26 იანვარს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2013/14 წწ. სეზონი თასის გათამაშებით განახლდა
26 იანვარს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2013/14 წწ. სეზონი თასის გათამაშებით განახლდა.

აღნიშნულ ტურნირში "ოქროსა" და "ვერცხლის" ლიგის გუნდები მონაწილეობენ, რომლებიც 22 იანვარს გამართულ წილისყრაზე დაწყვილდნენ.

მომდევნო ეტაპზე გასულის ვინაობას ერთი მატჩი წყვეტდა, რამაც 26 იანვარს გამართულ შეხვედრებს დამატებითი მოტივაცია შესძინა და "არენა-2"-ზე მოსულმა გულშემატკივარმა დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირებები იხილა.

შეგახსენებთ, რომ თასის გათამაშების საპრიზო ფონდი 4 000 ლარს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული გუნდი 3 000 ლარს მიიღებს, ხოლო ფინალისტს 1 000 ლარი გადაეცემა.

1/8-ფინალური ეტაპის პირველი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს "ვერცხლის" ლიგის ორი აუტსაიდერის, "ქართუ ბანკისა" და "ჯორჯიან მანგანეზ-ზესტაფონის" გუნდები დაუპირისპირდნენ, ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოოდ ბანკირთა გამარჯვებით, 8:3 დასრულდა.

გუშინდელი დღის გამორჩეული დაპირისპირება "სატრანსპორტო კომპანიისა" და "ჯორჯიან მანგანეზ-ჭიათურას" გუნდებს შორის გაიმართა. იმერლებმა "ოქროს ლიგის" გუნდის სტატუსიანი მეტოქე არად ჩააგდეს და აბსოლუტურად თანაბარი ორთაბრძოლაც გაუმართეს. მიუხედავად TTC-ის ორბურთიანი სხვაობით დაწინაურებისა, "მაღაროელებმა" იძალეს და მატჩის ძირითადი დრო 4:4 დასრულდა. თერთმეტმეტრიანების სერია კი უკეთ ჭიათურელებმა შეასრულეს და 1/4-ფინალური ეტაპის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვეს.

მორიგი საინტერესო დაპირისპირება შედგა პრინციპულ მეტოქეებს, "ნატახტარისა" და "ერისთავის იურიდიული ჯგუფის" გუნდებს შორის. მატჩის საწყის წუთებშივე "იურისტები" ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ, თუმცა მოპოვებულის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და მეორე ტაიმის დასაწყისში უკვე მათი მეტოქე გავიდა წინ, რის შემდეგაც ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა კიდევ ერთხელ შეძლო გატანა და საპასუხოდ მხოლოდ ერთი გაუშვა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლო წუთებზე "ერისთავმა" კარს მიაჯაჭვა მოწინააღმდეგე და ანგარიშის გათანაბრებაც არაერთხელ შეეძლო. ყველაზე რეალური შანსი კი 6-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა იყო: ოთარ მგელაძის უხეიროდ დარტყმული "ნატახტარის" მეკარემ, გია გონგაძემ მოიგერია და საკუთარ გუნდს მომდევნო ეტაპის საგზური მოუტანა.

დაძაბული, თუმცა არა უხვგოლიანი გამოდგა "ოქრო-ვერცხლის" მორიგი "გარჩევა","პსპ"-სა და "ბი პი ჯორჯიას" გუნდებს შორის. "ფარმაცევტებმა" პირველი ტაიმის ბოლო წამზე შეძლეს ანგარიშის გახსნა. ეფექტური საჯარიმო დარტყმით თავი ლევან ყუფარაძემ გამოიჩინა. "მენავთობეებმა" მეორე ტაიმში მოახერხეს წონასწორობის აღდგენა. გოლი "ბიპის" კაპიტნის, ზვიად კუჭუაშვილის ანგარიშზეა. საბოლოო შედეგი კი ლევან სარდანაშვილმა დააფიქსირა - 2:1, "პსპ"-ს სასარგებლოდ.

მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა სამოყვარულო კლუბმა "ალგომ", რომელმაც თასის 1/8-ფინალში "ვერცხლის ლიგის" ბინადარს, "ვითიბი ბანკის" გუნდს სძლია იოლად, 4:0. ბანკირთა წარუმატებლობაში უდიდესი როლი ითამაშა ორი წამყვანი მოთამაშის, კაპიტან ვალერიან მაჭავარიანისა და გოგა სულაძის არყოფნამ, რომლებიც დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდნენ აღნიშნულ შეხვედრას.

კიდევ ერთი დაპირისპირება, სადაც გამარჯვებული 11-მეტრიანების სერიაში გამოვლინდა, საქართველოს უნივერსიტეტისა და DHL-ის გუნდებს შორის გაიმართა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა ძირითად დროში ფრედ, 2:2 დასრულდა. 6-მეტრიანების სერია კი უკეთ "სტუდენტებმა" შეასრულეს - 2:4.

მეოთხედფინალში ითამაშებს "სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის" გუნდიც, რომელმაც ასპარეზობას "საქართველოს ბანკი" გამოთიშა - 4:1.

სათამაშო დღე კი მორიგი უხვგოლიანი და სანახაობრივი შეხვედრით დასრულდა, რომელშიც "პროგრეს ბანკის" გუნდმა "ლილო-1"-ს სძლია - 5:4. განსაკუთრებით საინტერესო მატჩის ბოლო წუთები იყო, რომლის დროსაც "მებაჟეებს" ცოტა დააკლდათ, რომ სამბურთიანი სხვაობა აღმოეფხვრათ. აღსანიშნავია, რომ 9 გატანილი ბურთიდან 6 მატჩის ბოლო ოთხ წუთში გავიდა.

1/4-ფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

პროგრეს ბანკი - ქართუ ბანკი

ნატახტარი - პსპ

ალგო - საქართველოს უნივერსიტეტი

GM-ჭიათურა - სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი

მატჩები 23 მარტს გაიმართება.

1/8-ფინალის სიმბოლური ნაკრები:

მიხეილ გოგიბერაშვილი (ჭიათურა), დათო დარჩია (ნატახტარი), ლევან ყუფარაძე (პსპ), მირიან ჯანგავაძე (ს.უ), გიორგი ალავიძე (CFCP), ლევან ჩიხრაძე (პროგრეს ბანკი).

დღის საუკეთესო მოთამაშე:

დავით შეყილაძე (ჭიათურა)

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა. თასის გათამაშება. 1/8-ფინალი.

26.01.2014. სპორტკომპლექსი "არენა-2"

ქართუ ბანკი - GM -ზესტაფონი 8:3

გოლები: 2 წთ, გოგოლაძე (1:0), 10 წთ, ზ. მანჯავიძე (1:1), 12 წთ, გოგლიძე (ს/კ 2:1), 15 წთ, ჩახვაშვილი (3:1), 17 წთ, ჩახვაშვილი (4:1), 21 წთ, ჩიკვილაძე (5:1), 22 წთ, გოგოლაძე (6:1), 22 წთ, გ. მანჯავიძე (6:2), 30 წთ, მუმლაძე (6:3), 34 წთ, ბაკურაძე (7:3), 38 წთ, გოგოლაძე (8:3), 40 წთ, ბაკურაძე (9:3)

ქართუ ბანკი: 1. დავით ნიკოლეიშვილი, 10. გიორგი ჩიკვილაძე, 9. კობა გოგოლაძე, 18. ბექა ახვლედიანი, 13. ნიკა ჩახვაშვილი, 17. ნოდარ ბაკურაძე

სათადარიგოები: 3. კობა აფციაური, 7. გურამ მგელაძე

GM-ზესტაფონი: 1. ოთარ მაჭავარიანი, 8. ზურაბ მანჯავიძე, 11. გიორგი მანჯავიძე, 9. მანუჩარ მუმლაძე, 6. გიორგი გოგლიძე, 4. რამაზ კელენჯერიძე

სათადარიგოები: 5. გელა ყუბარაძე, 2. აჩიკო ქათამაძე, 3. ალეკო წაქაძე, 7. ზვიად ჭანტურიძე, 10. ზაზა შარაბიძე

TTC (სატრანსპორტო კომპანია) - GM-ჭიათურა 4:4 (პ: 2:4)

გოლები: 2 წთ, ღლონტი (1:0), 8 წთ, კიკვიძე (1:1), 13 წთ, შეყილაძე (1:2), 23 წთ, ღლონტი (2:2), 30 წთ, ბერიშვილი (3:2), 34 წთ, კერესელიძე (4:2), 35 წთ, შეყილაძე (4:3), 36 წთ, გოგიბერაშვილი (4:4)

