამაშებების ისტორიაში, აღნიშნული ტურნირი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
პირველად, თასის გათამაშებების ისტორიაში, აღნიშნული ტურნირი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.

საპლეიოფო რაუნდის დაძლევა 2 მატჩის ჯამში იქნება შესაძლებელი. აქამდე მეოთხედფინალები და ნახევარფინალები ერთი მატჩისგან შედგებოდა, 2014 წლიდან კი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გუნდმა 2 მატჩის ჯამში უნდა იმარჯვოს.

სუპერლიგის პირველი წრის ცხრილის საუკეთესო 7 გუნდი მეოთხედფინალში პირდაპირ დაიშვება, ბოლო 2 ადგილზე მყოფები კი მეოთხედფინალის ბოლო, მე-8 საგზურისთვის ერთმანეთს საკვალიფიკაციო ეტაპში დაუპირისპირდებიან. შესაბამისად, თასზე მონაწილეობას მიიღებენ - "დინამო", "არმია", "ქუთაისი", "ბათუმი", "სოხუმი", "შსს-აკადემია" და "რუსთავი".

მეოთხედფინალის ბოლო მონაწილე "ოლიმპისა" და "მაქაბის" ორმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდება.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 17 და 18 იანვარს გაიმართება. გამომდინარე იქიდან, რომ "ოლიმპიც" და "მაქაბიც" თბილისის გუნდები არიან, ორივე შეხვედრა დედაქალაქში, კონკრეტულად კი საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება. მეოთხედფინალის საგზურს ის გუნდი მოიპოვებს, რომელიც 2 მატჩის ჯამში უკეთეს შედეგს აჩვენებს. თუკი გუნდებმა მოგებები გაიყვეს, უპირატესობა ბურთების შეფარდებას მიენიჭება.

მეოთხედფინალური მატჩები 20 და 22 იანვარს, მიმოსვლით გაიმართება. რეგიონის გუნდები 2-დან 1 შეხვედრას საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ. წყვილში მოედნის უპირატესობა სუპერლიგის ცხრილში დაწინაურებულ გუნდს მიენიჭება, რომელიც პირველ მატჩს სტუმრად, ხოლო მეორეს - შინ გამართავს.

მეოთხედფინალში გუნდები, სუპერლიგის ცხრილის ადგილების შესაბამისად, შემდეგნაირად დაწყვილდნენ: არმია (2) - რუსთავი (7), ქუთაისი (3) - შსს აკადემია (6), ბათუმი (4) - სოხუმი (5), დინამო (1)- ოლიმპი (8)/მაქაბი (9).

წყარო: superleague.ge

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა