"განსაკუთრებულმა" იდაყვი მოიტეხა, "ელ ნინიომ" მუხლი იტკინა
არა, არაფერი შეგვშლია. "მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაშის დასრულების შემდეგ "ჩელსის" ორ წარმომადგენელს დასჭირდა სამედიცინო დახმარება.

ფერნანდო ტორესის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, ჟოზე მოურინიოს კი იდაყვი აქვს მეტეხილი და ოპერაცია სჭირდება.

"სქაი სპორტსი" ვერ აკონკრეტებს, თამაშის დასრულების შემდეგ როგორ მოახერხა პორტუგალიელმა მწვრთნელმა ხელის მოტეხვა, თუმცა ადასტურებს, რომ ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და 20 იანვარს, საღამოს პარიზში უნდა გადაფრენილიყო, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდებოდა.

რაც შეეხება "ელ ნინიოს": 30 წლის თავდამსხმელი შეცვლაზე შევიდა, თუმცა რამდენიმე წუთში მუხლის ტრავმა მიიღო და რაკი შეცვლების ლიმიტი ამოწურული იყო, იძულებული გახდა, მოედანზე ბოლომდე დარჩენილიყო. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ესპანელს 2-დან 4 კვირამდე მოუწევს დასვენება. საბოლოო პასუხი მხოლოდ დეტალური სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი.

"მუხლის ტრავმის გამო ტორესი გარკვეული დროით დაგვაკლდება. ეს ნიშნავს, რომ დემბა ბას ტრანსფერი დღის წესრიგიდან იხსნება. ბა კარგი ფეხბურთელია და გუნდს ნებისმიერ წამს შეიძლება დასჭირდეს მისი სამსახური. ვწუხვარ ტორესის ტრავმის გამო, რადგან ის შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა. ფერნანდო ვარჯიშებზე იმდენად ბევრს შრომობდა, რომ მეც კი გამაოცა," - განაცხადა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ, შემდეგ კი თავადაც დაშავდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჟოზე მოურინიო საავადმყოფოშია და ოპერაციას გაუკეთებენ

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
"ამის გამო, არბელოას ბოდიში მოვუხადე" - ჟოზე მოურინიო "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა