ნოემბრის ტესტების ბოლო დღე, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ყველაზე საინტერესო გამოდგა. ახალი ზელანდიის ნაკრებმა ოთხი თამაშიდან ოთხივე მოიგო და დიდი სლემს მისწვდა...

ნოემბრის ტესტების ბოლო დღე, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ყველაზე საინტერესო გამოდგა. ახალი ზელანდიის ნაკრებმა ოთხი თამაშიდან ოთხივე მოიგო და დიდი სლემს მისწვდა. ავსტრალიის ეროვნულმა გუნდმა "ლე ბლე" გაანადგურა 16:59. მოხსნას გადაურჩა მსოფლიოს ჩემპიონ "ბოკეს" მთავარი მწვრთნელი პიტერ დე ფილიერსი. სამხრეთაფრიკელებმა დაგეგმილი ორი მატჩის ნაცვლად სამი მოიგეს.

"ოლ ბლექსმა", როგორც მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფ გუნდს ეკადრება, ევროპული ტურნე ტრიუმფით განვლო. გრემ ჰენრის ბიჭებმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს ინგლისის, შოტლანდიის, ირლანდიის დაუელსის ნაკრებები, რითაც დაამტკიცეს, რომ წლეულს სამი ერის მოგება, როგორც ამას დე ფილიერსი ამტკიცებდა, სულაც არ იყო მსაჯების წყალობა.

ახალზელანდიელებმა ბოლოს კარდიფში, "მილენიუმზე" უელსის ნაკრები შთამბეჭდავ ბრძოლაში დაამარცხეს 25:37. "კივებს" მასპინძლების წინააღმდეგობის დაძლევა პირველ ტაიმში გაუჭირდათ. მათი უპირატესობა სულ რაღაც ოთხ ქულაში აისახა - 13:9.

მეორე ნახევარი მთლიანად "ოლ ბლექსის" კარნახით წარიმართა. მათ მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს და დამსხურებული, ლამაზი გამარჯვება იზეიმეს.

დიდ ინტერესს იწვევდა 2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქის ინგლისის ეროვნული გუნდის დაპირისპირება მსოფლიოს ჩემპიონ "ბოკესთან". ლონდონში, "თვიქნემზე" სამხრეთაფრიკელებმა "პომები" თითქმის ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და 21:11 მოუგეს.

მასპინძლებს გამარჯვების იმედი მათი საკმაოდ მძლავრი, მობილური შერკინების გამო ჰქონდათ, თუმცა "ბოკემ" სწორედ ამ რგოლში პირწმინდად აჯობა. მარტინ ჯონსონის სამწყსომ წინააღმდეგობის გაწევა მხოლო პირველ ტაიმში შეძლო, რომელიც ფრედ 6:6 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ვილემ ალბერტსმა და ლუაზი მვოვომ თითო ლელო გაიტანეს და მასპინძლები, ფაქტობრივად, უშანსოდ დატოვეს. ინგლისელმა ფულბეკმა ბენ ფოდენმა თამაშის დამთავრებამდე ერთი წუთით ადრე მეტოქე კონტრშეტევაზე დაალელოვა, მაგრამ გვიანღა იყო.

სენსაციური ანგარიში დაფიქსირდა პარიზში, სადაც "ლე ბლემ", როგორც უკვე ვთქვით, კატასტროფული ანგარიშით წააგო ავსტრალიის ნაკრებთან. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი მასპინძლებს მსგავს არაფერს უქადდა. ფრანგებმა მორკინალების მძლავრი, მობილური თამაშით სტუმრებს ბევრი პრობლემა შეუქმნეს, თუმცა ტაიმი მაინც ფრედ 13:13 დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარში "ვოლაბების" უკანახაზელებმა გაინავარდეს. შვიდი ლელოდან ხუთი სწორედ მათ ანგარიშზეა. გარემარბმა დრიუ მიტჩელმა კი დუბლი გაიფრომა. საქმე იქამდე მივიდა, რომ "ლე ბლეს" საკუთარმა ქომაგმა დაუსტვინა.

ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო, როცა ანგარიში 16:40 იყო.

მძიმე ბრძოლა გადახდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ მეტოქეს, შოტლანდიის ეროვნულ გუნდს. "ნარშავებმა" ედინბურგში, "მერიფილდზე" სამოას ნაკრებს გაჭირვებით - 19:16 მოუგეს. 55-ე წუთისთვის ანგარიში საყაიმო იყო - 16:16. მატჩის დამთავრებამდე დარჩენილ დროში გარდატეხის შეტანას ვერცერთი ახერხებდა. გამარჯვების მომტანი საჯარიმო კი 79-ე წუთზე შეცვალზე შესულმა რუარიდ ჯეკსონმა გაიტანა.

შოტლანდია-სამოა 19:16

შოტლანდია: ლ - ვოლკერი. 2ს - პარკსი, ჯეკსონი. გ,ა - პარქსი.

სამოა: ლ - ფოტუალი. 3ს,გ - ვილიამსი.

იტალია-ფიჯი 24:16

იტალია: 8ს - ბერგამასკო

ფიჯი: ლ - ტალეიმატოგა. 3ს,გ: ბაი

ინგლისი-სამხრეთ აფრიკა 11:21

ინგლისი: ლ - ბოდენი. 2ს - ფლუდი.

სამხრეთ აფრიკა: 2ლ - ალბერტსი, მვოვო. 3ს,გ - მ.სტეინი.

უელსი-ახალი ზელანდია 25:37

უელსი: ლ - ბირნი. 6ს,გ - ს.ჯოუნზი.

ახალი ზელანდია: 4ლ - გეარი, მულიაინა, ტოეავა, აფოა. 3გ,2ს - კარტერი.

საფრანგეთი-ავსტრალია 16:59

საფრანგეთი: ლ - საჯარიმო. 3ს.გ - პარა.

ავსტრალია: 7ლ - ეშლი-კუპერი, გენია, რობინსონი, მიტჩელი (2), ელსომი, ოკონრი.

ირლანდია-არგენტინა 9:29

ირლანდია: 2ლ - ფერისი, დარსი. 5ს -სექსტონი. 2გ - სექსტონი, ოგარა.

არგენტინა: 3ს - კონტეპომი.

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა