კიდევ ერთხელ სწორება ფერგიუსონზე
ტექნიკა ფეხბურთის სამსახურში

"მანჩესტერ სიტიმ" "კარდიფთან" პირველი სახიფათო მომენტი მე-40 წამზე შექმნა: დავიდ სილვას გადაცემის შემდეგ ალვარო ნეგრედოს შეეძლო გატანა, თუმცა კევინ მაკნაუტონმა გარისკა და ბოსნიელს ფეხებში ჩაუვარდა.

ბრედლი ტერნერმა ბურთი იქაურობას ვერ გაარიდა. სილვას დამატებაზე შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა მახვილი კუთხიდან კარს კარგად ვეღარ დაუმიზნა. მე-14 წუთზე ანგარიში მაინც გაიხსნა. გოლი რამდენიმე ფაქტორის გამო აღმოჩნდა მნიშვნელოვანი. უპირველესად იმიტომ, რომ ნილ სვორბრიკმა პრემიერლიგის ისტორიაში პირველად გამოიყენა გოლის ფიქსაციის სისტემა, რომელმაც დაადასტურა, რომ ბურთმა ხაზი გადაკვეთა. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია: სეზონის განმავლობაში ჩატარებულ 33-ე შეხვედრაში "ქალაქელებისთვის" ეს მე-100 ბურთი აღმოჩნდა.

ამავე რაოდენობის თამაშებში საუკეთესო შედეგი აქამდე 91 გოლი იყო. "სიტი" ერთ გოლს რომ არ დასჯერდებოდა, ამის გამოცნობა იოლი იყო. მასპინძლებმა სამჯერ კიდევ აიღეს დევიდ მარშალის კარი და თანაც, სამჯერვე კონტრშეტევაზე. თვეზე მეტი პაუზის შემდეგ ჩემპიონატში დაბრუნებულმა სერხიო აგუერომ ჯერ იაია ტურეს გაუკეთა პასი, შემდეგ კი უელსელთა დაცვის ბურჯი სტივენ კოლკერი გააპამპულა და ისე შეაგდო. "კარდიფის" მხრიდან ერთადერთი, ვინც რეალურად ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას, კრეიგ ნუნი იყო. 26 წლის გარემარბი მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და ალალად დაიმსახურა კონტრშეტევაზე გატანილი ლამაზი ბურთი. შეხვედრას წერტილი კუთხურის გათამაშების შემდეგ ფრეიზერ კემპბელმა დაუსვა.

იხილეთ ვიდეო

ისევ მეორე ტაიმის იმედად

ტრადიცია გვაუწყებს, რომ "არსენალს" მიმდინარე სეზონში გოლების უმეტესობა მეორე ტაიმში გააქვს. წესი არც ამჯერად დარღვეულა. "მეთოფეებმა" შეხვედრის ბედი მეორე 45 წუთში გადაწყვიტეს, არადა, ანგარიშის გახსნა დებიუტშივე შეეძლოთ (მე-4 წუთზე), როცა "პასების მეფედ" წოდებულმა მესუთ იოზილმა ზუსტად ის გააკეთა, რასაც მისგან ყველაზე ნაკლებად ველოდით: უხერხულ პოზიციაში მყოფმა პირდაპირ კარში დაარტყა, უკეთეს ვითარებაში მყოფი ოლივიე ჟირუ კი მშრალზე დატოვა.

სტუმრებს პირველ ტაიმში ასე თუ ისე გამოსდიოდათ კონტრშეტევაზე თამაში. მომენტები ჰქონდათ სტივ სიდუელს, აშკან დეჟაგასა და ალექსანდრ კაჩანიკლიჩს. თავის მხრივ, შორეული დარტყმებით ბევრს ცდილობდა სერჟ გნაბრი. 18 წლის გერმანელი თვალსა და ხელშუა ყალიბდება მაღალი დონის ფეხბურთელად და მალე ალბათ ძირითადისთვის ბრძოლაში სრულფასოვნად ჩაებმება.

მეორე ნახევარში "არსენალმა" დაცვაში ყველა ხვრელი გადაკეტა და მეტოქე საკუთარ ნახევარზე გამოკეტა. ფავორიტმა კუთვნილი სამი ქულა მაინც მიიღო. დიდწილად, ეს სანტი კასორლას წყალობით მოახერხა. 29 წლის ესპანელმა, ვინც მიმდინარე სეზონში რატომღაც სხვების ჩრდილში აღმოჩნდა, დუბლი შეასრულა. ანგარიშის გაზრდის საუკეთესო შანსი შეცვლაზე შესულ ლუკას პოდოლსკის ჰქონდა, მაგრამ მაარტენ სტეკელენბურგმა გერმანელს წარმოუდგენელი ძალის დარტყმა აუღო.

იხილეთ ვიდეო

ტყუილი პენალტი

"ეტიჰადის" მატჩისგან განსხვავებით, "ენფილდზე" მომუშავე ჯონათან მოსს არ ჰქონია შანსი, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის მიემართა დასახმარებლად, თორემ 43 წლის სანდერლენდელი ლუის სუარესის ეფექტური ვარდნის შემდეგ პენალტს ნამდვილად არ დანიშნავდა.

სამწუხაროდ, ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ მსაჯის შეცდომა ფეხბურთის ერთგვარი დანამატია, რომელიც სპორტის ამ სახეობას გარკვეულ ხიბლს მატებს. აი, ასეთ საეჭვოდ "მომხიბვლელ შეცდომებს" ეწირება ფეხბურთში სამართლიანობის განცდა.

ბირმინგემელებმა იანვარში ორჯერ ითამაშეს საკუთარ არენაზე და ორჯერვე დამარცხდნენ. პოლ ლამბერტის გუნდი სტუმრად უკეთ რომ თამაშობს, დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ "ენფილდზე" ნაჩვენები თამაშის ხარისხი, განსაკუთრებით, პირველი ტაიმის, ნაკლებად ჰგავდა ცხრილის შუაში გაჭედილი გუნდისას. სტუმრებს სიმონ მინიოლეს კარის აღება 4-5-ჯერ შეეძლოთ. ანდრეა ვაიმანის გოლი კლასიკურ კონტრშეტევას მოჰყვა. ავსტრიელმა თამაშგარეს ზღვარზე ითამაშა, თუმცა მარტინ შკრტელი ჩარჩა და წესი არ დარღვეულა. მეორე გოლი კი კრისტიან ბენტეკემ შეაგდო, რაშიც მეკარის უხეში შეცდომა დაეხმარა.

"წითლებმა" ერთი ბურთი პირველ ტაიმშივე გაქვითეს: კარისკენ ზურგით მდგარმა ჯორდან ჰენდერსონმა დენიელ სტარიჯი ქუსლით გაკეთებული პასით ბრედ გუზანთან პირისპირ დატოვა. თავდამსხმელს საქმის ბოლომდე მიყვანა აღარ გასჭირვებია. სუარესს 2:2-ის შემდეგ რამდენჯერმე შეეძლო გამარჯვების ბურთის გატანა. მაგალითად ურუგვაელის შორეული საჯარიმოც კმარა, რომელიც გუზანის კარს სულ მცირედით ასცდა.

იხილეთ ვიდეო

ფრანგული სერია გრძელდება

"აპტონ პარკზე" ოთხი გოლი გავიდა და ერთი ამდენი კიდევ უნდა გასულიყო. უცნაური იყო, რომ ამ მხრივ ყველაზე მეტად სწორედ გოლის ავტორები სცოდავდნენ. ლოიკ რემიმ მარტივ სიტუაციაში კი გაიტანა, თუმცა უფრო მარტივში ვერას გახდა. ასევე მოიქცა კარლტონ კოული, ვინც 1:2-ზე სიტუაციას ბოლომდე არ გამოეთიშა და მაიკ უილიამსონს საკუთარი კარი დაალაშქრინა. მოგვიანებით ყველასგან მიტოვებულმა კოულმა ხუთი მეტრიდან ერთი შეხებით დარტყმა გადაწყვიტა და ტექნიკამ უმტყუნა.

არადა, თავდამსხმელს დამუშავებასა და დამიზნებას არც არავინ უშლიდა. ერთხელ იოან კაბაიმაც ვერ გაისწორა სამიზნე, თუმცა რთული სიტუაციიდან, ორჯერ კი 28 წლის ფრანგი იდეალურად გაისარჯა. დამატებულ დროში გატანილი საჯარიმო "კაჭკაჭების" ფრანგული ლეგიონისთვის მიმდინარე სეზონში 29-ე აღმოჩნდა პრემიერლიგაში. სულ კი "ნიუკასლს" 32 გოლი აქვს ანგარიშზე.

მიწას გაკრული ჩემპიონი

შეიძლება ყურს უცხოდ ხვდება, თუმცა "ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის წინ აშკარა ფავორიტად განიხილებოდა. ჟოზე მოურინიოს გუნდმა სტატუსი გაამართლა და ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი მიწას გააკრა.

"განსაკუთრებულმა კაცმა" უპრინციპულეს მეტოქესთან რეკორდული მეასე მოგება იზეიმა პრემიერლიგაში. პორტუგალიელს ამისთვის მხოლოდ 142 თამაში დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ ალექს ფერგიუსონმა ამ ბარიერს 162 მატჩის შემდეგ უწია, ვენგერმა 179-ის, რაფა ბენიტესმა - 181-ის, წუხანდელმა მეტოქე დევიდ მოიესმა კი სულაც - 248-ის. მოუ მეთხუთმეტე მწვრთნელია, ვინც 100 მოგება ჩაიწერა აქტივში.

"ასიანთა კლუბი", ბუნებრივია, ლეგენდარულმა შოტლანდიელმა გახსნა. მეორე იქ ვენგერი შევიდა, მესამე - ჰარი რედნაპი. რაკი სტატისტიკაზე ამდენი ვილაპარაკეთ, ბარემ იმასაც გეტყვით, რომ მოიესს ჯერ კიდევ "ევერტონში" მუშაობისას ტრადიციული "დიდი ოთხეულის" ("მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი", "ლივერპული", "არსენალი") წარმომადგენლებთან სტუმრად თამაში ძალიან უჭირდა. ტრადიცია გრძელდება "ეშმაკების" თავკაცის პოსტზეც. 48-ე შეხვედრაში მოიესს 18 ფრე და 30-ე წაგება დაუგროვდა.

იხილეთ ვიდეო

პრემიერლიგა. XXII ტური

სანდერლენდი-საუთჰემპტონი 2:2

გოლები: 0:1 როდრიგესი (4), 0:2 ლოვრენი (31), 1:2 ბორინი (32), 2:2 ე. ჯონსონი (71)

სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე - ბერდსლი, ოში, ბრაუნი, ალონსო - კატერმოული (61. გარდნერი) - ჯონსონი, ლარსონი (62. კოლბეკი), კი, ბორინი - ალტიდორი (71. ს. ფლეტჩერი)

საუთჰემპტონი (4-4-2): ბორუცი - ჩემბერსი, ფონტე, ლოვრენი (88. იოშიდა), შოუ - დევისი, კორკი, შნაიდერლინი, ლალანა (73. რამირესი - 87. ვორდ-პრაუსი) - ლამბერტი, როდრიგესი

გაფრთხილება: კატერმოული, კი -

კარში დარტყმა: 10-17 (5-8) კუთხური: 4-7 თამაშგარე: 5-1 ჯარიმა: 8-8 ბურთის ფლობა: 36%-64%

მაყურებელი: 38 115

არსენალი-ფულჰემი 2:0

გოლები: 1:0 კასორლა (57), 2:0 კასორლა (62)

არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - ფლამინი, უილშირი - გნაბრი (71. პოდოლსკი), იოზილი (86. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), კასორლა - ჟირუ

ფულჰემი (4-4-1-1): სტეკელენბურგი - რიტერი, ბარნი, ჰანგელანდი, რიჩარდსონი - სიდუელი, პარკერი, დეჟაგა (68. ბენტი), კაჩანიკლიჩი (86. კასამი) - დემპსი - ბერბატოვი

გაფრთხილება: არ ყოფილა

კარში დარტყმა: 22-8 (8-2) კუთხური: 4-4 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 5-7 ბურთის ფლობა: 59%-41%

მაყურებელი: 60 000

პალასი-სტოკი 1:0

გოლი: 1:0 პანჩეონი (51)

პალასი (4-4-1-1): სპერონი - მარიაპა, გებიდონი, დელეინი, პარი - ჟედინაკი, ვორდი, პანჩეონი, ბოლასი (86. უილბრეჰემი) - გედიურა (68. ოკიფი) - შამახი (86. მოქსი)

სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - კემერონი, შოუკროსი, უილსონი, პიტერსი - უელანი (58. აირლანდი), ნზონზი - უოლტერსი (79. გუიდეტი), ადამი, ასაიდი (72. არნაუტოვიჩი) - კრაუჩი

გაფრთხილება: - ნზონზი, არნაუტოვიჩი

კარში დარტყმა: 12-17 (6-2) კუთხური: 4-3 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 9-13 ბურთის ფლობა: 43%-57%

მაყურებელი: 24 440

სიტი-კარდიფი 4:2

გოლები: 1:0 ჯეკო (14), 1:1 ნუნი (29), 2:1 ნავასი (33), 3:1 ი. ტურე (76), 4:1 აგუერო (79), 4:2 ფ. კემპბელი (90+3)

სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კოლაროვი - ი. ტურე, ხ. გარსია, ნავასი (83. კლიში), დ. სილვა (80. მილნერი) - ნეგრედო (64. აგუერო), ჯეკო

კარდიფი (4-4-1-1): მარშალი - ტეოფილ-კეტრინი, კოლკერი, ტერნერი, მაკნაუტონი (68. ჯონი) - მედელი, გუნარსონი (78. ეიკრემი), ნუნი, უიტინგემი (69. ბელამი) - მატჩი - კემპბელი

გაფრთხილება: ნეგრედო, კოლაროვი -

კარში დარტყმა: 24-7 (9-6) კუთხური: 10-7 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 6-5 ბურთის ფლობა: 62%-38%

მაყურებელი: 47 213

ნორვიჩი-ჰალი 1:0

გოლი: 1:0 რ. ბენეტი (87)

ნორვიჩი (4-2-3-1): რადი - რ. მარტინი, რ. ბენეტი, ბასონგი, ოლსონი - სნოდგრასი, ფერი, ჯონსონი, ხონასი (68. პილკინგტონი) - ვან ვოლფსვინკელი (80. ბეკიო), ჰუპერი

ჰალი (3-1-4-2): მაკგრეგორი - ჩესტერი (14. ფიგეროა), ბრუსი, დევისი - ჰადლსტოუნი - ელ-მუჰამადი, ლივერმორი, კორენი (82. ფრაიატი), როსენიორი - საგბო (67. ბოიდი), იელავიჩი

გაფრთხილება: ჯონსონი - ჰადლსტოუნი, როსენიორი, ფიგეროა

გაძევება: - ჰადლსტოუნი (89)

კარში დარტყმა: 25-10 (4-0) კუთხური: 10-8 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 8-16 ბურთის ფლობა: 56%-44%

მაყურებელი: 26 655

ვესტ ჰემი-ნიუკასლი 1:3

გოლები: 0:1 კაბაი (16), 0:2 რემი (33), 1:2 უილიამსონი (45+2-ს.კ-ში), 1:3 კაბაი (90+5)

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ტეილორი, ჯონსონი, კოლინზი, რაცი - ნოუბლი, დიამე (62. კეროლი) - კოლისონი (46. მორისონი), დაუნინგი, ჯარვისი (73. ჟ კოული) - კ. კოული

ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - იანგა-მბივა, უილიამსონი, ს. ტეილორი, სანტონი (74. დამეტი) - ტიოტე, ანიტა (60. შ. ამეობი) - სისოკო, კაბაი, გუფრანი - რემი (78. ბენ არფა)

გაფრთხილება: არ ყოფილა

კარში დარტყმა: 11-19 (2-9) კუთხური: 4-3 თამაშგარე: 4-3 ჯარიმა: 9-6 ბურთის ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 33 343

ლივერპული-ასტონ ვილა 2:2

გოლები: 0:1 ვაიმანი (25), 0:2 ბენტეკე (36), 1:2 სტარიჯი (45+2), 2:2 ჯერარდი (53-პენ)

ლივერპული (4-4-2): მინიოლე - ჯონსონი, კ. ტურე, შტრტელი, სისოხო - ჰენდერსონი, სტერლინგი, ჯერარდი, კოუტინიო (46. ლეივა - 66. ალენი) - სტარიჯი, სუარესი

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ბაკუნა, ვესტვუდი, ვლაარი, ბერტრანი (82. ლუნა) - კლარკი, ელ აჰმადი (62. სილა), დელფი - ვაიმანი, აგბონლაჰორი (49. ჰოლტი), ბენტეკე

გაფრთხილება: სტერლინგი - კლარკი, ელ აჰმადი, ბერტრანი, ბაკუნა

კარში დარტყმა: 14-12 (6-3) კუთხური: 2-3 თამაშგარე: 3-1 ჯარიმა: 14-18 ბურთის ფლობა: 56%-44%

მაყურებელი: 44 737

სუონსი-ტოტენჰემი 1:3

გოლები: 0:1 ადებაიორი (35), 0:2 ჩიკო (53-ს.კ-ში), 0:3 ადებაიორი (71), 1:3 ბონი (78)

სუონსი (4-3-2-1): ტრემელი - რანხელი, ჩიკო, უილიამსი, დევისი - ამატი, შელვი (51. ლამა), ბრიტონი - რუტლეჯი, პოსუელო - ბონი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, კირიკეში, როუზი - დემბელე, ბენტალები - ლენონი (79. ნაუტონი), ერიქსენი, შადლი (67. სიგურდსონი) - ადებაიორი

გაფრთხილება: ამატი, ბონი - როუზი

კარში დარტყმა: 13-11 (3-5) კუთხური: 8-4 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 6-11 ბურთის ფლობა: 56%-44%

მაყურებელი: 20 769

ჩელსი-იუნაიტედი 3:1

გოლები: 1:0 ეტოო (17), 2:0 ეტოო (45), 3:0 ეტოო (49), 3:1 ერნანდესი (78)

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ასპილიკუეტა, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი - ლუისი, რამირესი - აზარი, ოსკარი (68. მიკელი), ვილიანი (86. მატიჩი) - ეტოო (79. ტორესი)

იუნაიტედი (4-4-1-1): დე ხეა - რაფაელი, ვიდიჩი, ევანსი, ევრა (52. სმოლინგი) - ჯონსი, კერიკი, ვალენსია, იანგი (66. ერნანდესი) - იანუზაი - უელბეკი

გაფრთხილება: ლუისი - იანგი, ვალენსია, რაფაელი

გაძევება: - ვიდიჩი (90+1)

კარში დარტყმა: 13-10 (6-4) კუთხური: 5-4 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 15-21 ბურთის ფლობა: 44%-56%

მაყურებელი: 41 615

20 იანვარი

ბრომვიჩი-ევერტონი 00:00

ბომბარდირები: 22 - ლუის სუარესი (ლივერპული), 14 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 11 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი), დენიელ სტარიჯი (ლივერპული)

მომდევნო ტური

28 იანვარი:

მანჩესტერ იუნაიტედი-კარდიფი, ნორვიჩი-ნიუკასლი, საუთჰემპტონი-არსენალი, სუონსი-ფულჰემი, კრისტალ პალასი-ჰალი, ლივერპული-ევერტონი

29 იანვარი:

ასტონ ვილა-ვესტ ბრომვიჩი, ჩელსი-ვესტ ჰემი, სანდერლენდი-სტოკი, ტოტენჰემი-მანჩესტერ სიტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უგოლო ფრე ბირმინგემში - "ასტონ ვილა" "ნიუკასლს" დაუზავდა
ედერსონი "გალათასარაისთან" ახლოს - დონარუმა "სიტიში" მიდის
ჯეიდონ სანჩო "რომაში" გადასვლასთან ახლოსაა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
აგუეროს ფეხბურთში დაბრუნება შესაძლებელია - "კუნმა" ექიმისგან თანხმობა მიიღო
ეტო'ოს ხუმრობამ შესაძლოა გულშემატკივრების ბრაზი გამოიწვიოს
"უბრალოდ დავიღალე" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] მოურინიოს და მისი ფეხბურთელების ხუმრობა იკარდის პენისის ზომაზე - "გალათასარაის" ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა
"ვინისიუსი მეტოქეებს საშინელ რაღაცებს ეუბნება" - სერხიო აგუერო
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
"თუ ეს მოხდა, სასქესო ორგანოს მოვიჭრი" - აგუეროს დადებული პირობა სოციალურ ქსელში მთავარი სახალისო თემაა
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
"ვესტ ჰემის" გაძღოლა მანუელ პელეგრინის მიანდეს
მათ "სამეფო კლუბის" შანსი ვერ გამოიყენეს...
გაბრიელ პალეტა "სამპდორიას" უახლოვდება
"ზოგადად ბრაზილიელები ამპარტავნები არიან, მოედანზე ზედმეტად დიდ ყურადღებას იქცევს" - აგუერომ განმარტა მიზეზები, რის გამოც ვინისიუსმა "ოქროს ბურთი" ვერ მოიგო
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
მესიმ და სუარესმა საკუთარი კლუბი დაარსეს
სერია A. XXVI ტური: სამუელ ეტოოს პირველი გოლი გენუაში [VIDEO]
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი "პალმეირასთან"
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
[VIDEO] ისე, როგორც საუკეთესო წლებში - მესიმ და სუარესმა შოუ დადგეს
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტები დაბლა დასწია" - დევიდ მოიესმა "წითელ ეშაკებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა
მიულერმა შესაძლოა, კარიერა თურქეთის ჩემპიონატში განაგრძოს
"ფანებისთვის კარგი ამბავი მაქვს" - სერხიო აგუერომ ლიონელ მესიზე ისაუბრა
ხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
აგუერომ კარიერის სავარაუდო განახლებაზე ისაუბრა
იქნება დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
ლევან მჭედლიძე სერია A-ს ყველაზე უგოლო ფორვარდთა ათეულში მოხვდა
ეტოომ "ატლეტიკოსთან" შეხვედრის წინ "ბარსას" ფეხბურთელები შეაგულიანა
სუარესი ქოჩორაშვილის თანაგუნდელი ხდება - "სპორტინგი" გიოკერესის წასვლის შემდეგ ბომბარდირს იმატებს