საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ერთადერთი გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც ტურნირი ისე დაასრულა, ძირითად დროში გოლი არ გაუშვია
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბელორუსში გამართულ საერთაშორისო ტურნირში - "განვითარების თასი 2014" მეხუთე ადგილი დაიკავა.

ნოდარ აკობიას გუნდმა, რომელიც ტურნირის მეოთხედფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა, ბრძოლა V-VIII ადგილებისთვის გააგრძელა და 25 იანვარს ერთ-ერთი ჯგუფის გამარჯვებულ ფინეთს შეხვდა, რომელიც მეოთხედფინალიდან რუსეთმა გააგდო.

საქართველო-ფინეთი 2:0

გოლები: 1:0 მიქელთაძე (3), 2:0 კიკნაძე (57)

საქართველო: გოშაძე, კაციტაძე, კაპანაძე, კევლიშვილი, ნადარაია, ქობულაძე, მამუჩაშვილი, კომახიძე (41. ლაშხია), გოშთელიანი (41. ჯობავა), მიქელთაძე, ართმელიძე (41. კიკნაძე).

ამ გამარჯვებით ნოდარ აკობიას გუნდმა მე-5 ადგილისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა და გუშინ, 26 იანვარს, ირანს შეხვდა, რომელსაც ჯგუფში 8:0 სძლია. შეგახსენებთ, რომ ირანელებმა ბელორუსში 1999 წელს დაბადებული (ქართველებზე ორი წლით უმცროსები) ბავშვები ჩაიყვანეს.

ბოლო მატჩი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა 26 იანვარს, ირანელ 16-წლამდელებთან გამართა, რომლებთანაც მანამდე ჯგუფში არასაფეხბურთო ანგარიშით (8:0) მოიგო. ამჯერად კი ქართველმა ჭაბუკებმა მოკრძალებული ანგარიშით გაიმარჯვეს.

საქართველო-ირანი 1:0

1:0 გოშთელიანი (27)

საქართველო: კულუა, კაპანაძე, კაციტაძე, ნადარაია, ქობულაძე, კამლაძე, კევლიშვილი, გოშთელიანი (59. მიქელთაძე), ლებანიძე (41. კიკნაძე), ჯობავა, ლაშხია (51. მამუჩაშვილი).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ერთადერთი გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც ტურნირი ისე დაასრულა, ძირითად დროში გოლი არ გაუშვია. ლოგიკურიც იყო, რომ ჩვენი ნაკრების მეკარე, "საბურთალოს" გაზრდილი ოთარ გოშაძე ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

ფინალში რუსეთმა მასპინძელ ბელორუსს 6:1 მოუგო. რუსეთის შემადგენლობაში თამაშობდნენ ქართველი ნახევარმცველები - ნიკა ყიფიანი და გიორგი მელქაძე.

გადამწყვეტ მატჩში კარგად ითამაშა მელქაძემ, რომელიც პირველ და მესამე საგოლე კომბინაციებში ასისტენტად მონაწილეობდა, მეხუთე გოლი კი თავად გაიტანა. რაც შეეხება ყიფიანს, ის ტრავმირებული იყო და სათადარიგოთა სკამზეც არ გამოჩენილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U15 | სასელექციო შეკრება თბილისში
16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
სანდრო კობახიძე: მამაჩემმა რომ გაიგო, ფეხბურთზე სიარული ამიკრძალა
"სიმელოტით შეიძლება" - მელქაძეს, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, იგუაინთან შედარებაზე ესაუბრნენ [VIDEO]
18 წლის ქართველი "რეჯანას" ძირითადში? ნიკა ქორიძე გიორგი ნემსაძის კვალზე
ოთარ გაბელია: თურქული შეკრება სასარგებლო იყო
U18. საქართველო-პოლონეთი 0:1 - ოთხთა ტურნირი მარცხით დავიწყეთ
ბათუმის "დინამო" "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელის დამატებას აპირებს
მელქაძე: მოქალაქეობის შეცვლა? მე რუსეთის ნაკრებში თამაში მსურს
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔ
კენჭები კი არა, ლოდები - ევრო 2017-ის შესარჩევის წილისყრამ არ გაგვიმართლა
ლეგიონის უქმეები: არაბულის დუბლი, ძალამიძისა და ბერიძის გოლები [VIDEO]
დავითაშვილმა გაიტანა, არაბიძემ ხარიხას გაარტყა [VIDEO]
ნიკა ყიფიანი: "რუბინს" არ გაუმართლა
ლეგიონის უქმეები: არაბიძის დუბლი, კაჭარავას საგოლე პასი [VIDEO]
"შეწყდება თუ არა ანტიროტორული სერია?!" - "რუბინი"-"როტორის" გადამწყვეტი მატჩის წინ რუსულ მედიაში
ქართველი მცველის ულამაზესი გოლი რუსეთში [VIDEO]
ოთარ გოშაძე: ყველაფერი "ქასიმფაშასთან" კონტრაქტისკენ მიდის
შეუძლია თუ არა მელქაძეს საქართველოს ნაკრებში თამაში? - იურისტი განმარტავს
"გავიგე მშობლიურ სოფელში დიდ ეკლესიას აშენებს" - გიორგი მელქაძე ხვიჩაზე საუბრობს
თბილისის "საბურთალო": გოშაძე, ხარაიშვილი და გრიგალაშვილი ნაკრებში
კავაზაშვილი: მელქაძისთვის საქართველოს ნაკრებში მოხვედრა ემოციური აღმასვლა იქნება
გიორგი ხარაიშვილი: ეს შანსია, ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბს თავი მოაწონო
ათი დღე ბერლინში... ლევან კობიაშვილმა "ჰერტას" უმცროსი კიკნაძე აჩვენა
U19. საქართველო-უელსი 0:3 - მტკივნეული დარტყმა [VIDEO]
სფფ-ის სამძიმარი ნოდარ აკობიას გარდაცვალების გამო