საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ავჭალის სტადიონზე ექვსი ლილო გაიტანა, ბელგიელებს კი ქულაც არ ააღებინა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2014 წლის ევროპის ერთა თასის მეორე წრის პირველ შეხვედრა ბელგიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 35:0 გაიმარჯვა.

ავჭალის სარაგბო სტადიონი, მიუხედავად უამინდობისა, გულშემატკივრებით გადაივსო, ისინი კი, ვისთვისაც ტრიბუნებზე ადგილი არ აღმოჩნდა, არენის მიმდებარე გორაკებიდან ადევნებდნენ თამაშს თვალს.

მინუს ოთხ გრადუს ყინვაში გამართული მატჩი ქართველი მორაგბეების სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა. ანაგარიში კი უკვე მეექვსე წუთზე გაიხსნა.

"ბორჯღალოსნების" შეტევა მარცხენა ფრთაზე გაგრძელდა, სადაც დიმიტრი ბასილაიამ და კოტე მიქაუტაძემ კარგად გაითამაშეს ბურთი და ამ უკანსკნელმა ლელოც დადო. მერაბ კვირიკაშვილს გარდასხვა გაუცუდდა, ბურთი ძელს მოხვდა - 5:0.

"მეკომ" შეცდომა მალევე გამოასწორა, როდესაც მე-9 წუთზე დავით კაჭარავასგან მიიღო ბურთი და მეტოქის ჩათვლის მოედანში შეირბინა. კვირიკაშვილმა ამჯერად გარდასახვა ზუსტად შეასრულა და 12:0.

სტუმრებმა გაიბრძოლეს, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. სამაგიეროდ, მე-20 წუთისთვის კვლავ მილტონ ჰეიგის ბიჭებმა გაიხარეს - ბელგიელებს ლელო "ბორჯღალოსნების" ყველაზე ახალგაზრდა მორაგბემ მერაბ შარიქაძემ დაუდო. "მეკოს" გარდასახვა არც ამჯერად გამოუვიდა - 17:0.

საქართველოს ნაკრების მეოთხე ლელო 32-ე წუთისთვის გავიდა. შერკინების შემდეგ ლევან ხმალაძემ ბურთი სტუმართა ჩათვლის მოედნისკენ ფეხით გაგზავნა, რასაც კვირიკაშვილი შეჰყვა და ლელოც დადო. "მეკომ" ვერც მარჯვენა ფლანგიდან გარდასახა - 22:0.

თუმცა, პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში მაინც კვირიკაშვილმა დააფიქსირა, რომელმაც საჯარიმო ზუსტად დაარტყა - 25:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა თითქოს კვლავ გაიბრძოლეს, მაგრამ ამაოდ, 55-ე წუთისთვის კი "ბორჯღალოსნებმა" სულაც კონტრშეტევით დასაჯეს. შარიქაძემ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში ჩვენი ნაკრების კაპიტან ირაკლი მაჩხანელს შეუგორა, რომელსაც ხელი ვერავინ შეუშალა. "მეკოს" რეალიზაცია კი არც ამჯერად გამოუვიდა - 30:0.

65-ე წუთზე "ბორჯღალოსნების" მეექვსე ლელო გიორგი ჩხაიძემ გაიტანა, გარდასახვა კი ლაშა მალაღურაძემ დაარტყა, თუმცა ბურთი უკვე მეორედ ამ მატჩში, ძელს მოხვდა - 35:0.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. მეტოქემ, რომელიც შარშანდელ მატჩში საკმაოდ გვანერვიულა, წელს კი ბაქი-ბუქით გვესტუმრა თბილისში, ქულაც ვერ მოიპოვა.

იხილეთ ვიდეო

ამრიგად, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ერთა თასის მოქმედი გამარჯვებულია, მორიგი ხუთი ქულა მიითვალა და სატურნირო ცხრილში კვლავაც ერთპიროვნული ლიდერია.

1 თებერვალსვე ერთა თასის მეორე წრის პირველი ტურის სხვა მატჩებიც გაიმართა. ესპანეთმა რუსეთს უმასპინძლა და ანგარიშით 25:28 დამარცხდა. რაც შეეხება "ბორჯღალოსნების" მთავარ მეტოქეს, რუმინეთის ნაკრებმა შინ პორტუგალიას ანგარიშით 24:0 სძლია, თუმცა პრემიალური ქულის მოპოვება ვერ შეძლო.

