ფიფას პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი
2015 წელს ფიფას პრეზიდენტობისთვის ჟერომ შამპანიეც იბრძოლებს. 55 წლის ფრანგი 11 წლის მანძილზე მუშაობდა ფიფაში, აქედან 3 წელი უშუალოდ ზეპ ბლატერის ერთ-ერთ უახლოეს დამხმარედ, როდესაც გენერალური მდივნის პოსტზე იყო. საბოლოოდ, მან 2010 წელს დატოვა ფიფა და საერთაშორისო საფეხბურთო მრჩეველ-ექსპერტი გახდა. ახლა კი შამპანიე ისევ გამოჩნდა დიდ ასპარეზზე, თანაც, საინტერესო, თამამი იდეებითა და გეგმებით.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსაჯებს დავეხმაროთ. მათ უფრო მეტ პატივს უნდა სცემდნენ.

ვთვლი, რომ არბიტრებთან გასაუბრება მხოლოდ კაპიტნებს უნდა შეეძლოთ. ხოლო თუ ფეხბურთელები ზედმეტად გამოხატავენ პროტესტს, ბურთი 10 იარდით უკან უნდა გადაიწიოს, როგორც ეს რაგბიშია. ასევე ვფიქრობ, რომ უნდა დავამკვიდროთ ნარინჯისფერი ბარათები. ისინი განკუთვნილი უნდა იყოს ისეთი დარღვევებისთვის, რომლებიც ზედმეტად უხეშია ყვითელი ბარათისთვის და ვერც წითელ ბარათს იმსახურებს.

ასევე, აქტიურად უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები. მე ჭეშმარიტი საფეხბურთო რომანტიკოსი ვარ, მაგრამ ვერანაირ რომანტიზმს ვერ ვხედავ გასული გოლის არჩათვლით, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წაგებაში. მიმაჩნია, რომ მუნდიალის ფინალურ ეტაპზე 32 ნაკრები უნდა ასპარეზობდეს და არა 40, როგორც ცოტა ხნის წინ გვთავაზობდნენ. კონტინენტური კვოტები გადასახედი და დასაბალანსებელია, მაგრამ ტურნირის ფორმატი ხელშეუხებელი უნდა დარჩეს“ - განაცხადა შამპანიემ.

ამ ნოვაციური იდეებით განმსჭვალულ ადამიანს ის აღარ დაუკონკრეტებია, თუ როგორი სისტემა იქნება მსაჯებისთვის მესამე, ნარინჯისფერი ბარათის დამატების შემთხვევაში და რა ძალა ექნება მას.

აი, საუბრის ბოლოს კი შამპანიემ კბილი მიშელ პლატინის გაჰკრა. სწორედ უეფას პრეზიდენტი გამოვიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გუნდების რაოდენობის გაზრდის ინიციატივით.

77 წლის ბლატერს, რომელიც 1998 წლიდან პოსტზეა, პრეზიდენტობის მეოთხე ვადა უმთავრდება. თავიდან ცნობილი იყო, რომ შვეიცარიელი წასვლას აპირებდა, მაგრამ ბოლოდროინდელი ინფორმაციით, იგი ისევ აპირებს კენჭისყრას. ფიფას პრეზიდენტობა სურს პლატინისაც და აი, ახლა შამპანიეც გამოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
პლატინის ფეხბურთი სპორტის ოლიმპიურ სახეობად არ მიაჩნია
"თუ წამოდგება, კიდევ უფრო დიდებული გახდება" - პლატინი მბაპეზე
მბაპემ ფრანგ ფეხბურთელებს შორის რეკორდი დაამყარა
პუტინმა მსოფლიოს ჩემპიონატის რუსეთში ჩასატარებლად ბლატერის მოსყიდვა აღიარა?
ფეხბურთის ყველაზე საძულველი ადამიანები დაასახელეს
ზეპ ბლატერი: ამაზე ფლორენტინო პერესი ძალიან გაბრაზდა
ზეპ ბლატერი: ფიფა სუფთაა და ამას ისტორია დაამტკიცებს
"ისინი დღეს მხოლოდ ფულზე ფიქრობენ" - პლატინიმ UEFA-სა და FIFA-ს პრეზიდენტები საჯაროდ გააკრიტიკა
"მათ ჩემი განადგურება გადაწყვიტეს" - პლატინი FIFA-ს შესახებ
"ფეხბურთს ამიტომ არა 11, არამედ 10 ადამიანი უნდა თამაშობდეს" - პლატინის რევოლუციური იდეა აქვს
ფიფა ახალი სკანდალის წინაშე: ვინ მოყვება ამჯერად ბადეში?
ზეპ ბლატერმა გაამჟღავნა მეთოდი, რომლითაც უეფა წილისყრებს აყალბებდა