ტოჰირი რომ მილანში იყოს...
მილანის "ინტერი" ღრმა კრიზისშია: გუნდს ბოლო ორ თვეში ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ერთადერთი მოგება აქვს! "ნერაძურის" ახალმა მფლობელმა და პრეზიდენტმა ერიკ ტოჰირმა არაერთხელ თქვა, "ინტერში" ახალი ერა მომავალი სეზონიდან დაიწყებაო, მაგრამ გულშემატკივრებს, ცხადია, არ სიამოვნებთ საყვარელი კლუბის ასეთ დღეში ხილვა და როგორც პრესის, ასევე ქომაგების მხრიდან, ჯოხი ხშირად მთავარ მწვრთნელ ვალტერ მაცარიზე ტყდება.

"ღარიბების მოურინიოს" კი კრიტიკა არ უყვარს და პასუხის გაცემაც ეხერხება. იგი მიიჩნევს, რომ სხვა პრობლემებთან ერთად, ბევრი რამ უიღბლობის ბრალიცაა და მსაჯების შეცდომებისაც. გარდა ამისა, რასაკვირველია, არ სიამოვნებს, როდესაც "ინტერში" მის მოღვაწეობას ანდრეა სტრამაჩონის ცუდ პერიოდს ადარებენ.

"მე ვიცი, როგორც ხდება ამ სამყაროში... ეს მარტო ჩემთან კი არა, სხვებთან მიმართებაშიც ხდება და ადვილი დასანახია - ზოგჯერ 10-წლიან წარმატებულ კარიერასაც წუთში გივიწყებენ. ამას ჩემს წინამორბედთან შედარების გამო კი არა, ზოგადად ვამბობ. ყველაფერს ცოტა სხვაგვარად უნდა შევხედოთ. მე ყველას პატივს ვცემ, როდესაც მეც პატივს მცემენ. ხოლო თუ პატივს არ მცემენ, ასეთი ხალხი არ მადარდებს და ჩემი საქმის კეთებას ვაგრძელებ.

აქამდე ოდესმე შემიხსენებია, რომ ზაფხულში "რომას" წინადადებაზე ვთქვი უარი? ან მინანია? მე მჯერა, რომ არასდროს უნდა ინანო ის, რაც გააკეთე - ეს სწორია. ამ ახალ თავგადასავალში მთელი არსებით, სულითა და გულით გადავეშვი. საქმის კეთება დიდი შემართებითა და ვნებით დავიწყე. სხვაგვარად არც წარმომიდგენია.

როდესაც "ინტერიდან" დამიკავშირდნენ, ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი. სანამ აქ ვმუშაობ, ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები, არასდროს ვიფიქრებ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო, სხვა არჩევანი რომ გამეკეთებინა და ჩვეული ვნებით ვიმუშავებ. "ინტერში" ახლა ისტორიული პერიოდია, გუნდში სერიოზული ცვლილებებია და მე ახლაც ბოლომდე მჯერა ამ პროექტის" - განაცხადა მაცარიმ.

ერიკ ტოჰირი რომ მილანში იყოს...

"ნაპოლის" ყოფილ თავკაცს ისიც ჰკითხეს - ხომ არ თვლით, რომ ერიკ ტოჰირი იტალიაში რომ გადმობარგდეს და კლუბის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში ჩართული იყოს, საქმე უკეთ წავიდოდაო. ყოველ შემთხვევაში, ინტერისტების დიდი ნაწილი ასე ფიქრობს და მასიმო მორატიმაც მოუწოდა ინდონეზიელს მილანში გადაბარგებისა და თამაშებზე დასწრებისკენ.

"არ მგონია, რომ ტოჰირის არყოფნა სერიოზულ გავლენას ახდენდეს ჩვენს თამაშზე. არ ვთვლი, რომ ხელმძღვანელობის მხრიდან რაიმე სხვაგვარად უნდა კეთდებოდეს და რამე კარგად არ კეთდება. აქ არიან მარკო ბრანკა, პიერო აუზილიო, ივან კორდობა და კიდევ უამრავი ადამიანი, რომლებიც გუნდზე ზრუნავენ.

ცხადია, მხოლოდ მესიამოვნებოდა, პრეზიდენტიც რომ მუდმივად ჩვენთან ერთად იყოს, თანაც, ასეთი რთული პერიოდისას, მაგრამ განსაკუთრებულ პრობლემას ამაში ვერ ვხედავ. თავს მარტოდ სულაც არ ვგრძნობ, არც ყურადღება მაკლია და არც მხარდაჭერა. ზოგადად, როდესაც ხელმძღვანელობის ცვლილება სეზონის შუაში ხდება, ეს ისედაც დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან. თუნდაც ის ფაქტი შეიძლება მოვიყვანოთ სამაგალითოდ, რომ მე მწვრთნელად მაშინ დავინიშნე, როდესაც პრეზიდენტი ჯერ კიდევ მორატი გახლდათ. თუმცა ვფიქრობ, ყველაფერი მალე დალაგდება.