Sota
შინაც სტუმრადაც თამაშში სიძნელე გადაგელახოთ. შარშანდელივით ბიჭებო ჩემპიონები გვენახოთ.
obcheli
ესპანეთი-რუსეთი 25:28, რუმინეთი-პორტუგალია 24:0
ILIA
ლომები ხაააართ
avtandili
მაგრები ხართ გაიხარეთთთთთთთთთთთთთ
mamuka
ყველაზე მაგარო ბიჭებო! გილოცავთ გამარჯვებას და სულ გამარჯვებულები გევლოთ. თქვენით ვამაყობ. დიდება საქართველოს და ჩვენ რაგბისტებს. დიდება!
gilocavT!
გ ი ლ ო ც ა ვ თ. . .
lali
მაგრებოოოოოოოოოოოოოოოო!!!!!!!!! გილოცავთ!!!!!
gilocavT!
გ ი ლ ო ც ა ვ თ!
gilocavT!
გილოცავთ,გილოცავთ,გილოცავთ! მრავალი გამარჯვება მოგეპოვებინოთ!
გია
დასაწყისი ძალიან კარგია ასე უნდა გავაგრძელოთ.
qartveli
თქვენ ხართ ერის სიამაყე
emigranti
გილოცავტ ბორჯგალოსნებო! გილოცავ საქარტველოვ! ცინ კიდევ მრავალ გამარჯვებებს გისურვებტ!!!!
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ოფიციალურად: კოტე მიქაუტაძე "ბაიონის" მორაგბეა
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
ლეგიონი გუშინ: გიორგი მაკარიძე იგებს, თემურ ქეცბაია ნახევარფინალშია
ლეგიონი გუშინ: ქართველების "ვიტესი" აუტსაიდერთან შინ დამარცხდა
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
ლეგიონერები - კოტე მიქაუტაძე "ბაიონში" 2023 წლამდე
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
ჩელენჯ ქაფი: "კრასნი იარი" "ლონდონ აირიშთან" დამარცხდა
"მოედნიდან ლაჩრებივით არ გამოვალთ" - საქართველოს გურული ჩემპიონები ისტორიის გასაგრძელებლად ითამაშებენ
"ვვა პოდმოსკოვიე" ორი ქართველით გაძლიერდა
"არმაზი" - მარნეულის სახელით პლეი-ოფისთვის
ლეგიონი გუშინ: გიორგი ჭანტურია მხოლოდ სამი წუთით...
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა
ლეგიონერები - პრო დე2 მიქაუტაძემ გახსნა
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და ორი დებიუტი "ჩელენჯ კაპზე" [VIDEO]
"რვა ერი": ირლანდიასთან მიქაუტაძე თითქმის გამოირიცხა
დავით კაჭარავა: საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი მასშტაბური ძვრები ქართულ სპორტში ჯერ არ ყოფილა
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გიორგი ჩხაიძე უხელმძღვანელებს
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
დიდი 10. XII ტური: რა დაემართა "ბაგრატს"?
რაგბი. ლეგიონი: ჯაბა ბრეგვაძისა და გიორგი ნემსაძის დებიუტი
დიდი 10. XVII ტური: "არმაზმა" შანსი შეინარჩუნა
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში - თბილისი "ჩელენჯ ქაფის" ორ მატჩს უმასპინძლებს
გიორგი ჩხაიძე საქართველოს ქალთა ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
”ბორჯღალოსნები” გლოსტერისკენ დაიძრნენ [ბესიკ ჯანგავაძე ბრისტოლიდან]
ლეგიონი: თურქეთის სუპერლიგაში ოქრიაშვილის დებიუტი შედგა [VIDEO]
"ლონდონ აირიში" "კრასნი იარს" ლაშა ლომიძის გარეშე დაუპირისპირდება
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია
ირაკლი მაჩხანელი: სამწუხაროდ, ძაღლი და კატაც რაგბიზე ლაპარაკობენ
ლეგიონი გუშინ: დვალიშვილის გოლი, კანკავას მოგება, მჭედლიძის ფრე [VIDEO]
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში
[დღის თემა] ყველაზე მეტად პასუხს ჩვენ მოგთხოვთ - რას ითხოვს სარაგბო ოპოზიცია?
მოედნები კახეთში და პარტნიორი დედოფლისწყაროში
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ბრაზილიელი და ამერიკელი ქალი ფეხბურთელები "ლანჩხუთში" - ახალწვეულები ახლო ხედით [PHOTOS]
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
"ლანჩხუთი" აზერბაიჯანელით გაძლიერდა და ჩემპიონთა ლიგაზე უკრაინელებს შეხვდება
ტოპ 14: დებიუტები და 8 ქართველი მეექვსე ტურში
"რუსეთშიც ვთამაშობდი და ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი" - დავით კაჭარავა რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში კომენტარს აკეთებს
ლეგიონი გუშინ: კახა ცხადაძე და გოგიტა გოგუა ყაზახეთის თასის 1/4-ფინალში
გიორგი ჩხაიძე "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელს აკრიტიკებს: "არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ"