საკალათბურთო აკადემიაში საქართველოს თასის 2014 წლის გათამაშება დაიწყო
საკალათბურთო აკადემიაში საქართველოს თასის 2014 წლის გათამაშება დაიწყო. სანამ ნახევარფინალური მატჩები დაიწყებოდეს, ტურნირის ძირითადი ბადის ბოლო მონაწილე საკვალიფიკაციო დაპირისპირებამ უნდა გამოავლინოს.

17 იანვარს საკვალიფიკციო ეტპის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც მეოთხედფინალის ბოლო საგზურისთვის ერთმანეთს სუპერლიგის ცხრილის ბოლო ადგილებზე მყოფი გუნდები - "ოლიმპი" და "მაკაბი" ეცილებიან.

პირველად, თასის გათამაშებების ისტორიაში, აღნიშნული ტურნირი განსხვავებული ფორმატით ტარდება. აქამდე მეოთხედფინალები და ნახევარფინალები ერთი მატჩისგან შედგებოდა, 2014 წლიდან კი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გუნდმა 2 მატჩის ჯამში უნდა იმარჯვოს.

"ოლიმპისა" და "მაკაბის" 2-მატჩიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და დიდ შესვენებამდე საინტერესო ბრძოლა მიმდინარეობდა, მეორე ნახევარში კი დავით თორთლაძის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა იძალეს და საბოლოოდ 81:60 იმარჯვეს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ 18 იანვარს გასამართ მეორე მატჩში "ოლიმპს" 21-ქულიანი უპირატესობა აქვს. "მაკაბი" რომ თასის გათამშების მეოთხედფინალში გავიდეს, მინიმუმ 22 ქულით უნდა იმარჯვოს.

ჯამლეტ და მიხეილ ხუხაშვილების გუნდს აღნიშნული ჩამორჩენის გაბათილება გაუჭირდებათ, რადგან წარმატების მისაღწევად რესურსი რომ აკლია, ამ მატჩშიც გამოჩნდა. მაკაბელების ბრძოლისუნარინობა მხოლოდ პირველ ტაიმს გაწვდა, რომელიც "ოლიმპმა" 5 ქულის სხვაობით - 38:33 მოიგო.

დიდი შესვენების შემდეგ თორთლაძის გუნდმა თამაში დაალაგა და მატჩის ბოლომდე პრობლემა აღარ შექმნია.

შეხვედრის ბომბარდირი "ოლიმპის" უკანახაზელი , ირაკლი გულისაბედაშვილი გახდა, რომელმაც 16 ქულა და 6 პასი მოაგროვა. რიჩარდ მათიაშვილი კი ფარქვეშ დომინირებდა და მთლიანობაში 21 მოხსნა მოაგროვა, რასაც 13 ქულაც მოაყოლა და ოლიმპელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მაკაბელთა შორის 17 ქულით გიორგი ფერიაშვილი გამოირჩა, ლევან რევაზაშვილმა კი პირად ანგარიშზე 15 ქულა ჩაიწერა.

თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 18 ინვარს, 16 საათზე გაიმართება. სერიის გამარჯვებული მეოთხედფინალში გავა, სადაც სუპერლიგის ლიდერ, პირველ ნომრად განთესილ "დინამოს" შეუწყვილდება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

დავით თორთლაძე("ოლიმპის'' მთავარი მწვრთნელი): მათიაშვილი დაგვიბრუნდა, მასთან ერთად დაგვემატნენ მიხეილ ჩიტაშვილი და ირაკლი ალხანაიძე. საქართველოს თასის გათამაშება დაგვეხმარება იმაში, რომ მოთამაშეები გუნდს შეეწყონ და მეორე წრეს მომზადებულები შევხვდეთ.

ჯამლეტ ხუხაშვილი ("მაკაბის'' მთავარი მწვრთნელი):

"საქართველოს თასი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია და მასში მონაწილეობაც საპატიოა, გამარჯვება კი დიდი წარმატება.

ჩვენ ახალგაზრდული გუნდი ვართ, რევაზაშვილების და ფერიაშვილის აღზრდაზე გათვლილი. პრაქტიკულად, ჩვენ არ გვაქვს გამარჯვების შანსი, მითუმეტეს "ოლიმპთან'', რომელიც მათიაშვილის დაბრუნების შემდეგ გაძლიერდა და საკმაოდ კარგად გამოიყურება.

პირველ ტაიმში ბიჭებმა იბრძოლეს და თანაბარი თამაში ანახეს, ეს ჩვენთვის საკმარისია. გიორგი რევაზაშვილი სულ ახლახან დაბრუნდა 1-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი თამაში ჩაატარა და მისგან სასწაულს არ მოველოდით.

დღეს დაგვაკლდა ყველაზე ახალგაზრდა და პერსპექტიული მაიზერ რევაზაშვილი ტრავმის გამო. ამ ყველაფერის გათვალისწინებით, კმაყოფილები ვართ. მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას".

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან
ოლიმპი-მაკაბი 96:59 - შანსის გარეშე
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგას მარნეულის "დელტა" შეემატა
სუპერლიგა. VI ტური: "ბათუმმა" "ქუთაისი" დაამარცხა და გალიდერდა
ᓝᕚᓘ
ჯამლეტ ხუხაშვილი: შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე ვერ მოვხვდეთ, მაგრამ...
კოტე ტუღუში: ქუთაისში ჩემპიონობისთვის ჩამოვედი
საქართველოს კალათბურთელთა B ნაკრები პოლონეთის B ნაკრებთან 36 ქულის სხვაობით დამარცხდა
"ოლიმპმა" ოთხი კალათბურთელი დაიმატა
საქართველოს ნაკრების გზა 2021 წლის ევრობასკეტამდე - ნაწილი III
ძიუდოს აკადემიამ სკოლის მოსწავლეთა შორის კარატეში საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა [PHOTO]
ქუთაისი-ბათუმი 73:74 - კიდევ ერთი ვნებათაღელვა ქუთაისში
"ლევან ყიფიანი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საქმიანობაში ერევა!" [PHOTO]
3×3 კალათბურთის ფედერაციის პრეზენტაცია სპორტისა და კულტურის სამინისტროში
საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა ასოციაცია დაარსდა
საკალათბურთო სუპერლიგის პლეი აუტი საინტერესოდ დაიწყო
სუპერლიგა. ფინალი. V მატჩი: გამარჯვების დღე ქუთაისში [VIDEO+PHOTO]
ქუთაისი-ოლიმპი 83:64 - მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვება
"უნდა მიგვეცა საშუალება, გამოესწორებინათ შეცდომა, თავისუფლებაზე და არა ციხეში ყოფნის დროს"
სუპერლიგა. ფინალი: "ქუთაისი" სერიაში დაწინაურდა