პენ.: კიკვიძე (ააცილა), ქართველიშვილი (1:0), შეყილაძე (1:1), ოდიკაძე (ააცილა), შუბითიძე (2:1), თუქჩიშვილი (2:2), ბადურაშვილი (3:2), სიბაშვილი (მეკარე), გოგიბერაშვილი (4:2)

TTC: 1. ბექა სიბაშვილი, 4. ირაკლი ქართველიშვილი, 10. სერგი დარსაველიძე, 13. კოტე ოდიკაძე, 5. ლაშა კობახიძე, 7. გურამ ღლონტი. სათადარიგოები: 12. გიორგი კელენჯერიძე, 9. გიორგი ბერიშვილი, 11. ნოდარ ქუქჩიშვილი, 8. ვიქტორ კერესელიძე, 131. დიტო დემურაშვილი

GM-ჭიათურა: 1. გიორგი ბადურაშვილი, 3. დათო შეყილაძე, 4. გიგა კიკვიძე, 5. გოგა ბიწაძე, 6. დათო რობაქიძე, 10. მიხეილ გოგიბერაშვილი. სათადარიგოები: 7. გიორგი შუბითიძე, 8. ზურაბ გაფრინდაშვილი

ნატახტარი - ერისთავის იურიდიული ჯგუფი 4:3

გოლები: 5 წთ, ნაკანი (0:1), 7 წთ, ნინოშვილი (0:2), 8 წთ, დარჩია (1:2), 17 წთ, გ. სეფერთელაძე (2:2), 22 წთ, გოგოხია (3:2), 24 წთ, კაპანაძე (4:2), 35 წთ, ი. სეფერთელაძე (4:3)

ნატახტარი: 12. გია გონგაძე, 2. დიმა მაყიშვილი, 6. დათო დარჩია, 13. კახა ხამხაძე, 14. გიორგი მშვიდობაძე, 10. გიორგი სეფერთელაძე

სათადარიგოები: 41. ნოდარ სიხარულიძე, 33. მიშა თოფურია, 4. იაგო კაპანაძე, 8. კახა გოგოხია

ერისთავი: 22. ალექსი ჯავახიშვილი, 88. ოთარ მგელაძე, 7. ლაშა მდივანი, 10. გია ნინოშვილი, 8. დავით ნაკანი, 96. ზურაბ ძაგანია. სათადარიგოები: 47. გიორგი წიკლაური, 3. ირაკლი სეფერთელაძე, 9. შალვა ლაცაბიძე, 1. მამუკა მჭედლიშვილი

PSP - BP GEORGIA 2:1

გოლები: 20 წთ, ყუფარაძე (1:0), 26 წთ, კუჭუაშვილი (1:1), 30 წთ, სარდანაშვილი (2:1)

PSP: 13. სერგი ჩიტორელიძე, 20. ლევან სარდანაშვილი, 8.ლევან მეგრელიშვილი, 3. თემო კვირკველია, 21.ლევან კახობერაშვილი, 6.ლევან ყუფარაძე.

სათადარიგოები: 1. ალექსანდრე შარაბიძე, 7. მირიან მირგატია, 9. ლაშა გურგენიძე,10. გივი კაციტაძე, 99. დავით კაკუბერი

BP GEORGIA: 77. ნიკა ბუდაღაშვილი, 5. ზვიად კუჭუაშვილი, 11. ზვიად გობეჯიშვილი, 7. ალექსანდრე ხოჭოლავა, 13. გივი მალაშხია, 10. დავით გულარიძე.

სათადარიგოები: 1. დავით ხარაძე, 8. უჩა ხმალაძე, 9. მინდია გაბლაია, 50. გელა ცქიტიშვილი, 4. რევაზ ლორთქიფანიძე, 90. ზურაბ კუჭუხიძე

ვი თი ბი ბანკი - მ.ფ.კ ალგო 0:4

გოლები: 17 წთ, რევაზაშვილი ( 0:1), 28 წთ, გუნია (0:2), 32 წთ, ჯორბენაძე (0:3), 36 წთ, გუნია (0:4)

ვი თი ბი: 26. ნიკოლოზ კავთიაშვილი, 2. ნოდარ მაჭავარიანი, 6. ლაშა ხაინდრავა, 8. გიორგი ჯობავა, 5. ვალერიან საღირაშვილი, 71. გოდერძი თევზაძე.

სათადარიგოები: 4. თორნიკე დარსალია, 9. ირაკლი ფოჩხუა, 11. მიხეილ ბუსხრიკიძე, 10. თორნიკე ბოჭორიშვილი, 96. არჩილ უსანეთაშვილი

ალგო: 1. ემზარ გოგიშვილი, 7. გიგი ბაშალეიშვილი, 10. გიორგი რევაზაშვილი, 21. გიორგი გუნია, 17. დავით ლუკავა, 24. მალხაზ ჯორბენაძე. სათადარიგოები: ზაალ ქუთათელაძე

DHL - საქართველოს უნივერსიტეტი 2:2 . პენ.: 2:4

გოლები: 4 წთ, ჭოხონელიძე (0:1), 9 წთ, ჯინჭარაძე (1:1), 18 წთ, მ. მენთესაშვილი (2:1), 37 წთ, ჯანგავაძე (2:2)

პენ.: ჭოხონელიძე (მეკარე), წკრიალაშვილი (მეკარე), ლაბაძე (0:1), მ. მენთესაშვილი (1:1), კორნეევი (1:2), კავთუაშვილი (2:2), ჯანგავაძე (2:3), დვალი (მეკარე), სხირტლაძე (2:4)

DHL:1. არჩილ გიორგობიანი, 7. ბესიკ კავთუაშვილი, 8. გიორგი დვალი, 10. გიორგი წკრიალაშვილი, 11. მამუკა მენთესაშვილი, 9. აკაკი ტეტუნაშვილი.

სათადარიგოები: 13. ბიჭი მენთესაშვილი, 3. გიორგი ანთაძე, 78. პაატა ჯინჭარაძე, 12. დენის ჟივოგლაზოვი

ს.უ:1. ვასილ გვარამაძე, 2. გიორგი ჭოხონელიძე, 5. აბუ ჯორჯი, 8. ბექა სხირტლაძე, 10. გელა ლაბაძე, 13. მირიან ჯანგავაძე.

სათადარიგოები: 9. საშა კორნეევი, 11. ზურა ბიძინაშვილი, 15. რასიმ კურბანოვი

საქართველოს ბანკი - სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი(CFCP) 1:4

გოლები: 8 წთ, ლობჟანიძე (0:1), 14 წთ, ალავიძე (0:2), 18 წთ,ხითარიშვილი (0:3), 26 წთ, მაისურაძე (1:3), 33 წთ, ალავიძე (1:4)

საქართველოს ბანკი: 99. ირაკლი მიქაუტაძე, 13. კორნელი ივანიაძე, 7. ნოდარ დარახველიძე, 21. გიორგი კასრაძე, 3. არჩილ უჯმაჯურიძე, 10. გიორგი ცაგარეიშვილი.

სათადარიგოები: 4. სულხან გვალია, 23. გიორგი მაისურაძე, 77. ლაშა ჯოხაძე, 14. უჩა გოგიტიძე, 1. დავით ჩუბინიძე, დავით ხუციშვილი

CFCP: 1. დავით ბაქრაძე, 20. გიორგი ალავიძე, 5. ირაკლი ხელაძე, 9. მიხეილ ლობჟანიძე, 23. მიხეილ მიქაშავიძე, 13. გიორგი ნიკოლეიშვილი.

სათადარიგოები: 8. ნუგზარ ხითარიშვილი, 6. მიხეილ ავეტისოვი, ელგუჯა საღრიშვილი

პროგრეს ბანკი - ლილო-1 5:4

გოლები: 9 წთ, ბეტეევი (0:1), 11 წთ, ხლაპუსტოვი (1:1), 28 წთ, ჩიხრაძე (2:1), 30 წთ, ცერცვაძე (3:1), 36 წთ, ლეჟავა (3:2), 37 წთ, ცერცვაძე (4:2), 38 წთ, ჩიხრაძე (5:2), 39 წთ, ბასილაშვილი (5:3), 40 წთ, ლეჟავა (5:4)

პროგრეს ბანკი: 1. ირაკლი გედენიძე, 10. უჩა ჩხაიძე, 21. ელიას ანდრე, 41. ლევან ჩიხრაძე, 9. აკო ხლაპუსტოვი, 20. ზურა ცერცვაძე.

სათადარიგოები: 4. გიორგი კვანტალიანი, 2. დათო ფანჩულიძე, 7. გიორგი ფოჩხუა, 8. გიორგი ხიდაშელი, 11. ლევან ქავთარაძე, 12. ამირან გვენცაძე, 5. ირაკლი ჩხაიძე, 3. გიორგი ხადიშვილი

ლილო-1: 22. ვალერი ალასანია, 4. გიორგი კვინიკაძე, 3. თენგიზ ჭაფანძე, 5. თორნიკე კირკიტაძე, 10. დავით ბეტეევი, 13. თემურ ბასილაშვილი.

სათადარიგოები: 6. გიორგი ლეჟავა, 9. გიორგი მახარაშვილი, 7. ლექსო ჯეირანაშვილი, 8. თენგიზ კოდიაშვილი, 11. გიორგი თინიკაშვილი, 1. ვალერი ტიტოვი

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" პარტნიორია აზარტული თამაშების კომპანია "ევროპაბეთი".

"ვერცხლის ლიგის" გენერალური სპონსორია "ვი თი ბი ბანკი".

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ტექნიკური პარტნიორია სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.

ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - ww.flowers.ge.

ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო "კომერსანტი 95,5", რადიო "ჯაკო 96,3" და ინტერნეტ პორტალები - www.sportall.ge, www.worldsport.ge და www. Geosports.ge

SBM-ს პრესსამსახური

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
SBM LEAGUE 2014/15: დაძაბული და სენსაციური სათამაშო დღე
7 ᓘᓕᓜᓘᓡᓡ "ᓑᓘᓖᓜᓔᓡᓘᓡ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓗᓐ ᓚᓘᓒᓘᓡ" ᓝᓠᓘ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓘ ᓒᓐᓛᓝᓕᓚᓘᓜᓓᓔᓑᓐ
ᓑᓘᓖᓜᓔᓡᓘᓡ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓗᓐ ᓚᓘᓒᓐ: ᓡᓔᓖᓝᓜᓘ "ᓜᓐᓢᓐᓮᓢᓐᓠᓘᓡ" ᓢᓠᓘᓣᓛᓤᓘᓗ ᓓᓐᓡᓠᓣᓚᓓᓐ
SBM LEAGUE 2014/15: ლიგა კალენდარული მატჩებით განახლდება
SBM League 2017/18: 17 დეკემბერს III ტურის შეხვედრები გაიმართება
SBM League 2017/18: II ტურის შეხვედრებს ოქროს და ბრინჯაოს ლიგის გუნდები გამართავენ
SBM League 2017/18: II ტური დაძაბული შეხვედრებით გამოირჩა
SBM League 2017/18: 3 დეკემბერს II ტურის შეხვედრები გაიმართება
SBM League 2017/18: სეზონი საინტერესოდ დაიწყო
BCL: ᓜᕐᓮᓔᓕᓐᓠᓤᓘᓜᓐᓚᕔᓑᓨᓘ ᓤᓐᕕᓝᕠᓘᕢᓔᕑᓘ ᓒᓐᓛᓝᓘᓙᓕᓔᕗᓜᓔᓜ
SBM League 2017/18: სეზონი სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის შეხვედრებით განახლდა
BCL: "ᓕᓔᕠᓪᓮᓚᓘᓡ ᓚᓘᓒᓐᓨᓘ"ᓙᓘᓓᕔᓕ ᓝᓠᕘ ᓜᕐᕮᓔᓕᓐᓠᓤᓘᕜᓐᓚᓘᕡᓢ
"ᓑᕘᓖᕜᓔᕡᓘᓡ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓗᓐ ᓚᓘᕒᓘᕡ" ᓗᓐᓛᓐᕨᓔᕑᓘ 9 ᓓᓐ 11 ᓛᓐᓘᓡᕡ ᓒᓐᓘᓛᕐᓠᕗᓔᕑᕐ
BCL: ᓩᓔᕛᓞᓘᓝᓜᕐᓢᓘ ᓓᓐᓡᓙᓕᓜᓘᓗ ᓡᓢᓐᓓᓘᓐᕡ ᓣᕐᓮᓚᕝᓕᓓᓔᓑᓐ