საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ბრუკლინ ნეთსის" ფორვარდი, თორნიკე შენგელია "ჩიკაგო ბულსში" გადავიდა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ბრუკლინ ნეთსის" ფორვარდი, თორნიკე შენგელია "ჩიკაგო ბულსში" გადავიდა.

NBA-ს გუნდებს შორის შეთანხმება მიღწეულია, ამის თობაზე უკვე გამოაცხადეს ამერიკის წამყვანმა სააგენტოებმა, ოფიციალურად კი გაცვლა მომავალი კვირის დასაწყისში განხორციელდება.

შენგელია "ჩიკაგოს" ახალგაზრდა გამთმაშებელ მარკიზ თიგში გაცვალეს. ორივე კალათბურთლი 2012 წლის დრაფტზე აიყვანეს, თუმცა შენგელიასგან განსხვავებით, თიგი პირველ რაუნდში, 29-ე ნომრად აიყვანა "ბულსმა".

მარკიზ თიგი "ატლანტა ჰოუქსის" ძირითდი გამთამაშებლის, ჯეფ თიგის უმცროსი ძმაა, თუმცა მისი მარიფათი ვერ გამოჰყვა.

მარკიზმა მიმდინარე სეზონის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თამაშიდან განხორციელებული 66 სროლიდან მხოლოდ 16 ჩააგდო. მან ვერ ისარგებლა შემთხვევით და დერიკ როუის დაშავების შემდეგ მოედანზე რამდენჯერმა ხანგრძლივად გაყვანილმა, ღირებული ვერაფერი გააკეთა.

ახლა ყველაზე მთავარი ისაა, თუ როგორი კონკურეცია დახვდება თორნიკეს "ჩიკაგოში". ფაქტი, რომ ჩიკაგოელებს იმდენი ვარსკვლავი არ ჰყავთ, რამდენიც "ბრუკლინს" და შესაბამისად, ამბიციაც მოკრძალებული გააჩნიათ, რაც შენგელიასთვის კარგია.

მძიმე ფორვარდის პოზიციაზე "ჩიკაგოს" ძირითდში გამოცდილი კარლოს ბუზერი თამაშობს, მის შემცვლელეად კი თადარიგში საკმაოდ კარგი მეფარე, ტაჯ გიბსონია, რომელსაც უფრო ცენტრობაზე აქვს მიდრეკილება.

ჩიკაგოელებმა 2013 წლის დრაფტზე მე-19 ნომრად აიყვანეს ფორვარდ-ცენტრი ერიკ მერფი, რომელიც მიმდინარე სეზონში მოედანზე სიმბოლური დროით გადის.

არაა გამორიცხული, შენგელია მსუბუქ ფორვარდად ათამაშონ, სადაც კონკურენცია გაცილებით ნაკლებია, რადგან მაიკ დანლივი და ჯიმი ბატლერი დიდად გამორჩულები ვერ არიან.

ჩიკაგოელებს დამტვრეული ჰყავთ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი დერიკ როუზი, რომელიც სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

"ბულსი" უფრო მომავალზე აკეთებს აქცენტს, რამდენიმე დღის წინ გუნდიდან მთავარი მექულე ლუოლ დენგი გაუშვეს, მის სანაცვლოდ მოყვანილ ბუმბერაზ ცენტრ ენდრიუ ბაინამს კი კონტრაქტი საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ გაუწყვიტეს და სამომავლო სახელფასო ფონდში თანხები გვარიანად გამოინთვისუფლეს.

ჩიკაგომ დღეს, გამთენიისას "ფილადელფია" 103:78 გაანადგურა, მარკიზ თიგი განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გასულა. შენგელიას "ჩიკაგოში" დებიუტს მომავალი კვირის შუაში უნდა ველოდოთ.

წყარო: gbf.ge

Cyberbob
კარგი იქნება რომ სათამაშო დრო საკმაო ქონდეს
temuri
თორნიკე ! გილოცავ ნათლისღებას, შობა-ახალ წელს იყავი ბედნიერი,მეუღლით, მშობლებით და ყველა კეთილის მსურველებით.ბედნიერი იყოს შენი გადასვლა ახალ გუნდში.დიდი ყუარადღებით ვადევნებთ თვალს შენს მოქმედებებს, გვჯერა რომ შენ წელს და მომავალში გაბრწყინდები !!! თემურ ჭელიძე.
metreveli
ცოტა სითამამე ზანგებს არ დაუთმოს და გუნში ერთი ორ ძლიერ ზანგთან იმეგობროს,თამაშში კი ზაზას, ვიქტორის,თეგის სულაქველიძის გონიერი " მხეცობაა" საჭირო მედან სამართლიანი უნდა იყო და თავი კი არავის არ უნდა დააჩაგრინო,"ხურდის დაბრუნებით"შემდგომ ვიდეოზე ყველა ინციდენტის მართალ მთყუანი ნათლაD სჩანს და ხალხიც,დიდ სფორტში ,ჰკეიში,ფეხბურთში, კალათბურთში....გაანალიზებით ავლენს დიდ მოთამაშეს,ყველა ასფექტში-გამბედაობაში,ადამოანობაში,კლასში.გამეორებაში თეთრი და შავი სჩანს და ვინ რას წარმოადგენს ისიც თვალნათვლივ აღიქვება,გულშემატკივრის მიერ და დაფასებაც ჩნდება სათანადო.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კევინ დურანტი: მინდა ბოლო სეზონი "ბარსელონაში" ვითამაშო
"ბარსელონამ" კევინ დურანტის აღიარებას უპასუხა
კევინ დურანტი: დრეიმონდ გრინთან ინციდენტმა ჩემ წასვლაზე იმოქმედა
დონოვან მიტჩელმა "ჩიკაგოს" 71 ქულა ჩაუგდო [VIDEO]
ერთ-ერთი საუკეთესო გამარჯვების მომტანი ქულა, რაც კი გინახავთ - "ატლანტამ" "ჩიკაგო" ნახევარ წამში დაამარცხა [VIDEO]
ჩიკაგოში დიდი კალათბურთი ბრუნდება! [VIDEO]
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
ლავინის 38 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვაშინგტონმა" "ჩიკაგო" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] ბითაძის 8 ქულა და 4 მოხსნა - "ორლანდო მეჯიქმა" "ჩიკაგო ბულსი" დაამარცხა
NBA. რეკორდების ცვენა "ბრუკლინის" მატჩში: "წვერამ" და დურანტმა ფენომენალური მატჩი ჩაატარეს [VIDEO]
დეროუზანის 42 ქულა და 10 მოხსნა - "ჩიკაგომ" "მილუოკი" ოვერტაიმში დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
NBA. რეგულარული: "გოლდენ სტეიტს" დრაფტის ბიჭმა მოაგებინა, ჰარდენმა 44 ქულა მოაგროვა [VIDEO]
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
კაირი ირვინგი: 50 ქულას მაშინ აქვს აზრი, თუ გაიმარჯვებ
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა