"მანჩესტერ სიტი" უსაშველოდ ძლიერია და "უაით ჰართ ლეინზე" ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა
აგუერო ისევ თამაშგარეშია

ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ სერხიო აგუერო მოედანს დაუბრუნდა თუ არა, თითქოს არაფერი მომხდარაო, უცბად ათამაშდა. 25 წლის არგენტინელმა 5 არასრულ შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და სამწუხაროდ, ამჯერად ბარძაყის კუნთი იტკინა.

როდის შეძლებს თავდამსხმელი ვარჯიშის განახლებას, ეს დიაგნოზზეა დამოკიდებული.

"ჩელსისთან" აგუეროს თამაშის შანსი მიზერულია. თავად სერხიო ამტკიცებს, რომ მწვრთნელმა ის მხოლოდ თავის დაზღვევის მიზნით შეცვალა. მანუელ პელეგრინის თქმით კი, ფეხბურთელს მყესი აქვს დაზიანებული, რაც ნაკლებად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. ჩილელი მხოლოდ იმედოვნებს, რომ დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდება.

"ტოტენჰემთან" შეხვედრის შემდეგ ძნელია "სიტიზე" რაღაც ახლის თქმა. ის, რომ თამაშის ხარისხის მიხედვით, "ქალაქელები" ჩემპიონატის უპირველეს ფავორიტებად უნდა ჩავთვალოთ, ამაზე მსჯელობა ზედმეტი გვგონია. სტატისტიკაც კი ამას მოწმობს: XXIII ტურის შემდეგ გუნდმა 8-ჯერ შეძლო 4 და მეტი გოლის გატანა.

"დეზების" თავკაცი ტიმ შერვუდი იმდენად იყო შეძრული მეტოქის ტოტალური უპირატესობით, რომ "სიტის" ფეხბურთელებს უცხოპლანეტელები უწოდა და მომავალ ჩემპიონად გამოაცხადა.

პელეგრინი კი მსგავს დამოკიდებულებას არ ეთანხმება. აი, რას ამბობს ის: "წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი თამაშია. შესაბამისად, წინასწარ დასკვნების გაკეთება ნაადრევი მგონია. თუკი ასევე გავაგრძელებთ თამაშს, შანსი ნამდვილად გვექნება, მაგრამ, მოდი, ამაზე მსჯელობა სამომავლოდ გადავდოთ".

დამნაშავე ვესტ ჰემი

"სტემფორდ ბრიჯზე" უგოლო ლონდონური დერბის შემდეგ ჟოზე მოურინიო გაწბილებული დარჩა. მისი გაგება შეიძლება, რადგან "სიტისთან" სტუმრად შეხვედრამდე მას უკეთესი "ჩელსის" ნახვა სურდა.

კოლოსალური უპირატესობის მიუხედავად, მასპინძელი ბოლოს ვერას გახდა. პორტუგალიელმა მთავარი დამნაშავე მალევე იპოვა - მეტოქის უმსგავსო ტაქტიკა, რომელიც მხოლოდ შეტევების ჩაშლაზე იყო ორიენტირებული.

"ძნელია ითამაშო ფეხბურთი, როცა მოწინააღმდეგეს ამის სურვილი არ გააჩნია, რადგან ამისთვის ორმხრივი ნებაა საჭირო", - განაცხადა "განსაკუთრებულმა".

დიდხანს არც სემ ელერდაისის რეაქციამ დაახანა:

"სასიამოვნოა იმის ყურება, მეტოქე ფეხბურთელები როგორ ცდილობენ მსაჯის დაშინებას, რადგან მოედანზე არაფერი გამოსდით; მათი გაბრაზებული მწვრთნელი კი როგორ ხტუნაობს ტექნიკური ზონის სიახლოვეს.

პასუხი იმაზე, თუ რატომ ავირჩიეთ ეს ტაქტიკა, ძალიან მარტივია: "ვესტ ჰემი" დასარჩენად იბრძვის და ვერ მისცემს საკუთარ თავს უფლებას, მეტოქეს თამაში გაუხსნას და სამი ბურთით დამარცხდეს".

XXIII ტურის სიმბოლური ნაკრები

ვიტო მანონე (სანდერლენდი)

მარტინ ოლსონი (ნორვიჩი), ჟოზე ფონტე (საუთჰემპტონი), ვენსან კომპანი (მანჩესტერ სიტი), ჩიკო ფლორესი (სუონსი)

ჯონათან დე გუზმანი (სუონსი), სტივენ ჯერარდი (ლივერპული), ფაბიან დელფი (ასტონ ვილა), ეშლი იანგი (მანჩესტერ იუნაიტედი)

კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), ლუის სუარესი (ლივერპული).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინგლისი. პრემიერლიგა. XXIII ტური: სუფრის თავში "მანჩესტერ სიტია" [VIDEO]

papa
ღადაობაა რა ჟოზე რო მაგას იტყვის რაც მაგან ინტერით ბარსასთან გააკეთა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
სემ ელერდაისი: ოლივიე ჟირუს ჩვენთან მეუღლე არ გამოუშვებს
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
აგუეროს ფეხბურთში დაბრუნება შესაძლებელია - "კუნმა" ექიმისგან თანხმობა მიიღო
სემ ელერდაისი: ტეო უოლკოტი კარგი შენაძენია
სლოტი: მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა - საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ
"ვინისიუსი მეტოქეებს საშინელ რაღაცებს ეუბნება" - სერხიო აგუერო
"თუ ეს მოხდა, სასქესო ორგანოს მოვიჭრი" - აგუეროს დადებული პირობა სოციალურ ქსელში მთავარი სახალისო თემაა
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
ბირმინგემის "ასტონ ვილა": შერვუდის მემკვიდრის ძიებაში
კრისტიან ბენტეკე - ახლოა "ლივერპული"?
სემ ელერდაისი: "მანჩესტერს" ცოტა გააქვს და გავარდნის კანდიდატია
ტიმ შერვუდი: რას ჰგავს არგენტინის ნაკრების მწვრთნელი? პაბში საჩხუბრად მისულ კაცს
"ზოგადად ბრაზილიელები ამპარტავნები არიან, მოედანზე ზედმეტად დიდ ყურადღებას იქცევს" - აგუერომ განმარტა მიზეზები, რის გამოც ვინისიუსმა "ოქროს ბურთი" ვერ მოიგო
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
ჟოზე და ავტორიტეტები - პრემიერლიგის VI ტურის საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა
"ასტონ ვილა": როცა გუნდში გოლიათი გყავს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
"დიდი სემი" დაბრუნდა - ელერდაისს "ლიდსის" გადარჩენა დაავალეს
"ფანებისთვის კარგი ამბავი მაქვს" - სერხიო აგუერომ ლიონელ მესიზე ისაუბრა
"ამის გამო, არბელოას ბოდიში მოვუხადე" - ჟოზე მოურინიო "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
აგუერომ კარიერის სავარაუდო განახლებაზე ისაუბრა
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
სემ ელერდაისი: გინდათ წვეულება? მაშინ მოიგეთ!
ტეო უოლკოტი "ევერტონისთვის" შეუტევს