აღმასვლები და დაღმასვლები ნებისმიერ გუნდს აქვს, ისეთსაც კი, როგორიც "ბარსელონაა". ჩვენ ჯერ კიდევ მეხუთე ადგილზე ვართ, "ლაციოსა" და "მილანის" დარ გუნდებს ვუსწრებთ და ბრძოლას ვაგრძელებთ" - აღნიშნა მაცარიმ.

პერეირა სამხრეთ ამერიკაში დაბრუნდა

"ინტერმა" ალვარო პერეირა გაუშვა. ურუგვაელი ვერაფრით დამკვიდრდა მილანელთა ძირითადში და თითქოს ევროპის მასშტაბითაც ჰყავდა მსურველები, მაგრამ საბოლოოდ იგი ბრაზილიაში გადაბარგდა და წელიწადნახევრიანი არენდით "სან პაულუში" ითამაშებს. ამ კლუბს შეეძლება, პერეირა გამოისყიდოს, თუ მასში 7 მილიონ ევროს გადაიხდის.

"ეს ტრანსფერი ძალიან მახარებს. მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და წარმატებულ გუნდში ვითამაშებ. მსურს, სხვა ურუგვაელებს მივბაძო, რომლებსაც წარსულში დიდი წარმატებით აქვთ "სან პაულუში" ნათამაშები. აქ გაჩერებას დიდხანს ვაპირებ და მინდა ფანები კარგი თამაშით გავახარო" - თქვა პერეირამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

64 წლის შემდეგ გადაწერილი ისტორია - მოდრიჩი 40 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია
"მილანი" სალმაკერსს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს და ხელფასს გაუზრდის
"ნაპოლი" წინ მიიწევს - შემდეგი მატჩი "სიტისთან" აქვს
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
ფრანკ დე ბურის "ინტერში" რთული დროება უდგას
2016/17 წლების სეზონის ყველაზე მდიდარი ფეხბურთელები და მწვრთნელები
მასიმო მორატი "ინტერში" არ დაბრუნდება
პატარა "ინტერის" თავკაცი საქართველოზე, "დინამოზე", იტალიურ ფეხბურთზე...
"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა
"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა
მორატი: მესის მამამ "ინტერის" ოფისთან ახლოს სახლი იყიდა, რას უნდა ნიშნავდეს?!
კოპა ამერიკა. C ჯგუფი: მექსიკის ნაკრებმა ურუგვაის მოუგო [VIDEO]
ბრაზილია-პერუ 3:0 - დუნგას გუნდი მაღლა მიიწევს
"ეს ქართველი ფენომენი სად მონახეს?" - ხვიჩას თვით მორატი და მოჯი აქებენ
"გაათავისუფლეს თუ არა მაცარი?" - ოსიმენმა ფანს უპასუხა [VIDEO]
"ნაპოლის" "ბარსელონასთან" მატჩში უკვე ახალი მწვრთნელი ეყოლება
უკვე ოფიციალურად - "ნაპოლის" მწვრთნელად კალცონა დაინიშნა
"ნაპოლი" უფრო მეტს იმსახურებდა, ვიდრე მაცარი იყო" - დე ლაურენტისის პირველი კომენტარი მწვრთნელის გათავისუფლების შემდეგ
ლავეცი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს
"კვარაცხელიას ისეთივე გავლენა აქვს, როგორც რონალდოს" - მორატიმ ხვიჩა ბრაზილიელს შეადარა და წარმატება უსურვა
ერიკ ტოჰირმა "ინტერის" პრეზიდენტის პოსტი დატოვა
"კვარა" ტიფოზების კერპი იყო, მაგრამ მათგან ლავეცის მსგავს სიყვარულს ვერ გრძნობდა" - "ნაპოლის" ყოფილი ნახევარმცველი
"ინტერის" პრეზიდენტი თანამდებობის დატოვებას უარყოფს
აი ასეთი, სწორედ ასეთი, მხოლოდ ასეთი მწამს პრეზიდენტი
"ნაპოლის" ყოფილი ვარსკვლავი ოჯახის წევრებმა კინაღამ მოკლეს
მოურინიო: "რეალში" წასვლა ამ გამარჯვების შემდეგ გადავწყვიტე
ლავეციმ განმარტა, რატომ იმყოფება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში
ახალი ჩინური ისტორიები: ლავეციმ ჩინელი ხალხი შეურაცხყო
მასიმო მორატი ფეხბურთს უბრუნდება - "ინტერის" ყოფილი მფლობელი სერია C-ს კლუბს ყიდულობს